კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2019 (54)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)

რა მოხდა ამ დღეს

22 ივლისი

1796 – დაარსდა ქალაქი კლივლენდი (ამერიკის შეერთებული შტატები).

1898 – სოფელ შუშენსკოეში შედგა ვლადიმირ ლენინისა და ნადეჟდა კრუპსკაიას ქორწილი.

1918 – იუტაში (ამერიკის შეერთებული შტატები) ელვამ ამოწყვიტა მთელი ცხვრის ფარა (504 ცხვარი).

1960 – საფრანგეთი გახდა ბირთვული იარაღის მფლობელი.

23 ივლისი

1952 – ეგვიპტეში დაემხო მეფის ხელისუფლება. ქვეყნის პრეზიდენტი გახდა ჰამალ აბდელ ნასერი.

1988 – შედგა თვითმფრინავ „მიგ-29-ის“ პირველი ფრენა.

24 ივლისი

1783 – გეორგიევკის ტრაქტატის გაფორმება საქართველოსა და რუსეთს შორის.

1847 – მორმონების სექტა დამკვიდრდა სოლტ-ლეიქ-სიტიში (ამერიკის შეერთებული  შტატები, იუტა).

1917 – მატა ჰარი წარდგა საფრანგეთის სასამართლოს წინაშე.

25 ივლისი

1535 – ესპანელებმა ამერიკის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში დააარსეს ეკვადორის პირველი საზღვაო-სამდინარო პორტი.

1662 – მოხდა ცნობილი „სპილენძის ბუნტი“ მოსკოვში.

1772 – ბელორუსია შეუერთდა რუსეთს.

1909 – თვითმფრინავით პირველმა გადაუფრინა ლა-მანშს ფრანგმა ლუი ბლერიომ (37 წუთში).

1943 – იტალიის მეფემ, ვიქტორ-ემანუილ  მესამემ, პრემიერის თანამდებობიდან გაათავისუფლა და დააპატიმრა ბენიტო მუსოლინი.

1965 – ნიუ-იორკში, ფოლკ-ფესტივალზე, პირველად ელექტროგიტარით გამოვიდა ბობ დილანი. მაყურებელმა ვერ მიიღო მისი შემოქმედებითი ძიება და დილანი სტვენით გააგდო სცენიდან.

1967 – გაზეთ „თაიმსში“ გამოქვეყნდა ბრიტანელი როკ-მუსიკოსების მიმართვა  მთავრობისადმი მარიხუანის ლეგალიზაციის მოთხოვნით. მიმართვაზე „ბითლზის“ ყველა წევრის ხელმოწერა იყო.

26 ივლისი

1788 – ბრიტანელმა კოლონიზატორებმა ავსტრალიაში დააარსეს ქალაქი სიდნეი.

1947 – ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა მიიღო კანონი ნაციონალური უსაფრთხოების შესახებ, რის მიხედვითაც შეიქმნა თავდაცვის სამინისტრო, ნაციონალური უშიშროების საბჭო, ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო (FBI) და შტაბის უფროსთა გაერთიანებული კომიტეტი.

1956 – ეგვიპტის პრეზიდენტმა აბდელ ნასერმა გამოაცხადა სუეცის არხის ნაციონალიზაცია, რასაც მოჰყვა საერთაშორისო კრიზისი და გადაიზარდა ეგვიპტის წინააღმდეგ ომში.

1968 – 10 წლის ჯექსონმა ხელი მოაწერა კონტრაქტს გრამჩანაწერების ფირმა „Motown records-თან“.

27 ივლისი

1147 – დაარსდა მოსკოვი.

1919 – შედგა მსოფლიოში პირველი სამგზავრო თვითმფრინავის – „კომეტის“ საცდელი გაფრენა (ბრიტანეთი).

1996 – ატლანტის ოლიმპიურ პარკში, ზახულის ოლიმპიადის მიმდინარეობისას, აფეთქდა ბომბი. დაიღუპა ერთი და დაიჭრა 100-მდე ადამიანი.

28 ივლისი

2348 ჩვენს წელთაღრიცხვამდე – ნოემ პირველად გააღო კიდობანი და გაუშვა მტრედი ხმელეთის აღმოსაჩენად.

1586 – სერ თომას ჰერიოტმა ევროპაში ჩამოიტანა კარტოფილი.

1794 – გილიოტინაზე, მღელვარე ბრბოს თვალწინ, სიკვდილით დასაჯეს რობესპიერი, სენ-ჟუსტი და მათი 20 მიმდევარი. თერმიდორელების გადატრიალებით დამთავრდა იაკობინელთა დიქტატურა.

1896 – ამერიკის შეერთებულ შტატებში დაარსდა ქალაქი მაიამი.

1900 – ლუი ლესინგმა გამოიგონა ჰამბურგერი.

1914 – ავსტრია-უნგრეთმა სერბიას გამოუცხადა ომი, რაც მსოფლიო ომში გადაიზარდა.

1945 – ბომბდამშენი „ბ-25“ შეეჯახა ემპაილ სტრიტ ბილდინგის 79-ე სართულს. დაიღუბა 14 ადამიანი.

1976 – მიწისძვრა ტანშენში. ჩინეთის ეს სამრეწველო ცენტრი მთლიანად დაინგრა, დაიღუპა 650 ათასი ადამიანი, 780 ათასი კი დაშავდა.

скачать dle 11.3