კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
დეკემბერი 2019 (51)
ნოემბერი 2019 (207)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)

შეკითხვა ასტროლოგს

კითხვა: ჩემი შვილი დაიბადა 1993 წლის 12 ოქტომბერს. რომელი პროფესია აირჩიოს, რომ სამომავლოდ ადვილად მიაღწიოს წარმატებებს ცხოვრებაში?

პასუხი: თქვენი შვილისთვის პროფესიებიდან მისაღებია: მედიცინის ფართო სპექტრი, საბანკო, ეკონომიკური, სავაჭრო, კომერციული, საფინანსო საქმე; პედაგოგიკა, ლინგვისტიკა, მთარგმნელობითი საქმიანობა, ჟურნალისტიკა, რადიო, ტელევიზია, პრესა, სარეკლამო და საგამომცემლო საქმიანობა, პოლიტიკა, სამართალდამცავი ორგანოები, სამხედრო სტრუქტურები, უშიშროების სფერო, მშენებლობა, არქიტექტურა, საინჟინრო საქმე.

კითხვა: დავიბადე 1997 წლის 8 მარტს, ღამის პირველის ნახევარზე. რომელი სპეციალობა იქნება ჩემთვის წარმატებების მომტანი ცხოვრებაში?

პასუხი: თქვენ თევზების ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ ხართ დაბადებული, ამიტომ, თქვენი კოსმიური მისიაა უცხოეთთან კავშირი: კარგია იქ გარკვეული დროით ცხოვრება, კაპიტალისა და ცოდნის დაგროვება – ამით უფრო მეტ წარმატებას მიაღწევთ სამშობლოში დაბრუნების შემდეგ. პროფესიებიდან თქვენთვის სასურველია: პოეზია, ლიტერატურა, ხელოვნების ფართო სპექტრი, ქორეოგრაფია, ფოტოგრაფიის ხელოვნება ან ბიზნესი, დიზაინი, სამოდელო სფერო, არქიტექტურა, პარფიუმერიულ-კოსმეტიკური ბიზნესი ან საქმიანობა, იურისპრუდენცია, სადალაქო საქმე, საკონდიტრო ინდუსტრია ან ბიზნესი, სოციოლოგია, ფილოსოფია, ფსიქოლოგია, ტურიზმი, პოლიტიკის ფართო სპექტრი, პროფესიონალური დიპლომატია საელჩოებისა და საკონსულოების დონეზე, პედაგოგიური მოღვაწეობა, სპორტი – წინა პლანზე ეს სფეროები წამოწიეთ.

კითხვა: დავიბადე 1978 წლის 19 ივლისს, შუადღის 3 საათზე. ვაპირებ ბიზნესის დაწყებას. გთხოვთ, მითხრათ, მაქვს თუ არა წარმატებების შანსი, ან, რა სფეროში გამიმართლებს?

პასუხი: თქვენთვის კარგია საქმიანობა სამშობლოში და არა უცხოეთში. პროფესიებიდან კი სასურველია: საბანკო, ეკონომიკური, სავაჭრო, საფინანსო საქმის ფართო სპექტრი; პოეზია, ლიტერატურა, ხელოვნება, ისტორია, ეთნოგრაფია, არქეოლოგია; ნავთობისა და სასმელების ბიზნესი; მედიცინიდან – პედიატრია, ფსიქოლოგია; ფილოსოფია, სასტუმროების ბიზნესი ან შემოქმედება; საბავშვო ბაღების ბიზნესი, ფოტოგრაფია, სპორტის ფართო სპექტრი, მანქანათმშენებლობა, სახანძრო სამუშაო ან ბიზნესი.

კითხვა: დავიბადე 1974 წლის 20 დეკემბერს, დღის 12 საათზე. მაინტერესებს, რა არის ჩემი კარმული მისია და უცხოეთის რომელი ქვეყნებია ჩემთვის მეტად მისაღები?

პასუხი: თხის რქის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ ხართ დაბადებული და თქვენი კოსმიური მისიაა ისეთი თვისებების შერწყმა, როგორებიცაა: აქტიურობა, ენერგიულობა, ინიციატივის გამოვლენა, საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება, ლიდერულ-ორგანიზატორული თვისებების წარმოჩენა, უშიშარი, მებრძოლი სულისკვეთების გამოვლენა; უნდა იყოთ „მშვიდობის მტრედი“ და, სადაც შეხვალთ, სახლი იქნება ეს თუ სამსახური, სიმშვიდე, ჰარმონია, სილამაზე და იდილია უნდა შეიტანოთ, და არა დეპრესია და აგრესია – ყოველივე ეს თქვენი გამარჯვების ფაქტორია. ასევე, აუცილებლად უნდა დაეყრდნოთ კომუნიკაბელურობას, ცოდნის ბაზას, სამართლიანობას, დიპლომატიას. უცხოეთი თქვენი კოსმიური მისია არ არის, თუმცა, არც ცუდია – ზოგადად, საშუალოა. ქვეყნებიდან კი თქვენთვის მისაღებია: იტალია, არგენტინა, ბირმა, ჩინეთის ჩრდილოეთი ნაწილი, ეგვიპტე, სან-მარინო, ტიბეტი, ესპანეთის კატალონიის მხარე, მონაკო, ლატვია, ჰავაის კუნძულები, გვატემალა და ავსტრია. 

скачать dle 11.3