კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ჯადოსნური ქარვა

ფიჭის თაფლი უნიკალური იმუნომოდულატორი და ანტისეპტიკური პროდუქტია. მას, ასევე, „სილამაზის ელექსირს” ეძახიან.

მთავარი პირობაა – უნდა შეიძინოთ აუცილებლად ნატურალური თაფლი. მისი ამოცნობა შემდეგნაირად შეიძლება: გასინჯვისას ის მთლიანად უნდა გადნეს პირში და ენაზე არანაირი ნალექი არ უნდა დატოვოს; გადაყლაპვის შემდეგ ოდნავ უნდა ჩაგწვათ ყელი; თუ თაფლი დაშაქრულია, მისი კონსისტენცია უნდა იყოს ერბოსავით ნაზი და არა შაქრის ხრაშუნა კრისტალებით სავსე.

გადაღლილობისა და შეციების საუკეთესო წამალია თაფლისა და რძის აბაზანა, რომელიც უნდა მოამზადოთ შემდეგნაირად: აბაზანის მისაღებ წყალში ჩაყარეთ ორი მუჭა ზღვის მარილი; 1 ლიტრ თბილ რძეში გახსენით 1 ჩაის ჭიქა თაფლი, ჩაუმატეთ 1 ჩაის კოვზი ხორბლის ზეთი და შეურიეთ წყალს, რომლის ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 36 გრადუსს. აბაზანის ხანგრძლივობა – 15-20 წუთი. შემშრალებისთანავე დალიეთ 1 ჩაის ჭიქა თბილი რძე, 1 ჩაის კოვზი თაფლით.

რაც შეეხება კანის მოვლას, ცხიმიანი კანისთვის მოამზადეთ ტონიკი: 1 ჩაის კოვზი თაფლი, 1 ჩაის ჭიქა გაზგასული მინერალური წყალი და 1 სადილის კოვზი ლიმონის წვენი აურიეთ ერთმანეთში, ჩაასხით მინის ბოთლში და შეინახეთ მაცივარში. სახე გაიწმინდეთ ყოველ საღამოს, ძილის წინ.

მშრალ კანს ძალიან უხდება შემდეგი სახის მკვებავი: 120 გრამი თაფლი გაალღვეთ წყლის აბაზანაზე და შეურიეთ 1 ჩაის კოვზი ნუშის ზეთი, კარგად მოურიეთ და გადმოიღეთ ცეცხლიდან. ჩაასხით მინის ბოთლში და კარგად შეანჯღრიეთ. როცა გაგრილდება (უნდა გასქელდეს), წაისვით გაწმენდილ სახეზე, ყელსა და დეკოლტეზე და თან მსუბუქად დაიმასაჟეთ.

სხეულის მასაჟი უნდა გაიკეთოთ საუნის ან აბაზანის შემდეგ: სუფთა და ორთქლით დარბილებულ კანზე წაისვით თაფლის თხელი ფენა და შეიზილეთ მოკლე და ენერგიული „მიტყაპუნებით” (უმჯობესია, მასაჟი სხვამ გაგიკეთოთ, რადგან, თვითონ ვერ მიუდგებით სხეულის ყველა მონაკვეთს). თაფლის მასაჟი აუმჯობესებს კანის მდგომარეობას: იწმინდება ფორები, კანი ხდება გლუვი და ნაზი და იღებს სასიამოვნო, ჯანმრთელ ელფერს.

скачать dle 11.3