კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა მოხდა ამ დღეს

23 სექტემბერი

1846 – იოჰან ჰალემ აღმოაჩინა მზის სისტემის მერვე პლანეტა – ნეპტუნი.

1913 – ფრანგმა პილოტმა როლან გაროსმა პირველმა გადაუფრინა ხმელთაშუა ზღვას.

1930 – იოჰან ოსტერმაიერმა დააპატენტა ფოტონაპერწკალი („ვსპიშკა“).

1952 – მსოფლიოს ჩემპიონი კრივში გახდა როკი მარჩიანო.

24 სექტემბერი

1852 – ცაში აიჭრა პირველი დირიჟაბლი.

1960 – ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ექსპლუატაციაში გაუშვა პირველი ატომური ყინულმჭრელი „ენტერპრაისი“.

1989 – კათოლიკურმა ეკლესიამ მოახდინა გალილეო გალილეის რეაბილიტაცია.

25 სექტემბერი

1513 – ესპანელმა კონკისტადორმა ვასკო ნუნიეს-ი-ბალბოამ, პირველმა ევროპელთაგან, იხილა წყნარი ოკეანე.

26 სექტემბერი

1580 – დასრულდა ფრენსის დრეიკის მოგზაურობა დედამიწის გარშემო (მეორე ასეთი მოგზაურობა მაგელანის შემდგომ).

1815 – ვენაში რუსეთმა, ავსტრიამ, საფრანგეთმა და პრუსიამ შექმნეს „წმინდა კავშირი“, მიმართული რევოლუციური და ეროვნულ-გამათავისულებელი მოძრაობების წინააღმდეგ ევროპაში.

1934 – ინგლისელებმა წყალზე გაუშვეს მაშინდელ მსოფლიოში უდიდესი საოკეანო ლაინერი „Qeen Mery“.

1960 – ფიდელ კასტრომ „გაეროს“ სხდომაზე წარმოთქვა „გაეროს“ ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი სიტყვა – იგი განუწყვეტლივ ლაპარაკობდა 4 საათისა და 29 წუთის განმავლობაში.

27 სექტემბერი

1540 – რომის პაპმა პავლე მესამემ დაამტკიცა იეზუიტთა ორდენი.

1937 – ამერიკის შეერთებულ შტატებში ქალაქ ალბიონში, გაიხსნა მსოფლიოში პირველი სკოლა სანტა-კლაუსებისთვის.

1960 – დაიწყო „ოსტანკინოს“ ტელეანძის მშენებლობა მოსკოვში.

1977 – უკრაინაში ექსპლუატაციაში შევიდა ჩერნობილის ატომური ელექტროსადგური.

1993 – სოხუმის დაცემა.

28 სექტემბერი

1850 – ვაიმარში შედგა რიჰარდ ვაგნერის ოპერის – „ლოენგრინის“ პრემიერა, დადგმა განახორციელა ფერენც ლისტმა.

1879 – ინგლისელებმა ტყვედ იგდეს ზულუსების ბოლო მმართველი კეჩვაიო და დაასრულეს ზულუსთა სახელმწიფოს დაპყრობა (სამხრეთ აფრიკა).

1936 – იაპონიაში დაარსდა საავტომობილო კომპანია „ტოიოტა“.

1996 – პრინც ჩარლზისა და პრინცესა დიანას განქორწინება.

29 სექტემბერი

1399 – ინგლისში პლანტაგენების დინასტია შეცვალა ლანკასტერების დინასტიამ.

1650 – ვინმე ჰენრი რობინსონმა ლონდონში გახსნა პირველი „გაცნობის სააგენტო“.

1829 – დაარსდა ლონდონის პოლიცია „სკოტლენდ-იარდი“.

1885 – ინგლისში, ბლეკპულში, ამოძრავდა მსოფლიოში პირველი ელექტროტრამვაი.

1916 – ჯონ როკფელერი გახდა პირველი ადამიანი, რომლის ქონებამ მილიარდ დოლარს გადააჭარბა.

скачать dle 11.3