კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გახდა ქართველი ამერიკელი მიშა ცინაძე წარმატებული კომპანიის ბოსი და ვის სთავაზობს ის თბილისში ახალი პროფესიის არჩევასა და დასაქმებას

მისი ცხოვრების ისტორია, ერთი შეხედვით, ჩვეულებრივ ემიგრანტულ ისტორიას ჰგავს, თუმცა ძალიან ემოციურია და შთამბეჭდავი. თბილისიდან მაშინ წავიდა, როცა აქ ცხოვრება შეუძლებელი იყო, – შორიდან ამერიკული ოცნებაც ლამაზად „მოჩანდა” და ის სამყაროც, სადაც თავის დასამკვიდრებლად რთული გზის გავლა მოუწია, მაგრამ, რამდენიმე წელიწადში წარმატებული კომპანიის ხელმძღვანელი გახდა. დღეს კომპანია S-CAD Group რომელსაც ბატონი მიშა ხელმძღვანელობს, უკვე თბილისშიც ფუნქციონირებს და ახლა სხვებს უადვილებს იმ გზას, რომლის გავლაც თავად მოუხდა. კომპანიის ბაზაზე არსებულ სასწავლო-საკვალიფიკაციო ცენტრში ყველა მსურველს აძლევს საშუალებას, დაეუფლოს ახალ პროფესიას, დასაქმდეს და ცხოვრება თავიდან დაიწყოს. ეს რომ გვიანი არასდროს არ არის, უკვე კარგად იცის – მან თავად გაიარა ეს გზა, როდესაც, 34 წლის ასაკში, ამერიკაში მოხვერდილს, ყველაფრის ნულიდან დაწყება მოუხდა. 

 

მიშა ცინაძე: ქართულ-ამერიკული კომპანია S - CAD Croup სამი წლის წინ დაფუძნდა. ამერიკაში ცხოვრების 14-წლიანი პერიოდის შემდეგ, როდესაც პირველად დავბრუნდი საქართველოში, გადავწყვიტე, რომ კომპანიის საქმიანობის არეალი გამეზარდა და ჩემი ბიზნესი საქართველოშიც გადმომეტანა. დღეს კომპანიის ბაზაზე არსებობს სასწავლო ცენტრი, სადაც ნებისმიერ ადამიანს, ვისაც აქვს სურვილი, ვაძლევთ შანსს, შეისწავლოს ახალი პროფესია და შეცვალოს თავისი ცხოვრება. ჩვენ ვმუშაობთ უნიკალური კომპიუტერული პროგრამით, რომლის გარეშეც დღეს უკვე წარმოუდგენელია საპროექტო, სამშენებლო, საინჟინრო, არქიტექტურული თუ მანქანათმშენებელი ფირმის ფუნქციონირება. ამ მიმართულებას ამერიკაში დიდი გამოცდილება აქვს. 

– თქვენ თავად ხართ ამერიკის მოქალაქე, როგორ მოხვდით ამერიკაში? როგორც ვიცი, ძალიან საინტერესო ემიგრანტული ისტორია გაქვთ.

– ამერიკაში მოვხვდი 90-იან წლებში. მაშინ თბილისში ძალიან მძიმე და გაჭირვებული პერიოდი იყო. იძულებული გავხდი, ოჯახთან ერთად წავსულიყავი ამერიკაში, სადაც ცხოვრობდა ჩემი ძმა. ამერიკაში ჩასულს დამხვდა ჩემთვის აბსოლუტურად უცხო და სხვა სამყარო – ისეთი, როგორსაც ნამდვილად არ ველოდი. თავიდან ძალიან გამიჭირდა იქაურ რეალობასთან შეგუება, დაახლოებით ორ კვირაში უკან წამოსვლა მინდოდა. მენტალურად აბსოლუტურად სხვა პოლუსზე მოვხვდი. იმ სამყაროში სულ სხვა წესები იყო. არ ვიცოდი, რა ჩამეცვა, როგორ მოვქცეულიყავი დამქირავებელთან სამსახურის საკითხზე მისული – მეგონა ხელფასის მოთხოვნა სირცხვილი იყო, ან, არ ამიყვანდა სამსახურში, თუ ჩემს „ფასს” ვეტყოდი (იცინის) ჩვენს ყოფას ართულებდა ენის ბარიერი. სკოლაში გერმანულს ვსწავლობდი, ინგლისურად მხოლოდ ორი სიტყვა ვიცოდი: „გამარჯობა” და „ქოლგა.” ინგლისური ენის მასწავლებელს, რატომღაც, ძალიან უყვარდა სიტყვა „ქოლგა” და, თუ რამეს გვასწავლიდა, ყველაფერი ქოლგის გარშემო ტრიალებდა (იცინის). მახსოვს, როდესაც პირველად ქუჩაში გავედი და პურის საყიდლად შევედი მაღაზიაში, გამყიდველს თითით ვანიშნე, რომ პური მინდოდა.  გამიმართლა და ებრაული ორგანიზაციის დახმარებით მოვხვდი ინგლისური ენის უფასო კურსებზე, 34 წლის ასაკში დავრწმუნდი, რომ არც ერთ ასაკში არ არის დაგვიანებული, ცხოვრება დაიწყო თავიდან. მთავარი არის სურვილი – არ გაჩერდე და განაგრძო წინსვლა. ორი კვირა ვიარე სკოლაში და, როგორც კი ცოტაოდენი ინგლისური ვისწავლე, მაშინვე სამსახური მოვძებნე. ეს იყო ავეჯის საწარმო, რომლის მეპატრონეც ძალიან კარგი ადამიანი აღმოჩნდა. როცა მითხრა, საათში 10 დოლარს გადაგიხდიო, ეს ისეთი ფული მეგონა, სიხარულისგან ცას ვეწიე. ამ საწარმოში ძალიან ბევრი, სხვადასხვა სახეობის ავეჯი მზადდებოდა. როცა იმ კომპანიიდან ახალ სამსახურში გადავედი, უფრო და უფრო რთულ საქმეებს მანდობდა უფროსი. მეც უამრავ იდეას ვაწვდიდი, რის გამოც საქმე უფრო სწრაფად კეთდებოდა და შედეგიც სულ უფრო და უფრო უკეთესი იყო. ახალ კომპანიაში დავნერგე მეთოდი, რის შემდეგაც კომპანიის ხელმძღვანელისთვის უკვე ძალიან სანდო თანამშრომელი გავხდი, მით უფრო, მას შემდეგ, რაც ავიღეთ დიდი შეკვეთა, რომელიც უზარმაზარი ბიბლიოთეკის დიზაინერული პროექტის შექმნას უკავშირდებოდა. ამ პროექტისთვის საჭირო გახდა ჩუქურთმების გაკეთება. იქ გამომადგა ქართული მოხერხებულობა – დავამზადე დაზგა და ისეთი ბიბლიოთეკა დავაპროექტე, შემკვეთი ძალიან კმაყოფილი დარჩა.

– როგორ წამოიწყეთ ამერიკაში საკუთარი ბიზნესი?

– საპროექტო-დიზაინრეულ კომპანიაში, სადაც მე ვმუშაობდი, იმდენი შეკვეთა გვქონდა და ისეთი გამოცდილება მივიღე, რომ ამ საქმეების გაძღოლა დამოუკიდებლადაც შემეძლო. გავაკეთე პატარა ოფისი და ავიღე შეკვეთები. ისეთი სტიმული მქონდა, ღამეებს შრომაში ვათენებდი. მალე სტაფის აყვანაც დამჭირდა – რამდენიმე თანამშრომელი ავიყვანე და მერე უფრო გაიზარდა ჩემი საქმე. იმ პერიოდში უფრო აქტიურად შემოვიდა მოხმარებაში კომპიუტერები, დაიწყო კომპიუტერული ხაზვის განვითარება, სწორედ მაშინ გახდა პოპულარული პროგრამა AutoCAD. მაშინვე მივხვდი, რომ ეს კომპიუტერული პროგრამა იყო საინჟინრო-სამშენებლო საქმის მომავალი და ვთქვი: ეს პროგრამა უნდა ვისწავლო-მეთქი. დღეს წარმოუდგენელია საინჟინრო და დიზაინერული საქმე „ავტოკადის” გარეშე. ამ პროგრამის დანერგვის მერე საქმეები უფრო და უფრო უკეთესად მიდიოდა. 

– მაგრამ, თქვენ მაინც დაბრუნდით თბილისში.

– ასეთია ყველა ემიგრანტის ბედი (იცინის). ძალიან ხშირად ჩამოვდივარ საქართველოში. პირველად თბილისში 2010 წელს დავბრუნდი, როცა გარდამეცვალა დედა. თბილისმა ჩემზე ისეთი საოცარი შთაბეჭდილება მოახდინა, შოკში ჩავვარდი. როცა თვითმფრინავმა თბილისს გადმოუფრინა და მე განათებული ქალაქი დავინახე, ჩემს ძმას ვუთხარი: მგონი, მფრინავს შეეშალა და მიუნჰენში ჩამოგვიყვანა-მეთქი. ამის შემდეგ ძალიან გავოცდი აეროპორტში – იმ საოცარი სიტუაციიდან, საიდანაც მე წავედი, დავბრუნდი აბსოლუტურად სხვა რეალობაში. აეროპორტში კი არ დამხვდა ქალი „ტაბურეტკაზე” და მელნის ბეჭედი კი არ ჩამიტყა საბუთებში, დამხვდნენ გაპიწკინებული ოფიცრები და ინგლისურად მითხრეს, კეთილი იყოს თქვენი ჩამოსვლა საქართველოშიო. ვიფიქრე, ეს სად ჩამოვედი, ეს სად მოვხვდი-მეთქი, სრულიად შოკი დამემართა. არ დაგიმალავთ და, როცა ვნახე თბილისის ქუჩები, სიხარულისგან ვიტირე. 

– თქვენი ოჯახიც დაბრუნდა აქეთ?

– ჩემი შვილები ნიუ-ჯერსიში ცხოვრობენ. უფროსი შვილი, ნათია, როცა წავედით, მაშინ წავიყვანეთ თან, უმცროსი ნოდარი იქ დაიბადა, მაგრამ, ძალიან კარგად იცის ქართული ენა. ამერიკაში მუშაობს ჩემი მეუღლე და ერთი ხელის მოსმით ვერ მიატოვებენ იქაურ ცხოვრებას. მამა უკვე ხანდაზმულია, რამდენჯერაც შევთავაზე თბილისში ცოტა ხნით წამოსვლა, ვერ დავითანხმე. ჩემი გული ვერ გაუძლებსო, – მეუბნება. შინაგანად უჭირს ამდენი წლის შემდეგ სამშობლოსთან შეხვედრა. როცა თბილისში პირველად ჩამოვედი და რეგიონებში ჩავედი, იმ უზარმაზარი ცვლილებების შემდეგ, რაც ქვეყანაში მოხდა, აღმოვაჩინე, რომ ამ ქვეყანას აქვს ¹1 პრობლემა – ეს იყო უმუშევრობა, რის შემდეგაც ამაზე აქტიურად დავიწყე ფიქრი. ახლობლებიც ხშირად მეუბნებოდნენ: შენ რა გიჭირს, ამერიკელი ხარ, ფული გაქვს, შენთვის აქ ყველაფერი კარგადაა, არ იცი, ჩვენ რა დღეში ვართო. ამან ძალიან დამაფიქრა და სწორედ მაშინ მივიღე გადაწყვეტილება, რომ ჩემი ბიზნესისა და კომპანიის ნაწილის აქ გადმოტანაზე მეზრუნა. როგორც კი თბილისში გაიხსნა კომპანიის ფილიალი და ავიყავნე სპეციალისტები, აღმოვაჩინე, მათ დაბალი კვალიფიკაცია  ჰქონდათ და, ზოგადად, რთული იყო პროფესიონალი კადრების მოძიება. შესაბამისად, დადგა საჭიროება გახსნილიყო სასწავლო ცენტრი, სადაც მოვამზადებდით იმ კადრებს, რომლებიც თბილისში იმუშავებდნენ ამერიკიდან წამოსულ შეკვეთებზე. ამის შემდეგ გადავწყვიტეთ, გაგვეზარდა სასწავლო-საკვალიფიკაციო ცენტრის მასშტაბები და ახლა უკვე რამდენიმე ჯგუფში ვიღებთ მსურველებს, რომლებსაც აქვთ საშუალება, დაეუფლონ იმ საჭირო ცოდნასა და უნარ-ჩვევებს, რაც სჭირდება საინჟინრო, დიზაინერულ საქმეს. წარმატებული სპეციალისტების დასაქმება ხდება ჩვენთან, მათთვის კი, ვისაც ჩვენ ვერ ავიყვანთ, მუშაობენ აგენტები, რომლებიც მათ დაეხმარებიან დასაქმებაში. 

– თქვენს ცენტრში სწავლისთვის და პროფესიის დაუფლებისთვის ხაზვის ცოდნა აუცილებელი პირობაა?

– სრულებითაც არა. იმისთვის, რომ შეისწავლოთ პროგრამა „ავტოკადი” არც ტექნიკური განათლებაა აუცილებელი და არც ხაზვის ცოდნა. ჩვენ ირგვლივ უამრავი ადამიანია, რომლებმაც საკუთარი პროფესიებით სხვადასხვა მიზეზისა და გარემოების გამო ვერ შეძლეს დასაქმება, წარმატების მიღწევა. ჩვენ ვაძლევთ შანსს ყველას, არ აქვს მნიშვნელობა ასაკს, პროფესიას, სქესს. მთავარია, გქონდეთ სურვილი, დაეუფლოთ ახალ საქმეს და მოსინჯოთ საკუთარი ძალები, რომ დასაქმდეთ მაღალანაზღაურებად სამსახურში, სადაც თქვენ შეგეძლებათ, გააკეთოთ ინტერიერის, ავეჯის დიზაინი. ჩვენთან „ავტოკადი” შეისწავლეს და უკვე ახალი პროფესიით მუშაობენ ადამიანები, რომლებიც სხვა პროფესიებს ფლობდნენ, მათ შორის არის ჩემი თანაშემწე, ქალბატონი ლია, რომელიც, როდესაც ჩვენთან მოვიდა, კომპიუტერთანაც კი ვერ „მეგობრობდა”. ჩვენ უკვე ასამდე კვალიფიციური კადრი მოვამზადეთ, რომელთა ნაწილი ჩვენთან მუშაობს, ამერიკულ შეკვეთებზე. სასწავლო საკვალიფიკაციო ცენტრში ვასწავლით როგორც კომპიუტერულ პროგრამა AutoCAD-ს, ასევე, შევასწავლით კომუნიკაციის უნარ-ჩვევებს, საქმიანი ურთიერთობების დამყარებისა და სამუშაოს მოძებნის სწორ სტრატეგიას, დავეხმარებით პორტფოლიოს შექმნაში და, ყველაზე მთავარი, დავეხმარებით დასაქმებაში – სწორედ ეს არის ჩვენი კომპანიის ყველაზე პრიორიტეტული მიმართულება. წარმატებულ თანამშრომლებს დავასაქმებთ ჩვენს კომპანიაში და ისინი იმუშავებენ იმ შეკვეთებზე, რომელსაც ამერიკიდან ვიღებთ. ჩვენ გავითვალისწინეთ ის, რომ ჩვენთან სწავლის სურვილს გამოხატავენ როგორც ახალგაზრდები, რომლებსაც ჯერ არ გაუკეთებიათ პროფესიული არჩევანი, ასევე, ის ადამიანებიც, რომლებიც მუშაობენ, მაგრამ, არ არიან კმაყოფილი შემოსავლით ან იმ საქმით, რასაც აკეთებენ და პროფილის შეცვლა სურთ. შესაბამისად, სწავლება არის როგორც დღის, ასევე საღამოს საათებში. 

დაინტერესებულ პირებს დეტალური ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ქართულ-ამერიკულ კომპანიას ტელეფონებზე: 2 93- 55-51; 5 99 21-26-93.

მისამართი: თბილისი, თაბუკაშვილის ქუჩა ¹¹46, მე-3 სართული. S - CAD Group.

P.S. საკუთარი ცხოვრების მთავარი შემოქმედი თქვენ თავად ხართ! არ გაგიმართლათ პროფესიაში და ჯერ კიდევ ვერ მოძებნეთ თქვენი ადგილი ამ რთულ ცხოვრებაში? მიმართეთ ქართულ-ამერიკულ კომპანიას, შეისწავლეთ საჭირო საქმე, რომლის მეშვეობითაც ახალი ცხოვრების დაწყებას შეძლებთ – ეს არასდროს არის გვიანი.

 

скачать dle 11.3