კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ გახშირდა ანომალიური მოვლენები ქართლში და საქართველოს რომელ რაიონებს არიან „მიჯაჭვული” უცხოპლანეტელები

ინტერესი სხვა ცივილიზაციების და პარალელური სამყაროს არსებობის  შესახებ, ადამიანებს ყველა დროში ჰქონდათ. იმის მიუხედავად, რომ დღეს  ადამიანებს უფრო მეტი ინფორმაცია და შესაძლებლობა აქვთ, საკუთარი თვალით „იხილონ” სხვადასხვა ფორმით მოპოვებული კავშირები ეგრეთ წოდებულ უცხოპლანეტელებთან, მაინც ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა რჩება ჩვენს არამიწიერ და უცნაურ სტუმრებზე, რომლებიც ბოლო თვეებში, უცნაური ფენომენის სახით ჩვენში აქტიურად  გამოჩნდნენ.  ამ ისტორიების ახსნა ცნობილი უფოლოგის, თალეს შონიას  შვილს, ერეკლე შონიას ვთხოვეთ, რომელიც უფოლოგთა ასოციაცია „ადამიანი – გარემოს”  ხელმძღვანელობს და ანომალიური მოვლენების კვლევაზე დიდი ხანია, მუშაობს. 

 

ერეკლე შონია: ბოლო ერთი წელია, რაც ეს თემა საქართველოში საკმაოდ  გააქტიურდა. როგორც წესი, ამ მოვლენების კვლევებს თან ახლავს სხვადასხვა ასპექტი. საწყის ეტაპზე ინფორმაციული გაურკვევლობაა – რაღაც მოვლენები იწყება, მოედება რომელიმე რეგიონს, მაგრამ თუ დასაწყისშივე არ მოხდა მათი სათანადო შესწავლა, შემდგომ გაუგებარი კვალი რჩება და ლეგენდების სახეს იძენს.  გასულ წელს ბოლო ორი შემთხვევა ქართლში დაფიქსირდა. ალბათ, გახსოვთ,  3-4 თვის წინ სოფელ  ტყვიავში,  ერთ-ერთ ოჯახში გამოვლინდა უცნაური ფენომენი სხვადასხვა ასპექტით – თავიდან ოთახებში გამოჩნდა ჯვრები და ასოები, კედლებსა და ხატებზე მირონმა დაიწყო გადმოსვლა. ოჯახის წევრები იღებდნენ ინფორმაციას, რომელსაც გაურკვეველი არსება აძლევდათ. ეს იყო გაფრთხილება: წადით აქედან, ამ სახლში ნუ ცხოვრობთ, ეს თქვენთვის სახიფათოა. ეს შემთხვევა საინტერესო იყო იმ თვალსაზრისით, რომ ბევრ  კომპონენტს მოიცავდა.  როგორც გაირკვა, სახლი აშენებული იყო უარყოფითი ველის არეალში. იქ ოდესღაც  ძველი  სასაფლაო იყო.  10 წლის წინ კი  იმ ადგილზე მოხდა ცუდი შემთხვევა და სახლი  კვლავ ატარებდა იმ ინფორმაციას. ადამიანები, რომლებიც იქ ცხოვრობდნენ ხუთი წლის ჩასახლებულები იყვნენ იმ ბინაში. ისინი საკუთარ თავზე აღიქვამდნენ უარყოფითი ენერგეტიკის ზემოქმედებას. 

– რით გამოიხატებოდა ეს?

– ოჯახის ის  წევრები,  რომლებიც უფრო ხშირად იყვნენ სახლში, თავიდანვე ცუდად გრძნობდნენ თავს, დაეწყოთ თავის ტკივილი. მერე დაიწყო  რთული და ცუდი სიზმრები. თავიდან ამას ყურადღება არ მიაქციეს, თვენახევრის შემდეგ მათი მდგომარეობა უფრო გამძაფრდა, გამძაფრდა კონტაქტიც – წამოვიდა შეშინების შემცველი ინფორმაცია, რაც არჩევნის წინაშე აყენებდა მათ: ან სახლი, ან ოჯახის რომელიმე წევრის სიცოცხლეო. რეალურად,  ის კომპონენტები, რაც კედლებზე გამოჩნდა, იმ ხალხის საშველად იყო მოვლენილი, რადგან  იმ ადგილზე ადამიანების ცხოვრება და ხანგრძლივი  ყოფნა არ შეიძლებოდა.  როგორც ჩანს, ამ ხალხს ჰყავდა ძლიერი მფარველი. ეს იყო ან მათი ოჯახიდან გარდაცვლილი რომელიმე წევრი, ან თუნდაც ეგრეთ წოდებული „მფარველი ანგელოზი”, რომელიც მათ აშკარად აფრთხილებდა, სახიფათო სიტუაციას გასცლოდნენ. გარკვეული პერიოდის შემდეგ, უფრო სწორად, მას შემდეგ, რაც ეს ინფორმაცია არასწორად იქნა გახმაურებული, სიტუაცია უფრო დაიძაბა. ოჯახი შეშინდა, მათ დატოვეს ბინა და სხვაგან გადავიდნენ საცხოვრებლად.

– როგორ ფიქრობთ, რატომ აირჩიეს მაინცდამაინც ეს ოჯახი კონტაქტისთვის? ზოგადად, როდის და სად ხდება ამ ტიპის მოვლენების გააქტიურება? 

– როგორც ჩანს, ეს მოხდა  ადგილმდებარეობიდან გამომდინარე, რადგან ეს არის დევნილების  ოჯახი, ჩვეული ტრადიციული ურთიერთობებით  და ოჯახში განსაკუთრებული არაფერი ხდებოდა.  როგორც ჩვენ გავიკითხეთ, ის ადგილი არ იყო განაშენიანებული  70-იან წლებამდე, შემდეგ იქ ააშენეს სახლი, ადამიანი, ვინც  სახლი ააშენა უცნაურ ვითარებაში იპოვეს გარდაცვლილი. ზოგადად, ცნობილია, რომ  იმ ადგილებში,  სადაც ადრე სასაფლაო იყო, ან  რომლებიც საეკლესიო მიწებს მიეკუთვნებოდა  და წმინდა ადგილებად ითვლებოდა, იქ განაშენიანება არ შეიძლებოდა.  არსებობს უამრავი ისეთი ადგილიც, სადაც წარმართულ დროს მისტიკური რიტუალები სრულდებოდა, ასეთი ადგილებიც განსხვავებულ ინფორმაციულ ველს წარმოადგენს. ხომ გინახავთ ტყე, სადაც ხეები მოხრილი, დაღუნული და დაკვრანჩხულია? ასეთ ადგილებში ხეების ზრდასაც კი ეშლება ხელი იმ უარყოფითი ენერგეტიკის გამო, რაც იქ ტრიალებს. როგორც წესი, ასეთი ფაქტები სოციალური არეულობის ან ფიზიკური კატაკლიზმების წინ ხშირდება. მაგალითად, ცნობილია, რომ იაპონიაში მიწისძვრის დროს ფუკუსიმას თავზე გამოჩნდა უცნაური გამოსახულება. გადაღებულია იმ  მეტეორში შესული მნათი გამოსახულება, რომელიც ჩამოვარდა  ჩელიაბინსკში რამდენიმე თვის წინ.  როგორც ჩანს, კონტაქტი იწყება მაშინ, როცა დედამიწას საფრთხე ემუქრება.  როცა კატაკლიზმებია მოსალოდნელი, ჩვენგან უხილავი სამყარო აქტიურდება, კონტაქტი  გამოიხატება მრავალი ფორმით – ვერბალურად, ვიზუალურად,  შეგრძნებით, ხდება ნივთების მოტანა, ინფორმაციის გადმოცემა. ურთიერთობის  რა სახე იქნება ამორჩეული და რა დოზით, ეს ჩვენზე ბევრად არ  არის დამოკიდებული.  

– ისევ ტყვიავის ისტორიას თუ დავუბრუნდებით, ოჯახის სხვაგან გადასვლის შემდეგ გაურკვეველ ფენომენთან კომუნიკაცია შეწყდა?  

– ის სახლი დაკეტილია და ახლა  იქ რა ხდება, არ ვიცით. დღეს ამ შენობას ყველა ერიდება. გაჩნდა მოსაზრება, რომ ის ადგილი გადაეცეს ეკლესიას, ან აშენდეს ისეთი შენობა, რომელიც სხვა დატვირთვის იქნება და არა საცხოვრებელი. ეს კონკრეტული შემთხვევა კარგად გვაჩვენებს, თუ რა ხდება ჩვენ გარშემო. საქართველოში მრავლად არის ისეთი ადგილი, სადაც ამ უცნაური ფენომენის გამოჩენა ხდება. თუნდაც ის ისტორია გავიხსენოთ, რომელიც, ასევე, რამდენიმე თვის წინ მოხდა ქართლის სოფელში, ზღუდერში. თვე-ნახევრის განმავლობაში გრძელდებოდა იქ ქვისცვენა ერთ-ერთ ოჯახში. ყველა, ვინც ამ ისტორიასთან ასე თუ ისე აღმოჩნდა დაკავშირებული, შეშინებული იყო ამ ფაქტით. 

– რატომ გახშირდა ეს ფაქტები ქართლში?

– ამას ვერ გეტყვით. 2-3 წლის წინ სამეგრელო ჰქონდათ „ამოჩემებული”.  წლების წინ შევადგინეთ რუკა, სადაც გააქტიურების ზონები იყო აღნიშნული. ბოლო წლებში ეს რუკა არ განახლებულა, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს მოვლენები მაინც ამ ადგილებშია „მიჯაჭვული” და ეს ზონები  კვლავ  აქტიურ ზონებად რჩება. ასეთ ზონებს მიეკუთვნება თბილისის მიდამოები. რამდენიმე  აქტიური წერტილი იყო საბურთალოზე, იყალთოს გორის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც რამდენჯერმე დაფიქსირდა ხომალდის დაჯდომა-აფრენის მომენტი.  ასეთი აქტიური წერტილი იყო კუს ტბის ზედა მხარე, რომელიც საბაზო ადგილადაც კი იყო მიჩნეული, ასევე თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორია.  წყალში ჩასული და ამოსული ხომალდის თვითმხილველიც ბევრი იყო.  აქტიურ ზონას მიეკუთვნება ზედაზნის მთის და მცხეთის ნაწილი. რეგიონებიდან – აჭარა, კახეთი, ქართლი, არსებობს კონკრეტული დროის პერიოდში  „მიჯაჭვული” ადგილები, სადაც სხვა ცივილიზაციის წარმომადგენლების კავშირი დედამიწასთან, რეგულარულად ხდებოდა.  არის მოსაზრება, რომ ასეთი ვიზიტებისას მნიშვნელოვანია,  თუ როგორ გეოგრაფიული ზონაშია ადგილი. ასევე, მსოფლიოში აღიარებულია მოსაზრება, რომ კავშირები ხდება იქ, სადაც არსებობს ელექტრომაგნიტური ხაზები. არსებობს გამოსახულებები,   რომელზედაც  არამიწიერი ხომალდი „დგას” მაღალი ძაბვის  ელექტროგადამცემ ხაზებთან. იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს ხომალდი  იმუხტებოდა, იღებდა ენერგიას და მხოლოდ ამის შემდეგ ტოვებდა იმ ადგილს.  არსებობს კვლევები, რომლებიც ადასტურებს, რომ  ის ადგილები, სადაც ხომალდები ჯდებოდა, ატარებს  გარკვეულ ენერგიას.  ასეთ ადგილებში ადამიანების ხშირი ყოფნა  სასურველი არ არის. მას უჩქარდება პულსაცია, ეცვლება ჯანმრთელობის მდგომარეობა. კვალი, რომელიც ადგილზე რჩება, არის იმ ენერგიის შესატყვისი, რა ენერგიითაც მოძრაობს ეგრეთ წოდებული ხომალდი. ეს ენერგია  იწვევს გამოსხივებას, რომელიც ძირითად შემთხვევებში სასურველი არ არის.    

–  არსებობს უცხოპლანეტელებთან კომუნიკაციების  ცოტა უცნაური შემთხვევებიც, რომელთაც ინტიმური ურთიერთობების ფორმა ჰქონდა. იყო  ადამიანების მოტაცების ფაქტებიც.   

–  მოტაცების ფაქტებზე მე ვერაფერს გეტყვით, თუმცა 70-იან წლებში იყო შემთხვევები, როცა სთავაზობდნენ ადამიანებს, რომ წაყოლოდნენ მათ უცხო ცივილიზაციაში. არსებობს მათ მიერ სამედიცინო  ოპერაციის გაკეთების შემთხვევებიც. არიან კონტრაქტორები, რომლებიც აღწერენ უცნაურ  მოვლენებს,  რაც ძილში განიცადეს. ეს ძალიან რთული თემაა, რაზედაც ერთი ინტერვიუს ფორმატში საუბარი იოლი არ არის. არსებობს მოსაზრება, რომ არიან რამდენიმე ტიპის უცხოპლანეტელები, ერთი ნაწილი კეთილი განზრახვით ესტუმრება ხოლმე ჩვენს სამყაროს, მეორე – უარყოფითით.  დავაკვირდით მოვლენას, როცა ერთი და იგივე ადამიანი ხედავს რამდენიმე სხვადასხვა ტიპის არსებას, ადამიანის რეაქციები არის შესატყვისი. თუ ის ხედავს არსებას, რომელიც მას ჰგავს და  არის ჰუმანოიდის ტიპის, მის მიმართ არ უჩნდება აგრესია. არიან მაღალი არსებები, ეგრეთ წოდებული გიგანტები, მათი სიმაღლე სამ მეტრზე მეტია. ადამიანს არც ასეთების მიმართ უჩნდება აგრესია. შიშს და აგრესიას უჩენენ დაბალი, შეუხედავი, მათი გარეგნობისგან განსხვავებული „ტიპები”. კონტაქტორებმა, რომელთაც   ასეთ არსებებთან  ურთიერთობის აგრესიული ფორმა აირჩიეს, იგივე ფორმით მიიღეს „პასუხი”. ძველად იყო მოსაზრება, რომ ასეთი რამ ემართებოდათ მხოლოდ ბავშვებს და ცხოველებს. თუმცა, შემდეგ კვლევამ დაადასტურა, რომ  სტუმრები  ჩვენთვის უცხო სამყაროდან კონტაქტორებს არ ირჩევენ ასაკის, სქესის, რეგალიების მიხედვით და რომ ამ კომუნიკაციის „ობიექტი”  ნებისმიერი ადამიანი შეიძლება გახდეს. ეს დამოკიდებულია, უპირველესად, იმაზე, თუ ადამიანი  როგორ გეოგრაფიულ არეალში ცხოვრობს, როგორია მისი ინფორმაციული ველი,  აქვს თუ არა დაძაბული  ოჯახური მდგომარეობა და ასე შემდეგ. როგორც წესი, როცა ოჯახში სიტუაცია მშვიდდება, კონტაქტი, რა ფორმითაც არ უნდა იყოს ის დაწყებული, სახეს იცვლის. იცვლება ადამიანის შინაგანი სამყარო, მას ეწყება  სხვადასხვა ნიჭის გამოვლინება. ასეთი შემთხვევები ჩვენს პრაქტიკაშიც ძალიან ბევრია.   

  რაც შეეხება თქვენ მიერ ნახსენებ ინტიმურ თემებს, ასეთი შემთხვევები ნამდვილად არსებობს. კონტაქტორი ქალები აღწერენ, რომ მათთან ურთიერთობაში შევიდა რაღაც არსება.  მე ვიცი შემთხვევა, მას ცოლ-ქმარი ყვებოდა, როცა ინტიმურ ურთიერთობას იწყებდნენ, კედლიდან მათ ესაუბრებოდა  არსება, რომელიც ასწავლიდათ – ასე გააკეთეთ, ასე არ გააკეთოთო. ისინი არსებას ვერ ხედავდნენ, თუმცა მათი „რჩევები” კარგად ესმოდათ. იყო შემთხვევა, როდესაც უცხოპლანეტელი ხატავდა ადამიანის ტანზე და როდესაც ჰკითხეს, რატომ აკეთებდა ამას, მან უპასუხა, რომ მოსწონდა  მის ტანზე წერა. კვლევების მიხედვით, ამ ცივილიზაციებს ეშინიათ ჩვენთან შეჯვარების.  ისინი ფიქრობენ, რომ დედამიწაზე ადამიანებს მეომარი გენი აქვთ. ჩვენ ვართ იარაღის მკეთებელი არსებები და ამ შეჯვარებით  შეიძლება, მათი იდილია დავარღვიოთ. ისინი უფრთხიან, რომ მათი მაღალი ტექნოლოგიური მიღწევები ჩვენ, ადამიანებმა შეიძლება კაცობრიობის წინააღმდეგ  გამოვიყენოთ და ამიტომაც გვარიდებენ თავს.  

 

скачать dle 11.3