კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აპრილი 2020 (48)
მარტი 2020 (197)
თებერვალი 2020 (203)
იანვარი 2020 (194)
დეკემბერი 2019 (257)
ნოემბერი 2019 (207)

როგორ იხსნა ლორდ ბაირონმა ტყვეობიდან 13 წლის ქართველი გოგონა და რა ტრაგიკული ისტორია აკავშირებდა მასთან ინგლისელ გენიოსს

ლორდ ჯორჯ გორდონ ბაირონის შემოქმედება საქართველოში იმთავითვე განსაკუთრებით უყვარდათ. მისი ნაწარმოებები და ცხოვრება იყო ქართული საზოგადოების მოწინავე ნაწილისთვის მაგალითის მიმცემი თავისუფლებისათვის ბრძოლაში. რამდენიმე წლის წინ, ქალბატონ ინესა მერაბიშვილის წყალობით, ერთი სენსაციური და ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანი აღმოჩენა გაკეთდა: ბაირონის პოეტურ ნაწარმოებთა ციკლი – „თირზასადმი”, მშვენიერ ქართველ ტყვე ქალს ეძღვნება, რომელსაც ინგლისელი ლორდი ჭაბუკობისას მცირე აზიაში მოგზაურობის პერიოდში გადაეყარა.

 

ინესა მერაბიშვილი: ოციოდე წელია, ამ საკითხს ვიკვლევ. 1995 წელს საგანგებოდ ჩავედი ლონდონში, რათა ბრიტანეთის მუზეუმის ბიბლიოთეკაში შესაბამისი წყაროები მომეძიებინა და მომეპოვებინა, რადგან, ბაირონის ბიოგრაფიულ სამტომეულში ამოვიკითხე ერთი ფრაზა და ამ ფრაზის კვალს მივყევი – ვგულისხმობ ქართველ ქალთან შეხვედრის ამბავს. როგორც ჩანს, ბაირონოლოგთა საზოგადოება დიდ ბრიტანეთში ელოდა, რომ ვინმე თავდადებული უნდა გამოჩენილიყო და ჩაღრმავებოდა ამ საკითხს. თირზას ამბავი საერთოდ არ იყო შესწავლილი, უფრო მეტიც, დავიწყებას მისცემოდა. ბაირონი რომ გარდაიცვალა, 1825 წელს, ანუ, მისი გარდაცვალებიდან ერთი წლის შემდეგ, ინგლისში გამოვიდა სამტომეული. ამ წიგნს ჰქონდა იმის პრეტენზია, რომ დაწერილი იყო უშუალოდ პოეტის მეგობრის მიერ, რომელიც ძალიან ახლოს იცნობდა ბაირონს და, ალბათ, მის მემუარებსაც, რომელიც, სამწუხაროდ განადგურდა. მესამე ტომში მთელი თერთმეტი გვერდი ეძღვნება ბაირონის მოგზაურობას და, კერძოდ, ერთ ეპიზოდს (მანამდე ახალგაზრდა ლორდმა იმოგზაურა ესპანეთსა და პორტუგალიაში, კრეტაზე, საბერძნეთში): ტროას ალექსანდრიაში ის გადააწყდა ქართველ გოგონას, რომელიც მონათა ბაზარზე გასაყიდად იყო გამოყვანილი. გოგონა განწირული ხმით ყვიროდა და შესაბრალისი ხმით ითხოვდა შველას. ბაირონი ბუნებით დონკიხოტი იყო. მან თავს უფლება მისცა, ტყვეობიდან გამოესყიდა ეს გოგონა და შვედი კონსულისთვის მიებარებინა. 

– იქ ხომ სხვა ტყვეებიც იყვნენ, ქალბატონო ინესა, რატომ გაუჩნდა ლორდ ბაირონს სურვილი, მაინცდამაინც ქართველი გოგონა დაეხსნა ტყვეობიდან?

– როგორც უკვე გითხარით, გოგონა ხმამაღლა ითხოვდა შველას და, თანაც, ძალიან პატარა იყო – 13 წლის. მან მოგზაურთა ენაზე, ლინგუა ფრანკაზე აუხსნა ბაირონს, რომ ის გაიტაცეს თბილისიდან და წარმოშობით შეძლებული ოჯახიდან იყო. მემამულის ლამაზი ქალიშვილი ქურთებს გაუტაციათ საძოვრებიდან, როდესაც ცხვარს მისდევდა თამაშით. ქართველი გოგონა რამდენჯერმე ყოფილა გაყიდული და ამჯერად ის პატრონს ალექსანდრიაში ჩამოეყვანა, საიდანაც ტყვე ქალებს კონსტანტინოპოლში უკრავდნენ თავს. ბაირონმა გამოისყიდა გოგონა და მიაბარა ირლანდიელ ვაჭარ ფლეტჩერს, რომელმაც გოგონა არ დააბრუნა სამშობლოში, უმუხთლა და საყვარლად გაიხადა. თუმცა, ბაირონმა ფლეტჩერისაგან მოითხოვა იმის დამადასტურებელი წერილი, რომ ვაჭარი აუცილებლად ჩააბარებდა გოგონას მის მშობლებს, რაც არ მოხდა. როგორც ჩანს, მას სურდა, ქალიშვილი იტალიაში წაეყვანა. 

სხვათა შორის, ბაირონი მოხიბლული იყო ქართველი ქალების მშვენიერებით და ქართველ ქალბატონს სილამაზის ეტალონად მიიჩნევდა. ვისაც მისი „დონ ჟუანი” წაუკითხავს, მე-8, მე-12 სიმღერებში აუცილებლად ამოიკითხავს იმ ამბავს, რომელიც მას გადახდა თავს მცირე აზიაში. ნაწარმოებში გოგონას ლეილა ჰქვია. ეს ნაწარმოები მან გვიან პერიოდში დაწერა, მცირე აზიაში მოგზაურობისას კი ის 22 წლის იყო. ბაირონმა ხელახლა მოძებნა გოგონა, თუმცა, ვეღარ დარჩა მასთან, რადგან აღარც ფულადი სახსარი დარჩა და, თან, აცნობეს, რომ დედამისი იყო მძიმედ ავად, რამაც პოეტი აიძულა, სამშობლოში დაბრუნებულიყო. მან გოგონა შვედეთის კონსულს მიაბარა, რომელიც განსაკუთრებით ზრუნავდა მასზე, მაგრამ, ქალს უკვე საგრძნობლად ჰქონდა შერყეული ჯანმრთელობა. ბაირონის მეგობარმა ის კუნძულ კრეტაზე გადაიყვანა იმ იმედით, რომ მისი ჯანმრთელობა გამოსწორდებოდა, თუმცა, ქართველი ქალისთვის ირაკლიონში ჩასვლა საბედისწერო აღმოჩნდა – იგი ამ კუნძულზე გარდაიცვალა 15 წლის ასაკში და სულთმობრძავს ბაირონის სახელი აღმოხდენია. ცნობას მისი გარდაცვალების შესახებ, სავარაუდოდ, ბაირონამდე ერთ თვეში უნდა ჩაეღწია. 

– გვაქვს ამ საკითხთან დაკავშირებით რაიმე ხელჩასაჭიდი?

– რა თქმა უნდა, გვაქვს. ბაირონი სწერს წერილს თავის მეგობარს, ჩარლზ სკინერს (ამ დროისათვის მას უბედურებათა მთელი კასკადი დაატყდა თავს: მძიმე ავადმყოფობით გარდაეცვალა დედა და ყრმობის მეგობარი 4 მამაკაცი), რომ ის ახალი ამბით არის დაზაფრული: „კიდევ, კიდევ დავკარგე... მაგრამ, აზრი არ აქვს, გელაპარაკო, ვინ დავკარგე, რადგან, ის უცხოელია, თან – ქალი”. სწორედ იმ დღეს, როცა ბაირონმა ეს წერილი დაწერა, დაწერა ასევე ლექსი „თირზასადმი”. სკინერი პასუხობს წერილითვე: „ო, ნეტავ გადარჩენილიყო და მარად შენი ყოფილიყო”. რა თქმა უნდა, მეგობარმა იგრძნო, რომ პოეტი არ იყო გოგონას მიმართ გულგრილი და გარკვეული გრძნობები გაუჩნდა ტყვედყოფილი ქართველი გოგონასადმი. ამის შემდეგ ბაირონი ლექსების მთელ ციკლს უძღვნის თირზას და ამ ამბავში სიუჟეტურად ისევ ის ქარგა ამოდის იმ ამბიდან, რომელიც ბიოგრაფიულ სამტომეულშია აღწერილი. 

– გოგონას საფლავის მოძიება თუ არის შესაძლებელი?

– რაც შეეხება საფლავს, ცნობილია, რომ იქ იყო სამი სასაფლაო: მუსლიმთა, ებრაელთა და ქრისტიანთა. ბაირონმა გოგონას საფლავზე ქვაც დაადგმევინა, სადაც ამოტვიფრული იყო ამ ქალის ამბავი და, სავარაუდოდ, სახელი და გვარიც. თუმცა, თავად ბაირონი მის ვინაობას არასდროს ამხელდა და სათუთად ინახავდა გულში. ეს ამბავი რომ გავიგე, ძალიან გამიხარდა – ვიფიქრე, კიდევ ერთი ხელჩასაჭიდი ფაქტი გვექნებოდა კვლევისათვის, თუმცა, მერე შევიტყვე, რომ ქალაქის განაშენიანება მოხდა და საფლავის ქვებიც კი მშენებლობისათვის გამოიყენეს, ასე რომ, საფლავი დაკარგულია, იქნებ მომავალში მაინც გამოჩნდეს რამე. 

– რა იცოდა ლორდმა ბაირონმა გამომგზავრებამდე საქართველოს შესახებ?

– ბაირონი შესანიშნავად იყო ინფორმირებული. 20 წლის ასაკში მან დაწერა სატირული ნაწარმოები – „ინგლისელი ბარდები და შოტლანდიელი მიმომხილველები”, სადაც აღწერილი აქვს თავისი მოგზაურობის გეგმა. იგი წერს: „ჩავალ და ვნახავ ჰიბრალტარის მთებს, ვეწვევი სტამბულის მინარეთებს და იქიდან კი მინდა ვეწვიო კავკასიონს, კლდით შემოსილს, პირქუშს, მრისხანეს, გვირგვინად ადგას დიდებული თეთრი მყინვარი.” მაშინდელ ინგლისში მოგზაურობა კარგი ტონი იყო და განათლებულმა საზოგადოებამ ძალიან კარგად იცოდა კავკასიის შესახებ. 

– თირზას გარეგნული აღწერილობა თუ გვაქვს მოცემული?

– ბაირონი ამბობს, ლედი კაროლინ ლემი საოცრად მაგონებს თირზასო. ლედი კაროლინ ლემი იყო მაზლის ცოლი იმ ცნობილი კაროლინ ლემისა, რომლის მეუღლეც შემდგომ, დედოფალ ვიქტორიას დროს, პრემიერ-მინისტრი გახდა – ამის შესახებ ფილმიც არის გადაღებული. მე ჩავდე წიგნში იმ ქალის პორტრეტი – ცისფერი თვალებით, ქერა თმით, ტკბილი ხმით და სიმღერით. თირზაც კარგად მღეროდა და ამით მაგონებსო, – ამბობდა ბაირონი. შეიძლება კიდეც ერქვა ქალს ცისო და მან ფონეტიკურად მიამსგავსა „თირზას,“ ან, უბრალოდ, სიმბოლურად დაირქვა ეს სახელი – „თირზა” მწუხარებას, სევდას ნიშნავს. ის გესნერის ნაწარმოებში აბელის ცოლის სახელია. შეიძლება, სწორედ ეს გახდა ბაირონისთვის შთაგონების წყარო. 

– თქვით, რომ გოგონა ლინგუა ფრანკაზე ესაუბრებოდა ბაირონსო. რას ნიშნავს „ლინგუა ფრანკა“?

–  „ლინგუა ფრანკა“ ლათინურად „უცხოელთა ენას“ ნიშნავს. ამ ენაზე მეცხრამეტე საუკუნეში საბერძნეთში, შუა აზიაში, თურქეთსა და ეგვიპტეში საუბრობდნენ ვაჭრები და მოგზაურები, რომლებიც დიდი განათლებით არ გამოირჩეოდნენ. ესპერანტოსავით ჰქონდათ შექმნილი ერთგვარი ხელოვნური ენა და ისე აგებინებდნენ ერთმანეთს სათქმელს.

– წავიკითხე, რომ ბაირონი თან ატარებდა ქალის თმას. ეს თირზას თმა იყო?

–  დიახ, ასეა. ეს იყო იმდროინდელი მოდა – ქალის თმის ტარება, ნიშნად მისადმი დამოკიდებულებისა. როცა მის გამომცემელთან მოვხვდი სახლში, სადაც დაცულია ბაირონის ნივთები, გამოაღო უჯრა და მაჩვენა ქალის ნაწნავი – წაბლისფერ-მოოქროსფერო შესანიშნავი თმა. ცნობილია, რომ ესპანელმა დონია ჯოზეფამ მოიჭრა თმა და გაატანა ბაირონს, თუმცა, ვფიქრობ, შესაძლოა, ეს ქართველი გოგონას თმაც იყოს. როცა გასამგზავრებლად ამზადებდა გოგონას, ბაირონს უბრძანებია, ის ვაჟურად, პაჟის ფორმაში გამოეწყოთ და თმაც მოეკვეცათ. ასევე, სამოსის შიგნიდან გამოეკერებინათ ძვირფასი ქვები, რათა გოგონას გაჭირვების ჟამს ჰქონოდა ფულის მაგივრად. შეიძლება, ის თმა თან წამოიღო, რადგან, ლექსში წერს. სახსოვარი, შენ რომ მიძღვენი, ახლაც თან მაქვსო. გარდა ამისა, ცნობილია, რომ მან მეუღლეს აჩვენა თმა და უთხრა: ეს იმ გოგონას თმაა, მე რომ აღმოსავლეთში გავიცანი, თუმცა, მისი ვინაობის გამხელას აზრი არ აქვსო. იქნებ, დნმ-ს ანალიზმა მოჰფინოს ამ ამბავს ნათელი.

– ფლეტჩერმა უმუხთლა ბაირონსო, ამბობდით.  

– ფლეტჩერმა გოგონა საყვარლად გაიხადა და ჩაკეტა ფარდულში, რითაც ამოგზაურებდა. თბილისში რომ ჩამოვიდნენ, თირზამ მხოლოდ ცა დაინახა და ვერც მიხვდა, სად იყო. ვაჭარს ტყუილი უთქვამს – ბაირონმა გადაწყვეტილება შეცვალა და გოგონა თავისთან დაიტოვაო. თურქი კურიერის მეშვეობით ბაირონმა თბილისში წერილი გამოგზავნა და აგენტის საშუალებით დაადგინა, რომ ოტომანთა იმპერიის გავლით, ფლეტჩერი თირზას ევროპაში უპირებდა წაყვანას. ლორდი ბაირონი თავად სწვევია თურქ ფაშას, რომელმაც დახმარება აღუთქვა პოეტს. მართლაც, მან შეიპყრო ფლეტჩერი და დილეგში ჩააგდებინა. საოცრადაა აღწერილი ბაირონისა და და გოგონას შეხვედრის სცენა: განაწამები ქალი ბაირონს კისერზე ჩამოეკიდა, ეხვეოდა და ტიროდა. პოეტი შეჰპირდა, ქარავანს გაგაყოლებო, მაგრამ, ქარავანი ძალიან იშვიათად მოძრაობდა – თითქმის სამ წელიწადში ერთხელ. მან გოგონა ბერძენ სასულიერო პირს მიაბარა. ბაირონს სურდა, ის ეშვილა ან სასწავლებლად იტალიაში გაეგზავნა, მაგრამ, სამწუხაროდ, არ დასცალდა. 

 

скачать dle 11.3