კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2019 (145)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)
მაისი 2019 (254)
აპრილი 2019 (201)
მარტი 2019 (208)

როგორ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს კანონიერი ქურდები, რაც საშინელი ტრაგედიით დასრულდა

– მისაღები უნდა მივიღოთ, „პარტიზანო“. ამას წინ ვერაფერი დაუდგება. ფუფლო ჭრელია. შენი რანგის კაცს ეს არ უნდა ეშლებოდეს, – თქვა ოცდახუთიოდე წლის ახალგაზრდამ და თავის ჭაღარა ოპონენტს მწველი მზერა შეავლო.

– ძალიან ხმამაღალი ნათქვამია „კაკი“ და დაატორმუზე! მე პარტიზანი ვარ და ჩემს სიტყვას ვერავინ გადავა. „პიკა“ ფულს მოგვიანებით გადაიხდის. ნუ უნაჟიმებ! – კბილებში გამოსცრა ჭაღარამ და ახალგაზრდა ოპონენტს თვალი თვალში გაუყარა.

– ხმამაღალი კი არა, ქურდული ნათქვამია და გიმეორებ, მას ვერაფერი, მათ შორის, ვერც შენ დაუდგები წინ. პიკა ან 100 ათასს ჩამაბარებს, ან ფუფლოა და ამას წყალი არ გაუვა. შენ ჩემზე ვზროსლი ხარ. სულ ესაა. ისე კი ორივე ქურდები ვართ და შენ არანაირი უფლება არ გაქვს, მიბრძანო.

ჭაღარას სახე წამოეჭარხლა და აშკარად შეეტყო, რომ შეურაცხყოფილი იყო. თუმცა, სიტყვა არ დაუძრავს და მხოლოდ ქურთუკის ჯიბეში ჩაიყო ხელი, თან ისეთი მოძრაობა გააკეთა, კაცი იფიქრებდა, იარაღი უდევს და იქიდან სროლას აპირებსო.

კაკის თავისი უფროსი კოლეგის ეს მოძრაობა არ გამოჰპარვია და მშვიდად უთხრა:

– რაო, პარტიზანო, ჯიბეში ხელები რატომ ჩაიყავი, რაშია საქმე?

პარტიზანს საბოლოოდ დაეკარგა მოთმინება და კაკის აღგზნებულმა მიუგო:

– რაშია საქმე და ჯიბეში დედაშენისთვის მაქვს რაღაც შენახული და მასთან უნდა გაგატანო.

კაკის ლიბრი გადაეკრა თვალებზე, გონება დაებინდა და შეშლილი გამომეტყველება მიიღო. სული შეეხუთა, პირი გაუშრა, მაგრამ ხელი არ აკანკალებია. ქამრიდან ბერეტა ამოაცურა, გადატენა და პარტიზანს ექვსი ტყვია ესროლა თავში. ბოლოს დანარჩენ ქურდებს მიუშვირა იარაღი და აიძულა, იატაკზე გაწოლილიყვნენ, თვითონ კი ოთახიდან გავიდა და მიიმალა.

მიშა ბოდაველმა იგივე კაკიმ, 25 წლის ქურდმა, მოკლა ნოდარ კურტანიძე, მეტსახელად „პარტიზანი“, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულ ქურდად ითვლებოდა. ეს იყო 1973 წლის 29 მაისს ლენინგრადში, ნევის პროსპექტზე მდებარე ერთ-ერთ ქურდულ მალინაში.

განაჩენი

პარტიზანი საქართველოში თავის მშობლიურ რაიონში დაკრძალეს. ამ პროცესიას ორმოცდაათი ქურდი დაესწრო, რომლებიც საბჭოთა კავშირის სხვადასხვა კუთხიდან ჩამოვიდნენ.

ქელეხმა პომპეზურად ჩაიარა. ქურდული „სხოდკის“ გადაწყვეტილებით, კაკის სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს, პარალელურად კი, ქურდის მკვლელ ქურდს ყველა რეგალია დაუსწრებლად აყარეს და თქვეს, ვინც მას მოკლავდა, ქურდი გახდებოდა.

ქურდების განცხადება იმდენად მაცდური იყო, რომ ქურდობის რამდენიმე მაძიებელმა ახალგაზრდამ კაკიზე ნადირობა განიზრახა. თუმცა, ორ მათგანს კაკიმ „ბერეტათი“ გაასხმევინა ტვინი, მესამეს კი ყურები დააჭრა ხანჯლით და სანამ წავიდოდა, უთხრა:

– შენს ნაბოზარ შეფებს გადაეცი, ყველას ასეთი და უარესი დღე დაადგება, ვინც ჩემს მოკვლას განიზრახავს.

დასაფლავება

კაკის საქციელით უკიდურესად შეურაცხყოფილმა ქურდებმა სპეციალური „სხოდკა“ მოაწყვეს და 100 ათას მანეთად „კაგებეს“ ყოფილი თანამშრომელი, კაპიტანი ჟენია ფურცევა დაიქირავეს. ის 38 წლის გაუთხოვარი ქალი იყო, რომელიც უშიშროებიდან კონტუზიის გამო წამოვიდა. თავის დროზე ფურცევას ძალიან მნიშვნელოვან სპეცოპერაციებში ჰქონდა მონაწილეობა მიღებული და სახელმწიფო ჯილდოებსაც ფლობდა. დაქირავებულ მკვლელ ქალს წინასწარ 50 ათასი მანეთი გადაუხადეს. ქილერი კაკის ძებნას შეუდგა. მის მოსახელთებლად ძალიან ვერაგულ საშუალებას მიმართა.

ფურცევა კაკის დედას დაუახლოვდა, მისი ნდობა მოიპოვა და ქვრივი ქალი მოწამლა. ამით ის კაკის მოხელთებას ვარაუდობდა – დარწმუნებული იყო, რომ ქურდი აუცილებლად დაესწრებოდა დედის დასაფლავებას.

გამოცდილი მკვლელი არ შემცდარა. კაკის დედას საქართველოს ერთ-ერთ მაღალმთიან სოფელში ასაფლავებდნენ. მიშა ბოდაველი ჭირისუფალთა შორის მიაბიჯებდა. ჟენია ფურცევა ხშირ ბუჩქებში იყო ჩასაფრებული. მან ხელსაყრელი მომენტი შეარჩია და კაკის გულში ესროლა. ბოდაველი დაეცა, თუმცა, ის ჯავშანჟილეტმა გადაარჩინა. ჟენია ფურცევამ გაქცევა სცადა, მაგრამ ქალი კაკის ნათესავებმა შეიპყრეს, გაკოჭეს და დაამწყვდიეს. დასაფლავების მეორე დღეს მიწურში გამომწყვდეულ ქილერს კაკი ეწვია. მან ქალი ჯერ გააშიშვლა, შემდეგ უზარმაზარი ხანჯლით შუაზე გააპო, მერე მთელი სხეული დაანაწევრა, ნაბადში გაახვია და ერთ-ერთ თბილისელ ქურდს გაუგზავნა. თან, წერილიც დაურთო: „თქვენს სისხლს დავლევ, თქვე ნაბოზრებო! დედაჩემის უდანაშაულო სიცოცხლეს ასგზის გაზღვევინებთ“.

სადისტური მკვლელობები

ყოფილი კაგებეშნიკის მკვლელობის შემდეგ, კაკის უქვე ქურდებიც ეძებდნენ და უშიშროებაც. ის კვლავ მოუხელთებელი იყო. ჯერ თბილისში, შემდეგ კი ქუთაისსა და რუსთავში მან სამი ქურდის დედა და დები გამოასალმა სიცოცხლეს. კაკი მუქარას ასი პროცენტით ასრულებდა და თავის მსხვერპლს განსაკუთრებული სისასტიკით უსწორდებოდა. მოკლულებს ძუძუსთავებსა და სასქესო ორგანოებს კვეთდა, ქსოვილში ახვევდა და ადგილობრივი მილიციის განყოფილებაში გზავნიდა. იქ, სადაც კაკი ჩნდებოდა, ყველაფერი სისხლით იყო მორწყული. ამის გამო, შინაგან საქმეთა მინისტრმა სპეციალური თათბირი მოიწვია და ქართველ მილიციელებს კატეგორიული ტონით განუცხადა:

– კაკი დევნილ მგელს დაემსგავსა. ფაქტობრივად, მანიაკი გახდა. ის ახლა ასჯერ უფრო საშიშია, ვიდრე ადრე იყო. მას სისხლი სწყურია. თქვენი მოვალეობა მისი გაჩერებაა და თუკი ცოცხალს ვერ შეიპყრობთ, მისი თავი მაინც უნდა მოიტანოთო...

ოპერაცია „ყაზბეგი“

მიშა ბოდაველი თითქმის ერთი წლის განმავლობაში ვერ მოიხელთეს, რაც იმ პერიოდში ანომალია იყო. მით უმეტეს, რომ მასზე ქურდების გარდა, მილიცია და „კაგებე“ ნადირობდა.

მინისტრთან თათბირის შემდეგ ქართველმა ჩეკისტებმა და მილიციამ მთელი რიგი ღონისძიებები შეიმუშავეს ძებნილი კაკის ადგილსამყოფლის დასადგენად. მათ თითქმის მთელი აგენტურული ქსელი დააყენეს ფეხზე და შეიტყვეს, რომ კაკი კბილებამდე შეიარაღებული იყო, სისტემატურად იცვლიდა ბინას და მას მუდმივად თან ახლდა 4-5 ერთგული ადამიანი, რომლებიც მზად იყვნენ სისხლის უკანასკნელ წვეთამდე ებრძოლათ.

3 მაისს თბილისის „კაგებემ“ ინფორმაცია მიიღო, რომ 1974 წლის 4 მაისს კაკი ყაზბეგის რაიონის ერთ-ერთ სოფელში უნდა ასულიყო. ქართველმა ძალოვნებმა სრული მობილიზაცია გამოაცხადეს, საუკეთესო ძალები გადაისროლეს მაღალმთიანეთში და ოპერაცია „ყაზბეგი“ დაიწყო...

გამთენიისას, ყაზბეგის რაიონის ერთ-ერთ სოფელთან, ძალოვნებმა „გაზ 53-ის“ მარკის მანქანა ალყაში მოაქციეს და მასში მჯდომ კაკისა და მის ხუთ მეგობარს დანებება უბრძანეს. ალყაში მოქცეულებმა სროლა ატეხეს და მილიციელთა კორდონის გარღვევა სცადეს.

ურთიერთსროლისას მანქანა 890 მეტრის სიმაღლიდან ხევში გადავარდა, ცეცხლი წაეკიდა და აფეთქდა. შემთხვევის ადგილზე ჩასულ ძალოვნებს იქ ხუთი დანახშირებული ცხედარი დახვდათ. სამართალდამცველებმა ცხედრები ამოიტანეს, სპეციალურ ფურგონში მოათავსეს და ექსპერტიზაზე გაგზავნეს. ექსპერტიზის პასუხი ორ კვირაში გახდა ცნობილი. დადგინდა, რომ მოკლულებში მიშა ბოდაველი, იგივე კაკი, არ იყო.

უკანასკნელი გასროლა

მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ კაკი გადარჩა, მისი ძებნა გაასკეცდა. ძალოვნებმა ბოდაველის ახალი ადგილსამყოფელი დაადგინეს. ფეხში დაჭრილი და მარცხენა ხელმოტეხილი კაკი, მცხეთის რაიონის ერთ-ერთ სოფელში, ვინმე ოთარ ირემაშვილის სახლში იმყოფებოდა. ოთარი ახალგაზრდა ცოლთან და ერთი თვის ჩვილ ბავშვთან ერთად ცხოვრობდა. 1974 წლის 28 მაისს, ქართველმა ძალოვნებმა ალყაში მოაქციეს ირემაშვილების კარ-მიდამო და ორსართულიანი სახლის მიმართულებით ინტენსიური ცეცხლი გახსნეს. ხუთწუთიანი ტყვიების წვიმის შემდეგ მაიორმა კერესელიძემ, რომელიც ოპერაციას ხელმძღვანელობდა, პირზე მეგაფონი მიიდო და კაკის მიმართა:

– დაგვნებდი, ბოდაველო! ზუსტად ვიცით, რომ სახლში ხარ და თუკი ხელაწეული არ გამოხვალ და არ ჩაგვბარდები, ცოცხლად გამოგბუგავთ სახლში.

ბოდაველი მეორე სართულის აივანზე გამოვიდა. შემდეგ ხელები ტუჩებზე მიიდო და კერესელიძეს გამოსძახა:

– აღარ ისროლოთ! სახლში ჩვილია და არ მოკლათ. მე გნებდებით...

– მაშინ, ხელები ასწიე და გამოდი, თორემ არაფერს მოვერიდებით და არავის დავინდობთ, – მიუგო მეგაფონით კერესელიძემ.

კაკი პირველ სართულზე ჩავიდა. შემდეგ ხელები კეფაზე დაიწყო და ნელი სვლით გაემართა კარისკენ.

ძალოვნებს მოუხელთებელი ქურდი მიზანში ჰყავდათ ამოღებული და მზად იყვნენ გასროლისთვის.

როგორც კი კაკი ეზოს ჭიშკარს მიუახლოვდა, კერესელიძემ მეგაფონი ტუჩებზე მიიდო და კაკის უბრძანა:

– შეჩერდი და მუხლებზე დადექი!

კაკი მართლა შეჩერდა. ჯერ ცას ახედა, მერე კერესელიძეს, ბოლოს კი ზურგიდან „ბერეტა“ დააძრო და კეფა გაიხვრიტა.

სროლის ხმამ ძალოვნები დააბნია. უკვე მკვდარ ბოდაველს ინტენსიური ცეცხლი გაუხსნეს და ისე დაცხრილეს, რომ მისი სხეული ნაკუწებად იქცა.

მოგვიანებით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზამ დაადგინა, რომ კაკის 230 ტყვია ჰქონდა მოხვედრილი სხეულში, რომელთა შორის მხოლოდ 130-მა გაიარა, 100 კი – ჩარჩა.

 

скачать dle 11.3