კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

საინტერესო ფაქტები ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტებზე

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტებთან დაკავშირებით არაერთი საინტერესო ფაქტი მოიძებნება მსოფლიო ისტორიაში. რამდენიმე მათგანს დღეს შემოგთავაზებთ.

* ნიუ-იორკის საჯარო ბიბლიოთეკის თანამშრომლებმა, მეთვრამეტე საუკუნის წიგნების ციფრულ მატარებლებზე გადატანის დროს, აღმოაჩინეს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პირველმა პრეზიდენტმა, ჯორჯ ვაშინგტონმა, 1793 წლის 5 ოქტომბერს, ნიუ-იორკის მაშინ ჯერ კიდევ ერთადერთი ბიბლიოთეკიდან გამოიტანა ორი წიგნი: „ნაშრომი საერთაშორისო პოლიტიკაზე” და „დებატების ჩანაწერები ბრიტანეთის სათვისტომოს პალატიდან”. ვაშინგტონს წიგნები ერთი თვის შემდეგ უნდა დაებრუნებინა, თუმცა, ვადას საგრძნობლად გადააცილა – წიგნები დღემდე არაა დაბრუნებული. ბიბლიოთეკის თანამშრომლების გათვლით, ჯარიმის ოდენობა გადაცილებული დღეებისთვის, ინფლაციის გათვალისწინებით, 300 ათას დოლარს შეადგენს. თუმცა, ბიბლიოთეკის ადმინისტრაცია თანხის გადახდას არ აიძულებს პირველი პრეზიდენტის შთამომავლებს და მხოლოდ წიგნების დაბრუნებას ითხოვს. 

* ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ფრანკლინ რუზველტის 1933 წელს ჩიკაგოში ვიზიტის დროს მის ავტომობილს ცეცხლი გაუხსნეს. რუზველტი არ დაშავებულა, თუმცა მის გვერდით მჯდომი  ჩიკაგოს მერი დაიჭრა. თავდასხმის შემდეგ უსაფრთხოების სამსახურმა დაჯავშნილი ავტომობილის ძებნა დაიწყო, რათა პრეზიდენტის უსაფრთხოება უზრუნველეყო. ასეთი ავტომობილი ჩიკაგოში სულ ერთი აღმოჩნდა და ისიც დაპატიმრებულ განგსტერს – ალ კაპონეს ეკუთვნოდა. ავტომობილი მთლიანად დაჯავშნილი იყო, ხოლო უკანა შუშას, ტყვიამფრქვევისთვის, გამოჭრილი ჰქონდა პატარა ზომის ფანჯარა.

*1912 წელს, საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში, ტრიბუნაზე მდგარ თეოდორ რუზველტს ცეცხლი გაუხსნეს, რომელმაც გახვრიტა მარცხნივ, გულის ჯიბეში ჩადებული სათვალის შესანახი ფუტლიარი, დაკეცილი ფურცლები და მკერდში მოხვდა. ამის მიუხედავად, პრეზიდენტს არ შეუწყვეტია გამოსვლა და გასროლიდან ნახევარი საათის განმავლობაში საუბრობდა მიკროფონში. შეხვედრის დასრულების შემდეგ აღმოჩნდა, რომ ტყვია 76 მილიმეტრით შევიდა სხეულში, თუმცა, არც ერთი ორგანო არ დაუზიანებია.  ტყვიის ამოღება პრობლემებთან იყო დაკავშირებული და თეოდორ რუზველტი სიცოცხლის ბოლომდე ატარებდა მას სხეულით.

* ამერიკის ისტორიაში „ყველაზე გაკრიტიკებულ პრეზიდენტს” ფრანკლინ პირსს უწოდებენ, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების მეთოთხმეტე პრეზიდენტი იყო. პირსი, უუნარო პოლიტიკოსობასთან ერთად, ერთობ ტრაგიკული ბედის მქონე ადამიანი გახლდათ – მისი ოჯახი მუდმივად განსაცდელის წინაშე იდგა: პირსის მეუღლე ტუბერკულოზით იყო დაავადებული; მისი პირველი შვილი ჩვილობაში გარდაიცვალა, მეორე შვილი 4 წლის ასაკში ტიფმა იმსხვერპლა, ხოლო მესამე შვილი 1853 წლის 4 მარტს დაიღუპა; პირსის ინაუგურაციამდე რამდენიმე დღით ადრე, პრეზიდენტის ვაჟი სარკინიგზო ავარიას შეეწირა.

скачать dle 11.3