კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ჯარედ ლეტო – ჰოლივუდელი „ჰიპი“ და როკ-ჯგუფის ფრონტმენი

2014 წლის „ოსკარის” ნომინაციების გამოცხადების შემდეგ, მამაკაცის მეორეხარისხოვანი როლის შესრულებისთვის, ჯილდოს მიღების მთავარ ფავორიტად ჯარედ ლეტო დასახელდა. ჯარედი არცთუ ხშირად ანებივრებს მაყურებელს კინოში შესრულებული როლებით, თუმცა, მისი ყველა როლი ნამდვილად დასამახსოვრებელია, ისევე, როგორც მის მიერ განსახიერებული შიდსით დაავადებული ტრანსვესტიტი, ფილმიდან – „დალასის შემსყიდველთა კლუბი”.

* ჯარედ ლეტო 1971 წლის 26 დეკემბერს დაიბადა ლუიზიანაში. მისი მშობლები მაშინ დაშორდნენ ერთმანეთს, როდესაც ჯარედი პატარა იყო. ჯარედის დედა ჰიპი გახლდათ და მან ჩაუნერგა შვილს სიყვარული ხელოვნების მიმართ. „მუსიკოსების, მსახიობების, ფოტოგრაფებისა და თეატრალების გარემოში ვიზრდებოდი და ამ ატმოსფეროს გამო ხელოვნებისკენ წავედი,” - იხსენებდა ჯარედი.

* ჯარედის პირველი მუსიკალური ინსტრუმენტი გატეხილი პიანინო იყო. მის სახლში მუდამ ჰქონდათ ჩართული კლასიკური როკი: „პინკ ფლოიდიდან” – „ლედ ზეპელინამდე”.

* ჯარედის ოჯახს ფინანსურად უჭირდა და ამიტომ, მან 12 წლის ასაკში დაიწყო მუშაობა ჭურჭლის მრეცხავად სასადილოში. ჯარედის ანაზღაურება საათში 2,5 დოლარი იყო.

* 1992 წელს ჯარედ ლეტო ჰოლივუდში გაემგზავრა. ის მტკიცედ იყო დარწმუნებული, რომ მსახიობობა უნდოდა. მანამდე ჯარედი ფილადელფიის ხელოვნების აკადემიაში და ნიუ-იორკის ვიზუალური ხელოვნების სკოლაში სწავლობდა, მაგრამ, ორივეგან მიატოვა სწავლა. ლოს-ანჯელესში ჯარედი ერთი ზურგჩანთით და ჯიბეში 500 დოლარით ჩავიდა. 

* ჯარედ ლეტოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი როლია ნარკომანი ჰაროლდი, ფილმში „ოცნებების რექვიემი”. როლისთვის მზადების პროცესში ჯარედმა 12 კილოგრამი დაიკლო და გარკვეული ხნის განმავლობაში ნიუ-იორკის ქუჩებში ცხოვრობდა. ერთ-ერთ გვიანდელ ინტერვიუში ჯარედმა  აღიარა, რომ უკმაყოფილო დარჩა ფილმით, რადგან, ბევრი სცენა არ შევიდა საბოლოო ვერსიაში. მას შემდეგ, მსახიობის თქმით, ის აღარ უყურებს თავის ფილმებს. ცნობისთვის, „ოცნებების რექვიემისთვის” წონაში დაკლება და მომატება ერთადერთი შემთხვევა არ გახლავთ ჯარედ ლეტოს კარიერაში – ფილმში „თავი 27”, სადაც მან ჯონ ლენონის მკვლელი, მარკ ჩეპმენი განასახიერა, მან 28 კილოგრამი მოიმატა, ხოლო, სულ ახლახან, კინოგაქირავებაში გასულ „დალასის შემსყიდველთა კლუბში” განსახიერებული როლისთვის  ლეტოს 13 კილოგრამის დაკლება მოუწია. 

* ჯარედ ლეტო ვეგეტარიანელია, მისი საყვარელი საკვები კი პოპკორნი, ბოსტნეული და ცხარე სოუსია. 

* საკუთარ თავს ჯარედ ლეტო, უპირველეს ყოვლისა, მუსიკოსად მიიჩნევს, კინომსახიობობა კი მხოლოდ გატაცებად მიაჩნია. ჯარედს ჰყავს საკუთარი ჯგუფი – „30 Seconds to Mars”, რომელიც 1998 წელს ძმასთან, შენონთან ერთად დააფუძნა.

* ჯარედ ლეტოს უამრავი ჰობი აქვს: სკეიტბორდინგი, ტურიზმი, ხატვა, კითხვა, რეტრო-კომპიუტერებზე „სუპერ მარიოს” და სხვა ამ ტიპის თამაშებით გართობა. 

* ჯარედ ლეტო არ მოიხმარს საპონს – შხაპის მიღებისას ის მხოლოდ წყლითა და ცოტა შამპუნით შემოიფარგლება. ასევე, მას აქვს ხელის ჩამორთმევის ფობია – ჰერმოფობია. მისი აზრით, ხელის ჩამორთმევისას მიკრობების უმეტესობა გადადის.

* სხვადასხვა დროს ჯარედ ლეტოს რომანები ჰქონდა: კამერონ დიასთან, ლინდსი ლოჰანთან, სკარლეტ იოჰანსონთან, ბრიტნი სპირზთან, იზაბელ ლუკასთან და ეშლი ოლსენთან. 

скачать dle 11.3