კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

აწერია თუ არა ადამიანს შუბლზე უიღბლობა და შესაძლოა თუ არა წარუმატებლობის კოდის მოხსნა ბრინჯით, ხორბლითა და ფერადი სანთლებით

უარმავ ადამიანს ცხოვრების განმავლობაში თან სდევს უიღბლობა თავს იტანჯავს იმაზე ფიქრით თუ როგორ შეცვალოს ცხოვრება უკეთესობისკენ, გახდეს წარმატებული და მატერიალურად უზრუნველყოფილი. ასევე, უბედურ შემთხვევათა სტატისტიკის გაანალიზებამ სპეციალისტები იმ აზრამდეც კი მიიყვანა, რომ ცხოვრება „რულეტკას” ჰგავს – არასდროს იცი, როდის მოგივა ავბედითი ნომერი. ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი ვთხოვეთ ბატონ თენგიზს, რომელიც უკვე წლებია, ეზოთერიკულ პარაფსიქოლოგიაში სწორედ ამ თემებზე მუშაობს.

 

თენგიზი: საოცარი ის არის, რომ ჩემი დაკვირვებით, უიღბლო ადამიანი, რა ქონება და ავლადიდებაც არ უნდა მოიპოვოს, მაინც უიღბლოდ რჩება. უბედურება მას, რომ იტყვიან, შუბლზე აწერია და ვერაფრით გაექცევა.

– გამოდის, ბედს უნდა დავნებდეთ და გამოსავალი არ არსებობს?

– გამოსავალი როგორ არ არსებობს, მაგრამ, თუ ადამიანი თავად არ დაეხმარა საკუთარ თავს და სიტუაცია არ გაანეიტრალა, რთულია, პრობლემებს ასცდეს. ამიტომ, უნდა შეიმსუბუქოთ ცხოვრება და გაითვალისწინოთ ის, რასაც გამოცდილი ადამიანები გირჩევენ. მაგალითად, ზოგი საერთოდ არ აქცევს ყურადღებას, როცა რიცხვი 13 პარასკევს ემთხვევა. ამ დროს დიდია ავარიებისა და უბედური შემთხვევების ალბათობა და ამას სტატისტიკაც მოწმობს. მოდი და თქვი, რომ ეს უბრალო დამთხვევაა და სხვა არაფერი. ამიტომ, გირჩევთ, ასეთ დღეებში მოერიდოთ მგზავრობას, უცხო ხალხთან კონტაქტს, გადაადგილებებს, რათა დღე მშვიდად და კონფლიქტების გარეშე განვლოთ. სხვათა შორის, ასეთ დღეს დაბადებულები ძალიან უიღბლოები არიან და მათ ცხოვრების თითქმის ყველა სფეროში ეცარებათ ხელი. 

– ბატონო თენგიზ, თუ არსებობს მინიშნებები, რომლებიც ბედნიერებას მოგვიტანს. და, თუ ეს სიმართლეა რომელ მინიშნებებზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება?

– უამრავი მინიშნება არსებობს და ეს იმაზეა დამოკიდებული, თავად როგორ დაცდი მას. ყველას აინტერესებს, სანდოა თუ არა ბედნიერების მომტანი ისეთი ნიშანი, მაგალითად, როცა ჩიტი თავზე დაგასკინტლავს. ზოგიერთისთვის ამგვარ „საჩუქარს” მართლაც რაღაც პოზიტიური მოსდევს, ზოგისთვის კი – პირიქით. ასე რომ, რამე ერთიანი პროგნოზის გაკეთება, რთულია. ამას უნდა დააკვირდეთ და თავად დასცადოთ, რა მოვლენა როგორ მოქმედებს თქვენზე; რას მოაქვს ბედნიერება თუ ნეგატიური შედეგი. სხვათა შორის, ყველაზე უტყუარია ნივთების წინასწარმეტყველება და ამაში ეჭვი ნამდვილად არ მეპარება. თუმცა, თუ არ ხარ ამ სფეროში გათვითცნობიერებული, რასაკვირველია, გაგეღიმება.

– მაინც, რაზე გავამახვოლოთ ყურადღება?

–  აბა, დააკვირდით – ზოგს მინის ჭურჭლის გატეხა კარგად აქვს დაცდილი. თუ ადამიანს უცვივდება ხელიდან ჭურჭელი და ტყდება, თანაც, ეს რამდენიმე დღე გრძელდება, ბედნიერების ნიშანია, მაგრამ, თუ თავისით ტყდება – ცუდის მომასწავებელი. ასევე, ერთ მეთოდს შემოგთავაზებთ, რომელიც საქმიან ადამიანებზეა გათვლილი და ერთგვარი წარმატება-წარუმატებლობის მიმანიშნებელი რიტუალია. კერძოდ, თუ სერიოზულ საქმეზე გიწევთ წასვლა და წინასწარ გსურთ, გაიგოთ, მომგებიანი იქნება ის თქვენთვის თუ არა, ერთ უტყუარ ხერხს უნდა მიმართოთ. ალბათ, ბევრს არ სმენია ბრინჯით მკითხაობაზე და არ იცის, რომ, ამით თქვენს კითხვაზე ზუსტი პასუხი გაგეცემათ. სხვათა შორის, ბრინჯით მკითხაობა უძველესი დროიდან იღებს სათავეს და იაპონიაში დღემდე პოპულარული რიტუალია. ეს ძალიან მარტივი გასაკეთებელია: ონკანიდან აიღეთ ერთი ჩაის ჭიქა წყალი, მოსვით სამი ყლუპი, მერე მარჯვენა ხელით აიღეთ ერთი მუჭა ბრინჯი, ჩაყარეთ წყლით სავსე ჭურჭელში, ნელა შეანჯღრიეთ და ცოტა ხანს აცადეთ. წყალი რომ დადგება, დააკვირდით, როგორ განთავსდა ჭიქის ფსკერზე ბრინჯის მარცვლები. თუ ბრინჯმა წრე შეკრა, კარგია, რადგან, ამ დღეს ხელი მოგემართებათ და თქვენს ყველა იდეასა თუ წინადადებას მოიწონებენ საქმიანი პარტნიორები. თუ მარცვლები სამკუთხედად განლაგდა, თქვენი გეგმები სულ მალე რეალიზდება და დიდ გასამრჯელოსაც მიიღებთ. თუ ბრინჯმა ოთხკუთხედი შეკრა, ამ დღეს ყველანაირი მოლაპარაკება მშვიდად ჩაივლის და ბევრ სასიამოვნო სიახლეს შეიტყობთ. მაგრამ, თუ ბრინჯის მარცვლებმა ვარსკვლავის ფორმა მიიღო ან უაზროდ გაიბნა ჭიქის ფსკერზე, მაშინ, ეს დღე ცუდია და, უმჯობესია, ყველანაირი საქმიანი წინადადებისა თუ ახალი წამოწყებისგან თავი შეიკავოთ. ვერც პარტნიორებთან გაიტანთ თქვენსას და, ვერც საყვარელ ადამიანებთან ასცდებით კამათსა და ჩხუბს. ასე რომ, თუ დილით, საქმეზე მიმავალი, ბრინჯით გაიგებთ, რა გელით, ადვილად მიხვდებით, რა დროს, ვისთან და როგორ იმოქმედოთ, რომ იღბალმა გაგიღიმოთ. მგონი, ჯობია, წინასწარ იცოდე, რას გპირდება კონკრეტული დღე და ამით ადვილად დააღწიო თავი პრობლემებსა და გაუგებრობებს. ასევე, სხვადასხვა ფერის სანთლის ალს და ხორბლის მარცვლებსაც გარკვეული მაგიური თვისებები გააჩნია.

– დიახ, ეზოთერიკულ ლიტერატურაში წერია, რომ მსგავსი მეთოდით მკითხაობა, მომავლის გაგება, ბედის შეცვლა, სასურველ კითხვაზე პასუხის გაცემაც შეიძლება. თუმცა, ბევრს არ სჯერა და მსგავს რამეებს სკეპტიკურად უყურებს.

– შესაძლოა, ასეა, მაგრამ, ფაქტია, რომ ბინაში ხორბლის გახარებით ადამიანი უკეთესობისკენ წარმართავს ცხოვრებას. ასევე, არსებობს დღეები, როცა ზოგიერთი ფერის სანთლის ანთება კარგია, ზოგის კი კატეგორიულად იკრძალება. ანუ, ყოველ დღეს თავისი შესაფერისი ფერის სანთელი აქვს, რომლის დანთებასაც გარკვეული მაგიური თვისება ენიჭება. სწორედ იმ კონკრეტულ დღეს და, ასევე, ყოველდღე აუცილებელია, ბინაში ამა თუ იმ ბალახის სურნელი ტრიალებდეს – ეს პირადი ცხოვრების უკეთ მოწყობასა და ადამიანებთან ურთიერთობაში დაგეხმარებათ.  მაგალითად, თეთრი სანთლები, უმჯობესია, დაანთოთ და დაწვათ ორშაბათს. ის ბინაში მთვარის ენერგიას იზიდავს და ძალების აღდგენაში გვეხმარება. წითელ სანთლებს უდიდესი მაგიური დატვირთვა აქვს და, უმჯობესია, სამშაბათს დაანთოთ, თანაც, დილის საათებში. ეს დაგეხმარებათ საკუთარი ძალაუფლების დემონსტრირებაში და ენერგიით აგავსებთ მთელი დღის განმავლობაში. ნარინჯისფერი სანთლები, უმჯობესია, ოთხშაბათს აანთოთ – ეს დაგეხმარებათ ადამიანებთან ურთიერთობასა და ოჯახურ თანაცხოვრებაში ჰარმონიის დამყარებაში. ცისფერი სანთლები ხუთშაბათისაა. მათი დანთებით სიმშვიდესა და ბედნიერებას დაიბედებთ ამ დღეს. იღბლიანობაც გაიზრდება და, თან, მეტად მომთმენსა და მიმტევებელს გაგხდით. ვარდისფერი სანთლის დანთება შაბათს, საღამო ხანს არის სასურველი. ის რომანტიკულ გრძნობებს აღძრავს, მეტად წარმოაჩენს თქვენს სინაზეს, მეგობრებთან ურთიერთობაში კი უფრო მიმზიდველს გაგხდით. მწვანე სანთლების ანთება ბინაში რეკომენდებულია კვირა დღეს; ის ჰარმონიისა და წარმატების სიმბოლოა. ასე რომ, თუ კვირა დღეს ამ ფერის სანთელს აანთებთ, ისეთ დადებით მუხტს იგრძნობთ, რომელიც, შეიძლება, მთელი კვირა გაგყვეთ. ყვითელი ფერის სანთელი კი მაშინ უნდა დაანთოთ, როცა ხვდებით, რომ კარიერაში რიგზე ვერ გაქვთ საქმე, როცა ბარიერები და წინაღობები გხვდებათ და, როგორც ამბობენ, თითქოს სამყარო თქვენ წინააღმდეგ ამხედრდა. ყვითელი სანთლის ანთებით თქვენ ადვილად მიაღწევთ წარმატებას კომერციულ სფეროში. 

– ყოველდღიურ ცხოვრებაში არსებობს წესები, რომელთა დაცვით ადვილად შეგვიძლია, დავაღწიოთ თავი მარტოობას, გაჭირვებას, ხოლო წარმატების მიღწევა და იღბლიანობა კი გავაორმაგოთ?

– მარტოობა და გაჭირვება რომ დაამარცხოთ და იღბლიანობა და წარმატება გააორმაგოთ, გასწავლით, როგორ უნდა მოიქცეთ: ხორბლის მაგიური თვისებების შესახებ უძველესი დროიდან მოდის ცნობები. მაგალითად, კარგია, თუ სახლის ფანჯრის რაფაზე თქვენსავე დათესილ ხორბალს გაახარებთ – ეს ბარაქის მოზიდვის სიმბოლოდ აღიქმება. ჩინეთში ყველა ოჯახში ახარებენ სახლში ხორბალს. ის, ასევე, ოჯახის შესანარჩუნებლად და მეუღლესთან ჰარმონიული ურთიერთობის დასამყარებლად არის კარგი. ხორბლის ენერგეტიკა, მერწმუნეთ, აუცილებლად დაგეხმარებათ ოჯახური პრობლემების მოგვარებაში, მარტოობის დაძლევასა და მატერიალური კეთილდღეობის ენერგიის მოზიდვაში.

 

скачать dle 11.3