კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რამდენად ეფექტურია ოზონოთერაპია იმ შემთხვევებში, როცა ყველა სხვა მედიკამენტი უძლურია

ოზონი, როგორც ანტისეპტიკური საშუალება, ჯერ კიდევ მეოცე საუკუნის დასაწყისში გამოიყენებოდა. ანტიბიოტიკების გამოჩენის შემდეგ ინტერესი ოზონის მიმართ განელდა და გაჩნდა ეიფორია, რომ ანტიბაქტერიული პრეპარატები დაამარცხებდნენ ნებისმიერ ინფექციას, მაგრამ, დროთა განმავლობაში აღმოჩნდა, რომ ბაქტერიები ეგუებიან ანტიბიოტიკებს. გარდა ამისა, ანტიბაქტერიულ პრეპარატებს აქვს მრავალი გვერდითი მოვლენა. ოზონოთერაპიას გვერდითი მოვლენები არ გააჩნია და ძალიან შედეგიანია ბრონქული ასთმის, ქრონიკული ბრონქიტისა და ტუბერკულოზის დროს, რის გამოც მას უამრავი ადამიანი ანიჭებს უპირატესობას. ამ საკითხზე გვესაუბრება ჩვენი სტუმარი, ოზონოთერაპიის პირველი ქართული  კლინიკის – „აინოს” დამფუძნებელი, ექიმი ადა მჭედლიძე.

ადა მჭედლიძე: არ გიფიქრიათ, რატომ უნიშნავენ ტუბერკულოზიან პაციენტებს აბასთუმანში დასვენებას? საქმე ისაა, რომ წიწვოვანი მცენარეები მცირე რაოდენობით ოზონს გამოყოფენ და პაციენტი სუნთქავს ოზონით გაჯერებული ჰაერს. ოზონის გარეშე ტუბერკულოზისაგან სრულად განკურნება პრაქტიკულად შეუძლებელია. 

–  ტუპერკულოზის დროს ოზონოთერაპია ყოველთვის ეფექტურია?

–  ამ კითხვით ძალიან ბევრი ადამიანი გვირეკავს კლინიკის ნომრებზე: 225-31-39 / 5 71 25-55-33, პასუხი კი მარტივია: ტუბერკულოზის დროს ოზონოთერაპია ეფექტურია იმ შემთხვევებშიც კი, როცა ყველა სხვა მედიკამენტი უძლურია. ოზონოთერაპიის  გამოყენება ფილტვებისა და პლევრის ჩირქოვან-დესტრუქციული დაავადებებისას განპირობებულია მისი უნარით, აქტიურად ებრძოლოს ბაქტერიემიასა და ენდოგენურ ინტოქსიკაციას. ოზონი, თავისი ძლიერი დამჟანგველი პოტენციალის წყალობით, ახდენს ორგანიზმის დამცველობითი მექანიზმების სტიმულირებას, ენერგეტიკული ცვლის კორექციას, ანტიოქსიდანტური დაცვის სისტემის სტაბილიზაციას. 

–  უამრავი ადამიანია თქვენი მადლიერი, რომელიც მკურნალობის კურსს გადის თქვენს კლინიკაში.

–  ჩვენს კლინიკაში, რომელიც თბილისში, მცხეთის ქუჩა 8/90-ში მდებარეობს, ბევრი ადამიანი მოდის და, საბედნიეროდ, ჩვენგან კმაყოფილები მიდიან.

– რით იწყება ადამიანის ორგანიზმში პათოლოგიის განვითარება?

– ნებისმიერი პათოლოგიის განვითარება ადამიანის ორგანიზმში, პრაქტიკულად, ჟანგბადის დეფიციტით იწყება. ოზონი მოქმედებს ორგანიზმში პათოლოგიური პროცესის მრავალ ასპექტზე. პირველ ყოვლისა, ის აღმოფხვრის ჰიპოქსიასა და ჰიპოქსემიას უჯრედებსა და ქსოვილებში, რაც ყოველთვის აღინიშნება სასუნთქი სისტემის პათოლოგიების დროს. გარდა ამისა, ნებისმიერი დაავადების წინააღმდეგ ბრძოლაში  უმთავრესია კაპილარების კედლებში მიმდინარე ცვლილებების გათვალისწინება. ოზონი წმენდს ნებისმიერი კალიბრის კაპილარს და აღადგენს მასში სისხლის მიმოქცევას. კაპილარული სისხლის მომოქცევის ნაწილობრივ აღდგენის შემთხვევაშიც კი, ავტომატურად აღდგება ყველა ორგანოსა და ქსოვილის სისხლით მომარაგება, მათთან ჟანგბადის მიტანა. დაზიანებულ უჯრედებში აღდგება ნივთიერებათა ცვლა, აქტიურდება ჟანგვააღდგენითი პროცესები და აქტიურდება მისი ფუნქციონირება.  

რუსეთის ფედერაციაში, ტუბერკულოზის სამკურნალო სქემის ეგრეთ წოდებული „გაიდლაინის” მიხედვით, უკვე სავალდებულოა ოზონოთერაპიის გამოყენება. 

 

скачать dle 11.3