კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
მარტი 2019 (105)
თებერვალი 2019 (255)
იანვარი 2019 (209)
დეკემბერი 2018 (213)
ნოემბერი 2018 (226)
ოქტომბერი 2018 (252)

ადვოკატი გირჩევთ

კითხვა: გთხოვთ, განმიმარტოთ, რა დანიშნულება აქვს სოციალური პარტნიორობის სამმხრივ კომისიას და ვინ ხელმძღვანელობს მას?

პასუხი: განგიმარტავთ, რომ  სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისია არის სათათბირო ორგანო, რომელიც ანგარიშვალდებულია სამმხრივი კომისიის თავმჯდომარის, საქართველოს პრემიერ-მინისტრის წინაშე.  სამმხრივი კომისია საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს კანონებით, საქართველოს პარლამენტის დადგენილებებით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებითა და განკარგულებებით, საქართველოს მთავრობის დადგენილებებითა და განკარგულებებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით.

კითხვა: მაინტერესებს და, გთხოვთ, მაცნობოთ ვინ არიან სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის მხარეები, ანუ, ვინ არის გაერთიანებული ამ კომისიაში და როგორ ხდება კომისიის წევრების შერჩევა?

პასუხი: სამმხრივი კომისიის მხარეები არიან საქართველოს მთავრობა, ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა სექტორში მოქმედი დამსაქმებელთა გაერთიანებები და დასაქმებულთა გაერთიანებები. თითოეულ მხარეს სამმხრივ კომისიაში ჰყავს 6 წევრი, რომლებიც, შესაძლებელია, სხვადასხვა ორგანიზაციას წარმოადგენდნენ. ამ ორგანიზაციების წარმომადგენელთა სამმხრივი კომისიის შემადგენლობაში შეყვანის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სამმხრივი კომისიის თავმჯდომარე. თითოეული დამსაქმებელთა გაერთიანება და დასაქმებულთა გაერთიანება, რომელიც სამმხრივი კომისიის მხარეა, თავად იღებს გადაწყვეტილებას სამმხრივი კომისიის წევრებად წარსადგენად საკუთარ წარმომადგენელთა შერჩევის შესახებ. სამმხრივი კომისიის წევრებად წარდგენილი უნდა იქნენ მხარეთა წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირები, რომლებიც, თავის მხრივ, სამმხრივი კომისიის თავმჯდომარეს წარუდგენენ კომისიის დანარჩენ 5-5 წევრს. სამმხრივ კომისიაში, საქართველოს მთავრობას სამმხრივი კომისიის თავმჯდომარესთან ერთად, წარმოადგენენ ხელმძღვანელ თანამდებობაზე მყოფი პირები შემდეგი სახელმწიფო დაწესებულებებიდან: საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო; საქართველოს იუსტიციის სამინისტრო; საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო; საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. 

კითხვა: გთხოვთ, გამაცნოთ სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის კონკრეტული ფუნქციები, ანუ რა მიზნითაა ეს კომისია შექმნილი და რა უფლებამოსილება აქვს ამ კომისიას მინიჭებული?

პასუხი: სამმხრივი კომისიის ფუნქციებია: ქვეყანაში სოციალური პარტნიორობის განვითარების, აგრეთვე, დასაქმებულებს, დამსაქმებლებსა და საქართველოს მთავრობას შორის სოციალური დიალოგის წარმართვის ხელშეწყობა ყველა დონეზე; შრომით და მის თანმდევ ურთიერთობებში სხვადასხვა საკითხზე წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება. რაც შეეხება უფლებამოსილებას, თავისი ფუნქციების შესასრულებლად, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, სამმხრივი კომისია უფლებამოსილია: საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განიხილოს მხარეთა მიერ დასმული საკითხები; კომისიის სხდომაზე მოისმინოს მხარეთა ინფორმაციები მისი კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ საკითხებზე; საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოითხოვოს აღმასრულებელი ხელისუფლებისა და შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისაგან, აგრეთვე, სხვა დაწესებულებებისგან მის მიერ საკითხების განსახილველად საჭირო მასალები; საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სათანადო წინადადებებისა და რეკომენდაციების შესამუშავებლად მოიწვიოს სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები, შესაბამისი დარგის სპეციალისტები და ექსპერტები. მათი მოწვევის დროს უნდა გამოირიცხოს ინტერესთა კონფლიქტი; შეიმუშაოს და დაინტერესებულ პირებს წარუდგინოს წინადადებები მისი კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ საკითხებზე.

კითხვა: მაინტერესებს, შეიძლება თუ არა საქართველოში არსებობდეს კერძო ფირმა, რომელიც ორიენტირებული იქნება ადამიანების დასაქმებაზე? 

პასუხი: გაცნობებთ, რომ  საქართველოს შრომის კოდექსი პირდაპირ ითვალისწინებს მსგავსი ფირმების არსებობასა და საქმიანობას და მას ეწოდება „დასაქმების კერძო სააგენტო.“ უფრო კონკრეტულად, დასაქმების კერძო სააგენტოდ ითვლება ნებისმიერი ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც ეწევა მომსახურებას უმუშევრის ანუ სამუშაოს მაძიებლის დასაქმების მიზნით. 

კითხვა: გთხოვთ, მაცნობოთ, კანონის შესაბამისად ვინ შეიძლება ჩაითვალოს უმუშევარ პირად?

პასუხი: გაცნობებთ, რომ, შრომის კოდექსის შესაბამისად, უმუშევრად, ანუ, სამუშაოს მაძიებლად ჩაითვლება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სამუშაო ასაკის შრომისუნარიანი ან ნაწილობრივ შრომისუნარიანი პირი, რომელსაც არ აქვს სამუშაო, ეძებს მას და მზად არის სამუშაოს შესასრულებლად. 

скачать dle 11.3