კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

შეკითხვა ასტროლოგს

კითხვა: დავიბადე 1988 წლის 19 მაისს. რა არის ჩემი კარმული მისია და რომელ ზოდიაქოს ნიშანთან მელის სასურველი ქორწინება? 

პასუხი: კარგია ქორწინება კუროსთან, თევზებთან, ტყუპებთან ან კირჩხიბთან; ცოტა ფრთხილად იყავით თხის რქასთან, ლომთან და მერწყულთან. დანარჩენ ნიშნებთან ურთიერთობა საშუალოა. თქვენს კარმულ მისიას წარმოადგენს ის, რომ იყოთ დისციპლინირებული, ორგანიზებული, მიზანსწრაფული, მომთმენი, შრომისუნარიანი, ნებისყოფიანი, ფულის ყაირათიანად მხარჯველი. იყავით ფრთხილი და წინდახედული. ურთიერთობებში დაეყრდენით ინტუიციას, დიპლომატიურობას – ეს არის თქვენი კოსმიური მისია და წარმატებების ფაქტორი. 

კითხვა: დავიბადე 1976 წლის 14 სექტემბერს. მაინტერესებს, რა არის ჩემი კარმული მისია და რა გავაკეთო წარმატების მისაღწევად? 

პასუხი: უპირველესად, უნდა ემსახუროთ სამშობლოს, იყოთ პატრიოტი; კარგად ერკვეოდეთ ადათ-წესებში, ისტორიაში, ტრადიციებში. უნდა შექმნათ სტაბილური საოჯახო და პარტნიორული ურთიერთობები. უფრო მეტად დაეყრდენით ინტუიციას და ისწავლეთ საკუთარი საიდუმლოს დაცვა. უნდა იყოთ ფრთხილი და წინდახედული, ასევე, ორგანიზებული და ერთგული. ირგვლივ ერთგული ადამიანები უნდა შემოიკრიბოთ. გახდით ნებისყოფიანი, მომთმენი, მშრომელი, ბრძოლისუნარიანი. ხარჯეთ ფული ყაირათიანად – ეს გამარჯვებების მომტანი ფაქტორებია და, ასევე, თქვენი კოსმიური მისიაც. 

კითხვა: ჩემი შვილი დაიბადა 1999 წლის 7 აგვისტოს, დილის 6 საათზე. მაინტერესებს, რომელ პროფესიებში გაუმართლებს? 

პასუხი: მისთვის მისაღები და წარმატების მომტანია შემდეგი პროფესიები: მედიცინის ფართო სპექტრი, საბანკო, ეკონომიკური, კომერციული, სავაჭრო, საფინანსო სფერო; პედაგოგიური მოღვაწეობა, ჟურნალისტიკა, რადიო, ტელევიზია, პრესა, სარეკლამო, საგამომცემლო ინდუსტრიის ფართო სპექტრი; პოლიტიკა, პროფესიონალური დიპლომატია საელჩოებისა და საკონსულოების დონეზე, იურისპრუდენცია, ტურიზმი, ტურისტული ორგანიზაციების ბიზნესი, სპორტი, ფილოლოგია, ფილოსოფია, ფსიქოლოგია. სხვათა შორის, ამ ადამიანის კოსმიური მისია უცხოეთს უკავშირდება, ამიტომ, რაც მეტად ექნება მას ურთიერთობა უცხოეთთან, მით უკეთ შეასრულებს ის თავის კოსმიურ მისიას და მეტად მიაღწევს წარმატებებს. 

კითხვა: დავიბადე 1987 წლის 9 თებერვალს. მინდა საფრანგეთში წასვლა და ცხოვრების იქ გაგრძელება. მისაღებია თუ არა ჩემთვის ეს ქვეყანა?

პასუხი: უცხოეთი თქვენი კარმულ-კოსმიური მისია არ არის, ამიტომ, იქ გარკვეული ბარიერებისა და წინაღობების წინაშე აღმოჩნდებით. თუ მაინცდამაინც გადაწყვეტთ იქ წასვლას, მხოლოდ ორმაგი ძალისხმევით, ნებისყოფით, მოთმინებით, შეუპოვრობით, ორგანიზებულობითა და დისციპლინის გამოვლენით შეძლებთ სიძნელეების გადალახვას. ზოგადად კი, თქვენი გამგზავრება საფრანგეთში მაინცდამაინც სასურველი არ არის.

კითხვა: ჩემი შვილიშვილი დაიბადა 2003 წლის 18 ოქტომბერს. რა არის მისი კარმული მისია და რომელი პროფესია აირჩიოს მომავალში?

პასუხი: თქვენი შვილიშვილის კარმული მისიაა, იყოს აქტიური, ენერგიული, ინიციატივიანი, ლიდერი, უშიშარი მებრძოლი, კეთილშობილი. სადაც შევა, შეიტანოს სიმშვიდე და ჰარმონია, შეძლოს შუამავლის ფუნქციის შესრულება. პროფესიებიდან კი კარგია და მისაღები: პლასტიკური ქირურგია, კარდიოლოგია, სტომატოლოგია, სახელმწიფო ზემაღალ ეშელონებში ადმინისტრაციული საქმიანობა, საიუველირო ბიზნესი, არქიტექტურა, დიზაინი, პარფიუმერიულ-კოსმეტიკური ბიზნესი, იურისპრუდენცია, სადალაქო და სამასაჟო საქმე, გასართობი ინდუსტრია, ჟურნალისტიკა, რადიო-ტელევიზია, პრესა, სარეკლამო, საგამომცემლო საქმიანობა, პროფესიონალური დიპლომატია, ტურისტული ბიზნესი.

კითხვა: დავიბადე 1987 წლის 16 მარტს. ასტროლოგიური თვალსაზრისით, რომელი პროფესიაა ჩემთვის გამართლებული?

პასუხი: თქვენთვის კარგი და მისაღებია შემდეგი პროფესიები: პოეზია, ლიტერატურა, ხელოვნების ფართო სპექტრი, ოკულტური სფერო, ფილოსოფია, ფსიქოლოგია, საქველმოქმედო საქმე. სასტუმროების ბიზნესი, საბანკო, ეკონომიკური, სავაჭრო, საფინანსო სფერო, დიზაინი, მოდელირება, პარფიუმერიულ-კოსმეტიკური ბიზნესი, არქიტექტურა, უძრავი ქონების ბიზნესი, საიუველირო საქმიანობა, დეკორატიული მებაღეობა, ყვავილების ბიზნესი, საარქივო, სამუზეუმო, საბიბლიოთეკო საქმიანობა, მშენებლობა.

скачать dle 11.3