კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ოქტომბერი 2019 (100)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)
მაისი 2019 (254)

რა მეთოდებით გამოჰყავდა მდგომარეობიდან სტალინს ტროცკი და როგორ აშვებინებდა მას შეცდომებს

1924 წლის იანვარი. ტროცკი, რომელიც, რა თქმა უნდა, ხვდებოდა, რომ სათაგურში იყო გამომწყვდეული და უკვე არცთუ კომფორტულად გრძნობდა თავს, ყველანაირი ხრიკებით ცდილობდა, საკუთარი პოზიციები გაემაგრებინა, თუმცა, საპირისპირო კი გამოსდიოდა. 1923 წლის პოლიტბიუროს ბოლო სხდომაზე ტროცკი და ზინოვიევი კვლავ უმწვავესად დაუპირისპირდნენ ერთმანეთს და საქმე ლამის მუშტიკრივამდეც კი მივიდა, რამაც „ცეკას“ წევრები უკიდურესად აღაშფოთა. კონფლიქტი ტროცკის გამოხდომამ წარმოშვა, რომელმაც „ჩეკას“ სტრუქტურებად დაყოფა და მათ სათავეებში კოლექტიური მმართველობების დანიშვნა მოითხოვა, რაც, ფაქტობრივად, ამ ორგანოს დაშლასა და მის შესუსტებას ნიშნავდა. ტროცკის ეს აბსურდული მოთხოვნა, პირველ ყოვლისა, იქიდან გამომდინარეობდა, რომ, ის, ბოლოს და ბოლოს, მიხვდა, რამხელა ძალას ფლობდა სტალინი „ჩეკას“ სახით და ტროცკი ამ ძალის დასუსტების მცდელობით შეეცადა სტალინის დამარცხებას, რაც უკვე დაგვიანებული იყო. ზინოვიევმა, რომელიც გამოთქმების შერჩევით მაინცდამაინც არ იწუხებდა თავს, ტროცკის კონტრრევოლუციონერი და „საბოტაჟნიკი“ უწოდა, რაზეც ტროცკი უკიდურესად აღშფოთდა და ზინოვიევს „უზნეო პროვოკატორი“ დაუძახა. ასეთი გამოთქმები ძველი ბოლშევიკებისთვის ყველაზე დიდ შეურაცხყოფას ნიშნავდა და ამ კონფლიქტმაც ასეთი სიმწვავე სწორედ ამიტომ მიიღო. სტალინი, როგორც მოგვიანებით, თვითმხილველები ყვებოდნენ, საკმაოდ მშვიდად ადევნებდა თვალყურს ამ შეხლა-შემოხლას და მხოლოდ მას შემდეგ ჩაერია, რაც გაცეცხლებულმა ტროცკიმ პენსნე ესროლა ზინოვიევს. ჩემი აზრით, ამ კონფლიქტის უკან თავად სტალინი იდგა და, საგულისხმოა, რომ იგი საკმაოდ ოსტატურად ახერხებდა ტროცკის დამარცხებას მისივე იარაღით, ანუ, კულისებს მიღმა ბრძოლის შედეგად. ამ სხდომიდან ტროცკი გულის მწვავე შეტევით კრემლის კლინიკაში წაიყვანეს, ხოლო რამდენიმე დღეში, ექიმის რეკომენდაციით, სოხუმში, შავი ზღვის კურორტზე გაემგზავრა სამკურნალოდ. 1924 წლის პოლიტბიუროს პირველივე სხდომა ტროცკის გარეშე წარიმართა და მან საკმაოდ მშვიდობიანად ჩაიარა, რადგან მთავარი ამრევი სოხუმში იყო.

21 იანვარს, დაახლოებით საღამოს 6 საათზე, სტალინმა მოულოდნელად გორკში გამგზავრება გადაწყვიტა, რადგან, როგორც შემდგომ შევიტყვეთ, მისთვის პროფესორ ოსიპოვს დაურეკავს და უთქვამს, რომ ილიჩი უმძიმეს მდგომარეობაში იყო და მისი ხსნის იმედი ამჯერად უკვე აღარ ჰქონდათ. მიუხედავად დიდთოვლობისა, ჩვენ მაინც დაუბრკოლებლად ჩავედით ადგილზე, რადგან გზის ამ მონაკვეთზე გამწმენდთა ბრიგადები 24 საათის განმავლობაში მორიგეობდნენ. 19 საათსა და 15 წუთზე ჩვენ უკვე გორკში ვიყავით, მაგრამ ილიჩი ცოცხალი აღარ დაგვხვდა. სიცოცხლის უკანასკნელ წუთებამდე არ მოშორებიან პროფესორები – ფერსტერი, ოსიპოვი და ექიმი ელისტრატოვი; აგრეთვე, მეუღლე – ნადეჟდა და და – მარია. გარდა ამისა, იქაურობას არ შორდებოდნენ გენრიხ იაგოდა და მისი ერთგული მეომრები, რომლებიც ლენინს იცავდნენ. ლენინი თავის პატარა ოთახში, საწოლზე იყო დასვენებული, მას ნაცრისფერი შარვალი, ნაცრისფერი ჟილეტი და თეთრი პერანგი ეცვა. ჰალსტუხი არ ეკეთა, ფეხზე კი შავი ფერის, საკმაოდ გაცვეთილი ფეხსაცმელი ეცვა. მისი სახე სიმშვიდეს მოეცვა – ეტყობოდა, რომ მისი ყველა ბოლოდროინდელი ტანჯვვა სიკვდილისგან მოგვრილმა შვებამ შეცვალა. სტალინს პირველად პროფესორი ფერსტერი შეეგება: „ამხანაგო სტალინ, ეს უმწვავესი შეტევა ზუსტად ერთი საათი გრძელდებოდა და ილიჩი უკიდურესად იტანჯებოდა. ჩვენ ყველა ზომა მივიღეთ მის გადასარჩენად, მაგრამ, ამაოდ. საბოლოო დიაგნოზს გაკვეთა გვიჩვენებს. ამჟამად კი, შემიძლია, ვთქვა, რომ ილიჩის სიკვდილის მიზეზი სუნთქვის დამბლა და ჰიპერითერმია (სხეულის გადახურება) გახდა. მას ტემპერატურა 42,3 გრადუსამდე აეწია, რისი დაგდებაც შეუძლებელი გახდა და ზუსტად 18 საათსა და 50 წუთზე ჩვენ სიკვდილი დავაფიქსირეთ“. სტალინი მშვიდად ისმენდა ფერსტერის სიტყვებს და ბოლოს ბრძანა: „ილიჩის გაკვეთა ყველაზე მცოდნე, ყველაზე გამოცდილ ექიმებს დაავალეთ. ყველაფერი წვრილმანებამდე გამოიკვლიეთ ყოველმხრივ და დაუყოვნებლივ მომახსენეთ. მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი ილიჩის მოსკოვში გადმოსვენება“. ლენინი პროფესორმა აბრიკოსოვმა მეორე დღეს უფრო სწორად, მისი გარდაცვალებიდან რამდენიმე საათში, 22 იანვრის ღამეს გაკვეთა. ამ პროცესს, ექიმების გარდა, „ჩეკას“ ფუნქციონერებიც ესწრებოდნენ. გაკვეთის შედეგებმა პროფესორ ფერსტერის დიაგნოზი დაადასტურა და, მცირედი მაკიაჟის შემდეგ, ლენინი გორკიდან მოსკოვში გადმოასვენეს. მთელ გზაზე რევოლუციის დიდ ბელადს ათეულ ათასობით ადამიანი მოაცილებდა, რომლებიც გულწრფელად გლოვობდნენ თავიანთ კერპს. ამ პროცესიას პოლიტბიუროს წევრები ედგნენ სათავეში, რომლებსაც სტალინი მეთაურობდა. მხოლოდ ტროცკი აკლდა ამ „ანსამბლს“. ის შავი ზღვის პირას, განცხრომაში ატარებდა დროს და, არც კი უწყოდა, რა ხდებოდა შორეულ მოსკოვში. ტროცკიმ ლენინის სიკვდილი მხოლოდ 24 იანვარს, ღამით შეიტყო და, როგორც მოგვიანებით თავადვე აცხადებდა, მეორე დღისთვის აპირებდა დედაქალაქში სასწრაფოდ გამომგზავრებას, თუმცა, ვერ მოახერხა. როდესაც იგი მოსკოვში ჩავიდა, ლენინი უკვე დასაფლავებული დახვდა. მოგვიანებით, ტროცკი ამ ამბავს სტალინს აბრალებდა და აცხადებდა, რომ ეს ყოველივე მისი მოწყობილი იყო, თუმცა, საამისოდ მას არანაირი არგუმენტი არ გააჩნდა. ასეა თუ ისე, ტროცკი არ დასწრებია ლენინის დაკრძალვას და ამ ფაქტმა მნიშვნელოვნად შეარყია მისი ავტორიტეტი ხალხთა მასების თვალში.

23 იანვარს სტალინმა პოლიტბიუროს საგანგებო სხდომა მოიწვია, სადაც პარტიის ერთიანობის საკითხი იქნა განხილული; აგრეთვე, გადაწყდა, რომ დიდი ბელადი წითელ მოედანზე, სპეციალურ მავზოლეუმში (რომელიც მოგვიანებით აიგო) დაეკრძალათ. 28 იანვარს, საღამოს 16 საათზე, ლენინის ცხედარი კრემლიდან გამოასვენეს სტალინმა, ზინოვიევმა, კამენევმა, მოლოტოვმა, ბუხარინმა, რუდზუტაკმა, ტომსკიმ და ძერჟინსკიმ. მათ ბელადის ცხედარი ხელით ატარეს და სპეციალურ სამარხში ჩაასვენეს. დასაფლავებას რამდენიმე ასეული ათასი ადამიანი დაესწრო, ხოლო სამგლოვიარო მიტინგზე სტალინმა წინა დღით ლენინის ცხედართან დადებული ფიცი გაიმეორა, სადაც ის ლენინის გზით სიარულს ჰპირდებოდა ხალხს. ამრიგად, სწორედ 1924 წლის 28 იანვარს დაიწყო სტალინის ის გზა, რომელზეც იგი შემდგომი წლების განმავლობაში მიდიოდა და რომელსაც პირობითად შეიძლება ასე ეწოდოს: „ულენინოდ, მაგრამ, ლენინის გზით!“

სტალინის პირადი დაცვის უფროსის მოადგილის, მიხეილ თევდორაძის ჩანაწერების მიხედვით მოამზადა

 

скачать dle 11.3