კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მოძღვარი გვირჩევს

კითხვა: რომელი ლოცვა უნდა წავიკითხოთ ჩვენი სამშობლოსა და ხალხისთვის?

პასუხი: ქვეყნისა და ხალხისთვის უფლის სავედრებლად დილისა და საღამოს ლოცვები და „ფსალმუნები“ უნდა წაიკითხოთ. დილის ლოცვებს დიდი მადლი და დატვირთვა აქვს. რადგან ჩვეულებრივ ყოფაში უძლურნი ვართ, დავეხმაროთ და სიკეთე გავუკეთოთ ყველას, ვისთვისაც დახმარება გვწადია, შეგვიძლია ლოცვებში მოვიხსენიოთ და უფალს შევავედროთ ისინი. ილოცეთ სამშობლოსა და ხალხისთვის, ამით დიდ სიკეთეს გააკეთებთ.

კითხვა: არსებობს თუ არა წმიდანი, რომელსაც შეგვიძლია განსაკუთრებულად ვევედროთ მემთვრალეობისგან განსაკურნებლად?

პასუხი: ასეთი წმიდანია წმიდა ბონიფანტე, რომელსაც ხელეწიფება მემთვრალეობისგან განკურნება, გადაიხადეთ პარაკლისი მის სახელზე. ასევე, მემთვრალეობისგან განსაკურნებლად არსებობს საგანგებო ღვთისმშობლის ხატი. შეიძინეთ ეს ხატი და სთხოვეთ დახმარება და მფარველობა, რათა ამ სენისგან განიკურნოთ.

კითხვა: რამდენად აუცილებელია ვაკურთხოთ ჩვენი საჭმელი, სასმელი და საცხოვრებელი?

პასუხი: ჰაერი იკურთხება ნაკურთხი წყლის პკურებითა და კურთხევით, ყველაფრის განწმენდა შეიძლება ჯვრის გადასახვით. ძალიან მნიშვნელოვანია საკვების კურთხევა. საკვებს დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ხორცისა და სულის მდგომარეობაზე. ნაყიდ სანოვაგეს, სანამ მიირთმევთ, გადასახეთ ჯვარი, რაც გაანეიტრალებს შხამის ძალას.

კითხვა: ჩემი დაუდევრობის გამო შვილების ნათლობის ჯვრები ერთმანეთში ამერია. ხომ არ ავნებს ეს ჩემს შვილებს?

პასუხი: თქვენს შვილებს ნებისმიერი ჯვარი დაიფარავს, თუ რწმენით ატარებენ. ყურადღება იმას მიაქციეთ, რამდენად ქრისტიანულად ზრდით შვილებს, რამდენად აძლევთ მათ ჭეშმარიტი ქრისტიანის ცხოვრების მაგალითს. იზრუნეთ მათი რწმენის გაძლიერებაზე. ნათლობის ჯვრების შეცვლა კი მათ არანაირ ზიანს არ მიაყენებს.

скачать dle 11.3