კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ბრძნული აზრები

ლაო-ძი: კმაყოფილი რომ იყო – დიდი ხელოვნებაა, კმაყოფილი რომ ჩანდე – თავის მოტყუებაა, კმაყოფილი რომ გახდე – ეს ბედის წყალობაა, კმაყოფილი რომ დარჩე – გაქნილის ხელობაა.

მაკოლეი: კანონი ამაოდ დაუწერიათ მათთვის, ვისაც არც ვაჟკაცობა გააჩნია და არც სხვა რამე საშუალება მის დასაცავად.

ბერკი: ცუდი კანონები ყველაზე უარესი სახეობაა ტირანისა.

შნიცლერი: ყოველგვარი კულტურის საბოლოო მიზანი ის არის, რომ ზედმეტ ბარგად აქციოს ის, რასაც ჩვენ „პოლიტიკას“ ვუწოდებთ, ხოლო სამაგიეროდ მეცნიერებასა და ხელოვნებას აზიაროს მთელი კაცობრიობა.

ფორდი: ახალი არაფერი მომიგონია. უბრალოდ, ერთმანეთთან დავაკავშირე იმ ადამიანთა აღმოჩენებში, რომლებიც, ჯამში, საუკუნეების განმავლობაში მუშაობდნენ. მე რომ ათი თხუთმეტი წლით ადრე დამეწყო მუშაობა, არაფერი გამომივიდოდა. ასეა ყოველგვარ სიახლესთან მიმართებით: პროგრესი დგება, როცა მისი ყველა ფაქტორი მზადყოფნაშია. ამ შემთხვევაში იგი გარდაუვალია. ხოლო იმის სწავლება, რომ სულ რამდენიმე ადამიანია პასუხისმგებელი კაცობრიობის უდიდეს ნახტომებზე – უაზრობათა შორის ყველაზე უარესი უაზრობაა.

პითაგორა: ჩუმად იყავი ან ისეთი რამ ილაპარაკე, რაც დუმილზე უკეთესია.

სენეკა: ვისაც დუმილი არ შეუძლია, მას არც ლაპარაკის ნიჭი გააჩნია.

რუსო: მადლიერება მოვალეობაა, რომელიც უნდა შესრულდეს, მაგრამ იმის უფლება კი არავის აქვს, რომ მას დაელოდოს.

ბირბაუმი: მშვენიერება არის ქვეყნიერების აზრი. მშვენიერებით ტკბობა ნიშნავს ქვეყნიერების გაგებას.

სტენდალი: მშვენიერება სხვა არაფერია, თუ არა ბედნიერების დაპირება.

გოეთე: გულს შეუძლია, მწუხარება ხმაამოუღებლად ატაროს, სიხარულს კი ხმაამოუღებლად ვერ აიტანს.

შილერი: ნაწვევი მწუხარება უფრო ასატანია, ვიდრე მოსალოდნელი.

ილია: ფულის უქონლობა კი არა, ნიჭიერთა და მხნე კაცთა უყოლობა ქმნის ერსა უღონოდ.

ბირსი: ნუგეში იმისი ცოდნაა, რომ შენზე უკეთესი კაცი შენზე უბედურია.

ბრეჰტი: ომი იგივე ვაჭრობაა, ოღონდ ყველით კი არა ტყვიით.

კანტი: პატივმოყვარეობა სხვა არაფერია, თუ არა უდროო ცდა, დიდი სახელი მოვიხვეჭოთ მანამ, ვიდრე მას დავიმსახურებთ.

შოუ: პესიმისტი იმას იჯერებს, რისაც ეშინია, ოპტიმისტი იმას, რისი იმედიც აქვს.

მონტერლანტი: ქალს ტანჯვის მოთხოვნილება აქვს. წაართვით მას ტანჯვის უფლება და ამით ბოლოს მოუღებთ.

ბოდლერი: ქალს მაშინ უხდება კაბა, როცა მის შემხედვარე მამაკაცებს სუნთქვა ეკვრით.

პრინც ფილიპი: როცა ადამიანი ცოლს მანქანის კარს უღებს ან მანქანაა ახალი, ან ცოლი.

скачать dle 11.3