კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა სიურპრიზი მოუწყო ლელა სიხარულიძის შვილმა თამუნა მოსიძემ საკუთარ ქორწილში მეუღლეს და როგორ აღნიშნეს პატარძალთან ერთად ეს დღე ლელას მეგობრებმა

ჩემი და კიდევ უფრო ძველი თაობის ადამიანებს კარგად ახსოვთ უმშვენიერესი ქალბატონი, მომღერალი ლელა სიხარულიძე. მისი დანახვა, მოსმენა მაყურებელზე, მსმენელზე ყოველთვის პოზიტიურად მოქმედებდა და მისი შესრულებული არაერთი სიმღერა დღემდე საოცარ ემოციებს იწვევს. სულ ცოტა ხნის წინ, ლელას ქალიშვილმა – თამუნა მოსიძემ ცხოვრება ლევან ცეცხლაძეს დაუკავშირა. თამუნას გათხოვება თავის მეგობრებთან და ახლობლებთან ერთად, დედის მეგობრებმაც მიულოცეს. რაც მთავარია, მშვენიერი, პოზიტიური, მოღიმარი, ხალისიანი და ბედნიერი პატარძალი მისთვის მნიშვნელოვან დღესაც გრძნობდა დედის გვერდში დგომას. მე ბედნიერ წყვილს კიდევ ერთხელ ვულოცავ ოჯახის შექმნას, მთელი ცხოვრების განმავლობაში ერთად ყოფნას, უდიდეს ბედნიერებასა და სიყვარულს ვუსურვებ! 

თამუნა მოსიძე: ჩემი მეუღლე შემთხვევით გავიცანი, ახლობელთა წრეში. ერთი ნახვით არ შეგვყვარებია ერთმანეთი. ვფიქრობ, ბედმა შეგვახვედრა ერთმანეთს. რადგან ერთხელ შევხვდით, მეორედაც, მაგრამ – არაფერი. ნელ-ნელა გავაგრძელეთ ურთიერთობა. რადგან მეგობრების წრეში გავიცანით ერთმანეთი, თავიდან უფრო ვმეგობრობდით. მერე კი, ეს ყველაფერი სიყვარულში გადაიზარდა. თუმცა, დიდი ხნის განმავლობაში ვერ ვხვდებოდი, რომ მიყვარდა. ჯერ მეგონა, მიჩვეული ვიყავი. ვფიქრობდი: ერთი თვეც გავძლებ უიმისოდ და ორი თვეც-მეთქი. თუმცა, ერთი თვე რომ გავიდა, მივხვდი, ეს მიჩვევა არ იყო, გრძნობა მქონდა. ჯერ ერთმანეთი კარგად გავიცანით – როგორც ზრდასრულ ადამიანებს შეეფერებათ, ისე განვითარდა ჩვენი ურთიერთობა. თავიდან, არც მე მინდოდა დაქორწინება და არც მას. მერე ერთი წელი გავიდა, მეორე, მესამე წელი რომ დაიწყო, დამიდგა ეტაპი, როცა მომინდა, მქონოდა ისეთი ოჯახი, როგორზეც ყოველთვის ვოცნებობდი. ოჯახური ურთიერთობა, ცოლქმრული ურთიერთობაც ისეთი იდიალური გვაქვს, როგორიც მინდოდა, მქონოდა. 

– ყველაფერი ტრადიციების დაცვით მოხდა: მამას გააცანი, მერე ჯვრისწერა, ხელისმოწერა?

– მამამ იცოდა, რომ ჩემს ცხოვრებაში არსებობდა ადამიანი, რომელიც მომწონდა, მიყვარდა, მაგრამ არ ეგონა, ასეთი სერიოზული ურთიერთობა თუ იყო. რომ გავაცანი, ძალიან მოეწონათ ერთმანეთი. მეორე დღესვე გავთხოვდი, თუმცა არ მეგონა, ასე თუ მოხდებოდა. ჯვრისწერას სექტემბერში ვაპირებდით, მაგრამ გადაგვედო. შემდეგ მარხვა დაიწყო, მერე ლელას დედა, ჩემი გამზრდელი ბებია გარდაიცვალა. ბოლოს 25 იანვარს დავიწერეთ ჯვარი, მოვაწერეთ ხელი და გადავიხადეთ ქორწილი.

– მოასწრო ბებომ ლევანის გაცნობა?

– იცნობდა ლევანს, მაგრამ ცუდად იყო, ინსულტი დაემართა და ვფიქრობ, ყველაფერი ბოლომდე ვერ აღიქვა. სულ მეუბნებოდა: მინდა, ბედნიერი გნახო და მერე მშვიდად წავიდე ჩემს შვილთანო. ასეც მოხდა ყველაფერი.

– სად დაიწერეთ ჯვარი? 

– სიონში, ლევანის მეგობარმა, მამა არჩილმა დაგვწერა ჯვარი. რესტორან „ბარაკონის“ დარბაზში მოვაწერეთ ხელი. თაკო დოლაბერიძემ გააკეთა ყველაფრის ორგანიზება. ჯვრისწერაზე დიდად არ ვნერვიულობდი, იმან უფრო ამაღელვა, როცა ჩემი მეგობრების ბედნიერი სახეები დავინახე. ხელის მოწერის დროს უფრო მქონდა ემოციები. რაღაც ფრაგმენტები არც მახსოვს, ფოტოებს რომ ვუყურებ, მერე მახსენდება. 

– ლელას ბევრი მეგობარი ესწრებოდა შენს ქორწილს...

– უფრო მეტი იყო დაპატიჟებული, მაგრამ ვერ მოახერხეს ჩამოსვლა. მიმაჩნია, რომ იმ დღეს აუცილებლად იქნებოდა დედაჩემი და აუცილებლად დაპატიჟებდა ამ ადამიანებს. ვფიქრობ, ისინიც ბედნიერები იყვნენ იმ დღეს. მამუკა ჩარკვიანი მოვიდა, ნუგზარ კვაშალი, გიო ხუციშვილი, ნუკრი კაპანაძე. ჩემი მეუღლის მეგობრების მხრიდან  – ჯგუფი „ალილო“, 400-კაციანი ქორწილი გვქონდა. მამუკა ჩარკვიანმა იმხელა სიურპრიზი გამიკეთა... მეგონა, არ იმღერებდა, ან „ირინოლას“ მაინც ვიმღერებდით ერთად, მაგრამ რომ ავიდა სცენაზე, დიდხანს არ დაასრულა სიმღერა. ვფიქრობ, ამით დიდი პატივი სცა ლელას ამ დღეს. 

– როგორც ვიცი, შენც იმღერე. 

– მინდოდა, ლევანჩოსთვის ისეთი რამ გამეკეთებინა, რაც გაუხარდებოდა. რადგან ნიაზ დიასამიძის „ახალი სიმღერა“ უყვარს, ამიტომ ეს ავარჩიე. მუსიკა ცოტა შევაცვლევინე, არანჟირება გავაკეთებინე. ჩემმა მეგობარმა თუთიკო ცქვიტინიძემ დამაწერინა ტექსტი. ლევანჩოსთვის სიურპრიზი იყო, ძალიან მოეწონა. თვითონაც რომ გამომიცეკვა „ქართულ” ცეკვაზე, იმდენი ვიცინე, არ ველოდებოდი თუ იცეკვებდა ან საერთოდ, თუ იცოდა ეს ცეკვა. ხალხიც გაოცებული იყო – საიდან იცის ამ ბიჭმა ეს ცეკვაო. აქტიურად, ბედნიერად გავატარე ეს დღე, მაგრამ ძალიან დამწყდა გული, რომ ადრე დამთავრდა. უკვე ვფიქრობთ, კიდევ ხომ არ გადავიხადოთ ქორწილი – ამის დიდი სურვილი მაქვს. ვფიქრობთ ამაზე, რომელიმე მრგვალ თარიღს ხომ არ დავუმთხვიოთ. 

– მახსოვს, სადღაც ამბობდი: ლელა სულ ჩემ გვერდით არისო. ალბათ, შენთვის ყველაზე მნიშვნელოვან დღესაც გრძნობდი მის გვერდში ყოფნას. 

– 25 იანვარს ოთხი დღე ცუდი ამინდები იყო. ამ დღესაც ცუდი ამინდი იყო გამოცხადებული, მაგრამ ძალიან თბილი, მზიანი დღე გათენდა. ყველაფერი ისე იყო, რომ ვგრძნობდი, როგორც ყოველთვის, იმ დღესაც ჩემ გვერდით იყო. არ განმიცდია ის მომენტი, რომ მარტო, მის გარეშე ვიყავი. იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ ლევანჩო არა მხოლოდ მოეწონებოდა, ძალიან ეყვარებოდა. 

 

скачать dle 11.3