კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რისთვის ჩავიდა სტალინი ტურუხანსკში ოთხი დღით, რატომ გაჩერდა ყველა საათი და როგორ დააძინა იდუმალმა უცნობმა დაცვა უცნაური სასმლით

„დიდი სამამულო ომი ზუსტად ორი კვირის დაწყებული იყო. 5 ივლისს სტალინმა მე და ვლასიკი გვიხმო და მისი ერთ-ერთი ორეულის სასწრაფოდ მომზადება გვიბრძანა: „როგორც კი სამხედროებს გავისტუმრებ (5 ივლისს, 12 საათზე, კრემლში სამხედრო თათბირი უნდა გამართულიყო ფრონტზე შექმნილი მდგომარეობის შესახებ), ერთ საათში უნდა გავემგზავროთ და შორეული რეისის თვითმფრინავი ყოველგვარი ხმაურის გარეშე მოამზადეთო!”

შუადღეზე დაწყებული შეხვედრა 15 საათზე დასრულდა. ოთხის ნახევარზე სტალინმა მე და ვლასიკი გვიხმო: „ტურუხანსკში, კრასნოიარსკის ოლქში მივფრინავთ, ჩემს შემცვლელს (გულისხმობდა თავის ორეულს) უკვე მივეცი დირექტივები და ხუთი დღე როგორმე გაუძღვება სახელმწიფოს“. ორივემ მორჩილად დავუკარით თავი, ხოლო ვლასიკმა ჰკითხა: „რომელ საათზე მივფრინავთ და რომელი საკვები პროდუქტების მარაგი წამოვიღოთ?“ სტალინმა გააბოლა და მიუგო: „ზუსტად ექვსზე ავფრინდებით, მარაგზე კი ნუ იზრუნებთ, არაფერი გვჭირდება, ოღონდ, თქვენ ისადილეთ და ისე განსაზღვრეთ, რომ დაახლოებით 20 საათი არ მოგშივდეთ“.

ჩვენი გაანგარიშებით, დანიშნულების ადგილზე შემდეგი დღის (6 ივლისს) საღამოს 16 საათზე უნდა ვყოფილიყავით. მანამდე კი ოთხი „დოზაპრავკა“ (საწვავის მარაგის შევსების მიზნით დაშვება) უნდა გაგვეხორციელებინა. ტურუხანსკის შესახებ ის ვიცოდი, რომ სტალინი იქ გადასახლებაში იმყოფებოდა ცარიზმის დროს და იქიდან გაქცევა მოახერხა. ზუსტად 5 ივლისს, 18 საათზე, ჩვენი თვითმფრინავი მოსკოვის ცაში აიჭრა და ყოველგვარი ყურადღების მიპყრობის გარეშე, მკაცრი ტაიგისკენ აიღო გეზი. ოცსაათიანი მგზავრობის შემდეგ, რომლის დროსაც ოთხი „დოზაპრავკა“ გავაკეთეთ და ეგრეთ წოდებული „ვეზდეხოდით“ 100-კილომეტრიანი ურთულესი გზა გავიარეთ, ტურუხანსკში ჩავედით.

ქალაქი ტურუხანსკი პირველმოსახლეთა დაბას უფრო წააგავდა, ვიდრე ქალაქის ტიპის დასახლებას. არ ციოდა, თუმცა, ჩვენ თბილი სამოსი წინასწარ გვქონდა მომარაგებული და, საჭიროების შემთხვევაში, სიცივის პრობლემა ვერ შეგვაწუხებდა. სტალინს კიტელი, გალიფე შარვალი და ჩექმები ეცვა; ანალოგიურად ვიყავით შემოსილები ჩვენც. მან მოსკოვიდან გამოფრენამდე გაგვაფრთხილა, რომ, გარდა რევოლვერებისა და პისტოლეტებისა, რომლებსაც მისი პირადი დაცვის წევრები მუდამ თან ვატარებდით, სხვა იარაღი არ წამოგვეღო, თუმცა, ვლასიკმა თითო დაშლილი ტყვიამფრქვევი, ავტომატი და შაშხანა მაინც წამოგვაღებინა, რომლებიც ტანსაცმელთან ერთად გვეწყო ზურგჩანთებში. მთელი გზა მოსკოვიდან ტურუხანსკამდე სტალინს არც ხმა ამოუღია და არც თვალი მოუხუჭავს. ჩაფიქრებული იყო და ზოგჯერ თუ მიიხედ-მოიხედავდა ირგვლივ. მის შემხედვარეს ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ იგი ბოლომდე საკუთარ თავში იყო ჩაღრმავებული, კონცენტრირებული და რაღაც თუ ვიღაც მნიშვნელოვანთან შეხვედრისთვის ემზადებოდა. „სირთულე ახლა იწყება“, – როგორც იქნა, ენა ამოიდგა დიდმა ბელადმა მას შემდეგ, როგორც კი დაბურული ტყის განაპირას გაჩერებული ყველგანმავალიდან გადმოვედით და ჩვენი აღჭურვილობები გამოვიტანეთ. სტალინი მძღოლთან მივიდა და ორიოდე წუთი ესაუბრა, რის შემდეგაც დაჯავშნილი მანქანა უკან გაბრუნდა. შემდეგ ჩვენ მოგვიახლოვდა და გვითხრა: „ზურგჩანთები აისხით და დავიძრათ“. მისი ბრძანება დაუყოვნებლივ შევასრულეთ, მაგრამ, მისი ხმა ათიოდე მეტრში დაგვეწია: „შეჩერდით, ზურგჩანთები მოიხსენით და, აი, ამ „სიბირსკაია ლისტვენნიცასთან“ (მან უზარმაზარ, 80-100 მეტრი სიმაღლის ხეზე მიგვითითა) დააწყვეთ. იქ, სადაც ჩვენ მივდივართ, არაფერი ზედმეტის წაღება არ შეიძლება, მით უმეტეს – იარაღის; თქვენ კი, როგორც ვხედავ, მთელი არსენალი თან წამოგიღიათ“. შემდეგ, როცა დარწმუნდა, რომ ჯაყვაც კი არ გვედო ჯიბეში, წინ გაგვიძღვა და გაგვაფრთხილა: „ყოველგვარი საუბრის, შეკითხვებისა და მავნე აზრების გარეშე მივდივართ. მომყევით!“

უზარმაზარ, დაბურულ, ბნელ ტაიგაში პირველი ბელადი შევიდა. რასაც ახლა მოვყვები (ყველას, ვინც კი ამას წაიკითხავს მომავალში, სრული პასუხისმგებლობით ვუცხადებ), აბსოლუტური სიმართლეა, თუმცა, იმდენად ძნელად აღსაქმელი და დასაჯერებელი, რომ, ჩვეულებრივ ადამიანს, შესაძლოა, ბოდვადაც კი მოეჩვენოს. ტაიგაში შესვლის წინ საათს დავხედე და ისრები ზუსტად 1941 წლის 6 ივლისის 19 საათს უჩვენებდა (ჩვენ, დაცვის წევრებს, მოსკოვის ¹1 საათის ქარხანაში სპეციალურად ჩვენთვის დამზადებული საათები გვეკეთა მაჯებზე. ისინი მექანიკური იყო და უზუსტესად უჩვენებდა წელიწადს, თვეს, რიცხვსა და, რა თქმა უნდა, დროს). სტალინი ნელი ნაბიჯით, უხმოდ მიდიოდა წინ, ჩვენ კი მას კუდში მივყვებოდით. ტაიგაში აბსოლუტური სიჩუმე იდგა. არსაიდან არ ისმოდა არავითარი ხმა, ხოლო ხეები იმდენად მაღალი იყო, რომ ცას ფარავდა და დღის შუქი ძალიან მკრთალად აღწევდა ტყეში. გზაში ბალახი და რაღაც ბუჩქებისმაგვარი წამონაზარდები გვხვდებოდა. მიუხედავად ასეთი დაბურულობისა, ტყეში რაღაც თავისებური, ჩემთვის დღემდე აუხსნელი სინათლე იდგა, რომლის შუქზეც ყველაფერი ნათლად ჩანდა. მთელი გზის განმავლობაში ისეთი გრძნობა დამეუფლა, თითქოს ვიღაცის უხილავი თვალი გვიმზერდა განუწყვეტლივ, რის გამოც რამდენჯერმე ირგვლივ მიმოვიხედე და უკანაც გავიხედე, თუმცა, არანაირი სულიერი არ დამინახავს. არც ციოდა, არც თბილოდა, ზომიერი ტემპერატურა იდგა. ყველაზე მეტად კი გზაში იმან გამაოცა, რომ, რამდენჯერაც დავიხედე საათზე (დაახლოებით ექვსჯერ დავხედე ჩემს უზუსტესს საათს), ის ყოველთვის 1941 წლის 6 ივლისის 7 საათს, ანუ, ტაიგაში ჩვენი მოგზაურობის დაწყების დროს უჩვენებდა. დანიშნულების ადგილზე მისვლამდე სტალინის სახე არ დამინახავს, რადგან, ის წინ მიდიოდა, ხოლო, როცა ზურგიდან შევავლებდი ხოლმე თვალს, ისეთი გრძნობა მეუფლებოდა, რომ, სტალინი კი არა, ვიღაც სხვა ადამიანი იყო, რადგან იმდენად უჩვეულოდ მოძრაობდა, რომ არაფრით ჰგავდა 62 წლის სტალინს. ჩემი ვარაუდით, დაახლოებით 12 საათი განუწყვეტლად ვიარეთ, ბოლოს კი დანიშნულების ადგილამდე მივედით. იმ ადგილზე ტაიგა ოდნავ ფართოვდებოდა და მის შუაგულში დაახლოებით, ათი ათასი (100X100) კვადრატული მეტრი ფართობის მდელო იყო, რომლის ერთ-ერთ კუთხეში ერთსართულიანი ფიცრული ქოხი იდგა. მას ფანჯრები არ ჰქონდა, მხოლოდ კარი ჩანდა, ხოლო მის წინ მოგრძო, დაბალი ხის ნაგებობა იყო. სტალინი მდელოსთან შეჩერდა, მოტრიალდა და უხმოდ გვანიშნა, ადგილზე დარჩითო, თვითონ კი შებრუნდა და მდელოსკენ დაიძრა. მე კვლავ საათს დავხედე, რომელიც ისევ 6 ივლისის საღამოს 7 საათს აჩვენებდა. ისეთი გრძნობა დამეუფლა, თითქოს აქ დრო იყო გაჩერებული. დიდი ბელადის თანმხლებ პირებს (ჩვენ) კრინტიც არ დაგვიძრავს და გაშეშებული ვუმზერდით მდელოზე მიმავალ სტალინს, სადაც სულიერის ჭაჭანებაც არ იყო სტალინის გარდა. ქოხთან მას თეთრებში ჩაცმული კაცი დახვდა. მათ ხელიც არ ჩამოურთმევიათ და საერთოდ არ შეხებიან ერთმანეთს. ეტყობოდათ, რომ საუბრობდნენ, ვეფხვი კი განზე გადგა და ქანდაკებასავით გაქვავდა. დაახლოებით ხუთიოდე წუთის შემდეგ სტალინი შემობრუნდა და გვანიშნა – აქ მოდითო. ყველანი ქოხთან მივედით და ის თეთრებში ჩაცმული კაცი უკვე ახლოდან ვიხილეთ. კაცი არც ახალგაზრდა იყო და არც მოხუცი, ტანზე უჯიბეებო სამოსი ეცვა, ხოლო შიშველ ფეხებზე – თეთრი სანდლები. სტალინის მასპინძელმა უხმოდ შეგვათვალიერა ყველანი, შემდეგ ქოხში შევიდა და მალევე გამობრუნდა უკან. მას ხელში ხისგან გამოჭრილი, დაახლოებით 200-გრამიანი ფიალა ეკავა, რომელშიც მწვანე სითხე ესხა. მან თითოეულ ჩვენგანს თავისი ხელით სათითაოდ შეგვასვა ეს სითხე და შემდეგ გრძელი, ფიცრული შენობისკენ გვანიშნა – შედითო, თავად კი სტალინთან ერთად იმ ქოხში შევიდა და მას შემდეგ აღარ გვინახავს.

ფიცრულში არანაირი ავეჯი არ იდგა, მხოლოდ ბალახებისგან შეკრული, საწოლის მსგავსი 12 ადგილი იყო გამოკვეთილი. შესვლისთანავე დაღლილობა ვიგრძენი, თუმცა (მიუხედავად იმისა, რომ, ჩემი გამოთვლებით, თითქმის 36 საათი ლუკმაც კი არ ჩამედო პირში), შიმშილის გრძნობა არ მქონია. ყველანი ამ ბალახის საწოლებზე გავნაწილდით და ჩაგვეძინა. როდესაც გამოვიღვიძეთ, გარეთ გამოვედით და კვლავ მდელოზე აღმოვჩნდით. საათი კვლავ იმავე დროს უჩვენებდა. უეცრად, ცას ავხედე და დავინახე, ხომ იქაურობა თეთრი ღრუბლით იყო დაფარული. არც ვეფხვი ჩანდა, არც მგლები. ქოხიდან სტალინი გამოვიდა, უხმოდ გვანიშნა, გამომყევითო და სრულიად საპირისპირო მხარეს განვაგრძოთ გზა. ისევ ისე უხმოდ, დაახლოებით 12 საათი ვიარეთ და მცირე, მაგრამ, სწრაფი მდინარის პირას გამოვედით. ერთ-ერთ უზარმაზარ ნაძვთან (ხაზს ვუსვამ, რომ ჩვენი ზურგჩანთები „სიბირსკაია ლისტვენნიცასთან“  დავტოვეთ) ჩვენი ზურგჩანთები დაგვხვდა და სულ რაღაც ორიოდე წუთში ყველგანმავალიც მოვიდა. სანამ ჩავსხდებოდით, საათს დავხედე – ისრები 1941 წლის 9 ივლისის 19 საათს უჩვენებდა, ანუ, ჩემი საათი სამი დღით წინ იყო გადაწეული.

მოსკოვში ზუსტად 24 საათის შემდეგ დავბრუნდით, ანუ, 1941 წლის 10 ივლისის 19 საათზე უკვე „ბიროვეცკის“ კარში შევედით. დღემდე არ ვიცი, სად, ვისთან და რატომ ვიმყოფებოდით, ან, სად იყო სტალინი იმ დროს, როცა ჩვენ, ჩემი ვარაუდით, 2 დღე-ღამე მაინც გვეძინა. ეს იდუმალი კითხვა, ალბათ, ჩემი სიცოცხლის ბოლომდე ამოუცნობი დარჩება. თუმცა, ტურუხანსკიდან დაბრუნებული სტალინი აშკარად უფრო მეტად ენერგიული და გონებაგანათებული ჩანდა…

სტალინის პირადი დაცვის უფროსის მოადგილის, მიხეილ თევდორაძის ჩანაწერების მიხედვით მოამზადა

 

скачать dle 11.3