კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კოსმეტოლოგის რჩევები

კითხვა: აბსოლუტურად ყველა დიეტოლოგი ერთხმად გვირჩევს, რომ ვსვათ დღეში 2 ლიტრი სითხე, ზაფხულში კი – უფრო მეტიც კი. მაინტერესებს, ზაფხულის ცხელ დღეებში რისი დალევა ჯობია: ჩვეულებრივი სასმელი წყლის, ხილის წვენების თუ რაიმე სხვა სითხის?

პასუხი: განსაკუთრებით ზაფხულში დიდი მნიშვნელობა აქვს სასმლის სწორად შერჩევას. დიეტოლოგთა უმრავლესობის აზრით, ცხელ სეზონზე უმჯობესია, სვათ: გაზგასული მინერალური წყალი, ოღონდ ოთახის ტემპერატურის და არა გაყინული; ახალგამოწურული ხილის წვენები (უშაქროდ) და მწვანე ჩაი (ოთახის ტემპერატურის, უშაქროდ). თუ მაინცდამაინც სასმელი წყალი მოგინდათ, ცხადია, ესეც ნებადართულია და შეგიძლიათ, მიირთვათ, რამდენსაც მოისურვებთ.

კითხვა: მაინტერესებს, რეკომენდებულია თუ არა მკაცრი დიეტის დაცვა ზაფხულის პერიოდში?

პასუხი: საერთოდ, ზაფხულში უფრო ადვილია დიეტის დაცვა, რადგან უამრავი სახეობის ხილი და ბოსტნეული ამ პროცესს აადვილებს, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ეგრეთ წოდებული „მშიერი“ დიეტის დაცვა, რადგან, ძლიერი სიცხის დროს დიდი რაოდენობით გამოიყოფა ოფლი, ჭირს სუნთქვა, რის გამოც ორგანიზმი ისედაც სტრესულ სიტუაციაში იმყოფება და, მისმა ზედმეტად გადატვირთვამ, შესაძლოა, გაგიმძაფროთ ის თუნდაც უმნიშვნელო დაავადებები, რაც გაქვთ, ან, სულაც, გულის წასვლა და გონების დაკარგვა გამოიწვიოს.

კითხვა: თუ შეიძლება, მირჩიეთ, რისი გამოყენება ჯობია ზაფხულში – დეზოდორანტების თუ ანტიპერსპირანტების?

პასუხი: შესაძლოა, დეზოდორანტმა მთელი დღის განმვლობაში არ დაგიცვათ ოფლის სუნისგან, ბევრი ტრადიციული ანტიპერსპირანტი კი შეიცავს გარკვეული სახის ფხვნილს, რომელიც, ტანსაცმელზე მისხურების შემდეგ ტოვებს ისეთ თეთრ ან მოყვითალო ლაქებს, რომელთა მოშორება გარეცხვის შემდეგაც შეუძლებელი ხდება. ამიტომ, მათი შეძენისას უნდა დააკვირდეთ თითოეული მათგანის შემადგენლობას და შეარჩიოთ ის, რომელიც არ შეიცავს კანის ფორების დამბლოკავ ფხვნილებს.

 

скачать dle 11.3