კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
იანვარი 2020 (51)
დეკემბერი 2019 (257)
ნოემბერი 2019 (207)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)

რომელი პოლიტიკოსი ქალები მოხვდნენ მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ქალების რეიტინგში

ამერიკულმა „ფორბსმა” გამოაქვეყნა მსოფლიოს 100 ყველაზე გავლენიანი ქალის მეათე, საიუბილეო რეიტინგი. რეიტინგის მონაწილეები შვიდ კატეგორიაზე იყოფიან: მილიარდერები, ბიზნესი, გართობა, მედია, არაკომერციული საქმიანობა, პოლიტიკა და ტექნოლოგია. რეიტინგში რამდენიმე ახალი სახე გამოჩნდა, რომელთა შორისაა სამხრეთ კორეის პრეზიდენტი პაკ კინ ჰე. გთავაზობთ აღნიშნული რეიტინგის პირველ ათეულს.

ანგელა მერკელი – ადგილი რეიტინგში: 1; ადგილი 2012 წლის რეიტინგში: 1; ასაკი: 58 წლის; ქვეყანა: გერმანია; თანამდებობა: გერმანიის კანცლერი; ოჯახური მდგომარეობა: დაქორწინებული. შვილები არ ჰყავს.

მერკელი ზედიზედ მესამედ და ისტორიაში მეშვიდედ უდგას სათავეში ყველაზე გავლენიანი ქალების რეიტინგს. ევროკავშირის „რკინის ლედი” ევროზონის კრიზისთან მებრძოლი მთავარი ფალავანია და მასზეა დამოკიდებული ევროპის სავალუტო კავშირის მომავალი. მერკელი განთქმულია ხისტი ანტიკრიზისული კურსით, რომლის გამოც მას ხშირად უწევს დაპირისპირება ევროკავშირის სხვა ლიდერებთან, მათ შორის საფრანგეთის სოციალისტ ლიდერთან, ფრანსუა ოლანდთან, რომელიც მერკელის მთავარ ოპონენტად ითვლება ევროპაში. შემოდგომაზე მერკელს არჩევნები უწევს და, შესაძლოა, მომავალ წელს კანცლერის თანამდებობაზე კვლავ „რკინის ლედი” ვიხილოთ.

დილმა რუსეფი – ადგილი რეიტინგში: 2; ადგილი 2012 წლის რეიტინგში: 3; ასაკი: 65 წლის; ქვეყანა: ბრაზილია; თანამდებობა: ბრაზილიის პრეზიდენტი; ოჯახური მდგომარეობა: განქორწინებული, ჰყავს 1 შვილი.

ბრაზილიელმა დილმა რუსეფმა მეორე პოზიციიდან ჰილარი კლინტონი ჩამოაქვეითა. ბრაზილიის პირველი ქალი-პრეზიდენტი მსოფლიოში სიდიდით მეშვიდე ეკონომიკას უდგას სათავეში. ეკონომიკის განვითარების მაჩვენებლით ბრაზილია მსოფლიოს მოწინავე სახელმწიფოა და ამ წარმატებას სწორედ რუსეთის მიერ გატარებულ ზუსტ და პრაგმატულ პოლიტიკას მიაწერენ. ამასთან, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის თავმჯდომარედ ახლახან ბრაზილიელი რობერტო აზევედო აირჩიეს და დილმა რუსეფს გავლენიანი თანაგუნდელი გამოუჩნდა ბრაზილიის აღორძინების საქმეში.

მელინდა გეითსი – ადგილი რეიტინგში: 3; ადგილი 2012 წლის რეიტინგში: 4; ასაკი: 48 წლის; ქვეყანა: ამერიკის შეერთებული შტატები; თანამდებობა: „მელინდა და ბილ გეითსების ფონდის“ თანათავმჯდომარე; ოჯახური მდგომარეობა: დაქორწინებული, ჰყავს 3 შვილი.

„მაიკროსოფტის” მფლობელის მეუღლე და გლობალური ჰუმანიტარული პროგრამების ავტორი, მელინდა გეითსი, დარწმუნებულია, რომ 2018 წელს მისი საქველმოქმედო ფონდი მთლიანად დაამარცხებს პოლიომიელიტს. გარდა ამისა, გეითსების ოჯახი საკუთარ თავზე იღებს მსოფლიოს მესამე ქვეყნების 120 მილიონამდე ქალის კონტრაცეპციით უზრუნველყოფას, რაც 2020 წლამდეა გათვლილი. ამ პროგრამაზე ფონდი ყოველწლიურად 140 მილიონამდე დოლარს ხარჯავს. გასულ წელს მელინდას ფონდს ქველმოქმედებაზე, ბოლო მონაცემებით, 3,4 მილიარდი დოლარი აქვს დახარჯული, ხოლო ქველმოქმედებაზე დახარჯული საერთო თანხა დიდი ხანია, 26 მილიარდ ამერიკულ დოლარს აჭარბებს.

მიშელ ობამა – ადგილი რეიტინგში: 4; ადგილი 2012 წლის რეიტინგში: 7; ასაკი: 49 წლის; ქვეყანა: ამერიკის შეერთებული შტატები; თანამდებობა: პირველი ლედი; ოჯახური მდგომარეობა: დაქორწინებული, ჰყავს 2 შვილი.

მიშელ ობამა ამერიკის შეერთებულ შტატებში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ადამიანად ითვლება, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს პოლიტიკურ და საზოგადოებრივ საქმეებში. მიშელი ბავშვებში ჭარბი წონის პრობლემების მოგვარებას კურირებს და პროპაგანდას უწევს ჯანმრთელი ცხოვრების წესს. ამერიკელების 70 პროცენტი პოზიტიურად არის განწყობილი მიშელის მიმართ, რაც ბარაკ ობამას რეიტინგზეც დადებითად მოქმედებს. 

ჰილარი კლინტონი – ადგილი რეიტინგში: 5; ადგილი 2012 წლის რეიტინგში: 2; ასაკი: 65 წლის; ქვეყანა: ამერიკის შეერთებული შტატები; თანამდებობა: ექსსახელმწიფო მდივანი, მეცენატი; ოჯახური მდგომარეობა: დაქორწინებული, ჰყავს 1 შვილი.

პოლიტიკიდან დროებით წასული ჰილარი კლინტონის რეიტინგის ვარდნა მოსალოდნელი იყო. მას შემდეგ, რაც სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე ბარაკ ობამამ ჯონ კერის კანდიდატურა დაამტკიცა, ჰილარიმ პოლიტიკისგან დასვენება გადაწყვიტა, თუმცა, სავსებით მოსალოდნელია, რომ მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში მან კვლავ გარისკოს და იყაროს კენჭი. მანამდე კი ჰილარი კლინტონმა ხელი მოაწერა 14-მილიონიან კონტრაქტს წიგნის გამომცემლებთან და მემუარების წიგნზე   დაიწყო მუშაობა.

შერილ სენდბერგი – ადგილი რეიტინგში: 6; ადგილი 2012 წლის რეიტინგში: 10; ასაკი: 43 წლის; ქვეყანა: ამერიკის შეერთებული შტატები; თანამდებობა: „ფეისბუქის“ აღმასრულებელი დირექტორი; ოჯახური მდგომარეობა: დაქორწინებული, ჰყავს 2 შვილი.

შერილ სენდბერგი ფემინისტური მოძრაობის ლიდერი, მწერალი და მსოფლიოში ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელის აღმასრულებელი დირექტორია. მარკ ცუკერბერგის გუნდის წევრი, შერილი, გასული წლის შეჯამების შემდეგ მოხვდა გავლენიანი ქალების რეიტინგში. „ფეისბუქის“ წარმატება დიდწილად შერილზეა დამოკიდებული.

კრისტინ ლაგარდი – ადგილი რეიტინგში: 7; ადგილი 2012 წლის რეიტინგში: 8; ასაკი: 57 წლის; ქვეყანა: საფრანგეთი; თანამდებობა: მსოფლიო სავალუტო ფონდის დირექტორი; ოჯახური მდგომარეობა: განქორწინებული, ჰყავს 2 შვილი.

მსოფლიო სავალუტო ფონდის პირველი ქალი დირექტორი უკანასკნელი ორი წელია, ევროზონის სავალუტო კრიზისს ებრძვის. ლაგარდი ანგელა მერკელის ერთ-ერთ მთავარ მეტოქედ ითვლება ევროკავშირის ფინანსური კრიზისის მოგვარების საკითხში, რადგან, მათი პოზიციები მკვეთრად განსხვავდება. სავალუტო ფონდამდე ლაგარდი წარმატებული ადვოკატი იყო ამერიკაში და მცირე ხანს საფრანგეთის ფინანსთა მინისტრადაც მუშაობდა. წელს ვრცელდება ინფორმაცია, რომ საფრანგეთის მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში კრისტინ ლაგარდი საკუთარ კანდიდატურას წარადგენს.

ჯანეტ ნაპოლიტანო – ადგილი რეიტინგში: 8; ადგილი 2012 წლის რეიტინგში: 9; ასაკი: 55 წლის; ქვეყანა: ამერიკის შეერთებული შტატები; თანამდებობა: ამერიკის შეერთებული შტატების ნაციონალური უსაფრთხოების მინისტრი; ოჯახური მდგომარეობა: დაუქორწინებელი.

ნაპოლიტანო სათავეში უდგას ამერიკის სიდიდითა და გავლენით მესამე პოლიტიკურ უწყებას, 48 მილიარდი დოლარის ბიუჯეტით, 240 ათასი დასაქმებულით, 22 შვილობილი სააგენტოთი და სპეცსამსახურით. ამჟამად ნაპოლიტანოს უწყების მთავარი გამოწვევა კიბერდანაშაულთან ბრძოლაა. უსაფრთხოების სამინისტროს ნაპოლიტანო 2009 წლიდან უდგას სათავეში, მანამდე კი არიზონის შტატის გუბერნატორის თანამდებობაზე მსახურობდა.

სონია განდი – ადგილი რეიტინგში: 9; ადგილი 2012 წლის რეიტინგში: 6; ასაკი: 66 წლის; ქვეყანა: ინდოეთი; თანამდებობა: ინდოეთის ნაციონალური კონგრესის ლიდერი; ოჯახური მდგომარეობა: ქვრივი, ჰყავს 2 შვილი.

სონია განდი   რეკორდსმენია ინდოეთის მმართველი პარტიის ლიდერის თანამდებობაზე ყოფნაში. ამბობენ, რომ განდის ცუდი ურთიერთობა აქვს ინდოეთის პრემიერთან მანმოჰან სინგჰთან და, არ არის გამორიცხული, რომ 2014 წლის არჩევნებში სონია განდი გახდეს ინდოეთის პრემიერ-მინისტრი. ცნობილია, რომ 2013 წლის მაისიდან, სონია განდისა და მის ორ შვილს, ქალი-კომანდოსებისგან შემდგარი სპეციალური სამხედრო დანაყოფი იცავს.

ინდრა ნუი – ადგილი რეიტინგში: 10; ადგილი 2012 წლის რეიტინგში: 12; ასაკი: 57 წლის; ქვეყანა: ამერიკის შეერთებული შტატები; თანამდებობა: „პეპსიკოს“ გენერალური დირექტორი; ოჯახური მდგომარეობა: დაქორწინებული, ჰყავს 2 შვილი.

სასმელების მწარმოებელი გიგანტი კომპანიის თავმჯდომარე და მსოფლიოში ცნობილი ბრენდის მმართველი. გასული წელი ინდრა ნუის კომპანიისთვის წარმატებული გამოდგა და მოგების მაჩვენებელმა რეკორდული თანხა – 13 მილიარდი დოლარი შეადგინა. ამჟამად კომპანია ახალ პროდუქტებზე მუშაობს და ბრძოლა უმთავრეს კონკურენტთან  – „კოკა-კოლასთან” კიდევ უფრო საინტერესო გახდება.

 

скачать dle 11.3