კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ივნისი 2019 (157)
მაისი 2019 (254)
აპრილი 2019 (201)
მარტი 2019 (208)
თებერვალი 2019 (255)
იანვარი 2019 (209)

სხეულის რომელ ნაწილზე არ შეიძლება ტატუს გაკეთება და რატომ მიიჩნევს მას გიორგი გამჯაშვილი ადამიანის სულიერი მდგომარეობის გამომხატველად

ტატუს უძველესი დროიდან იკეთებდნენ ადამიანები, ჯერ კიდევ ქვის ხანიდან. რასაკვირველია, მაშინ ისეთი ტექნიკა არ იყო, როგორიც ახლა და არც შესრულების ტექნოლოგიები, მაგრამ უბრალო ნაკაწრებით ცდილობდნენ, სხეულის რომელიმე ნაწილზე რაიმე ფიგურის ან ცხოველის ამოსვირინგებას. გადმოცემით, „ტა” ნიშნავს ნახატს, „ატუ” კი სულს. ადამიანები ტატუს სხეულზე გაკეთებით, ცდილობენ, ხაზი გაუსვან თავიანთ ინდივიდუალურობას, ინტერესებს და უმეტეს შემთხვევაში, სულიერ მდგომარეობას. თუმცა, როგორც ტატუს სპეციალისტი, გიორგი გამჯაშვილი ამბობს, დღეს ბევრი სხეულზე გაუაზრებლად იხატავს ათასგვარ იეროგლიფს თუ ნახატს, ისე, რომ არც კი იცის, რეალურად მათი მნიშვნელობა. 

 

გიორგი გამჯაშვილი: უამრავი ადამიანი მოდის ჩემთან ტატუს გასაკეთებლად და ძირითადად, სასიყვარულო შინაარსის სვირინგის გაკეთებას მთხოვენ სხეულზე. მაგალითად, სასიყვარულო წარწერებს, გულებს, რჩეულის სახელს. ჩემი აზრით, ქართველებს ამ მხრივ ინდივიდუალიზმი გვაკლია. ნახავენ ერთ ადამიანზე რაიმე წარწერას ან ნახატს, მოეწონებათ და მერე ყველა ზუსტად ისეთის გაკეთებას მთხოვს. არ ჯობია, საკუთარი იდეა გქონდეს, სხეულის იმ ნაწილზე გაიკეთო ნახატი, სადაც შენ მოგწონს და ამით გამოკვეთო შენი ინდივიდუალიზმი და კრეატიულობა?! თავად მე, ფეხებზე მაქვს ტატუ – ერთ ფეხზე მახატია თავის ქალა, მეორეზე კი გველის ორნამენტი. 

– ამბობენ, სხეულზე ამოსვირინგებულ ყველა ნახატს, თავისი მაგიური დატვირთვა აქვს და მისი გაუაზრებლად გაკეთება არ შეიძლებაო. ასეა?

– გაუაზრებლად ნამდვილად არ შეიძლება ტატუს გაკეთება. არის ადამიანების კატეგორია, რომელსაც უბრალოდ, მოსწონს ნახატი და ის სხეულზე გადააქვს, მაგრამ არიან ისეთებიც, ტატუს ცხოვრების მომენტებს რომ უკავშირებენ, რომელიც მათ სულიერ მდგომარეობას ასახავს, ან თუნდაც, ამით პროტესტს გამოთქვამენ რეალობის მიმართ. ანუ, სხვადასხვა დატვირთვა აქვს თითოეულ ტატუს. ასევე, არის სხეულის ნაწილები, სადაც ტატუ არ უხდება ადამიანს.

– ასეთი რომელი ადგილია?

– ორნამენტი, რომელიც ორივე მხარეს იშლება, უნდა დაიხატო წელზე, პეპელა ან ყვავილი კი – მკლავზე. სადაც ნაკეცია, იქ ტატუს გაკეთება არ ვარგა. ყველაზე მეტად ფეხზე მიყვარს მუშაობა, რადგან იქ კანი დაჭიმულია და უფრო კარგად იხატება. ადრე, ერთი გოგონა მოვიდა, მთხოვა, ფეხის ცერა თითის ბალიშზე  „სმაილიკის” დახატვა. კი გამიკვირდა, მაგრამ გემოვნებაზე არ დავობენ. ქართველი მამაკაცები კი ხშირად, მგლის, მორიელისა და ვეფხვის ტატუს იკეთებენ. ვერ გეტყვით, ეს მოდაა თუ უბრალოდ, ახირება, მაგრამ ფაქტია, ეს მოსწონთ. ყველაზე ხშირად კი ზოდიაქოს ნიშნებს ისვირინგებენ. როცა მოდიან და არ იციან, რა უნდათ, დაიხატონ სხეულზე, პირველი, რაც თავში მოსდით, საკუთარი ზოდიაქოს ნიშანია (იცინის). 

– თავად არ სთავაზობ იდეებს კლიენტებს?

– როგორ არა, მაგრამ მირჩევნია, თავად მითხრან, რა უნდათ. როგორც გითხარით, სხეულზე რაიმეს დახატვა, ინდივიდუალური უნდა იყოს. ამით შენს შინაგან განწყობას გამოხატავ და უმჯობესია, საკუთარი აზრი გაგაჩნდეს. დაახლოებით მაინც ხომ უნდა მითხრა, რა გინდა? ტატუ, შენი სხეულის ნაწილი ხდება და ჩემი აზრით, არასწორი და რთულია, ამაში სხვის აზრს მიჰყვე და გაითვალისწინო.

– ხშირად იკეთებენ ქართველები ინტიმურ ადგილას ტატუს და თუ არის ეროგენულ ზონაში გაკეთებული ტატუ საშიში?

– რასაკვირველია, ინტიმურ ადგილასაც იკეთებენ ტატუს, მაგრამ არც ისე ხშირად. ამ მხრივ, ქალები აქტიურობენ და ძირითადად, მკერდის მოხატვას მთხოვენ. ბევრი, კატას ისვირინგებს. ერთმა კი ეროგენულ ზონაზე ალუბლების დახატვა მთხოვა. თუმცა, მაინც ძირითადად, წარწერებს და ორნამენტებს ანიჭებენ უპირატესობას. რაც შეეხება, საშიშია თუ არა ეროგენულ ზონაში გაკეთებული ტატუ, გეტყვით, რომ არა. რასაკვირველია, თუ მას სპეციალისტთან იკეთებთ, შესაბამის გარემოში, სტერილური ნემსით და არა კუსტარულად. ბევრი სხეულზე სისხლის ჯგუფს ისვირინგებს ან დაბადების თარიღების დაწერას მთხოვს. ხომ გეუბნებით, ამ მხრივ, ადამიანს არ აქვს შეზღუდვა და თავის სხეულზე რა ნახატს გაიკეთებს და რა წარწერას ამოისვირინგებს, ეს მისი ნებაა. ყოფილა შემთხვევა, შეყვარებული წყვილი მოსულა და ამოუსვირინგებიათ შუაზე გაყოფილი გული. ესეც ადამიანის გემოვნებაზეა დამოკიდებული, რომელზეც არ დავობენ, თორემ მსგავს რამეს მე არ გავიკეთებ. არ დამავიწყდება, ერთი კაცი მოვიდა და მითხრა, ხელზე ამომისვირინგე ტექსტი: „ძალიან მიყვარხარ, ჩემო ცხოვრება – მარგო”. ასე გამოხატა სიყვარული თავისი საყვარელი ქალის მიმართ. ბევრი ისეთი რამის გაკეთებას მთხოვს, მეცინება. ყოველთვის ვხვდები, როცა ადამიანი გააზრებულად მთხოვს ტატუს გაკეთებას, როგორი სულიერი მდგომარეობა აქვს იმ მომენტში. მაგალითად, ერთმა გოგომ ნათურის ამოსვირინგება მთხოვა, რომელზეც ზემოთაც პეპელა უნდა ყოფილიყო. ცოტა კი გამიკვირდა, მაგრამ ზუსტად მივხვდი, ეს მის ცხოვრებას უკავშირდებოდა. ნათურა რომ ინთება, მასთან პეპელა მიფრინავს, თუმცა იცის, რომ ეს მისთვის საბედისწეროა, რადგან სიცხეს ვერ გაუძლებს და დაიწვება. ამაში კრეატიულობა ჩანს. შეიძლება, რამდენიმე ადამიანს ერთნაირი ტატუ ჰქონდეს, მაგრამ სხვადასხვა იდეა იყოს მასში ჩადებული. მაგალითად, მორიელი შეიძლება დაიხატო და ის იყოს შენი ზოდიაქოს ნიშანი, ან კონკრეტული ინდივიდის მორიელივით ხასიათის მაჩვენებელი. ქუჩაში, ხშირად ვაკვირდები ადამიანებს, ვისაც ტატუ აქვს და 50 პროცენტი, ცუდ ტატუს ატარებს. ზუსტად ვხვდები, რომ ის არაპროფესიონალის უხარისხოდ გაკეთებულია. ეს კი საშიშიაცაა. ბევრს თითქოს პორტრეტი ახატია სხეულზე, მაგრამ უფრო ცხოველს ჰგავს. 

– დაკვირვებული ვარ, თინეიჯერებიც კი, უპირატესობას შავ-თეთრ ტატუს ანიჭებენ. ფერადი ტატუ არ არის მოდაში, თუ ესეც გემოვნების საკითხია? ჩემი აზრით, ფერადი წარწერა თუ ნახატი სხეულზე, ვიზუალურად უფრო სასიამოვნოა. არ მეთანხმები?

– გეთანხმებით, საქართველოში, იშვიათად იკეთებენ ფერად ტატუს, უფრო შავ-თეთრი ურჩევნიათ. უფრო გოგონების მიკვირს, შავ-თეთრ ტატუს რომ იკეთებენ. არ ჯობია, პეპელა, გული ან თუნდაც ვარსკვლავი ფერადი იყოს? 60-65 წლის ადამიანებიც ხშირად მოდიან, მაგრამ უფრო 18-დან 30 წლამდე ახალგაზრდები იკეთებენ აქტიურად ტატუს. ბავშვებიც მოდიან, მაგრამ მათ მშობლის გარეშე არ ვუკეთებთ. 18 წლამდე ახალგაზრდები, ძირითადად, უსასრულობის ნიშნებს, წარწერებს და სასიყვარულო ნახატებს იკეთებენ. ერთი იყო, 65 წლის მამაკაცი, ცოლის სახელი დაიწერა. 60 წლის კაცმა კი მთელი ხელი ორნამენტებით მოისვირინგა. ასე რომ, ტატუმ ასაკი არ იცის, გინდა და იკეთებ. ბოლო დროს, მოდაში შემოვიდა ეგრეთ წოდებული,  „სლივები” ანუ სხეულის ერთი ნაწილის, მაგალითად, მთლიანი ხელის, ფეხის ან ტანის მოხატვა. ამას გოგონებიც აქტიურად იკეთებენ. არ დამავიწყდება, ერთი გოგონა მოვიდა, ძალიან მონდომებული იყო, მაგრამ ზედმეტად ემოციურიც. დავიწყე ტატუს გაკეთება, ეტყობა, ტკივილს ვერ გაუძლო და შუა კეთების დროს წამოხტა, აღარ მინდაო (იცინის). ყველაზე მეტად მაღიზიანებს კითხვა: თქვენ რის ამოსვირინგებას მირჩევთ? ან რა ღირს?

– მეორე კითხვა ბუნებრივია, აინტერესებთ რა ღირს. 

– კი, აინტერესებთ, მაგრამ ეს ხომ ინდივიდუალურია? გააჩნია, რის გაკეთება გსურს. მაგალითად, პატარა ნახატი 30 ლარიდან იწყება, ზოგი კი 600 ლარამდე ჯდება. გააჩნია, რას ისვირინგებთ, რამდენად შრომატევადი და რთულია შესასრულებლად.

 

скачать dle 11.3