კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რაზე „აკანკალებს” გიორგი ვარდოსანიძეს და რა გადაყვეტილება მიიღო მან სპონტანურად სოლომე ჭაჭუასთან ერთად

2013 წელი საკმაოდ წარმატებული იყო სალომე ჭაჭუასთვის, თუმცა, მან 2014 წელი კიდევ უფრო წარმატებულად დაიწყო როგორც საქმეში, ისე პირად ცხოვრებაში. ცოტა ხნის წინ მან საკუთარი სტუდია PRIME DANCE გახსნა, რომელიც თბილისში ერთ-ერთი საუკეთესოა თავისი დარბაზით, გასახდელებითა და სხვა საჭირო პირობებით. სალომეს სტუდიაში მიღება უკვე დაწყებულია, თუმცა, მარტამდე კიდევ გაგრძელდება ცეკვების შესწავლის მსურველთა მიღება.  გარდა ამისა, მის პირად ცხოვრებაშიც მნიშვნელოვანი სიახლეა – მან და გიორგი ვარდოსანიძემ ჯერ კიდევ ახალ წლამდე გადაწყვიტეს საცხოვრებლად ერთად გადასვლა. სულ მალე ბედნიერი წყვილი ერთმანეთს საკუთარ ცხოვრებას უკვე ჯვრისწერით დაუკავშირებს. 

 

სალომე ჭაჭუა: 2013 წელი საკმაოდ წარმატებული იყო, ყველაფერი წარმატებულად გამოვიდა. 13 იანვარს ჩემი სტუდია გაიხსნა – ამაზე ჯერ კიდევ ზაფხულში ვფიქრობდი. ცოტა რთული იყო ამხელა საქმის წამოწყება, საკუთარ თავზე აღება. ბოლოს ჩემი დის დახმარებით მივიღე გადაწყვეტილება და გავხსენით სტუდია. ძალიან დამეხმარა მძლეოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი ალექსი ახვლედიანი. ჯერჯერობით ყველაფერი კარგად მიდის. ბავშვებს ვიღებ 6 წლიდან ზევით. რა თქმა უნდა, ჯგუფები ასაკობრივად არის დაყოფილი. ასევე, მყავს მოყვარულებიც. საკმაოდ მოთხოვნადი გახდა აქ შემოსვლა – სამი ჯგუფი უკვე გადავსებულია. ამიტომ, თუ არიან მსურველები, იჩქარონ, რადგან, თებერვლის ბოლოს მიღება შეწყდება.

– აქამდე არ გიმუშავია მოყვარულების ჯგუფთან? 

– ინდივიდუალურად მიმუშავია, როცა ვინმეს ქორწილისთვის სჭირდება დადგმა, ან – კორპორატიული საღამოებისთვის. აქამდე უფრო სპორტსმენებს ვავარჯიშებდი და ახლა გადავწყვიტე, ამეყვანა. სამოყვარულო ჯგუფთან მუშაობა ყველაზე სახალისოა, ისინიც ერთობიან და მეც კარგად ვერთობი. სიამოვნებთ მუშაობა და მათთან ნაკლებად მომთხოვნი ვარ. რაც მათ უნდათ, იმას ვასწავლი. 

– ყველაზე მეტად რის გამო იკავებდი თავს, რისი გეშინოდა? 

– რთულია ბიზნესის წამოწყება, თან, ძალიან დიდ პასუხისმგებლობას იღებ საკუთარ თავზე – ამდენი ბავშვი უნდა აიყვანო. გარდა ამისა, მე ხომ მოქმედი მოცეკვავე ვარ, ამასაც ცალკე სჭირდება დიდი დრო. ამიტომაც მყავს ორი არაჩვეულებრივი  ქორეოგრაფი: ანი ჯაჯანიძე და როსტომ აროშვილი. გარდა ამისა, მეხმარება ისიც, რომ ჩემი და სტუდიის დირექტორია და, შესაბამისად, მე არ მიწევს ფინანსურ საკითხებთან შეხება. მაქსიმალურად მიწყობენ ხელს, რომ ისევ ვიცეკვო და აქტიურად გავაგრძელო ჩემი საქმიანობა. ჩემი და პროფესიით იურისტია და თავისი განხრითაც მუშაობს. ყოჩაღი და მყავს. ყველაფერი ნორმალურად მიდის, ზომიერად მკაცრია, ფუნქციებიც სათანადოდ გადავინაწილეთ. ახლა მთავარია, ტემპი არ დავაგდოთ. ფინანსურ საკითხებში საერთოდ ვერ ვერკვევი. ფულთან შეხება ძალიან არ მიყვარს, ამიტომ, ჩემი და და სტუდიის მენეჯერი წყვეტენ ასეთ რაღაცეებს. 

– კმაყოფილი ხარ „ცეკვავენ ვარსკვლავების” ბოლო სეზონით? 

– კმაყოფილი ვარ, თავის დროზე გამოვვარდი და საერთოდ არ მინანია. მიმაჩნია, რომ უფრო ადრე რომ გამოვვარდნილიყავით, უკეთესი იქნებოდა. ისე გამოვიდა, რომ არ მყავდა ისეთი ძლიერი პარტნიორი, როგორიც წინა სეზონში მყავდა – გიორგი. თუმცა, ძალიან მონდომებული იყო, არ იყო ზარმაცი, აკეთებდა იმას, რაც შეეძლო. ბოლო გამოსვლები დაემსგავსა ცეკვას, ამიტომ, არც მე და არც ტოლის არ განგვიცდია დიდად. 

– შენს ცხოვრებაში ერთდროულად ორი მნიშვნელოვანი ეტაპი დაიწყო: 1. გახსენი სტუდია, 2. გიორგისთან ერთად გადახვედი საცხოვრებლად. როგორ უთავსებ შენთვის მნიშვნელოვან ამ ორ მოვლენას? 

– არ არის რთული. მეც და გიორგისაც ისეთი გრაფიკი გვაქვს, დილით ადრე გავდივართ და გვიან შევდივართ სახლში. მესმის მისი პროფესიის და მასაც ესმის ჩემი. სანამ სტუდიას გავხსნიდი, მაშინაც ასე ვიყავი – სულ ვმუშაობდი, ამიტომ, ამ კუთხით რამე პრობლემა არ ყოფილა. ორივემ კარგად ვიცოდით ერთმანეთის საქმეებისა და დატვირთული გრაფიკის შესახებ. 

– როდის გადაწყვიტეთ სახლის  ყიდვა და ერთად საცხოვრებლად გადასვლა?

– წინასწარ არაფერი დაგვიგეგმავს, ყველაფერი სპონტანურად მოხდა – უცბად გადავწყვიტეთ. ზოგადად, ერთ დასკვნამდე მივედი: როცა ადამიანები შეყვარებულები არიან, მათ ეს ურთიერთობა რამდენიმე წელი არ უნდა გაწელონ, სხვა ეტაპზე უნდა გადავიდნენ. რაც შეეხება ბინას, ერთად ავარჩიეთ. გიორგის ხედზე „აკანკალებს”, ამიტომ, ეს გავითვალისწინეთ. ახალაშენებულ ბინაში ვცხოვრობთ, საოცარი ხედები ჩანს: თემქიდან დაწყებული, წყნეთით დამთავრებული, მთელი პანორამა იშლება ჩვენ თვალწინ, ყველაფერი ჩანს. საყვარელი, თბილი სახლი გვაქვს. დიზაინიც ერთად გავაკეთეთ, ნელ-ნელა ვამატებთ რაღაცეებს. 

– ამ კუთხით თუ ემთხვევა თქვენი გემოვნება? 

– არ ვარ პრეტენზიული. გიორგის თუ მოსწონს, ესე იგი, მეც მომწონს და უნდა გავაკეთოთ. ჩხუბი და კამათი ნამდვილად არ გვქონია. ბევრ რამეში დაემთხვა ჩვენი აზრები. დეკემბრის ბოლოს მივედით ამ გადაწყვეტილებამდე და ახალ წლმადე ორი დღით ადრე გადავედით ჩვენს სახლში. 

– როგორ მიიღეს ოჯახის წევრებმა ეს გადაწყვეტილება? 

– სანამ საცხოვრებლად გადავიდოდით ერთად, გიორგი მანამდე იცნობდა ჩემს ოჯახს, გვქონდა მისვლა-მოსვლა, ყველაფერი წესისამებრ ხდებოდა. ჩემი დისშვილი ყოველდღე მირეკავს. მიუხედავად იმისა, რომ არსად არ რჩება, ჩემთან უყვარს დარჩენა. 

– ახლა შენი პატარა სახლის დიდი დიასახლისი ხარ. გიწევს ოჯახური საქმეების კეთება? 

– ეს დიდი პრობლემაა, რადგან, დილით გავდივარ და გვიან შემოვდივარ, თან, ისეთი დაღლილი, რომ მიჭირს დალაგება. გიორგი არ არის პრეტენზიული ადამიანი, პირიქით, სულ მეხმარება. თუ საჭიროა, ჭურჭელსაც დარეცხავს. ერთმანეთს ვეხმარებით. რომელიც ადრე აღმოჩნდება სახლში, ის ალაგებს; თუ ერთად მივალთ, მაშინ, ერთად ვალაგებთ. ძირითადად, გარეთ ვჭამთ, რადგან, ვერ ვასწრებთ კეთებას. თუმცა, მე მიყვარს სამზარეულოში ფუსფუსი. როცა დრო მექნება, მინდა, კულინარიის კურსებიც გავიარო – ეს სფერო მაინტერესებს. გიორგის უყვარს კარგი, გამრიელი კერძების ჭამა, მაგრამ, თავს იკავებს, რომ არ გასუქდეს. ვერ შევიყვანე სავარჯიშოდ ტრენაჟორებზე. 

– მის წონას აკონტროლებ? 

– ვაკონტროლებ, თუმცა, კალორიებს არ ვუთვლი. თან, თვითონაც აკონტროლებს: ხშირად ჭამს და ცოტას. ოდნავ არის მომატებული, მაგრამ, არ აღიარებს. 

– დარწმუნებული ვარ, ერთმანეთის მიმართ გარკვეული აკრძალვები და შეზღუდვები არ გექნებათ. 

– არანაირი შეზღუდვა არ არის ჩვენ შორის. უფრო მეტად მას ესმის ჩემი, ვიდრე მე მისი. თუმცა, მეც ყველაფერი მესმის. თუ გიორგი ჩათვლის, რომ ეს უნდა გააკეთოს, მე ამას მხოლოდ მივესალმები. ეჭვიანობის საბაბიც არასდროს მიგვიცია ერთმანეთისთვის. 

– როდის აპირებთ ჯვრისწერას?

– ჯერ ზუსტი თარიღი არ ვიცით. ახლა მხოლოდ ჯვარს დავიწერთ, ხელს, ალბათ, ზაფხულში მოვაწერთ. 

– არსად არ აპირებთ თაფლობის თვის გატარებას?

– ჯერჯერობით ვერსად ვერ მივდივართ. ალბათ, ზაფხულში წავალთ, ისიც – აგვისტოში.

– ხშირად ამბობენ ხოლმე, როცა ორი ადამიანი ერთად იწყებს ცხოვრებას, მათთვის პირველი ეტაპი საკმაოდ რთულია, რადგან, სულ სხვაა შეყვარებულობა და სულ სხვა – თანაცხოვრება. 

– როდესაც გააზრებულად დგამთ ამ ნაბიჯს, გადაწყვეტთ ერთად ცხოვრებას, არაფერი არ არის რთული. არც ის მესმის, რომ შეყვარებულობის პერიოდი უფრო კარგია, ვიდრე შემდეგიო. როცა ყველაფერი გააზრებული გაქვს, ის პერიოდიც კარგია და ესეც. ჩემი და გიორგის შემთხვევაში არ ყოფილა სირთულეები, ყველაფერი კარგად მიდის, არც ერთი არ ვართ პრეტენზიული და ყველაფერს შეგნებულად ვუდგებით. არ მაქვს გართულება იმაზე, რომ რაღაც არ დევს თავის ადგილზე. თუ მოსწონს და თუ უნდა, თავდაყირა დააყენოს სახლი, არ მაქვს პრობლემა, ისევე, როგორც მას არ აქვს პრობლემა.

 

скачать dle 11.3