კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ აღმოჩნდა ჩინელი ბიჭისთვის ცოლის ბებიის გარდაცვალება სასიკეთო ამბავი

გამარჯობა, დედა, როგორ ხარ? მე არა მიშავს, ვცხოვრობ ძველებურად.

დედა, სულ რამდენიმე  დღე დარჩა ლამზირას მშობიარობამდე და ჭკუაზე აღარ ვარ, მოუთმენლად ველოდები პატარას დაბადებას. სახელი უკვე შერჩეული აქვთ ჩემს სიდედრსა და ცოლის  ნათესავებს – ბეჟანს არქმევენ, ჩემი სიმამრის სახელს. მე ძინტაოს  დარქმევა მინდოდა, მაგრამ ასეთი  წვრილმანის გამო ოჯახთან  კონფლიქტში შესვლა არ ღირს.

ერთი ცუდი ამბავი მოხდა, დედა, თუმცა, ჩემთვის სასიკეთო აღმოჩნდა. ლამზირას ბებია  გარდაიცვალა. თურმე, ქართველი ორსული ქალისთვის მიცვალებულის დანახვა არ შეიძლება აქ და ლამზირა ისევ ჩემთან გადმოვიდა. მაგრამ, სამაგიეროდ, მე გადავედი ლამზირასთან. განა ჩემი ნებით, დედა, აქ, თურმე, ტრადიცია ყოფილა, მიცვალებულს ნათესავი კაცები ღამეს უთევენ. ლამზირას ბებია რა ჩემი ნათესავია, ვერ მივხვდი, მაგრამ ჩემმა სიდედრმა ასე ჩათვალა.

ღამე მივედი და კაცებთან ერთად დავდექი. ასე 15 კაცი ერთად იდგა. სანამ ხალხი  მოდიოდა სამძიმარზე, ყველა ერთად ეწეოდა სიგარეტს და, მოღუშულები, ნამწვავებს გადაჭრილ, პლასტმასის წყლიან ბოთლში აქრობდნენ. როცა ხალხის ნაკადი შეწყდა, შედარებით გახალისდნენ. ასე, ღამის ორი საათისთვის „ჯოკერის“ თამაშიც გახურდა. „ჯოკერი“ კარტით თამაშს ჰქვია  და, არ არსებობს ქართველი ვინც ეს თამაში არ იცის, ლამის ეროვნულ ფასეულობად ითვლება.  ვინც „ჯოკერს“ არ თამაშობდა, ანეკდოტებსა და სახალისო ამბებს ყვებოდა და ყველა ხმით ხარხარებდა. დროდადრო ვიღაც კაცი გამოდიოდა  და შეკავებული სიცილით გვაფრთხილებდა – ნუ ღრიალებთ, სირცხვილიაო. მერე ამ კაცმა გვითხრა, შემოდით, მიცვალებულს ტანსაცმელი უნდა ჩავაცვათო. ვიღაცამ  უთხრა: ახლა რად უნდა, გაცივდება  თუ რა, დილას ჩავაცვათო. იმანაც ხუმრობითვე უპასუხა: ახლა რო ჩავაცვათ, დილამდე დაჭმუჭნის თუ რაო. ამ სიცილში თამაშის დროს ვიღაცამ კარტი დამალა და საშინელი ჩხუბი ატყდა. მაგრად სცემეს ის ბიჭი და მერე იძახდნენ – უღმერთოა, აბა რა არის, მიცვალებულისთვის ღამისთევისას კაცი რომ კარტს დამალავს და მოიტყუება, იმას ღმერთი არ სწამსო. წაგებულმა არაყი მოიტანა და დალევა დაიწყეს. ნახევარ საათში ვიღაცა ატყდა – მინადორა ბებია მაგრად მიყვარდა, უნდა ვაკოცოო, მერე, ვინც თვრებოდა, მიცვალებულის საკოცნელად შედიოდა. მე ვერ შევედი, დედა, შემეშინდა. მაგრად დამცინეს და ერთი-ორმა გამოიწია კიდეც საცემად. ქართველ მთვრალ კაცებს თანამესუფრეები და მიცვალებულები უყვართ ყველაზე ძალიან, სხვას ძირითადად, ყველას აგინებენ. 

ჯერჯერობით ეს არის სულ, დედა დანარჩენს შემდეგ წერილში მოგიყვები. მომიკითხე ყველა.  

გკოცნით

თქვენი ტობი ვონგი

скачать dle 11.3