კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

აკოცე პომადით!

პრობლემებს – ღიმილით...

 

პრობლემა ყველას აქვს. ამის გარეშე ჩვენი ყოველდღიურობა წარმოუდგენელია, მაგრამ, ისინი ტრაგედიად არ უნდა აქციოთ. ისევ იმიტომ, რომ წინსვლაში, წარმატების მიღწევაში ხელს ძალიან შეგიშლით. ამბობენ, ოპტიმისტი ადამიანები გვიან ბერდებიანო და ეს მართლაც ასეა. რაღაც შინაგანი მექანიზმი მუშაობს, რომელიც ორგანიზმს „მოწყენის“ საშუალებას არ აძლევს და ეს ადამიანის გარეგნულ იერზეც აისახება. უნდა იფიქროთ იმაზე, რომ არ არსებობს გადაუჭრელი პრობლემა, მით უმეტეს, თუკი მას არა ემოციურად, არამედ ცივი გონებით მიუდგებით. ყველაფერი კარგად იქნება, თუ ამას ჯერ თქვენ დაიჯერებთ.

და, კიდევ ერთი – ღიმილი თითქმის ჯადოსნური იარაღია. მას მტრის მოყვრად გადაქცევა და დაკეტილი კარის გაღებაც შეუძლია. როცა პრობლემას ღიმილით ხვდები, თითქოს უკვე დარწმუნებული ხარ, რომ მათი გადაჭრის გზებიც იცი, ეს კი მხნეობას, გამბედაობასა და სითამამეს გმატებს. თამამი და საკუთარ თავში დარწმუნებული ადამიანები კი ძალიან სწრაფად აღწევენ მიზანს.

ერთი სიტყვით, გაუღიმეთ პრობლემებს და ამით აუცილებლად შეაშინებთ მათ...

 

აკოცე პომადით!

 

პომადა მეტად სასარგებლო და საჭირო რამეა. თუ ქალი არ იყენებს პომადას და ამბობს, რომ მას ის არ უხდება, ესე იგი, შესაფერისი ტუჩის საცხი ჯერაც ვერ მოძებნა და ვერც იმას მიხვდა, რა ხიბლი აქვს მას. დადგენილია, რომ მამაკაცები პომადაწასმულ ქალს უყურადღებოდ არ ტოვებენ. მათთვის პომადიანი ტუჩები ისევე გამაღიზიანებელია, როგორც მოკლე კაბა, ან კაბა ღრმა ჭრილით.

სხვათა შორის, პომადა 110 წლის არის. 1903 წელს, პარიზში, მსოფლიო გამოფენაზე პირველად მოხდა მისი საჯარო დემონსტრირება და იმ წამსვე შეძლო ქალბატონების მოხიბვლა. თუმცა, იყო დრო, როცა ტუჩებს მამაკაცებიც იღებავდნენ. მაგალითად, ლუდოვიკო „მეფე-მზეს“ დროს, სამეფო კარზე მამაკაცები ფანქრით გამოკვეთდნენ ხოლმე ტუჩის კონტურს, რათა წვერის და ულვაშების ფონზე, პირი მკვეთრად შესამჩნევი ყოფილიყო.

ასეა თუ ისე, პომადა არის ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი და პომადიანი ტუჩებით ნაკოცნი, დიდხანს დარჩება თქვენი რჩეულის მეხსიერებაში.

 

მინდა კარიერა!

 

 კარიერისტი კაბაში! – მამაკაცები „ბიზნეს-ვუმენს“ შურითა და ერთგვარი შიშითაც უყურებენ, მით უმეტეს, თუ თავად კარიერაში არაფერი გამოუვიდათ. დიახ, ქალს სრული უფლება აქვს, აკეთოს ის საქმე, რომელიც უყვარს, გამოსდის და უთხრას საკუთარ თავს: „მე ვიკეთებ კარიერას იმიტომ, რომ ყველა კარგად იყოს, მეც და ჩემ გარშემო მყოფებიც!“

ფსიქოლოგები ამტკიცებენ, რომ ჭეშმარიტი კარიერისტები კარიერას ყველასგან შეუმჩნევლად აკეთებენ. სქესს მნიშვნელობა  არა აქვს. უბრალოდ, რატომღაც, უფრო გამაღიზიანებლად ჩანს, როცა ქალი აღწევს მიზანს.

ზოგიერთი მამაკაცი ფიქრობს: „როგორ უნდა გაიკეთოს კარიერა ქალმა?! მას ხომ არა ჰყავს ცოლი, რომელიც მოუგვარებს საშინაო პრობლემებს და ყოფით წვრილმანებს თავად იტვირთავს?! ანუ, რის ხარჯზე გააკეთებს ამ ყველაფერს? რა თქმა უნდა, ოჯახსა და შვილებს მოაკლებს ყურადღებას“...

სხვათა შორის, იშვიათია ქალი, რომელიც ირგებს წარმატებული ადამიანის სოციალურ სტატუსს და ივიწყებს თავის ქალურ მოვალეობებს. ქალებს აქვთ პასუხისმგებლობის გრძნობა, თანაც, მამაკაცებზე გაცილებით ძლიერი.

ამიტომ არაფერია იმაში ცუდი, როცა ქალი  კარიერაზე იწყებს ზრუნვას. ჭკვიანია კაცი, რომელიც ასეთ ქალს მხარში ამოუდგება და გაუგებს – მას სიყვარული და პატივისცემა გარანტირებული ექნება.

 

არაჩვეულებრივი პაემანი

 

ზაფხული შესანიშნავი პერიოდია საყვარელ ადამიანთან მეტი დროის უფრო შინაარსიანად გასატარებლად. ფანტაზიაც კი არ იქნება საჭირო, ისედაც მოახერხებთ, მოიგონოთ ეფექტური საშუალება და გაერთოთ, თანაც, დაუვიწყარი დღე მოიწყოთ, რომელიც ძალიან დიდი ხნით შეგიქმნით პოზიტიურ განწყობას. კვირაში ორი დღე მაინც იყავით მხოლოდ ერთმანეთისთვის. ამ დროს აუცილებლად გამორთეთ მობილური ტელეფონები. არ განიხილოთ არანაირი პრობლემა – არც პირადული და არც ყოფითი. თქვენი არაჩვეულებრივი პაემნის მთავარი დევიზი უნდა იყოს: „იმხიარულე და მიიღე სიამოვნება!“

პიკნიკი საკუთარი სახლის აივანზეც შეგიძლიათ მოიწყოთ. გამორიცხეთ ხელისშემშლელი ფაქტორები. თუ ამას ვერ ახერხებთ, ჯობია, სადმე წახვიდეთ. ცხელ დღეებში „გრილი“ საღამოები ორმაგად სასიამოვნოა. გაატარეთ ეს საღამოები მდინარის პირას ან ქალაქგარეთ. გვერდზე „გაწიეთ“ სიზარმაცე. ნუ გეშინიათ, არ დაიღლებით. თქვენ დაიმსახურეთ კარგი დასვენება. თანაც ჩვეული რიტმიდან ასეთი „გადახვევები“ აუცილებელია ურთიერთობის განახლებისთვის. როცა თანაცხოვრებისას რომანტიკა კვდება – პრობლემებიც იწყება. არაჩვეულებრივი პაემანი ჩვეულებრივი „ხვალის“ საწინდარია.

 

დიპლომატიური მეთოდები

 

დიპლომატია საჭიროა ყველგან და ყველაფერში, განსაკუთრებით – ოჯახში. თუ ქვეყნებს შორის დიპლომატიური კრახი ომს იწვევს, ოჯახში ეს მუდმივ სკანდალებამდე მიგიყვანთ. რა შეიძლება იყოს დიპლომატიური ნონსენსების მიზეზი?! – უპირველესად, არცოდნა იმისა, როგორ თქვათ – „არა!“

შეიძლება, გეღიმებათ, მაგრამ, ამ თითქოსდა უმნიშვნელო ამბავმა, შესაძლოა, დიდი ჩხუბი გამოიწვიოს.

ანუ, როგორ თქვათ – „არა!“

* მკვეთრად გამოკვეთეთ თქვენი პოზიცია იმის შესახებ, რომ თქვენი პარტნიორის თხოვნას (მოთხოვნას) კატასტროფად არ მიიჩნევთ, მაგრამ, თქვენი შეხედულებებიც ანგარიშგასაწევია. მაშინ, თქვენი უარი ისეთი მკაცრი და მწვავე აღარ იქნება.

* აუცილებლად შეგეტყოთ მწუხარება – ეს არ წარმოადგენს განსაკუთრებულ ძალისხმევას. სამაგიეროდ, მალამოსავით მოქმედებს და პარტნიორს საფუძველი აღარ ექნება – გაბრაზდეს. თქვენ ხომ თავად ხარ შეწუხებული, თანაც – გულწრფელად!..

* ყოველთვის ილაპარაკეთ კონკრეტულად და გარკვევით, ოღონდ, აუცილებლად მოკლედ. მთავარია, თქვენი პოზიცია იყოს გამოკვეთილად ერთმნიშვნელოვანი და არგუმენტირებული.

* აიღეთ დრო მოფიქრებისთვის – ეს იმის დემონსტრირებაა, რომ თქვენ იფიქრეთ პარტნიორის პრობლემაზე, რაც მოგცემთ საშუალებას, უკეთ მოემზადოთ „არას“ სათქმელად.

скачать dle 11.3