კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა უდევს საფუძვლად ნევროზის განვითარებას

რა უდევს საფუძვლად ნევროზის განვითარებას

ნევროზით დაავადებას საფუძვლად უდევს ნერვული სისტემის ფუნქციური აშლილობა. არსებობს სამი ტიპის ნევროზი: ნევრასთენიული, ისტერიული და აკვიატებული მდგომარეობის. 

ნევრასთენიის გამომწვევად ითვლება ფსიქიკური და ფიზიკური გადაღლა, უსიამოვნო განცდები, შინაგანი ორგანოების, ინფექციური და სხვა სომატური დაავადებები. მისი ნიშნებია: მომატებული აღგზნებადობა, ემოციურობა, სწრაფი დაღლა, გაფანტული ყურადღება, შრომის უნარის დაქვეითება, უძილობა, მოთენთვა, უმადობა, სექსუალური ლტოლვის დაქვეითება, გულისრევის გახშირება, არტერიული წნევის მერყეობა, ოფლიანობა.

ისტერიული ნევროზი ვითარდება თავისებური ხასიათის მქონე ადამიანებში. ის, შესაძლოა, გამოვლინდეს თითქმის ყველა დაავადების მსგავსი ნიშნებით. 

აკვიატებულ მდგომარეობათა ნევროზის დროს კი, ნევროზის ზოგად ნიშნებთან ერთად, აღინიშნება სხვადასხვა სახის აკვიატებები, მაგალითად, აკვიატებული აზრები, მოქმედებები, შიშები. ზოგს ეშინია ღია ან დახურული სივრცის.

დეპრესიულ, იპოქონდრიულ და სექსუალურ ნევროზებს სპეციალისტები ნევრასთენიის ფარგლებში განიხილავენ.

ნევროზი მოსარჩენი დაავადებაა. მისი მკურნალობა უნდა მოხდეს ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ და მისი დანიშნული მკურნალობის კურსის ჩატარებით. ამ დროს კარგია ფსიქოთერაპია, რაციონალური ფსიქოთერაპია, ავტოტრენინგი და შთაგონების მობილიზებაზე ზრუნვა.

ნევროზული აშლილობა მთელი რიგი თავისებურებებით ხასიათდება. ამ დროს ხშირია ენის დაბმა, შიშები, შარდის შეუკავებლობა, კრუნჩხვები, უმადობა, ჭირვეულობა, უაზრო მოქმედებები, ყვირილი და ასე შემდეგ. გაითვალისწინეთ, რომ ნევროზის სამკურნალოდ დიდი მნიშვნელობა ენიჭება ფსიქოტრავმული მიზეზების აღმოფხვრას. 

 

აუცილებლად შეიტანეთ ყოველდღიურ რაციონში ხორბალი და მცირე დოზით არაყი

მარცვლოვანი კულტურები ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს, ვიტამინებს, ფერმენტებს, ბუნებრივ სტიმულატორებს შეიცავენ, რომლებიც ააქტიურებენ უჯრედების ზრდას. ისინი მდიდარია მცენარეული ცილებით, ნახშირწყლებით, ცხიმებითა და უჯრედისით.

კარგად გარეცხილი და გარჩეული 50 გრამი ხორბალი ჩაყარეთ მომინანქრებულ ჭურჭელში, დაასხით წყალი ისე, რომ დაიფაროს, დაახურეთ თავსახური და დადგით თბილ ადგილას 24 საათის განმავლობაში. მარცვალი რომ გაღივდება, წყალი გადაღვარეთ, მარცვლები გააშრეთ და დაფქვით. დაამატეთ შაქარი ან მარილი (გემოვნებით), ასევე, შეგიძლიათ, გემოვნების მიხედვით დაუმატოთ დაჭრილი ვაშლი, ბანანი, მსხალი, გარგარი, ქიშმიში და ისე მიირთვათ. ასეთი სახით მიღებული საკვები დანამატი ადამიანის ორგანიზმს გაჯანსაღებაში უწყობს ხელს.

აგრეთვე, სასარგებლოა გარკვეული ალკოჰოლიანი სასმლის მცირე დოზით მიღება. სამკურნალო თვისებები აქვს ღვინოს, ლუდსა და არაყს. მცირე დოზით მიღებული არაყი ააქტიურებს ორგანიზმს, აძლიერებს სისხლის მიმოქცევას, განაპირობებს ორგანიზმის ყველა ორგანოს სისხლით მომარაგებას, ხელს უწყობს საჭმლის მონელებას, აჩქარებს ნივთიერებათა ცვლას, ხსნის ორგანიზმში ნერვულ დაძაბულობას, ამაღლებს გუნება-განწყობას. ასევე, დაბლა სწევს ქოლესტერინის დონეს.

 

ნუ დატანჯავთ ორგანიზმს უძილობით

ბევრს უჭირს ღამით დაძინება, რის შედეგადაც დილით თავს შეუძლოდ გრძნობს და საწოლიდან თავის აწევა უჭირს. თუ ღამით ცუდად გძინავთ, აუცილებლად გაითვალისწინეთ ქვემოთ მოყვანილი რჩევები, რომლებიც ამ პრობლემის დაძლევაში დაგეხმარებათ.

* დაძინებამდე ერთი საათით ადრე გაიკეთეთ მასაჟი ყურის ბიბილოებზე. აქ განლაგებულია სპეციალური რეფლექტორული ზონები, რომლებიც პასუხისმგებელია ორგანიზმის მოდუნებაზე.

* თუ რთული დღე გქონდათ და განერვიულებული ხართ, ძილის წინ დალიეთ 1 ჩაის ჭიქა რძეში გახსნილი 1 სადილის კოვზი თაფლი; ასევე, კარგი შედეგი აქვს პიტნისა და გვირილის ჩაის. 

* უძილობის დასამარცხებლად უებარია შემდეგი სახის აბაზანები: აავსეთ აბაზანა თბილი წყლით, ჩაყარეთ გვირილის ხმელი ყვავილი, ნაძვის წიწვები და ჩაწექით დაახლოებით 15-20 წუთი.

* ღამით არანაკლებ 8 საათი უნდა გეძინოთ მშვიდ და წყნარ გარემოში. თუმცა, არც ზედმეტი ძილი ვარგა, რადგან, ასე ორგანიზმის ბიოლოგიური რიტმი ირღვევა. ძილის წინ კი არ დაგავიწყდეთ ოთახის განიავება – სუფთა ჰაერი მშვიდი ძილისთვის აუცილებელი პირობაა.

 

დაამსხვრიეთ შეხედულება კალორიული საკვების მავნებლობის შესახებ

ყველა ცდილობს, რაციონში ისეთი პროდუქტები ჩართოს, რომლებიც მდიდარია ორგანიზმისთვის საჭირო ნივთიერებებით. სამწუხაროდ, ბევრს ამა თუ იმ პროდუქტის შესახებ არასწორი შეხედულება აქვს. მაგალითად:

საღამოს კვება ასუქებს – ეს სინამდვილეს არ შეესაბამება, რადგან, წონაში მომატებაზე მოქმედებს არა ის, თუ დღის რომელ მონაკვეთში იკვებებით, არამედ ის, თუ რას მიირთმევთ და რა რაოდენობით.

ახალი ხილი და ბოსტნეული ჯანმრთელობისთვის კარგია – დიდი რაოდენობით ახალი ხილისა და ბოსტნეულის მიღებით კუჭს ძალიან ტვირთავთ, რასაც შედეგად მოსდევს მუცლის შებერვა და კუჭის აშლა. ბოსტნეულის ნაწილი ცოცხალი სახით უნდა ჭამოთ, ნაწილი კი – მოშუშული. მოშუშულ სტაფილოსა და პომიდორში არსებული ბეტა-კაროტინი ორგანიზმის მიერ უკეთ შეითვისება.

საკვების ცხიმი ორგანიზმში ცხიმდაგროვებას იწვევს – ცხიმი საკმაოდ მაღალი ენერგეტიკული ღირებულების ნაერთია და ამიტომ ის დიდი რაოდენობით კალორიებს შეიცავს – 1 გრამ ცხიმში 9 კილოკალორიაა. მაგრამ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის საერთოდ უნდა ამოიღოთ რაციონიდან. ყველა ცხიმი ერთნაირად საზიანო არ არის. მაგალითად, ზეითუნის ზეთი არის ცხიმი, რომელსაც ზღვისა და მდინარის თევზი შეიცავს, ამიტომ, საჭირო და მნიშვნელოვანია ადამიანის ჯანმრთელობისთვის. იმ შემთხვევაში, თუ რეგულარულად მიიღებთ ზეითუნის ზეთს, სისხლში ქოლესტერინის შემცველობა მკვეთრად შემცირდება.

ახალგამომცხვარი პური მავნებელია – ეს არ შეეფერება სინამდვილეს. მისი უარყოფითი თვისება ის არის, რომ ახალი პურის დიდი რაოდენობით ჭამას მოჰყვება გაზების დაგროვება ნაწლავებში და, ასევე, მატულობს სხეულის მასა. უბრალოდ, ის მცირე რაოდენობით უნდა ჭამოთ.

კარტოფილი გასუქებას იწვევს – ეს მცდარი ინფორმაციაა. ერთი ულუფა კარტოფილი, როგორც მოხარშული, ისე შემწვარი, მხოლოდ 12 კილოკალორიას შეიცავს, ხოლო, ამავე რაოდენობის კარტოფილის ჩიპსი – 368 კილოკალორიას. ამიტომ, ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ არის მომზადებული ეს ბოსტნეული.

გაყინული ბოსტნეული არ არის სასარგებლო – ეს არ შეეფერება სიმართლეს. კარგად და სწორად გაყინული პროდუქტები ისეთივე სასარგებლოა, როგორც ახალი. გაყინული ბოსტნეული ვიტამინებსაც ინარჩუნებს.

ასევე, წონაში ვერ მოიკლებთ საკვებზე უარის თქმით. თუ ორგანიზმს საკვები მოაკელით, ის „ეკონომიურ რეჟიმზე” გადავა. იმისთვის, რომ ორგანიზმმა 1 კილოგრამი ცხიმი დაწვას, საშუალოდ ათი ათასი კალორიის ეკონომია უნდა მოახერხოს. ამიტომ, შიმშილის ნაცვლად, ჯობია, გადახედოთ საკვებ რაციონს და შესაბამისად დააბალანსოთ ის. გადაანაწილეთ ყოველდღიური რაციონი ისე, რომ ის თქვენი ჯანმრთელობისთვის სასარგებლო იყოს და არა ზიანის მომტანი.

როგორ გამოვდევნოთ ორგანიზმიდან მავნე ნივთიერებები

ორგანიზმი აუცილებლად ითხოვს გაწმენდას. თუ ის არ არის გაწმენდილი ტოქსინებისა და ნალექებისგან, ჯანმრთელობას სერიოზულ საფრთხეს უქმნით. დაგროვილი ტოქსინებისა და ნალექებისგან ორგანიზმის გაწმენდის ბევრი ხალხური რეცეპტი არსებობს.

ერთი თვის განმავლობაში, ყოველ საღამოს, 1 სადილის კოვზ მოხარშულ და გატარებულ ხორბალს დაასხით 1 ჭიქა კეფირი ან მაწონი და მიირთვით ძილის წინ.

ერთი კვირის განმავლობაში დაიცავით დიეტა – მიირთვით მხოლოდ წყალზე დამზადებული უცხიმო და მსუბუქი ბოსტნეულის სუპები, ხილი, წვენები, ბალახეული ჩაი და მინერალური წყალი.

კვირაში ორჯერ მოაწყვეთ განტვირთვის დღე – მიირთვით მხოლოდ ბოსტნეულის წვენები.

აფთიაქში იყიდეთ მინდვრის შვიტა და ორი კვირის განმავლობაში, დღეში ორჯერ, მისი ჩაი დალიეთ.

ყოველ დილით, დალიეთ ცივი წყალი, რომელშიც ლიმონის წვენს, ორ კოვზ ვაშლის ძმარს და ერთ კოვზ თაფლს აურევთ.

 

იმკურნალეთ  კარტოფილით და იყავით ჯანმრთელი

თუ ყოველდღე მიირთმევთ კარტოფილს, ამით ამარაგებთ ორგანიზმს აუცილებელი და შეუცვლელი ამინომჟავებით, განსაკუთრებით კი – ნახშირწყლებით, მინერალური ნივთიერებებითა და ვიტამინებით. სრულფასოვანი კვებისთვის საკმარისია, მიირთვათ დღეში 100 გრამი კარტოფილი.

კარტოფილის წვენით კი, უძველესი დროიდან კურნავდნენ კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულს.

კიდურების შეშუპების დროს  გაფცქვენით უმი კარტოფილი და გახეხეთ. მიღებული მასა დაიდეთ შესიებულ ადგილას, შეიხვიეთ და ოცი წუთით დაიტოვეთ.

თუ ჰიპერტონია გაწუხებთ, ხშირად ჭამეთ აირღუმელში კანიანად შემწვარი კარტოფილი; ოსტეოქონდროზის დროს კი კარგია გახეხილი კარტოფილისა და თაფლის ნარევის კომპრესი, რომელსაც ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი აქვს.

თუ თავი გტკივათ ან გული გერევათ, დღეში 2-ჯერ დალიეთ ნახევარი ჩაის ჭიქა უმი კარტოფილის წვენი. თუ ორგანიზმის წიდებისგან გაწმენდა გსურთ, კარტოფილის წვენს შეურიეთ სტაფილოსა და ნიახურის წვენებიც.

 

 ცისტიტს ხალხური მეთოდებით დაამარცხებთ

ცისტიტი შარდის ბუშტის ლორწოვანი გარსის ანთებაა და ამით ბევრი იტანჯება. ხალხურ მედიცინაში არსებობს უძველესი მეთოდები, რომლებიც ამ დაავადებასთან ბრძოლაში დაგეხმარებათ. გთავაზობთ რამდენიმე მეთოდს:

* ერთმანეთში აურიეთ 10 გრამი ოხრახუში, 25 გრამი არყის ხის ფოთოლი და 25 გრამი ღვიის ნაყოფი. 1 სადილის კოვზ ნარევს დაასხით 1 ჩაის ჭიქა წყალი და გააჩერეთ 5 წუთის განმავლობაში. შემდეგ წამოადუღეთ, გადაწურეთ და მიიღეთ ყოველდღე, გამოჯანმრთელებამდე. 

* აურიეთ ერთმანეთში 20-20 გრამი არყის ხის ფოთოლი, სიმინდის ულვაში და ძირტკბილას ფესვები. 1 სადილის კოვზ ნარევს დაასხით 1 ჩაის ჭიქა ცივი წყალი და გააჩერეთ 5-6 საათი. შემდეგ წამოადუღეთ და სვით მთელი დღის განმავლობაში.

* აიღეთ თანაბარი რაოდენობით წითელი მოცვის ფოთოლი, კრაზანას, დიდგულასა და გვირილას დაასხით 3 ჩაის ჭიქა წყალი და ნელ ცეცხლზე ადუღეთ ნახევარი საათი. მიიღეთ დღეში ორჯერ, დილა-საღამოს, 2-2 სადილის კოვზით.

შეგიძლიათ, ამ ნარევს ცოტა თაფლი, შაქარი ან მურაბა შეურიოთ, რომ დალევა არ გაგიჭირდეთ. ასევე, სანამ ნაყენის მიღებას გადაწყვეტთ, შეამოწმეთ, ხომ არ გაქვთ ალერგია რომელიმე მცენარის მიმართ.

скачать dle 11.3