კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ივლისი 2019 (104)
ივნისი 2019 (208)
მაისი 2019 (254)
აპრილი 2019 (201)
მარტი 2019 (208)
თებერვალი 2019 (255)

რადვანსკამ ჟურნალისთვის გაიხადა

„მანჩესტერ სიტის” სექსუალური ქომაგი

 

მანჩესტერში დაბადებული ბრიტანელი მოდელი ჰოლი პირსი ადგილობრივი კლუბის, ოღონდ, არა „მანჩესტერ იუნაიტედის”, არამედ, მეორე „სიტის” ქომაგია. 25 წლის ჰოლი ხშირად მონაწილეობს „სკაი სპორტზე” სპორტულ ტელეშოუებში და საეთერო დროს საყვარელ ფეხბურთელებზე საუბარს უთმობს. მოდელი 2009 წლიდან სამოდელო ბიზნესშია ჩართული და 2010 წელს ჟურნალმა „ნათსმა” ის მსოფლიოს 100 ყველაზე ლამაზ ადამიანს შორის მოიხსენია. ცნობისთვის, ჰოლი „მანჩესტერ სიტის” არაერთ ფეხბურთელს ეტრფის, თუმცა, გამორჩეულად მისი ფავოროტი „ქალაქელების” ესპანელი ლეგიონერი ხესუს ნავასია.

 

დენის როდმანის არაყი

 

  NBA-ს ეპატაჟური და ექსცენტრიკული ვარსკვლავი, „ჩიკაგო ბულზის”, „დეტროიტ პისტონზის”, „სან ანტონიო სპურზის”, „ლოს-ანჯელეს ლეიკერსისა” და „დალას მავერიქსის” ლეგენდა, დენის როდმანი, ალკოჰოლური სასმელების ბიზნესში ჩაერთო. კომპანია „პრემიუმ ბრენდსი” და როდმანი საერთო, პრემიუმ კლასის არყის გამოშვებას დაიწყებენ როდმანის იმიჯისთვის შესაფერისი სახელწოდებით – „ბედ ბოი ვოდკა,” ანუ – „ცუდი ბიჭის არაყი”. სკანდალებით განთქმული ვარსკვლავი რამდენიმე ხნის წინ ჩრდილოეთ კორეაში იყო სტუმრად და იქაური საკალათბურთო ჩემპიონატის მატჩს დაესწრო. ცნობილია, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერი, კიმ ჩენ ინი, როდმანის დიდი თაყვანისმცემელია და ლეგენდარული კალათბურთელი სწორედ დიქტატორის მოწვევით იმყოფებოდა ფხენიანში.

 

ქველმოქმედი დროგბა

 

თურქული „გალათასარაის” კოტდივუარელი ვარსკვლავი, 35 წლის დიდიე დროგბა, ახლო მომავალში სამშობლოში ხუთ მაღალი დონის საავადმყოფოს ააშენებს. ფეხბურთელს საკუთარი საქველმოქმედო ფონდი აქვს და საავადმყოფოების აგება აფრიკული ქვეყნის ხუთ ყველაზე დიდ ქალაქში იგეგმება: აბიჯანში, იამუსუკროში, სან-პედროში, მანესა და კორხოგოში. დროგბა ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ქველმოქმედია კოტდივუარში და ის რამდენიმე სფეროს ეხმარება განვითარებაში. გარდა ამისა დროგბას ალმასების მოპოვების ბიზნესში აქვს აქტივები და ამ სამთო-მომპოვებელი საწარმოების განვითარებაზეც არის ორიენტირებული.

 

შარაპოვა – „პორშეს” სახე

 

მსოფლიოს მეორე ჩოგანი ქალთა შორის, რუსი მარია შარაპოვა, რამდენიმე ხნის წინ საავტომობილო ბრენდ „პორშეს” სახე გახდა. პლანეტის ერთ-ერთმა ყველაზე სექსუალურმა ქალმა ჩოგბურთელმა „ტვიტერის” საკუთარ გვერდზე მცირე ინფორმაცია განათავსა თავისი ქომაგებისთვის, რომ ახლო მომავალში „პორშეს” სატელევიზიო ვიდეო-რგოლის პრემიერა შედგება, სადაც ის მრბოლელის როლში მოევლინება მაყურებელს. საგულისხმოა, რომ, „პორშეს” გარდა, შარაპოვასთან სხვა არანაკლებ ცნობილი და ავტორიტეტული ბრენდებიც თანამშრომლობენ.

 

მეთევზე რონალდუ

 

როგორც ჩანს, ახალი საფეხბურთო სეზონის დაწყებამდე მადრიდის „რეალის” პორტუგალიელი ვარსკვლავი კრიშტიანუ რონალდუ მაქსიმალურად იყენებს შვებულების დღეებს და ცდილობს, თავისუფალი დრო თავის საცოლესთან, ირინა შეიკთან ერთად გაატაროს. წყვილი რამდენიმე დღის წინ თბილისს ესტუმრა, სადაც ვიტალი დარასელიას სახელობის ბავშვთა საფეხბურთო აკადემია გაიხსნა; ასევე, რონალდუ და ირინა ლას-ვეგასშიც იმყოფებოდნენ, ხოლო რამდენიმე დღის წინ „ტვიტერის” საკუთარ გვერდზე რონალდუმ საინტერესო ფოტო ატვირთა: ფეხბურთელი ანკესით ხელში არის გადაღებული ღია ზღვაში. ფოტოს რონალდუს კომენტარი ახლავს: „მიყვარს თევზაობა. გიცდიათ როდისმე? ეს ფანტასტიკურია”. 

 

რადვანსკამ ჟურნალისთვის გაიხადა

 

წელს ჟურნალმა „იესპიენმა” კვლავ მიიწვია ცნობილი სპორტსმენები ფოტოსესიაში – „სხეულები, რომლებსაც ვეთაყვანებით” – გადასაღებად. ამჯერად გაშიშვლებაზე ჩოგბურთის პოლონელმა ვარსკვლავმა – აგნეშკა რადვანსკამ განაცხადა თანხმობა. გადაღებებისთვის საინტერესო ანტურაჟი, აუზში მოცურავე ჩოგბურთის ბურთები შეირჩა და ფოტოსესია საკმაოდ გულახდილი გამოვიდა. აგნეშკა მთლიანად გაშიშვლებული პოზირებდა და ჟურნალისტები დარწმუნდნენ, რომ ჩოგბურთელი ბრწყინვალე სპორტულ ფორმაში იმყოფება და მისი სხეული, დიეტებისა და ფიტნესის შედეგად, იდეალურად გამოიყურება.

 

მესის უცნაური საქციელი

 

ლიონელ მესიმ ფეხბურთის რამდენიმე ქომაგს იმედები გაუცრუა და შეხვედრის ნაცვლად მათ საჩუქრად იაფფასიანი ბურთები გაუგზავნა ავტოგრაფით. ფეხბურთის 75-მდე ქომაგს 2 500 დოლარი ჰქონდა გადახდილი მესისთან შეხვედრაში, რომელიც ფეხბურთელის საქველმოქმედო ტურნეს ფარგლებში უნდა გამართულიყო. კონრაქტის თანახმად, ფეხბურთის ქომაგები უნდა შეხვედროდნენ ვარსკვლავს, პირადად მისგან მიეღოთ საჩუქრად ავტოგრაფიანი ბურთები და გადაეღოთ სამახსოვრო ფოტოები, შემოსული თანხა კი „იუნისეფის” საქველმოქმედო პროექტებს უნდა მოხმარებოდა. შეხვედრაზე მისულ ქომაგებს კი მესის ნაცვლად ორგანიზაციის წარმომადგენელი შეხვდათ, თანაც, ორსაათიანი დაგვიანების შემდეგ, რომელმაც მათ განუცხადა, რომ ფეხბურთელი ვერ ახერხებდა მოსვლას, საჩუქრად კი ხელმოწერილი ბურთები და მაისურები მიუტანა. 

 

200 მილიარდი დოლარი

მსოფლიო ჩემპიონატისთვის

 

2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ორგანიზებისთვის ყატარი 200 მილიარდი დოლარის დახარჯვას აპირებს. შედარებისთვის, 2018 წელს რუსეთს მუნდიალის მასპინძლობა ათჯერ ნაკლები თანხა უჯდება. ყატარელები 140 მილიარდი დოლარის ჩადებას აპირებენ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებაში, რაც გულისხმობს მეტროპოლიტენისა და ახალი აეროპორტების აშენებას. გარდა ამისა, აიგება 6 ახალი სტადიონი, ხოლო ორს რეკონსტრუქცია ჩაუტარდება; აშენდება 2 000 კვადრატული მეტრი ფართობის ხელოვნური კუნძული, სადაც მოეწყობა გასართობი პარკები. სულ ყატარი 400 ათასამდე ქომაგის მასპინძლობისთვის ემზადება და სპეციალურად მათთვის განკუთვნილი ახალი სასტუმროების მშენებლობა უკვე დაწყებულია. საინტერესოა, რომ ივნის-ივლისში ყატარში ჰაერის ტემპერატურა 50 გრადუსს აღწევს და, არსებობს ვერსია, რომ მუნდიალი ზამთარში ან ოქტომბერ-ნოემბერში ჩატარდეს, თუმცა, ყატარელები ირწმუნებიან, რომ ყველა სტადიონი იქნება უზრუნველყოფილი სპეციალური კონდიცირების სისტემით და, ასევე, იგეგმება ხელოვნური ღრუბლების დამზადება.

скачать dle 11.3