კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აპრილი 2020 (48)
მარტი 2020 (197)
თებერვალი 2020 (203)
იანვარი 2020 (194)
დეკემბერი 2019 (257)
ნოემბერი 2019 (207)

ფლორის სამყაროში

კითხვა: რა სიხშირით გადავრგათ ლილიები?

პასუხი: ლილიების გადარგვა სასურველია ყოველ სამ წელიწადში ერთხელ. გადარგვისას კი ყურადღება მიაქციეთ მის ჭურჭელს, რადგან ახალი ძველისგან განსხვავებით 2-3 სანტიმეტრით განიერი და ღრმა უნდა იყოს. ასევე, გაითვალისწინეთ ისიც, რომ ქოთნიდან ამოღებული მცენარის ბოლქვები უნდა დაყოთ და ისე გადარგოთ. 

კითხვა: რით მრავლდება მაგნოლია და როგორი ნიადაგი სჭირდება მას კარგად გახარებისთვის?

პასუხი: ამ მცენარის სწრაფი ზრდისთვის საჭიროა ნიადაგის ხშირი განახლება. მაგნოლია გამძლეა, ის კარგად იტანს მტვრიან და კვამლიან ჰაერს. 

 მცენარე მრავლდება თესლით. ის ითესება შემოდგომით. თესლის აღებისთანავე შესაძლებელია დათესვა, თუმცა შეგიძლიათ, ასევე, შეინახოთ მშრალ ადგილას და შემდეგ დათესოთ. ამ თესლის ვარგისიანობა ორ წელიწადს გასტანს. 

 სასურველია, მაგნოლიას ნიადაგი იყოს ნაყოფიერი. მისი თესლი უნდა ჩაითესოს ოდნავ ნესტიან მიწაში. სჭირდება სინათლე და ზომიერი მორწყვა. ორი წლის შემდეგ კი რეკომენდებულია გადარგვა. 

კითხვა: რამდენად შესაძლებელია იალღუნის აყვავება და რა პირობებში იზრდება მცენარე?

პასუხი: მცენარე ყვავის გაზაფხულსა და ზაფხულში. ხშირად ხდება მეორედ ყვავილობა ზაფხულის ბოლოს ან შემოდგომის დასაწყისში. იალღუნი სინათლის მოყვარული მცენარეა. არ უყვარს ნესტიანი გარემო. ცნობილია, რომ სიმშრალის მოყვარული მცენარეები სიცივის ამტანები არიან. ყველაზე სითბოს მოყვარული სახეობაც კი 17 გრადუს ყინვას უძლებს. ყველაზე ამტანები კი, 40 გრადუს ყინვასაც კი უძლებენ. ამ მცენარეების უპირატესობა ის არის, რომ თუ შემაღლებულ ადგილებში ჩარგავთ, ისინი ნიადაგს ამაგრებენ და მიწის ჩამოშლას უშლიან ხელს. სიმშრალის მოყვარული მცენარეები კარგად იზრდება მარილიან ნიადაგშიც. 

 იალღუნი თესლით მრავლდება. ნაყოფი შემოდგომით მწიფდება. სანამ მისგან თესლი გადმოიყრება, იქამდე მოასწარით აღება და შენახვა. მისი შენახვა შესაძლებელია ორი წლით მშრალ ადგილას. 

 თესლს სჭირდება ნათელი ადგილი და ზომიერი მორწყვა. ნიადაგის მიმართ მცენარე მომთხოვნი არ არის. ასე რომ, თქვენ იოლად გაახარებთ ამ მცენარეს, თუ სურვილი გექნებათ. 

კითხვა: რა სინათლესა და ტემპერატურაზე ვამყოფოთ ქრიზანთემა?

პასუხი: მცენარეს კოკრების გასაშლელად კაშკაშა სინათლე სჭირდება, ოღონდ არა მწველი მზე. მისთვის საუკეთესო ტემპერატურაა 13-14 გრადუსი. სითბოში ყვავილები სწრაფად იზრდება და სწრაფადვე ჭკნება, ამიტომ გირჩევთ, უფრო დაბალ ტემპერატურაზე ამყოფოთ. მისთვის საუკეთესო ადგილი გრილი, ნათელი ოთახია. თუ ბაღში გადარგავთ, მისთვის მაქსიმალურ სიმაღლეს მიაღწევს და შედარებით მეტხანსაც იყვავილებს. ის იოლად მოსავლელი მცენარეა და ამავე დროს – ძალიან ლამაზი.

კითხვა: რა პირობებში ხარობს უკეთ დენდრობიუმი?

პასუხი: ეს მცენარე იტანს დაბალ ტემპერატურასაც. ზამთარში 10 გრადუს ტემპერატურაზე პრობლემებს არ შეგიქმნით, მშვენივრად გამოიზამთრებს. ზაფხულში კი მისთვის ნორმალურია ოთახის ტემპერატურა – 20-24 გრადუსი. ამ მცენარისთვის იდეალურია კაშკაშა, გაბნეული შუქი მთელი წლის განმავლობაში. ამ მცენარეს ტენი სჭირდება. ზაფხულში დენდრობიუმის ქოთანი კვირაში ერთხელ 5 წუთით ჩადგით რბილწყლიან ჭურჭელში, ხოლო შემდეგ კარგად დაწრიტეთ. ფოთლებს ნუ დაასველებთ, თორემ დალპება. ზამთრობით მცენარე თითქმის სრულ სიმშრალეში უნდა ამყოფოთ. სიგრილე და სინათლე ხელს შეუწყობს მცენარის კარგად ყვავილობას. მძიმეთავიან საყვავილე ღეროებს შეიძლება საყრდენი დასჭირდეს. ყოველი მორწყვისას ნიადაგი ორქიდეებისთვის განკუთვნილი სასუქით გაუნოყიერეთ. ტენი არ მოაკლოთ, რადგან სიმშრალეს ვერ იტანს, განსაკუთრებით სიცხეში. მისთვის საუკეთესო ადგილი ნათელი სასტუმრო ოთახია და ეცადეთ, სწორედ ასეთ ადგილას მოათავსოთ მცენარე. 

 

скачать dle 11.3