კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2019 (144)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)
მაისი 2019 (254)
აპრილი 2019 (201)
მარტი 2019 (208)

მცენარეები – სილამაზისა და ჯანმრთელობის სამსახურში

გარგარის ზეთი ნამდვილაც სიცოცხლის ელექსირია მშრალი, აქერცვლისკენ მიდრეკილი კანისთვის. განსაკუთრებით კი უხდება მზეზე დიდხანს ყოფნით გამოწვეულ გაუწყლოებას. კარგად „მუშაობს“ მაკიაჟის მოსახსნელი საშუალებების შემადგენლობაში.

ჟოლოს შემადგენლობის მქონე კოსმენტიკურ საშუალებებს ორი უპირატესობა აქვს:

1. ებრძვის კანის გაუწყლოებას, ტონუსში მოჰყავს ის და ანიჭებს ელასტიკურობას;

2. თავისი განუმეორებელი სურნელით აუმჯობესებს გუნება-განწყობას.

ვარდის ზეთის შემცველი კოსმეტიკა აქრობს კანის ხარვეზს და ამცირებს მის ჰიპერმგრძნობელობას. კარგი შედეგი აქვს თვალების ქვეშ გაჩენილი ჩამუქების მოსაშორებლად; მისი სურნელი ხსნის სტრესს, აძლიერებს რწმენას საკუთარ ძალებში.

გვირილა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მცენარეა კოსმეტოლოგიაში. გვირილის შემცველი შამპუნი აძლიერებს თმის ძირებს, ბრწყინვალებასა და ლამაზ ფერს სძენს თმას; არბილებს სახის კანს და აქრობს სიწითლეს, აქრობს ანთებით პროცესებს; აჩქარებს კანის შეხორცების პროცესსა და უჯრედების განახლებას; გვირილის აბაზანები ამშვიდებს და აწყნარებს ორგანიზმს.

ქაცვის ექსტრაქტი კვებავს და ანაზებს კანს, ხდის მას მკვრივსა და ელასტიკურს; ამაგრებს თმის ძირებს, აღადგენს კანის დაზიანებულ უჯრედებს. ამასთან, ის არაჩვეულებრივი ანტიოქსიდანტია.

პომიდვრის წვენი (უმჯობესია, გადადუღებული) უნიკალური საშუალებაა ორგანიზმიდან ქოლესტერინის გამოსადევნად; ცოცხალი პომიდვრის ნიღაბი კი აქრობს ლაქებს, კვებავს კანს და ელასტიკურს ხდის მას; ასევე, ხელს უწყობს ნაადრევი ნაოჭების წარმოქმნას.

კიტრი – ცოცხალი კიტრი გარდა იმისა, რომ მასში შემავალი ვიტამინები და მიკროელემენტები კვებავს და აცოცხლებს კანს, კიტრის წვენი შესანიშნავი გამაახალგაზრდავებელი საშუალებაა, ამასთან, კიტრი ერთ-ერთი ყველაზე უვნებელი და დიეტური პროდუქტია, რომელიც წიდებისგან წმენდს ორგანიზმს და ხელს უშლის გაუწყლოებას.

ქლიავი შეიცავს ისეთ უნიკალურ ვიტამინებსა და მიკროელემენტებს, რომლებიც აუცილებელია როგორც ორგანიზმის ჯანმრთელობის, ისე კანის სილამაზის შესანარჩუნებლად. ამიტომ, ხშირად მიირთვით ის ცოცხალი სახით და კვირაში ერთხელ გაიკეთეთ გახეხილი ქლიავის ნიღაბი. ნიღაბი გაცილებით უფრო ეფექტური იქნება, თუ ქლიავის ხილფაფას გახეხილ ვაშლსაც შეურევთ.

ლიმონის უნივერსალური თვისებების შესახებ ყველასთვის არის ცნობილი. ამიტომ, ჩვენ მხოლოდ ერთს შეგახსენებთ: ლიმონისა და კიტრის წვენის ნაზავით (1:1) გაიწმინდეთ სახე. თუ ამ პროცედურას ყოველ საღამოს ჩაატარებთ, გარკვეული პერიოდის შემდეგ პიგმენტური ლაქები თუ მთლიანად არ გაქრება, საგრძნობლად გაფერმკრთალდება მაინც

скачать dle 11.3