კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის ხდება სამკაული და სამოსი ადამიანის დამცავი თილისმა და რა უნდა გაითვალისწინოთ ახალი მთვარის პერიოდში

იმისთვის, რომ ოჯახი არასდროს დადგეს მატერიალური გასაჭირის წინაშე, აუცილებელია, საცხოვრებელი ბინის კუთხეებში დავაწყოთ ხურდა ფული. უმჯობესია, თუ ის ოჯახის რომელიმე წევრის პირველი ხელფასიდან იქნება და მას არასდროს დახარჯავთ. ასევე, პირველი ხელფასით აუცილებლად შეიძინეთ სარკე და ის ატარეთ ჩანთით, ოღონდ,  მასში ყოველ დილას და საღამოს ჩაიხედეთ. ცნობილია, რომ საფულეში ჩალაგებული ერთნაირი კუპიურები ერთმანეთის ენერგეტიკას ძალიან აძლიერებს. ხშირად ამოიღეთ ფული საფულიდან, დათვალეთ, თავზე შემოიტარეთ და ისევ თავის ადგილას დააბრუნეთ – ამით მას თქვენს ენერგეტიკას გადასცემთ და ეს ხერხი უფრო მეტი ფინანსების მოპოვებაში დაგეხმარებათ. როცა ხელფასს აიღებთ, საღამოს, სახლში მისულმა, აანთეთ წითელი სანთელი, მის ალზე შემოატარეთ ფული და გონებაში გაიფიქრეთ, რომ ხართ ბედნიერი, არასოდეს შეგაწუხებთ უფულობა და სიდუხჭირე. შემდეგ ფულის კუპიურები ისევ საფულეში ჩააწყვეთ და დროთა განმავლობაში ის უფრო მეტ სახსრებს მოიზიდავს. ასევე, ნურასდროს ისესხებთ ფულს სხვისთვის, არ გაასესხოთ თანხა ორშაბათს, არ დააბრუნოთ ვალი შაბათსა და ორშაბათს და არც ისეთ ადგილას დადოთ, რომ მას სხვა ადამიანის მზერა მოხვდეს. გაცემული თანხა არასდროს დაიბრუნოთ ნაწილ-ნაწილ, რადგან, ასევე ნაწილ-ნაწილ გაგივათ ხელიდან, ისე, რომ ვერაფერს იხეირებთ. თუ მაინცდამაინც ფულის სესხება დაგჭირდათ, ისესხეთ ის ხუთშაბათ დღეს, რათა მალევე შეძლოთ მისი დაბრუნება. თუ გსურთ, ოჯახში ბარაქა გააორმაგოთ, მინის ლარნაკში ჩაასხით ახალ მთვარეზე ონკანიდან აღებული სუფთა წყალი და ჩაყარეთ მასში ორი 20-თეთრიანი და ორი 50-თეთრიანი. ყოველ დილით კი ამ წყლის რამდენიმე წვეთი დალიეთ და ისე გადით სახლიდან. 

 ასევე, ბარაქის მოსაზიდად კარგია სახლის კართან, ფეხსაწმენდის ქვეშ, ხურდა ფულის დადება, რომელიც დროდადრო უნდა ცვალოთ და ხარჯოთ. სასურველია, ამ ფულის დახარჯვა პარასკევ ან შაბათ დღეს დაამთხვიოთ. ასევე, გაითვალისწინეთ, რომ ამ ფულით არ უნდა შეიძინოთ სანთებელა, ასანთი, სიგარეტი და ცეცხლთან დაკავშირებული ნივთები. საღამოს არც გაასესხოთ ფული და არც ისესხოთ, არც მარცხენა ხელით გამოართვათ ის ვინმეს და არც თავად მისცეთ.

 სამკაულებსა და ტანსაცმელსაც მაგიური თვისებები აქვს ადამიანის მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების თვალსაზრისით. თუ ქალი ხშირად ატარებს ვარდისფერი და წითელი ტყავის სამაჯურებს, მას მატერიალური მდგომარეობის მხრივ ყველაფერი რიგზე ექნება. ზოგიერთი სამკაული და სამოსი ერთგვარ თილისმად და დამცველადაც მოიაზრება. აქედან გამომდინარე, ალბათ, მიხვდებით, რატომ გვიჭირს ხოლმე ამა თუ იმ სამკაულისა თუ ტანსაცმლის გაჩუქება. ძველად ადამიანები ახალ ტანსაცმელს იშვიათად იცვამდნენ – მიაჩნდათ, რომ ძველი ტანსაცმელი ავი თვალის ზემოქმედების, უსახსრობისა და უიღბლობისგან იცავდა მათ. საერთოდ, ძველი ტანსაცმელი, რომელსაც ხშირად იცვამდით, უარყოფით ენერგიას განიზიდავს და, შესაბამისად, ადამიანის დაცვასაც უზრუნველყოფს არასასურველი მოვლენებისგან. ყველა ნივთი თავისი მფლობელის მფარველობისა და უსიამოვნებისგან დაცვის უნიკალურ უნარს იძენს, თუ მას დიდხანს და სიყვარულით ატარებთ. ბევრი მინახავს, ვინც ერთი და იმავე ჭიქით სვამს ყავას, ჩაის თუ წყალს, ერთი და იმავე თეფშიდან მიირთმევს საჭმელს, ანუ, თავისი ჭურჭელი აქვს გამოყოფილი. ასეთი ჭურჭელიც ერთგვარი დამცველი თილისმაა მისი პატრონისთვის. კერძოდ, თუ მიეჩვიეთ ერთი ჭიქიდან დალევას ან ერთი თეფშიდან ჭამას, მაგრამ, ის გაგიტყდათ და გამოცვლა მოგიწიათ, შესაძლოა, დროებით იგრძნოთ დამცველი ძალების ნაკლებობა.

 თუ თქვენ გიყვართ ესა თუ ის სამოსი ან სამკაული, თავს კომფორტულად გრძნობთ მათთან შეხებისას და დიდხანს ატარებთ, არავითარ შემთხვევაში არ გაანათხოვროთ, მით უმეტეს – არ გააჩუქოთ. თუ ასე მოიქცევით, მაშინ, თქვენი ენერგეტიკა, რომელიც ამ სამოსზე ან ნივთზეა გარკვეულწილად „მიწებებული”, გადადის მის ახალ მფლობელზე, შესაძლოა, მან დამცველის ფუნქციაც დაკარგოს და აღარც წარმატების მომტანი იყოს თქვენთვის. ის თქვენი დამცველი და თილისმაა და თქვენგან სათუთ მოპყრობას იმსახურებს.

 თანამედროვე ქალები დღეს განსაკუთრებულ უპირატესობას ანიჭებენ ბიჟუტერიას – საქმიან შეხვედრებსა თუ წვეულებებზე მათი გაკეთება ძალზე მიღებული და მოდური გახდა. წარმატებას რომ მიაღწიოთ, უნდა ისწავლოთ მათი სწორად შერჩევა. მაგალითად, თუ გსურთ ყურადღების ცენტრში ყოფნა, უპირატესობა ორიგინალურ კოლიეზე, გრძელ საყურეზე, ვარდისფერი ქვებით გაწყობილ ბეჭდებზე შეაჩერეთ; ყვავილის ფორმის, მკაფიო ფერის ქვებით გაწყობილი აქსესუარები კი გარშემო მყოფთა ყურადღებასაც დაიმსახურებს და თქვენს ცხოვრებას უფრო ლამაზსა და მრავალფეროვანს გახდის; ყვითელი შუშისთვლიანი ბიჟუტერია მეტ თავდაჯერებულობას შეგმატებთ. ხოლო ყვავილის, პეპლის ან გულის ფორმის, გამჭვირვალე ქვებით შემკული პატარა ზომის გულსაკიდების ტარება მეტად მიმზიდველსა და წარმატებულს გაგხდით ცხოვრებაში; ოფიციალურ შეხვედრაზე კარგია წითელი, ცისფერი და ნარინჯისფერი ქვებით გაწყობილი ბიჟუტერიის გაკეთება, რადგან, ეს თქვენს ინდივიდუალიზმს გაუსვამს ხაზს; პატარა, ზარის ფორმის გულსაკიდი, ბეჭედი ან საყურე ნებისმიერ სფეროში წარმატების გარანტი იქნება. საერთოდ, მიჩნეულია, რომ ქალმა ხშირად უნდა ატაროს მკვეთრი წითელი ფერის სამკაული, რადგან, ამით ის ადვილად იქცევს ყურადღებას და მეტად არის დაცული ნეგატიური ზემოქმედებისგან.

скачать dle 11.3