კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

წმიდათწმიდა საწვავი

ტექდათვალიერების „ბედნიერება“

 

რაკი ევროკავშირთან დაახლოების გზას ვადგავართ (და რომც არ ვადგეთ, საკუთარი უსაფრთხოებაც მნიშვნელოვანია), სავსებით ბუნებრივია, რომ ამ ჩვენს გზებზე ტექნიკურად გამართული ავტომანქანებით უნდა ვმოძრაობდეთ. ამდენად, თითქოს არაფერია უჩვეულო სახელმწიფოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში ტექდათვალიერების აღდგენის შესახებ, მით უფრო, რომ ქვეყანაში მეორადი ავტომანქანების ბუმია.

კერძოდ, მაგალითად, შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის ინფორმაციით, 2011 წლის დეკემბრის ჩათვლით ქვეყანაში რეგისტრირებული იყო 745 232 ავტოსატრანსპორტო საშუალება, ხოლო ავტოპარკის წლიური ზრდის მაჩვენებელი 9,6 პროცენტია, რაც იმას ნიშნავს, რომ ამჟამად ავტოსატრანსპორტო საშუალებათა რაოდენობამ 900 000-მდე უკვე მიაღწია. თუმცა ყველაზე საინტერესო ის მონაცემია, რომ 20 წელზე მეტი ასაკის ავტოსატრანსპორტო საშუალებები საერთო რაოდენობის 44 პროცენტს შეადგენს; 11-15 წლის ავტომანქანების წილი 22 პროცენტია, 6-დან 10 წლამდე ასაკის ავტომანქანების – 6 პროცენტი და მხოლოდ 3 პროცენტია 5 წლამდე ასაკის  ავტომანქანები.

ტექდათვალიერების აღდგენის ერთ-ერთ მიზეზად ავტომანქანების გაუმართაობის გამო გარემოს დაბინძურებაც დასახელდა (ანუ თქვენი ბედნიერებისთვის შემოგვაქვს ტექდათვალიერების ნორმაო). არგუმენტი ლოგიკურია, რადგან, სახელდობრ, საქართველოში ჰაერის დაბინძურების 95 პროცენტი სწორედ ავტომანქანებზე მოდის, ავტომანქანები კი იმიტომ აბინძურებენ ჰაერს, რომ უხარისხო საწვავს მოიხმარენ, რაც, თავის მხრივ, ავტომანქანასაც აზიანებს.

თუმცა, რაკი, როგორც ჩანს, საწვავის ბიზნესი წმიდათაწმიდაა (და ძეხორციელი ვერ აიძულებს მათ ხარისხიანი საწვავის შემოტანას), დაბალ ღობედ ისევ მეორადი ავტომანქანების მფლობელი ჩვენი მოქალაქეები აირჩიეს – მათი ჯიბეებიდან ტექდათვალიერების თანხის ამოღება უფრო იოლიცაა და პრაქტიკულიც. 

скачать dle 11.3