კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ინტიმური საუბრები

პირველი სიყვარული გამიცრუვდა

მეოთხე კურსზე რომ ვიყავი, ჩემი ჯგუფელი გოგო შემიყვარდა. ადრე სხვა ფაკულტეტზე სწავლობდა, მერე აკადემიური ჰქონდა აღებული და მეოთხე კურსზე ჩვენთან დასვეს. სოფლიდან იყო ჩამოსული და ქირით ცხოვრობდა მეგობარ გოგოსთან ერთად. თავიდან ვმეგობრობდით, მერე კი გრძნობა თავისთავად მოვიდა. სხვათა შორის, თვითონ პირველი გამომიტყდა სიყვარულში. ჩვენი პაემნები მთელი წელი გაგრძელდა. მე ძალიან ბედნიერი ვიყავი, მაგრამ ჩემს ძმაკაცებს არ მოსწონდათ თამთა. ერთმა ისიც მითხრა „მონადირე“ გოგოა, მდიდარ და დედისერთა ბიჭებზე ნადირობს. ადრე სხვაც ჰყავდა შენისთანა ბოთე გამოჭერილი, მაგრამ, ეტყობა, ის ტიპი დროზე მიხვდა, ვისთან ჰქონდა საქმე და დაშორდაო.

თამთა ძალიან ლამაზი გოგო იყო, ვიფიქრე ასეთ გოგოებზე ყოველთვის ჭორაობენ-მეთქი და ძმაკაცის გაფრთხილება არაფრად ჩავაგდე. ისე მიყვარდა, ისეთი სათნო და მზრუნველი იყო, ისე კარგად ვგრძნობდი თავს მის გვერდით, რაც არ უნდა ეთქვათ მასზე, მართალიც რომ ყოფილიყო, ყურადღებას არ მივაქცევდი,  ისე ვიყავი დაბრმავებული.

უნივერსიტეტს რომ ვამთავრებდით, მეხუთე კურსის ბოლოს, სახლში დავპატიჟე და დედაჩემი გავაცანი. შუა სადილობის დროს მეზობელმა დამიძახა – ერთი წუთით გამოდიო, რაღაცაში მიხმარება დასჭირდა. თამთასთან ბოდიში მოვიხადე და გავედი. დაახლოებით ათ-თხუთმეტ წუთში დავბრუნდი. თამთა ოთახში დადიოდა და იქაურობას დაკვირვებით ათვალიერებდა, დედაჩემი კი წარბაწეული აკვირდებოდა. აშკარად არ მომეწონა სიტუაცია. სადილი რომ დავასრულეთ, ცოტა ხანს კიდევ ვისაუბრეთ და მერე თამთა გავაცილე. გზაში სულ იმაზე მეტიტინებოდა, როგორი ქორწილი უნდა გადაგვეხადა და სად უნდა წავსულიყავით სამოგზაუროდ. მერე მითხრა, ბინაში ყველაფერი ძვირფასი გაქვთ, მაგრამ, უგემოვნოდ არის მოწყობილი და მოგზაურობიდან რომ ჩამოვალთ, მე ვიცი, როგორც მოვაწყობო. გულის სიღრმეში რაღაცამ გამკენწლა, მაგრამ ისე ვიყავი დაბრმავებული, არც ამისთვის მიმიქცევია ყურადღება.

სახლში რომ დავბრუნდი, დედა ამრეზით დამხვდა. პირდაპირ მომახალა: ეგ გოგო შენ ცოლად არ გამოგადგება, უფრო მეტიც – ისე აგირევს ცხოვრებას, თავ-ბედს გაწყევლინებსო. მერე მკითხა, სად ცხოვრობს და ვინ არიან მისი მშობლებიო. რომ ვუთხარი, რაიონიდან არის ჩამოსული, ჰყავს სამი და-ძმა, მშობლები კი ჩვეულებრივი მშრომელი ადამიანები არიან-მეთქი, ამაზე სულ გადაირია. მე გავბრაზდი და დედაჩემს საკმაოდ უხეშად გავეცი პასუხი – მე თამთა მომყავს ცოლად და არა მისი ოჯახი-მეთქი. დედამ მითხრა, ტყუილად გგონია ასე, რომ ჩამოგისახლდება მთელი რაიონი და შენს საკუთარ ბინაში შენი დასაწოლი ადგილი არ დაგრჩება, მერე გამიხსენებო. მოკლედ, მაგრად ვიჩხუბეთ. ამ ჩხუბში ისიც გაირკვა, რომ სანამ მე მეზობელთან ვიყავი გასული, თამთას დაწვრილებით გამოუკითხავს დედაჩემისთვის, ვის სახელზე იყო ბინა გაფორმებული, გვქონდა თუ არა კიდევ სხვა უძრავ-მოძრავი ქონება და მყავდა თუ არა მოცილე მემკვიდრეობაში. ამ ამბავმა, ცოტა არ იყოს, დამაფიქრა და ჩემს ძმაკაცს (რომელსაც განსაკუთრებით არ მოსწონდა თამთა) დავავალე, ყველაფერი გაეგო ჩემი მომავალი ცოლის შესახებ. არ ვიცი, იყო თუ არა ეს ჩემი მხრიდან კარგი საქციელი, მაგრამ, ახლა არ ვნანობ, ასე რომ მოვიქეცი. როგორც გაირკვა, თამთას იმიტომ აუღია აკადემიური, რომ ვიღაც მდიდარი (თან – ცოლიანი) კაცისგან ბავშვი გაუჩენია. იმას უარი უთქვამს მამობაზე და გვარიც კი არ მიუცია. სოფელში სახელი რომ არ გასტეხოდა, თამთას ოჯახს ბავშვი გაუშვილებია. მოკლედ, გოგოს, რომელიც ანგელოზი მეგონა, ისეთი შავბნელი წარსული ჰქონია, მისი ისტორია სცენარად გამოდგებოდა.

ცხადია, თამთასთვის არ დამიმალავს, რომ ყველაფერი გავიგე, ვუსაყვედურე, რატომ მატყუებდი-მეთქი და ვუთხარი, რომ მასთან ოჯახს ვერ შევქმნიდი. მან კი პასუხად მითხრა: ძალიანაც კარგი, რომ ასე მოხდა. მე უკვე გავიცანი ადამიანი, ვინც ბედნიერს გამხდის. ქონებაც შენზე მეტი აქვს და არც დედაშენისთანა მიგერები ჰყავს სახლში, რომ სისხლი გამიშრონო.

ასე გამიცრუვდა პირველი სიყვარული. ისეთი ტრავმირებული ვიყავი, კარგა ხანს არ გამიხედავს გოგოებისკენ. ახლა ერთი გოგონა მომწონს. ჩვენ ერთად ვმუშაობთ და მთელი დღის განმავლობაში ვაკვირდები, ესეც თამთასავით თვალთმაქცი ხომ არ არის. თითქოს კარგი ადამიანი ჩანს, მაგრამ, ისე ვარ დაკომპლექსებული, ყველა გოგოში ეჭვი მეპარება. არადა, ვინ იცის, იქნებ ეს სწორედ ის ქალია, რომელთანაც ბედნიერი ვიქნები?!

ავთო, 28 წლის.

 

მე და ჩემს დაქალს ერთი ბიჭი მოგვწონს

მე და ჩემს დაქალს ერთი ბიჭი მოგვწონს. კარგა ხანს ვუმალეთ ეს ამბავი ერთმანეთს, მაგრამ, ბოლოს ვერ მოვითმინეთ და ჯერ მე გამოვუტყდი, მერე კი თვითონაც აღიარა ყველაფერი. სიმართლე გითხრათ, ჯერ არც არაფერი მომხდარა არც ჩემსა და იმ ბიჭს შორის და არც ეკასა და იმ ბიჭს შორის. უფრო მეტიც – ნიკამ არც კი იცის, ორივეს რომ მოგვწონს და  ჩემთანაც და მასთანაც ჩვეულებრივად ძმაკაცობს. ჩვენ სამივეს ერთი სამეგობრო წრე გვაქვს და ამიტომ შედარებით ადვილია ჩვენი გრძნობების მეგობრობით შენიღბვა, მაგრამ, არ ვიცი, ასე როდემდე გაგრძელდება. ნიკამ რომ ეს ამბავი გაიგოს, ალბათ, ორივეს დაგვკარგავს, მით უფრო, რომ მას სხვა გოგო მოსწონს – სხვა „სასტავიდან“. მართალია, გარეგნობითაც და ბევრი სხვა რამითაც ჩვენზე ნაკლებია, მაგრამ, ჯერ ერთი, ამ ბიჭების გემოვნებას რას გაუგებს კაცი, თანაც, ჩვენ, როგორც დებს, ისე გვიყურებს და, ალბათ, აზრადაც არასდროს მოსვლია, რომ „სხვანაირად“ შემოგვხედოს.

გაგეცინებათ, მაგრამ, რადგანაც მეც და ეკაც დარწმუნებულები ვართ, რომ ნიკა ჩვენთვის, ასე ვთქვათ, „მიუწვდომელია“ (რადგან ძმაკაცია), იმის ნაცვლად, რომ ერთმანეთს წავჩხუბებოდით, ამ გრძნობამ უფრო დაგვაახლოვა. ერთხელაც კი არ გვიეჭვიანია ერთმანეთზე, აი, იმ გოგოს კი ორგანულად ვერ ვიტანთ, მისი ყველაფერი გვაღიზიანებს და, როცა ნიკას ის ჩვენს ტუსოვკებზე მოჰყავს, ვცდილობთ, გავინაპიროთ და ყურადღება არ მივაქციოთ. ნიკა ხედავს ჩვენს საქციელს, მაგრამ, ჯერჯერობით, არაფერს გვეუბნება, თუმცა, არ ვიცი, როდემდე მოითმენს ჩვენს „იაზვობას“. მეშინია, ამის გამო სულ არ დაგვკარგოს, რადგან ამას უკვე ნამდვილად ვეღარ გადავიტანთ ვერც მე და ვერც ეკა.

თიკო, 16 წლის.

скачать dle 11.3