კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2019 (145)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)
მაისი 2019 (254)
აპრილი 2019 (201)
მარტი 2019 (208)

როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები

უნდელია

გვარის ფუძეა მეტსახელი უნდელი, რაც დაუმწიფებელს, შემოუსვლელს ნიშნავს.

გვარი უნდელია ძალიან იშვიათად გვხვდება. ამ გვარის წარმომადგენლები ცხოვრობენ სოფელ კერზუში, ფოთში.

უნდილია და უნდელია ერთი და იგივე გვარ-სახელებია.

საქართველოში 42 უნდელია ცხოვრობს: მარტვილში – 27, ჩხოროწყუში – 13, სენაკში – 2.

ბაციკაძე

გვარის ფუძეა მეტსახელი ბაცი, ბაციკა.

ბაციკაძეები 1941 წელს სოფელ კორტიდან ასურეთში გადასახლებულან.

ამავე ძირისაა გვარები: ბაცანკალაშვილი, ბაცანიძე, ბაცანაძე, ბაცაცაშვილი, ბაცელია, ბაცელაშვილი, ბაციაშვილი, ბაცილავა და ბაცაცია.

საქართველოში 468 ბაციკაძე ცხოვრობს: თბილისში – 151, გორში – 101, ქარელში – 76. არიან სხვაგანაც.

ნერსეზაშვილი

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ნერსე. ამ სახელით ბევრი პიროვნებაა ცნობილი საქართველოს ისტორიაში.

საკუთარი სახელი ნერსო, ნერსუა, გავრცელებულია სომხებშიც, მისგან კი მიღებულია გვარი ნერსესიანი.

გვხვდება გვარი ნერსეზოვიც, რომელიც რუსული გაფორმებით ასე ჩაუწერიათ. ამ გვარის წარმომადგენლები სინამდვილეში ნერსეზიშვილები არიან, ქართველები.

საქართველოში 186 ნერსეზაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 31, თელავში – 29, რუსთავში – 6. არიან სხვაგანაც.

შემაზაშვილი

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი შემაზა. 1721 წელს, სამღერეთში მოიხსენიება გიორგი შემაზაშვილი. შემაზაშვილები იყვნენ მებატონეებიც. 1721 წლის აღწერით, მებატონე შემაზაშვილებს ჰყავდათ ყმები სოფელ კარაქაში.

საქართველოში 99 შემაზაშვილი ცხოვრობს: ასპინძაში – 31, რუსთავში – 26, გორში – 14. არიან სხვაგანაც.

ჩიფირაშვილი

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ჩიფა.

ჩხიკვთაში მცხოვრებმა ზაქარია ჩიფირაშვილმა 1874 წელს, დიდი ენაგეთის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიაში მონათლა შვილი, ნინო. მიმრქმელი იყო ჩხიკვთელი დიმიტრი საგინოვი.

1873 წელს სოფელ ჩხიკვთაში მოიხსენიება სოლომონ ჩიფირაშვილი.

ამავე ძირისაა გვარები: ჩიფარაშვილი, ჩიფრაშვილი და ჩაფაშვილი.

საქართველოში 46 ჩიფირაშვილი ცხოვრობს: გურჯაანში – 30, თბილისში – 4, თელავში – 2. არიან სხვაგანაც.

როსტობაია

როსტობაიას ადრინდელი გვარი იყო უგვარია.

ვარაუდით, გვარის ფუძე წარმოიშვა ვინმე უგვარო კიცისგან, რომელსაც შემდეგ უგვარია გაუგვარდა.

ოჩამჩირის რაიონში მცხოვრები უგვარიების ნაწილმა გვარი როსტობაიებად გადაიკეთა. როგორც ჩანს, გვარის ფუძედ აიღეს საკუთარი სახელი – როსტომი.

უგვარია 1834 წლის საბუთებში მოიხსენიება.

საქართველოში 383 როსტობაია ცხოვრობს: ზუგდიდში – 205, სენაკში – 32, თბილისში – 26. არიან სხვაგანაც.

მანგოშვილი

გვარის ფუძეა ქალის საკუთარი სახელი მანგო. 

ქართულ საისტორიო წყაროებში გვხვდება, ასევე, მამაკაცის საკუთარი სახელი მანგია.

ამავე ფუძისაა გვარი მანგიაშვილი.

მანგიაშვილები მთიულები არიან და ქართლის მთიანეთში ცხოვრობენ, მანგოშვილები კი კახელები არიან.

საქართველოში 607 მანგოშვილი ცხოვრობს: თბილისში – 167, სიღნაღში – 145, რუსთავში – 85. არიან სხვაგანაც.

გოგაძე

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი გოგა.

ამავე ძირისაა გვარები: გოგაშვილი, გოგიძე, გოგიშვილი, გოგია, გოგილავა, გოგილაშვილი, გოგინაშვილი, გოგისვანიძე, გოგიტაური, გოგიჩაიშვილი, გოგლიჩიძე, გოგლიძე, გოგმაჩიძე, გოგიბერიშვილი, გოგნელაშვილი და ასე შემდეგ.

ილია მაისურაძის ვარაუდით, სახელები – გოგა, გოგი, გიორგის შემოკლებულ სახელად ითვლება, მაგრამ, ირკვევა, რომ ის უძველეს ხანაში დამოუკიდებელი სახელი უნდა ყოფილიყო. ამაზე მიუთითებს ამ ძირეული სახელის ფართოდ გავრცელება და მისგან წარმოქმნილ ფორმათა სიუხვე. ის ეთნონიმური წარმოშობის ანთროპომად უნდა მივიჩნიოთ.

საქართველოში 1 025 გოგაძე ცხოვრობს: თბილისში – 205, ვანში – 168, ქობულეთში – 83. არიან სხვაგანაც.

ხარატი

გვარის ფუძეა ხელობა-საქმიანობის აღმნიშვნელი სიტყვა ხარატი, რომელიც ჩარხზე ხისგან და ლითონისგან ჩარხავს სხვადასხვა ნაკეთობას.

ამავე ძირისაა გვარები: ხარატიძე, ხარატიშვილი. 1721 წელს გვარეთში მოიხსენიება ხარატიშვილი მელიქა.

საქართველოში 136 ხარატი ცხოვრობს; 

82 ხარატიძე;

1 904 ხარატიშვილი.

ხახანაშვილი-ხახაშვილი

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ხახანა. 1700-1719 წლებში თუმანიანთ ყმების განულების ნუსხაში მოიხსენიება ვინმე ხახანაშვილი. ამავე ძირისაა გვარები: ხახანიკაშვილი, ხახაშვილი, ხახოშვილი, ხახოძე, ხახუა, ხახიაური.

საქართველოში 806 ხახანაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 785, გორში – 12, ქუთაისში – 9.

80 ხახაშვილი. თბილისში – 28, გორში – 23, თიანეთში – 19. არიან სხვაგანაც.

ჯიღაური

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ჯიღა. ამავე ფუძითაა ნაწარმოები გვარი ჯიღაურიშვილი. გვარის პირველ საცხოვრებლად მიჩნეულია საგარეჯოს რაიონი.

ჯიღაურნი დასახლებული პუნქტის სახელწოდებადაც გვხვდება. ეს ტოპონიმი გვარის სახლიდანაა მიღებული. სოფელი ჯიღაურნი თავის დროზე ჯიღაურთა გვარის წარმომადგენლებით იყო დასახლებული. ისინი მეთვრამეტე საუკუნის დასაწყისში უკვე გარე კახეთის სოფელ ბერთუბანში იყვნენ გადასახლებულები.

მეჩვიდმეტე საუკუნის დასაწყისში ჯიღაურები ერწოდან გადასახლდნენ სოფელ პატარძეულში. 1850 წლამდე იყო სოფელი ჯიღაურთა, ამჟამად კი მას ხადუელთა ჰქვია. იმ ადგილს, სადაც ჯიღაურები დასახლებულან, ჯიღაურთხევი ჰქვია. იქ არის ეკლესია, სადაც ამ გვარის წარმომადგენლებს ასაფლავებენ.

საქართველოში 342 ჯიღაური ცხოვრობს: თბილისში – 144, საგარეჯოში – 130, რუსთავში – 35. არიან სხვაგანაც.

აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მასალების მიხედვით მოამზადა

 

скачать dle 11.3