კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ფლორის სამყაროში

კითხვა: ცეროპეგიას ღეროები ძალიან გაეზარდა. ხომ არ აჯობებს, ქოთანი შევუცვალო?

პასუხი: ქოთნის შეცვლა არ არის საჭირო. მხოლოდ ისეთ ადგილას უნდა მოათავსოთ, რომ ღეროებს გაზრდაში ხელი არ შეეშალოს. მისთვის შესაფერისი ადგილი საკიდ კალათშია ან თაროზე, სადაც მზე კარგად აცხუნებს. ამ მცენარეს პირდაპირი შუქი არ მოაკლოთ, თორემ ცუდი და მეჩხერი ფოთლები ექნება.

კითხვა: გრევილეას თუ სჭირდება ხშირი მოვრწყა?

პასუხი: აქტიური ზრდის პერიოდში რეგულარულად მორწყეთ რბილი წყლით. ამ დროს მიწა მუდამ ტენიანი უნდა იყოს. ზამთრობით, როცა ზრდა შენელდება, მორწყვიდან მორწყვამდე, მიწას შეშრობა აცადეთ. ზაფხულში ნიადაგი ორ კვირაში ერთხელ გაანოყიერეთ სპეციალური თხევადი სასუქით. ეს სწრაფად მზარდი მცენარე მჟავე ან ნეიტრალური რეაქციის მქონე მიწაში ჩარგეთ.

კითხვა: რა ტემპერატურა და სინათლე სჭირდება პატარძალას?

პასუხი: პატარძალას, ანუ იმპატიენსს, კაშკაშა სინათლე არ უნდა მოაკლოთ, მხოლოდ შუადღის მზეს მოარიდეთ. მას უყვარს სიგრილე, მაგრამ ოთახის ტემპერატურაზეც ძლებს. ზამთარში მინიმუმ 13-14 გრადუსი სჭირდება. კარგი იქნება, თუ მცენარეს დაჩრდილულ სასტუმრო ოთახში დადგამთ.

კითხვა: რა ზომის იზრდება ჟასმინი?

პასუხი: ჟასმინი სიმაღლეში 2-3 მეტრიც იზრდება, თუმცა შეგიძლიათ, გასხლათ და ღეროები კარკასს შემოახვიოთ. სასურველია, მცენარე გასხლათ დაყვავილების შემდეგ. დიდი მცენარე, საჭიროების შემთხვევაში, გადაჭრასაც იტანს. შეგიძლიათ, ის საკიდი კალათიდანაც გადმოუშვათ და ნაკლებ ტერიტორიას დაიკავებს.

კითხვა: მონსტერას ფოთლებმა მოიწყინა, როგორ გამოვაჯანმრთელო?

პასუხი: მონსტერას დიდ, ჯანსაღ ფოთლებს კაშკაშა სინათლე სჭირდება, ოღონდ ზაფხულში თაკარა მზე არ მოსწონს. სასურველია, თუ ფოთლებს რეგულარულად გაუწმენდთ სველი ნაჭრით. თბილ ამინდში ტენიანობის გასაზრდელად ხშირად დანამეთ. გაზაფხულზე უშიშრად გადაჭერით, რათა ძალიან არ გაიზარდოს. მალე გვერდითი ყლორტებიც ამოუვა.

კითხვა: უზამბარული ია თითქოს ლპობას იწყებ, ხომ ვერ მეტყვით, რის ბრალი შეიძლება იყოს?

პასუხი: ალბათ, მორწყვისას ფოთლები დაუსველეთ. ამ შემთხვევაში შეიძლება, მცენარე დალპეს ან დაავადდეს. ჩამოცვენილი ყვავილები და დაზიანებული ფოთლები მალევე მოაშორეთ. მორწყვისას ქოთანი ლამბაქზე დადგით და წყალი პირდაპირ მიწაზე დაუსხით, შემდეგ კი დაწრიტეთ. თუ მიწა ზედმეტად დასველდა, შეიძლება ფესვებიც დაულპეს. ამიტომ, მორწყვიდან მორწყვამდე მიწა შეაშრეთ. რაც უფრო გრილა, მიწა მით უფრო მშრალი უნდა იყოს.

კითხვა: როგორ უნდა მოვუარო ქრიზანთემას, რომ არ დაავადდეს?

პასუხი: ქრიზანთემა ქოთანში დიდხანს ვერ ცოცხლობს, ამიტომ მიწის განოყიერება არ სჭირდება. მოაცილეთ გამხმარი ყვავილები. ასე, მცენარე არ დაავადდება და მეტ კოკრებს გაშლის. კოკრების გასაშლელად კაშკაშა სინათლე სჭირდება, ოღონდ არა მწველი მზე.

 

скачать dle 11.3