კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა შეთავაზებაზე არ დათანხმდება არასდროს „მის საქართველო“ – ანა ზუბაშვილი და როდის ეგონა მას თავი სიზმარში

„იმიჯ-ცენტრის“ ორგანიზებით საქართველოს ახალი „მის საქართველო“ ჰყავს – 20 წლის ანა ზუბაშვილი. მშვიდი, გაწონასწორებული, მოკრძალებული ანა, შეხვედრისთანავე ადამიანს მის მიმართ დადებითად განაწყობს. აღარაფერს ვამბობ ანას ლამაზ, უცხო, გამორჩეულ გარეგნობაზე, განსაკუთრებით კი, ცეცხლისფერ კულულებზე, რომელიც მშვენიერ ანას, კიდევ მეტ სილამაზეს მატებს. „მის საქართველოს“ სხეულის პარამეტრები ასეთია: სიმაღლე – 177 სანტიმეტრი, წონა – 52 კილოგრამი, სხეულის გარშემოწერილობა – 90-60-90. 


ანა ზუბაშვილი: თბილისში დავიბადე 1993 წელს, თუმცა ჩემი ოჯახი ცხინვალში ცხოვრობდა. ცნობილი მოვლენების – ომის შემდეგ კი მათ ქალაქი დატოვეს, რადგან ქართველებს იქ აღარ დაედგომებოდათ. ომის პერიოდში განადგურდა ჩვენი სახლი, ყველაფერი. მას შემდეგ ჩემი ოჯახის წევრები მშობლიურ მხარეში აღარ დაბრუნებულან. თბილისში გადმოსულებმა ძალიან რთული პერიოდი გამოიარეს, მაგრამ, ღმერთის წყალობით, ცხოვრების თავიდან დაწყება შეძლეს. 

– რას საქმიანობ მოდელობის გარდა?

– ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ბიზნესის ფაკულტეტზე ვსწავლობ, მეორე კურსზე ვარ. ექსტერნად დავამთავრე სკოლა – ერთად ჩავაბარე მეთერთმეტე, მეთორმეტე კლასის და საატესტატო გამოცდები. ჩემი თავით მართლაც ვამაყობდი. ამით ერთი წელი მოვიგე და ამ ერთ წელში მხოლოდ იმ ოთხ საგანში მოვემზადე, რომელიც უნივერსიტეტში ჩასაბარებლად მჭირდებოდა. სამომავლოდ მარკეტინგის მენეჯერობას ვაპირებ. ძალიან მომწონს ეს სფერო და ვფიქრობ, წარმატებული ვიქნები. ყოველ შემთხვევაში, ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ. 

– როგორ დაიწყო შენი სამოდელო კარიერა? 

– ჩემი სამოდელო კარიერა 2009 წელს დაიწყო, როცა „იმიჯ-ცენტრში“ მივედი და „ელიტ მოდელ ლუქის“ კონკურსში მივიღე მონაწილეობა. მას მერე მოდის სამყაროში აქტიურად ვარ ჩართული. მოდის კვირეულებზე გამოვდიოდი, თითქმის ყველა დიზაინერთან მიმუშავია. გარდა ამისა, იტალიაში ვიყავი კონტრაქტით, საკმაოდ დატვირთული გრაფიკი მქონდა. დიდი გამოცდილებით დავბრუნდი როგორც სამოდელო საქმიანობის, ასევე, ცხოვრებისეული გამოცდილების მხრივ. მარტო, დამოუკიდებლად მიწევდა ყველაფრის გაკეთება, თან უცხო ადამიანებთან მქონდა ყოველდღიური კონტაქტი. ძირითადად შოუ-რუმებზე ვმუშაობდი, თუმცა ჩვენებებიც მქონდა. პალერმოში, ფლორენციაში, ბოლივიაში მომიწია ჩასვლა. ასევე, ერთი ედიტორიალისთვის მქონდა გადაღება. სტუდიო „ზეტაში“ სხვადასხვა დიზაინერის კოლექციები იყო გამოფენილი და მე მომიწია მათთან მუშაობა. მთავარი სირთულე მაინც გზები იყო. უცხო ქალაქში ჩადიხარ, არ იცი გზები და ვერ აგნებ, სად რა არის. თუმცა, იტალიელები კომუნიკაბელური ხალხია და ყველაფერში გვეხმარებოდნენ. გამიმართლა, რადგან ძალიან კარგ ადამიანებთან მომიწია მუშაობა.

– შენი ლამაზი და იმავდროულად, განსხვავებული გარეგნობა, ალბათ, ბევრჯერ დაგეხმარა? 

– რადგან ბევრი წითურთმიანი გოგონა არ არის, ამიტომ ხშირად ვარ ჩვენებებზე, გადაღებებზე. იტალიაში ჩემი თმის და კანის ფერი ძალიან მეხმარებოდა, ამიტომაც მოვხვდი გადაღებებზე, შოუ-რუმებზე, ჩვენებებზე. თუმცა, ასევე, აუცილებელია მოდელის შინაგანი თვისებები, შარმი, ქარიზმა. 

– ალბათ, არასდროს დათანხმდები თმის შეღებვას ან მოკლედ შეჭრაზე? 

– ასეთი შემოთავაზება იყო, მაგრამ არ დავთანხმდი და არც არასდროს დავთანხმდები. ვფიქრობ, ჩემი ერთ-ერთი მთავარი პლუსი თმაა. 

– მოდი, ახლა „მის საქართველოზე“ მიამბე. საკმაოდ წარმატებული, გამოცდილი მოდელი ხარ, თუმცა აქამდე არასდროს მიგიღია ამ კონკურსში მონაწილეობა.

– რადგან 5 წლის განმავლობაში გამოცდილება დავაგროვე, მინდოდა, „მის საქართველოზეც“ გამომეცადა თავი – როგორ შევძლებდი ეს გამოცდილება წარმომეჩინა. ეს საკუთარი თავის რეალიზებისთვის საუკეთესო კონკურსია. 

– შედეგის მიუხედავად, კმაყოფილი ხარ საკუთარი თავის? 

– ის მომენტი ყოველთვის გაქვს, როცა ფიქრობ, რომ მეტის გაკეთება შეგიძლია. თუმცა, როგორც ჩანს, ჩემი გამოცდილება კარგად გამოვიყენე და „მის საქართველო“ გავხდი. მაგრამ, გამარჯვება მაინც მოულოდნელი იყო. 27 გოგონასთან ერთად მიწევდა მთავარი ტიტულისთვის ბრძოლა და სამეულში გასვლის იმედი უფრო მქონდა. გამარჯვება მართლაც მოულოდნელი იყო. ამ ფაქტმა ძალიან გამაბედნიერა. ჩემი სახელი რომ გამოაცხადეს, თავი სიზმარში მეგონა. არაფერი მახსოვს. ახლა, ფოტოებს რომ ვუყურებ, ნელ-ნელა ვიღდგენ ყველაფერს, ვწყნარდები. ახლა ორმაგ პასუხისმგებლობას ვგრძნობ ჩემი ქვეყნისა და ერის წინაშე. მინდა, საკუთარი ქვეყანა ღირსეულად წარვუდგინო მსოფლიოს. ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ. 

– ახლა, როცა „მის საქართველო“ გახდი, გარკვეულწილად, შეიცვლება შენი ცხოვრების სტილი. საზოგადოება უფრო მეტად დაინტერესდება შენი პერსონითა და ცხოვრებით. კრიტიკაც იქნება, შექებაც. ამ ყველაფრისთვის მზად ხარ? 

– ხალხისგან ყურადღება, რა თქმა უნდა, გამძაფრებულია. თუმცა, ამ 5 წლის განმავლობაშიც მქონია ასეთი შემთხვევები. კრიტიკა ძალიან კარგია. სწორედ უარყოფითი კრიტიკის გამო უფრო და უფრო იხვეწება ადამიანი, იზრდება. იმათ გამო კი ვინც ჩემ მიმართ უარყოფითადაა განწყობილი, უფრო მეტად გავიზრდები, დავიხვეწები და მათ დავუმტკიცებ, რომ „მის საქართველოს“ ტიტულს ვიმსახურებ. 

– თვითკრიტიკული ხარ?

– თვითკრიტიკული ვარ – სწავლის მხრივ, სამოდელო სფეროში. სულ ვამბობ, რომ უფრო მეტის გაკეთება შემიძლია, ვიდრე ახლა ვაკეთებ. ვფიქრობ, ეს კარგი თვისებაა. გარეგნობის მიმართაც კრიტიკული ვარ. თან, ახლა „მის საქართველო“ ვარ და უფრო მეტი მომეთხოვება. ამიტომ მინდა, უფრო და უფრო კარგი ვიყო. 

– როგორც გამარჯვებულს, მთავარი პრიზი გერგო – ავტომობილი. გაქვს მართვის მოწმობა? 

– მართვის მოწმობა ჯერ არ მაქვს, თუმცა ხვალიდან ვიწყებ პრაქტიკებზე სიარულს და ძალიან მალე ვისწავლი. ვამბობ: ცენტრიდან  მანქანა მე უნდა გამოვიყვანო-მეთქი. 

– შეყვარებული გყავს? 

– არ მყავს შეყვარებული. თაყვანიმცემლები ალბათ მყავს, მაგრამ მე არ მაწუხებენ. მიმაჩნია, რომ ამისთვის არც დრო მაქვს და არც სურვილი. ჯერ ჩემი გეგმები მაქვს – მინდა, პროფესიონალურად გავიზარდო.

– როგორი უნდა იყოს ბიჭი, რომ „მის საქართველო“ მოხიბლოს?

– გარეგნობას, რა თქმა უნდა, დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ეს არ არის მთავარი. უნდა იყოს ძალიან ვაჟკაცური, ამაში კი ვგულისხმობ „ვეფხისტყაოსნის“ გმირებს.

– ავთანდილს თუ ტარიელს? 

– ორივეს. ეს ძალიან რთულია, მაგრამ ვეცდები ვიპოვო. ტარიელი იმიტომ მომწონს, რომ ძალიან რომანტიკულია, მეც რომანტიკული ვარ. ავთანდილივით ვაჟკაცური უნდა იყოს, სიყვარულის დიდი უნარი უნდა ჰქონდეს და ყველაფერი გააკეთოს ამ სიყვარულისთვის.

 

скачать dle 11.3