კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
დეკემბერი 2019 (53)
ნოემბერი 2019 (207)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)

ჭეშმარიტი სარწმუნოება

სულის საცხონებელი

ერთხელ წმიდა სერაფიმე საროველს ასეთი რამ უამბო ათონელმა ბერმა:

– ადრე ცუდ ცხოვრებას ვეწეოდი. ერთხელაც გამომეცხადა ანგელოზი და ჯოჯოხეთში წამიყვანა.

იქ მე ვნახე ყველა ის საშინელება, რაც ჯოჯოხეთში ხდება. განსაკუთრებით შემაძრწუნა გავარვარებული ღუმლის დანახვამ, საიდანაც აუტანელი ყვირილი ისმოდა. სწორედ ამ ღუმლიდან გამოიყვანა ანგელოზმა ალმოდებული ადამიანი. იგი დანახშირებული და ჯაჭვებით შეკრული იყო. ანგელოზი შეეხო ჯაჭვს და მის გვამს. ჯაჭვი მაშინვე გაქრა, სხეულზე კი დამწვრობის ნასახიც არ დარჩა. ანგელოზმა თეთრი სამოსი ჩააცვა მას და სხეული გაბრწყინდა.

– როგორ მოხდა ეს ფერისცვალება? – ვკითხე ანგელოზს.

ეს კაცი წელიწადში ორჯერ შედიოდა ტაძარში, სანთლებსაც ანთებდა, მარხვებსაც იცავდა, მაგრამ ყოველთვის არა, ჯვარს არ ატარებდა, არც ლოცვებს კითხულობდა, აღსარებისას ყველა ცოდვას არ ინანიებდა, მისი სიტყვა, საქმე და სურვილები ძალიან შორს იდგა ერთმანეთისგან. აღსარების დროსაც სხვას განიკითხავდა. ისე მოკვდა, ცოდვები ვერ მოინანია. როგორც ხედავ, მძიმე სასჯელი დაედო, მაგრამ ნათესავების ლოცვით, რომლებიც ჭეშმარიტი მართლმადიდებლები არიან და ყოველთვის გზავნიდნენ საღმრთო ლიტურგიისას სამკვეთლოში მის სახელზე სეფისკვერს, უტარებდნენ პანაშვიდებს, კითხულობდნენ ფსალმუნებს, მის სახელზევე გასცემდნენ მოწყალებას, და ასე, საეკლესიო ლოცვების მეშვეობით, ღმერთმა მე გამგზავნა ჯოჯოხეთში მისი სულის დასახსნელად. შენც ამგვარი ტანჯვა გელის, თუ კვლავაც ასე გააგრძელებ ცხოვრებას.

ამ დღიდან ვიწამე ღმერთი და შემდეგ ბერადაც აღვიკვეცე.

ჩვენ, მიწის მკვიდრნს, გამუდმებით უნდა გვახსოვდეს ჯოჯოხეთი, სანამ დრო გვაქვს, შევეცადოთ სულის განწმენდას. შესაძლოა, ისეც მოხდეს, ჩვენთვის ვერავინ შეძლოს ლოცვა, ამიტომ ჩვენი თავი თვითონ უნდა ვიხსნათ ჯოჯოხეთისაგან.

ელცინი მონასტერში

ფსკოვ-პეჩორის სავანის დაარსების ამბავი იმ მღვიმეთა აღმოჩენას უკავშირდება, რომელთაც სასწაულებრივი თვისება აქვთ – იქ დასვენებულ ცხედარს ხრწნის სუნი სრულიად უქრება. დღეისთვის მღვიმეებში 14 ათასზე მეტი ადამიანია დაკრძალული. 1995 წლის ცხელ ზაფხულში მონასტერი ელცინმა მოინახულა. მღვიმის დათვალიერების დროს, სახელმწიფოს მეთაურმა შენიშნა, რომ ნეშტები დაუმარხავად ესვენა ნიშებში – ისე, რომ ხელითაც კი შეეხებოდით და იკითხა, თუ რატომ არ იდგა ხრწნის სუნი. „ეს ღვთის სასწაულია“, – უპასუხეს პრეზიდენტს.

ექსკურსია გაგრძელდა. ცოტა ხნის შემდეგ მან იგივე კითხვა დასვა. „ასე ინება უფალმა“, – კვლავ მიუგეს მას. მღვიმიდან გასვლისას ქვეყნის მეთაურმა არქიმანდრიტს წასჩურჩულა: „გამიმხილეთ, რას უსვამთ მიცვალებულებს?“ „ბორის ნიკოლაევიჩ,“ – კითხვა დაუბრუნა მან, – თქვენს ამალაში ასდის ვინმეს ცუდი სუნი?“ „რა თქმა უნდა, არა“, – გაუკვირდა ელცინს. „მაშ, ნუთუ გგონიათ, რომ ზეციური მეუფის სიახლოვეს არ შეიძლაბა ასეთი რამ მოხდეს?“ – ჰკითხა არქიმანდრიტმა.

скачать dle 11.3