კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ოქტომბერი 2019 (149)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)
მაისი 2019 (254)

როდის არ ეთვლება ადამიანს ვნებები და ზრახვები ჩადენილ ცოდვად და როდის არის საჭირო კვეთებულის ლოცვაზე დასწრება

იმისთვის, რომ ცოდვა მოქმედებაში მოვიდეს, ის ადამიანის გონებაში სხვადასხვა ეტაპს გაივლის და მხოლოდ შემდეგ მოდის მოქმედებაში. ამ ეტაპების შესახებ გვესაუბრება ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მამა გიორგი (თევდორაშვილი):

 

 – ზაფხული არ ნიშნავს იმას, რომ თავისუფალი ვართ ლოცვისგან, მარხვისგან, აღსარებისგან, ზიარებისგან და უფალთან ურთიერთობისგან. ამიტომ‚ როდესაც ადამიანი მიდის შვებულებაში, ცხადია‚ უნდა დაისვენოს მშვიდობიანად, მაგრამ უნდა მოძებნოს მართლმადიდებლური ეკლესია, თქვას აღსარება და მიიღოს ზიარება. ჩემი მწირი გამოცდილებიდან ვიცი, რომ ყველაზე რთული პერიოდი, როგორც მრევლისთვის, ასევე ჩვენთვის, სასულიერო პირებისთვის, არის ცხელი ზაფხული. როცა დიდი მარხვა, პეტრეპავლობის მარხვას გაივლის და ადამიანი უკვე სხეულს უკეთებს გარკვეულ კომპენსაციას, ფიქრობს: კარგად უნდა დავისვენო, დავტკბე ცხოვრებისეული სიამოვნებით. მაგრამ, როგორც მდიდარს უთხრა უფალმა: „რა იცი შენ, გაგითენდება თუ არა ეს დილა?“ შენც უნდა უთხრა საკუთარ თავს: „რა ვიცით, როგორ დასრულდება ჩვენი ზაფხული, გვექნება თუ არა საშუალება, რომ ისევ ეკლესიაში დავბრუნდეთ?“ იმისთვის, რომ ყველაფერი კარგად იყოს თქვენს ცხოვრებაში, თქვენი კუთვნილი დასვენება, შვებულება უნდა გაატაროთ ლოცვით, დასვენებით და ჩამოხვიდეთ სულიერად დაწყნარებულები, დამშვიდებულები. 

 – სახარებაში ძალიან საინტერესო რამ წერია: სხეულის სანათი არის თვალი. თუ შენი თვალი არის სუფთა, მაშინ მთელი შენი სხეულიც იქნება სუფთა; თუ შენი თვალი არის ბოროტი, ბნელი, მთელი შენი სხეულიც იქნება ბოროტი. 

– შენი თვალი შენი ხედვაა, ამიტომ, უნდა დაფიქრდე: რამდენად სუფთაა შენი ცნობიერება, შენი მრწამსი, ცხოვრების წესი და სარკე, სადაც ეს ყველაფერი კარგად ჩანს, არის სახარება. არა ფიზიკური სარკე, რომელიც გაჩვენებს‚ როგორი ხარ გარეგნობით, არამედ, ეს არის სულიერი სარკე, რომლის წაკითხვითაც მიხვდებით, რამდენად ბნელია ჩვენი თვალი. თვალს ხშირად შურს სხვისი სიკეთე: ახლად შეძენილი სახლი, ავტომობილი, კაბა, ფეხსაცმელი. ასეთ დროს ხანდახან ჩვენი თვალი ბნელდება და ეს სახეზე გვეტყობა, ვიბოღმებით. ამიტომაც‚ თუ შენი თვალი ბნელია, მაშინ‚ წარმოიდგინე რა მდგომარეობაში იქნება შენი სხეულის სხვა ორგანოები?! როდესაც ბნელ მდგომარეობაშია შენი თვალი, მერე ეს იმპულსი მიდის გულთან, გულიდან გადადის სხვა ორგანოებზე და ადამიანი ხდება უფრო მეტად დაბოღმილი, გაბოროტებული. რა თქმა უნდა‚ არავის თვალი არ არის სუფთა, არც ჩემი და არც სხვების, მით უმეტეს‚ ზაფხულში მამაკაცების, რომლებიც გულისთქმაში ვარდებიან, გულისთქმით ათვალიერებენ ქალებს. თუმცა‚ არც ქალების თვალია სუფთა. მაცხოვარი გვაფრთხილებს: ვინც გულისთქმით შეხედავს მოპირდაპირე სქესის წარმომადგენლებს, მან უკვე იმრუშა თავის გულში. სახარების ის მომენტი, რომელზეც საუბრობდით, ასე გრძელდება: არავის შეუძლია ორი ბატონის სამსახური: კეთილის და ბოროტის. 

– ხშირად იმასაც ამბობენ, რომ ღმერთმა სიკეთესთან ერთად ბოროტება შექმნაო. თუმცა‚ მართლმადიდებლური ეკლესია ამას არ აღიარებს. 

– ღმერთს ბოროტება არ შეუქმნია, ისევე‚ როგორც არ ჩაუდენია ღმერთს ცოდვა და შესაბამისად‚ არც შეუქმნია ის. ბოროტება არ არის ღმერთისგან. ამიტომ, მას‚ ვისაც გაკერპებული ჰყავს საკუთარი თავი, მოძღვარი, ქვეყნის პირველი ან მეორე პირი, ან პატრიარქი, სცოდავს, რადგან არავის გაკერპება და გაბატონება არ შეიძლება. მაცხოვარი ბრძანებს: „ჭეშმარიტება სცანით და ჭეშმარიტება გაგათავისუფლებთ თქვენ.“ ჭეშმარიტება ათავისუფლებს ადამიანს ცრუ ბატონობისგან, თავისუფალს ხდის ადამიანს. თუ თავისუფალი ხარ, ქრისტეში ხარ, მაშინ შენ ბატონი აღარ გყავს, გყავს მხოლოდ უფალი იესო ქრისტე, რომელიც გეუბნება: „უარყავ თავი თვისი, აიღე ჯვარი და შემომიდექი მე.“ თუ შენ ამას არ აკეთებ, ავტომატურად, შენი ბატონი ხდება შენივე თავი, ვნებები, ზრახვები, არაწმიდა სული, რომელსაც ვერ ხედავ და ამიტომ გგონია, რომ ის არ არის შენი ბატონი. თუ არ გაინტერესებს გარშემო არაფერი, ესე იგი‚ შენ ხარ ორი ბატონის მსახურებაში. თუმცა‚ თუ შენი ბატონი არის უფალი, ესე იგი‚ სხვა ბატონი არ გყავს. მაგრამ, თუ შენი ბატონი არ არის ქრისტე, მაშინ‚ ავტომატურად‚ შენი ბატონი ხდება შენივე დაცემული ბუნება, ისე, რომ ამას ვერც ხვდები. ამიტომ‚ როცა ისვენებთ, თქვენი დასვენება ნუ იქნება ორი ბატონის მსახურება, მათი მონება. 

– სახარების ერთ ადგილას გარკვევით წერია: „ადამიანის სხეული აღმატებულია შესამოსელზე, ხოლო საჭმელზე აღმატებულია სული. ფრინველები არ ხნავენ, არ თესავენ, მაგრამ, სოლომონიც არ ყოფილა ისე შემოსილი, როგორც მინდვრის შროშანები. ამიტომ, თუ ისინი შემოსა ღმერთმა, თქვენ, მცირედმორწმუნეებო, რამდენად აღმატებულები ხართ მათზე. ამიტომ‚ ნუ მოაგროვებთ საუნჯეს დედამიწაზე, სადაც გპარავენ, არამედ, მოაგროვეთ თქვენი საუნჯე ზეცაში, სადაც ვერავინ მოგპარავთ. რა იგულისხმება ამაში? 

– აქ იგულისხმება სათნოებები, პატიოსანი ცხოვრება, ლოცვა, სიკეთე, ყოველივე ის, რაც ჩვენ ძალიან გვაკლია. მათე მახარებელი იესო ქრისტეს სახელით ამბობს: „ეძებეთ სასუფეველი ცათა, სიმართლე მისი და დანარჩენი ყოველივე მოგეცემათ თქვენ.“ თქვენ თუ ამ ყველაფერს დაიცავთ‚ ბედნიერები იქნებით ორსავე სოფელს შინა. მაგრამ‚ როდესაც ანტიქრისტე მოვა, ის ყველაფერს საწინააღმდეგოს გეტყვით. თუ არ გეცოდინებათ‚ რა არის ჭეშმარიტება, არ გეცოდინებათ‚ რა არის სიცრუე. ამიტომ, ანტიქრისტე ყველაფერს იმის საწინააღმდეგოს გეტყვით‚ რაც მაცხოვარმა გითხრათ. სამწუხაროდ‚ ბევრს ეს მოეწონება, რადგან, ის გეტყვით: „რად გინდათ მარხვა, მე ვარ თქვენთან, მოვედი მესია“. თუ ეკლესია გეუბნებათ, რომ არ იმრუშოთ, მაშინ ის გეტყვით: „აბა‚ რა უნდა ქნა? ნახე, როგორი ლამაზი ადამიანია, უნდა მიხვიდე და იმრუშო. მოიპარე, წაიღე, რადგან, ის შენზე ყაჩაღია და უნდა წაართვა; მეორე ლოყა კი არ უნდა მიუშვირო, თავი უნდა გაუტეხო‚“ – გეტყვით ანტიქრისტე. ეს ბევრს მოეწონება: 2000 წელია ქრისტეს მცნებებით ვიცხოვრე და არაფერი კარგი არ მომიტანა, მოდი, ახალ მესიას მოვუსმინო და დაიწყება მარადიული ცხოვრება დედამიწაზე.

– როგორ ხდება ადამიანში ცოდვის განვითარება? 

– როგორიც არის შენი გონება, ისეთი არის შენი სული. თუ შენი გონება განწმენდილია ცოდვებისგან, მაშინ შენი სულიც განწმედილი იქნება. ყველა ზრახვა, ცოდვა ადამიანში შემოდის გონების გავლით, შემდეგ გადავა გულში და ის უკვე იმყოფება ცოდვაში, თუმცა, ხშირად‚ სამწუხაროდ‚ ამას ვერ ხვდება. ცოდვის წყარო არის დაცემული სული, რომელსაც არსებობა არ გააჩნია. როგორც კი ჩაიდენ ცოდვას, მაშინვე ჩნდება ბოროტება, მანამდე მას შენთან არაფერი ხელეწიფება. წყარო ცოდვისა არ არის ადამიანი – ადამიანს ამდენიც არ შეუძლია. ადამიანი არის ქმნილება და, ვისაც თავისი გონებით გაუღებს კარს, ისეთივე იქნება მისი სული. თეოფანე დაყუდებულის სწავლებით‚ ადამიანში მიმდინარეობს ცოდვის განვითარების 6 ეტაპი: პირველი ეტაპი ცოდვის განვითარებისა არის კვეთება. კვეთებულის ლოცვა იკითხება მონასტერში, ღმერთშემოსილი მამების მიერ, რომლებიც დღე და ღამე მონასტერში არიან და თავისი ცხოვრებით და ეპისკოპოსისა და პატრიარქის კურთხევით, უფლებამოსილები არიან, წაიკითხონ კვეთებულის ხანგრძლივი ლოცვა. მაგრამ, ეს ყველას არ სჭირდება და, როცა არ გჭირდება, არ უნდა წახვიდე. თუმცა‚ ყველა ადამიანი კვეთებულია ზრახვებით არა ეშმაკისგან, არამედ, ეშმაკი შენთან გზავნის გარკვეულ ზრახვებს და, თუ მათ მოქმედებაში არ მოიყვან, მაშინ არ ხარ დამნაშავე. ანუ, პირველი ეს არის კვეთა, გონებაში საგნების წარმოსახვა, მაგრამ, ეს არ არის ცოდვა, რადგან, სახეთა წარმოსახვა ჩვენზე არ არის დამოკიდებული. მეორე ეტაპზე კი გეკვეთა ზრახვა და შემდეგ მას დაუთმე ყურადღება, იწყებ ფიქრს მასზე. ეს არის ცნობიერების შეჩერება წარმოსახვაზე იმ მიზნით, რომ დავუკვირდეთ მას და ერთგვარად გავესაუბროთ. მესამე ეტაპი – ეს არის ამ ყველაფრით ტკბობა, ანუ, წარმოსახვაში დაიწყებ მისით ტკბობას, ოღონდ, ჯერ არაფერი ჩაგიდენია, ცოდვასთან არ გაქვს შეხება. მეოთხე: უკვე ხდება დატყვევება, ანუ, ამ სიტკბოებას ვერ უძლებ, გატყვევებს და გადაწყვეტილებას იღებ; შენი აზროვნება, სულიერება, სარწმუნოება მარცხდება და ტყვევდება ზრახვებით, წარმოსახვით და იღებ გადაწყვეტილებას‚ თუ როგორ წახვიდე ცოდვის ჩასადენად... ანუ, ამდენი ეტაპი უნდა გაიაროს ცოდვამ, რომ შემდეგ მოქმედებაში მოვიდეს. უცბად არავინ ხდება არც წმიდანი და არც უწმინდური. მეხუთე ეტაპი არის სურვილი, რომელიც ისწრაფვის წარმოსახვას და ეძებს ცოდვის ჩადენის საშუალებებს. ამის შემდეგ უკვე ხდება მეექვსე – ცოდვის ჩადენა, ქმედებაში მოყვანა. 

 

скачать dle 11.3