კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ ხდება სამყაროდან საჭირო და უხილავი ინფორმაციის მიღება თმის ღერის მეშვეობით

თმა ადამიანის სილამაზის განუყოფელი ნაწილია. კარგად მოვლილი თმით ბევრი იწონებს თავს, მაგრამ, ცოტამ თუ იცის, რომ სწორედ მასში იმალება ის საიდუმლო, რაც ჩვენს ფარულ ზრახვებს გასცემს. თმა კოსმოსიდან მიღებულ ბევრ ისეთ ინფორმაციას აწვდის ქვეცნობიერს, რაც რეალურ სამყაროში წარმატებების მიღწევაში გვეხმარება. ადამიანის თმას უამრავი ცრურწმენა და ჩვეულება უკავშირდება. ძველად ქალს სწორედ თმის სიგრძითა და მოცულობით აფასებდნენ. უკან გადაწეული, ჩაწნილ-ჩაგრეხილი, გრძელი ნაწნავი უფრო მეტად გამოკვეთდა მისი პატრონის ჭკუას, სისადავეს, სისპეტაკეს, ერთგულებასა და მეოჯახეობას. ამიტომაც იყო, რომ ქალები სწორედ ასეთი ვარცხნილობით მეოცე საუკუნის შუა წლებამდე აწონებდნენ მამაკაცებს  თავს. ასე რომ, თმა ქალის ხასიათს ამხელდა. გარდა ამისა, თმით ვამყარებთ კავშირს კოსმოსის უხილავ სამყაროსთან – ვიღებთ ინფორმაციას, ვაწვდით ტვინს და, შედეგად, ვაღწევთ წარმატებას.

ადამიანის თმა თავისი სტრუქტურით მაღალი სიხშირის რეზონატორია. მას შეუძლია, სამყაროდან დაიჭიროს და ჩვენს ქვეცნობიერს მიაწოდოს ულტრადაბალი ტალღები. ეს უკანასკნელი კი ტვინის ყოველდღიური განვითარებისთვის, უბრალოდ, აუცილებელია. სამყაროს ვიბრაციები თმის ძირიდან გადაეცემა სისხლს და იქ ჯერდება. ერთადერთი, ჭაღარა თმას უჭირს სამყაროდან ინფორმაციის მიღება და მისი გადაცემა ორგანიზმისთვის. აგრეთვე, თმის ტიპი – სქელი, თხელი, ხშირი, ხუჭუჭა, სწორი – დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ მიიღება და ნაწილდება ჩვენს ორგანიზმში ენერგია. ეს მის ხარისხსა და სტრუქტურაზე ახდენს გავლენას.

როცა ადამიანი ნერვიულობს, კეფაზე ან შუბლთან თმა იბურძგლება. საერთოდ, კეფაზე ამოსული თმა იღებს ინფორმაციას, შუბლთან ამოსული კი – გადამცემის როლს ასრულებს. თუ კეფაზე თმა გაცვენილი ან მოპარსულია, მაშინ სამყაროდან მოსული ინფორმაცია ადამიანს დამახინჯებულად მიეწოდება. ასე რომ, თუ თმა არ გაგცვენიათ, არ გადაიპარსოთ, თორემ,  უხილავი სამყაროდან საჭირო ინფორმაციის მიღებას დააბრკოლებთ და ამით საკუთარ წარმატებასაც დაბლოკავთ.

თმის შეჭრისას, ბიოველი, რომელიც მის გარშემოა, საგრძნობლად იცვლება. ასე რომ, რაც უფრო მოკლედაა თმა შეჭრილი, მით უფრო უჭირს მას ინფორმაციის გადაცემა. 

თუ თმა იწყებს ცვენას, ამას უხილავი სამყაროდან მიღებულ ინფორმაციასთან ან ორგანიზმში მიმდინარე ენერგეტიკული ცვლის დარღვევასთან პირდაპირი კავშირი აქვს. როცა ორგანიზმში ენერგიის ცვლა დარღვეულია, მაშინ არც სამყაროს უხილავი ენერგია მიიღება, იწყება თმის ცვენა და, საბოლოოდ, ამ ყველაფერს დესტრუქციამდე მივყავართ. როდესაც თმის გარკვეული ნაწილი ცვივა, ჩათვალეთ, რომ თქვენ ნელ-ნელა კარგავთ სამყაროდან საჭირო ინფორმაციის მიღებას, კავშირი დროდადრო ნელდება და ეს თქვენს ფსიქიკაზეც აისახება. სხვათა შორის, თუ დააკვირდებით, ვინც მოკლედ შეჭრილ თმას ატარებს, მას უფრო მეტად აქვს ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლა დარღვეული და აწუხებს კუჭის პრობლემები. გრძელთმიანები კი უფრო მეტად  გამოირჩევიან აზროვნებითა და გონებაგამჭრიახობით. ეს თმის ინფორმაციულობის ბრალია და ასეთი ადამიანების გონება სამყაროდან შეუფერხებლად იღებს სრულ ინფორმაციას. თმა ისე იცავს უხილავი სამყაროდან მომავალი უხეში ვიბრაციებისგან, როგორც ცივ სეზონზე თბილი სამოსი – სიცივისგან. 

უძველესი დროიდან გამოიყენებოდა, ხორბლის, ჭინჭრისა და მუხის ხის ქერქის ნახარში თმიდან ნეგატიური ენერგიის ჩამოსარეცხად. მაგალითად, ძველად ასეთი წესი იყო: თუ მამაკაცი მთელი დღის განმავლობაში ბევრს მუშაობდა და ძალაგამოცლილი, დაღლილ-დაქანცული ბრუნდებოდა შინ, ცოლი აუცილებლად დაახვედრებდა მუხის ქერქის ნახარშს – იმით დაბანდა თავს – ასე უხსნიდა მას დაღლილობას და სასიცოცხლო ენერგიით აავსებდა. ხორბლის ნახარშით კი, არა მარტო თავს, არამედ, მთელს ტანს იბანდნენ და, მიაჩნდათ, რომ მათ ოჯახში შთამომავლობა გამრავლდებოდა. ჭინჭრის ნახარშით თმას დღესაც იბანენ, მაგრამ, არ იციან, რომ, ის არა მარტო თმის ღერს ამაგრებს და თმის ცვენას აჩერებს, არამედ, თმის ღერს ასუფთავებს და წმენდს სამყაროდან მიღებული უსარგებლო ინფორმაციისგან. ის საჭირო ენერგეტიკული ძალით აგავსებთ და ყოველგვარი ავისგან დაგიცავთ. ჭინჭარი, ფესვის წყალობით, მიწიდან ისეთ უნიკალურ ნივთიერებებსა და ენერგეტიკულ მარაგს იღებს, რომლითაც ვერც ერთი მცენარე ვერ დაიკვეხნის. ასე რომ, ყოველდღე თუ არა, კვირაში ან თვეში ერთხელ მაინც, ჩამოირეცხეთ თმიდან უარყოფითი ენერგია. ამით გზა  მიეცით სამყაროდან წამოსულ ენერგიას, ადვილად მოგაწოდოთ საჭირო ინფორმაციები სწორედ თმის დახმარებით. 

скачать dle 11.3