კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა მაგიური და კოსმიური თვისებებით გამოირჩევა ის თეფში, რომლიდანაც საკვებს მიირთმევთ

ასტროლოგიურად სწორად შერჩეული ჭურჭელი ოჯახის წევრებსა და სტუმრებზე დიდ ზეგავლენას ახდენს – მათ გუნება-განწყობაზე მოქმედებს. სუფრის სწორად გაწყობა ერთგვარი რიტუალის სახეს იძენს. ყველა ჭურჭელი და ხელსაწყო, რასაც სამზარეულოში კერძის მოსამზადებლად იყენებთ, გარკვეული ენერგეტიკის მქონეა. სამზარეულოს ჭურჭელი ინახავს ინფორმაციას, მოვლენათა ნიუანსებს, რომლებსაც მისი მფლობელი გადასცემს. ასე რომ, დიასახლისიდან დიასახლისამდე ინფორმაცია თაობიდან თაობებს გადაეცემა. ადამიანის აურას ჭურჭელი ინახავს და, თუ მისი ყოფილი მფლობელი არ გამოირჩეოდა დადებითი აურით, შესაძლოა, ასეთი ნივთის ოჯახში შეტანამ უამრავი პრობლემის წინაშე დაგაყენოთ. 

ასევე, მაგიური თვისებებით გამოირჩევა ის თეფშიც, რომელზეც საკვები დევს და რომლიდანაც მიირთმევთ. დიასახლისი აუცილებლად უნდა დააკვირდეს თეფშის ფორმასა და ფერს და უნდა გაითვალისწინოს ის რჩევები, რომლებსაც ასტროლოგები ვარსკვლავებსა და პლანეტებზე დაკვირვებით გთავაზობენ. კერძოდ:

* მრგვალი ფორმის თეფში საკვებს ავი თვალისგან იცავს და მისი მიღებით ორგანიზმს არანაირი საფრთხე არ ემუქრება. პირიქით, დადებითად იმოქმედებს; 

* კვადრატული და შეტეხილი გვერდების მქონე თეფშის მოყვარული ადამიანი მგრძნობიარე და რომანტიკული ბუნებით გამოირჩევა; 

* სამკუთხედი თეფშიდან საჭმლის ჭამა ადამიანს მეტად პიკანტურს ხდის და მის ავანგარდულ ბუნებას უსვამს ხაზს; 

ასევე, იმასაც უნდა მიაქციოთ ყურადღება, თუ რა ორნამენტებითაა გაფორმებული ის ჭურჭელი და, კერძოდ – თეფში, რომლიდანაც ყოველდღიურად იღებთ საკვებს. ასტროლოგიურად, ციფრებით მოხატული თეფშის მიმართ დიდი სიფრთხილე გმართებთ, რადგან, მათი კომბინაცია უდიდეს ენერგეტიკულ კოდს ქმნის. არ არის გამორიცხული, ასეთი ციფრების შეჯამებამ ისეთი კოდი შექმნას, რომელიც ადამიანს უბედურებას მოუტანს. ასეთი თეფშიდან საჭმლის მიღება კი, დროთა განმავლობაში, სერიოზულ პრობლემებს შეგიქმნით ჯანმრთელობის მხრივ, გაგიუარესებთ ძილის ხარისხს, გაგიფუჭებთ გუნება-განწყობას. უმჯობესია, სადა, ერთი ფერის თეფშს მიანიჭოთ უპირატესობა, თუმცა, სიფრთხილისა და დაკვირვების გამოჩენა დიასახლისებს აქაც გმართებთ, რადგან, ჭურჭლის ფერი ადამიანზე მოქმედებს და ისიც გარკვეული მაგიური თვისებების მქონეა. კერძოდ: 

* უპირატესობა წითელი ფერის თეფშს მიანიჭეთ, თუ გსურთ, რომ სიყვარულში გაგიმართლოთ; 

* საკუთარი თავის უკეთ წარმოსაჩენად შავი ან ყავისფერი ჭურჭელია უკეთესი; 

* თეთრი ფერის ჭურჭლიდან ჭამა აზრების კონცენტრაციაში დაგეხმარებათ; 

* ყველაზე კარგი კი ცისარტყელას ფერების მქონე ჭურჭლიდან საკვების მირთმევაა. 

იმასაც დიდი მნიშვნელობა აქვს, ჭურჭელს როგორი ფერის სუფრაზე აწყობთ და ვისთვის არის ის გაწყობილი:

* თუ ოჯახის წევრებთან ან მოწვეულ მეგობართან გულითადი და გულღია საუბარი გსურთ, მაგიდას თეთრი სუფრა გადააფარეთ და ცისფერი ჭურჭლითა და სანთლებით გააწყვეთ; 

* არასასურველ სტუმარს ყვითელი ჭურჭლით მიართვით კერძი; 

* თუ საყვარელ ადამიანს ეპატიჟებით ბინაში, ან, გსურთ, საპირისპირო სქესის სტუმრის განსაკუთრებული ყურადღება მიიპყროთ და თქვენით დააინტერესოთ, თეთრ სუფრაზე ვარდისფერი ჭურჭელი დააწყვეთ;

* თუ თანამესუფრესთან მკაცრი და სერიოზული საუბარი გაქვთ დაგეგმილი, უმჯობესია, მაგიდას ღია ყავისფერი სუფრა გადააფაროთ, მწვანე ჭურჭლით გაიტანოთ კერძები და სტუმარსაც ასეთი ფერის თეფში დაუდგათ. 

დანა-ჩანგალი აუცილებლად გადააჯვარედინეთ თეფშებზე – ეს სტუმარს თქვენ მიმართ კეთილად განაწყობს და მისგან წამოსული ცუდი ზრახვებისგან დაგიცავთ.

скачать dle 11.3