კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გახდა ჩუმად აღებული იპოთეკური სესხი მძიმე დანაშაულის მიზეზი და რა არ აპატია მამამ ერთადერთ შვილს

64 წლის მალხაზ ჯ-შვილის ბინიდან თოფის რამდენიმე გასროლის ხმა გვიან ღამით გაისმა. მეზობლებმა ქალის განწირული კივილი და ბავშვების ტირილის ხმაც გაიგეს. შემთხვევის ადგილზე მათ მძიმე სურათი დახვდათ – მალხაზ ჯ-შვილს სანადირო თოფიდან გასროლით ადგილზევე მოეკლა ერთადერთი შვილი 42 წლის კობა ჯ-შვილი. მძიმედ დაჭრილ მდგომარეობაში აღმოაჩინეს მისი მეუღლეც, 30 წლის ნანა ქ-ძე, რომელსაც ცეცხლსასროლი იარაღიდან ზურგის არეში მიყენებული მძიმე ჭრილობა აღენიშნებოდა. 

შემთხვევის ადგილზე მისულ სამართალდამცველებს ბინაში გარდაცვლილი მამაკაცის გვამი და მძიმედ დაჭრილი მისი მეუღლე დახვდათ. ქალს რაიონულ საავადმყოფოში გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია გაუკეთდა, რის შემდაც მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრებოდა. პირველი ჩვენება გამოძიებას დაზარალებულების მეზობლებმა მისცეს. ვინც მკვლელობას შეესწრო და მკვლელობაში ეჭვმიტანილ მამაკაცს ხელიდან იარაღი წაართვა, მოგვიანებით საამრთალდამცველებთან მიცემულ ჩვენებაში აღნიშნავდა: „მალხაზ ჯ-შვილის ოჯახი ჩემი ბინიდან სამი სახლის დაშორებით ცხოვრობს. დაახლოებით ხუთი წლის წინ მალხაზს მეუღლე გარდაეცვალა. მას შემდეგ რთული პერიოდი ჰქონდა. ერთხანს სმასაც მიჰყო ხელი, მაგრამ ძალიან მშრომელი კაცია და ალკოჰოლს მალე ჩამოშორდა. ათეული წლებია, სატვირთო მანქანის მძღოლად მუშაობს. ბოლოს მანქანაზე შვილი დასვა, მაგრამ მან იმედი ვერ გაუმართლა და ისევ თვითონ გააგრძელა მუშაობა. არ ვიცი რა მოხდა მათ ოჯახში. გვიანი იყო, უკვე დასაძინებლად ვწვებოდი, ეზოში გავედი და რამდენიმე გასროლის ხმა გავიგე. ამას ბავშვების ტირილი და ქალის კივილი მოჰყვა. კიდევ ერთი გასროლა გავიგონე. მივხვდი, რომ მალხაზის ოჯახში რაღაც უბედურება ხდებოდა და იქით გავიქეცი. სახლი ეზოდან ცოტა მოშორებით დგას. დერეფანში დავინახე მალხაზი, ხელში გადაჭრილი თოფი ეჭირა. ძირს ეგდო მისი შვილი კობა, იქვე მისი მეუღლე ნანაც დავინახე. ახლოს მივედი, მალხაზს შეშლილი სახე ჰქონდა. ისე გამოვართვი ხელიდან თოფი, წინააღმდეგობა არც კი გაუწევია. შემომხედა და ერთი სიტყვა მითხრა: დავიღუპეო. კობასთან ახლოს მივედი, დავიხარე, პულსი გავუსინჯე, სისხლისგან იცლებოდა. ეზო მეზობლებით გაივსო, ქალებმა აწიოკებული ბავშვები სახლში შეიყვანეს, ვიღაცამ სასწრაფოში დარეკა. მე მალხაზს არ მოვშორებივარ – ეზოს კარამდე მივიდა, მითხრა, აწი მე თავს აღარ ვიცოცხლებო. ვიფიქრე, რამე არ აეტეხა საკუთარი თავისთვის. სახე შვილის სისხლით ჰქონდა მოსვრილი. ვიფიქრე, ჩემთან მიმეყვანა და სისხლი მომებანა. ხელი მოვკიდე და ჩემს სახლში გადავიყვანე. დუმდა, ხმას არ იღებდა. მე თვითონ მოვბანე სახე. როცა პოლიცია ჩემს სახლში მოვიდა უსიტყვოდ გაჰყვათ მათ. იქამდე ერთი სიტყვაც კი არ უთქვამს ჩემთვის”. 

64 წლის მალხაზ ჯ-შვილი სამართალდამცველებმა ერთადერთი შვილის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. მის მიმართ სისხლის სამართლის საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით აღიძრა. მამაკაცმა ჩადენილი დანაშაული აღიარა, თუმცა მოგვიანებით, საკუთარი ქმედება მძიმე ემოციური და ფსიქიკური მდგომარეობით ახსნა. 

მკვლელობა ჯ-შვილების ოჯახში მამა-შვილს შორის არსებულ დაპირისპირებას მოჰყვა. როგორც გამოძიებისთვის გახდა ცნობილი, ინციდენტამდე ორი წლით ადრე, კობა ჯ-შვილმა მამის კუთვნილი სახლი საბუთების გაყალბებით, მამის ნებართვის გარეშე, იპოთეკით დატვირთა და სესხი გამოიტანა. მამაკაცმა თანხა ბიზნესის წამოსაწყებად აიღო, თუმცა ვერც ბიზნესი დაიწყო და ოჯახიც დიდ ვალებში ჩავარდა. მალხაზ ჯ-შვილმა შვილის მიერ აღებული სესხის შესახებ გვიან გაიგო – ამას მამა-შვილს შორის დიდი კონფლიქტი მოჰყვა, მაგრამ მამამ ოჯახი რომ უსახლკაროდ არ დაეტოვებინა, პროცენტების გადახდა საკუთარ თავზე აიღო. მოგვიანებით, ოჯახს ვალის გადახდა ძალიან გაუჭირდა. მეორე მხარემ სასამართლოში იჩივლა და ოჯახმა ბინა დაკარგა. უსახლკაროდ დარჩენილ ორ მცირეწლოვან ბავშვს, ხანდაზმულ მამაკაცს და ახალგაზრდა ცოლ-ქმარს ბინიდან გამოსახლების საფრთხე დაემუქრათ. მეზობლების განცხადებით, მალხაზს შვილისთვის უთქვამს: ამ სახლიდან ცოცხალი თავით არ გავალ, მკვდარს თუ გამიტანენო.

როგორც გამოძიების მასალებით გახდა ცნობილი, იმ დღეს, როდესაც ჯ-შვილების ოჯახში საშინელი ტრაგედია დატრიალდა, მალხაზ ჯ-შვილს დილით შეატყობინეს, რომ ორ დღეში სახლი უნდა დაეცალათ. აღელვებულ მამაკაცს პირველი კონფლიქტი რძალთან მოუხდა, ქალს ის მეუღლის წაქეზებაში ადანაშაულებდა – შენ გააგიჟე ჩემი შვილი, თორემ თვითონ ამ სახლს არ დაკარგავდაო და ფიზიკური შეუარცხყოფა მიუყენებია. მამამთილის მიერ ნაცემმა ქალმა საღამოს ქმარს მომხდარის შესახებ უამბო და საჩხუბრად წააქეზა. ამის შესახებ თვითმხილველმა ნატალია ქ-შვილმა სამართალდამცველებთან მიცემულ ჩვენებაში აღნიშნა: „პირადად მე შევესწარი როგორ მოუყვა ნანა თავის ქმარს მომხადრის შესახებ. კობა ოდნავ ნასვამი იყო და ნანამ შეუარცხყოფაც კი მიაყენა: შენ კაცი ხარ, მამაშენი შენს ცოლს რეებს უბადავსო, – უთხრა. ამ კაცს ნუ მომაკვლევინებო, – ასეთი იყო კობას პასუხი, რაზედაც ნანამ უთხრა: ცოტა ადრე რომ მომკვდარიყო, ჩვენ უკეთესად ვიცხოვრებდითო.” 

ოპერატიულ სამძებრო ღონისძიებებით დადგინდა, რომ საღამოს სახლში დაბრუნებული მალხაზი ჩხუბში შვილმა და რძალმა გამოიწვიეს. კობა ჯ-შვილმა მამას ჯერ აგინა, შემდეგ კი სახლიდან გაგდება დაუპირა. ჩხუბში ნანა ქ-ძეც ჩაერთო, რომელმაც მამამთილს უშვერი სიტყვებით მიმართა. სიტყვიერი შეურაცხყოფა ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. როგორც მოგვიანებით, გამოძიებისთვის გახდა ცნობილი, ჩხუბში შვილმა დანა მოუღერა მამას, ამის შესახებ ბრალდებულს მიცემულ ჩვენებაში არაფერი უთქვამს. თუმცა, ეს დაადასტურა ერთ-ერთმა მეზობელმა. მან განაცხადა, რომ მკვლელობის შემდეგ სახლში შესულმა დერეფანში დანა შენიშნა და ისე, რომ არც გაუცნობიერებია, დანა ნაკვეთის მიმართულებით მოისროლა. შემთხვევის ადგილზე დანის არსებობა კობას მეუღლემაც აღიარა გამოჯანმრთელებისთანავე მიცემულ პირველ ჩვენებაში. ჩხუბი დანით შეირაღებულმა მისმა ქმარმა წამოიწყო. მისი ჩვენების მიხედვით: „მალხაზ ჯ-შვილი დერეფნიდან თავის ოთახში შევიდა და სანადირო თოფი გამოიტანა. მოულოდნელად მან თოფიდან შვილის მიმართულებით ორჯერ ისროლა. კობამ მამას ხელში თოფი რომ დაუნახა, სთხოვა: დააგდე ეგ თოფი, ნუ მომკლავო, მაგრამ ამის თქმა და გასროლა ერთი იყო. ძირს დავარდნილი კობა რომ დავინახე, მისკენ გავიქეცი. სწორედ ამ დროს მესროლა თოფი ზურგში.” იმ გარემოებამ, რომ კობა ჯ-შვილს ხელში დანა ეჭირა, გამოძიების მიმართულება შეცვალა. თუმცა, დაკავებულმა მამამ შვილის მიერ დანის გამოყენების მცდელობის ფაქტი ბოლომდე არ აღიარა. 

სასამართლომ მალხაზ ჯ-შვილი დამნაშავედ ცნო შვილის მკვლელობის და რძლის, ნანა ქ-ძისთვის სხეულის მძიმე დაზიანებების მიყენებისთვის. შემამსუბუქებელ გარემოებად იქნა მიჩნეული მისი სულიერი მდგომარეობა და გამოძიების მიერ დადასტურებული ფაქტი, რომ შვილი მამას დანით დაემუქრა. ამის გათვალისწინებით, მალხაზ ჯ-შვილს ათი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 

 

скачать dle 11.3