კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ოქტომბერი 2019 (100)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)
მაისი 2019 (254)

ვინ არის მთავარი მოძალადე და ბოროტმოქმედი ჰოლივუდში და რომელ ფილმებში აქვს შესრულებული მას დასამახსოვრებელი როლები

სულ მალე მსოფლიოს კინოთეატრებში რობერტ როდრიგესის მორიგი მძაფრსიუჟეტიანი ფილმის პრემიერა შედგება. საუბარია ლეგენდარული „მაჩეტეს” მეორე სერიაზე, სადაც მთავარ როლს, ტრადიციულად, როდრიგესის „საფირმო“ მსახიობი დენი ტრეხო ასრულებს – ყველაზე ბრუტალური და ცივსისხლიანი იერისა და იმიჯის მქონე მსახიობი, რომლის კარიერა გვიანდელ ასაკში – ციხიდან გამოსვლის შემდეგ დაიწყო. 

*  დენი ტრეხო დაიბადა 1944 წელს ლოს-ანჯელესში. მისი მშობლები – ელის რივერა და  დანიელ ტრეხო – მშენებლობაზე მუშაობდნენ დილიდან გვიან ღამემდე და დენი მთელ დროს ლოს-ანჯელესის ექო-პარკის უბანში, ქუჩის კრიმინალურ დაჯგუფებებთან ატარებდა. ტრეხო ნარკოტიკებითა და იარაღით ვაჭრობდა, ხოლო როცა საქმე გარჩევებს ეხებოდა, პირველი გადიოდა ცეცხლის წინა ხაზზე. ლიდერული თვისებების გამო, მისი მეტსახელი „უფროსი” იყო. ის იდეალურად ფლობდა ცეცხლსასროლ და ცივ იარაღებს. სწორედ მის მიერ იყო დაგეგმილი სადაზღვევო ფირმის ოფისის დაყაჩაღება. დაყაჩაღებიდან ერთ თვეში დენი ტრეხო დააკავეს და მას შემდეგ ციხე მის მეორე სახლად იქცა. საერთო ჯამში, დენი ტრეხოს ამერიკის შეერთებული შტატების ცხრა ციხეში 11 წელი აქვს გატარებული. ყველაზე მეტი ხანი გატარებული აქვს შემდეგ სამ ცნობილ დაწესებულებაში:  ტრეისიში – 1963-1965, სან-კვენტინში – 1965-1968 და სოლედადში – 1968-1969 წლები. 

*  ციხეში მყოფი დენი არ გამოირჩეოდა გაწონასწორებული ხასიათით და ხშირად მონაწილეობდა ჩხუბებსა და გარჩევებში. უნდა ითქვას, რომ დაპატიმრებამდე დენი კრივით იყო დაკავებული და, ციხეში მოხვედრის შემდეგ, დროის უმეტეს ნაწილს სპორტულ დარბაზში ატარებდა, სადაც მარჯვენა ხელით დარტყმას ამუშავებდა. კრივით გატაცებული ახალგაზრდა არ გამორჩენია ციხის ადმინისტრაციას და დენიმ ციხეებს შორის გამართულ კრივის ჩემპიონატში დაიწყო მონაწილოების მიღება. 22 წლის ასაკში ტრეხო სან-კვენტინის ციხის აბსოლუტური ჩემპიონი იყო ორ წონით კატეგორიაში – ნახევრად მძიმე და მძიმე წონებში. სწორედ კრივს უკავშირდება მისი იარების ისტორია: ერთ-ერთი ბრძოლის დროს, მოწინაამღდეგე მოკრივის მწვრთნელი  დანით ხელში თავს დაესხა ტრეხოს  და მრავლობითი ჭრილობა მიაყენა სხეულსა და სახეზე. რამდენიმე თვის განმავლობაში მუმიასავით შებინტული დენი ციხის ლაზარეთში იწვა. როდესაც ექიმმა მას სახვევები მოხსნა და დენიმ სარკეში ჩაიხედა, იქიდან მას სულ სხვა სახე უყურებდა – სახე, რომელიც დენი ტრეხოს სავიზიტო ბარათად იქცა ჰოლივუდში. იარების დაფარვის მიზნით დენიმ თავისი ცნობილი ტატუირებები გაიკეთა: მკერდზე – ქალი სომბრეროთი, ბიცეფსზე კი – სისხლიანი ვარდები (ამ ტატუირებებმა ტრეხოს დიდი პოპულარობა მოუტანა). მოგვიანებით, როცა დენი ცნობილი მსახიობი გახდა, მან რამდენიმე კოსმეტიკური ოპერაცია ჩაიტარა სხეულზე, მაგრამ, სახეს არ შეეხო.

 *  ციხიდან გათავისუფლების შემდეგ დენი ტრეხო სახელმწიფო პროგრამაში ჩაეწერა და ანონიმური ალკოჰოლიკებისა და ნარკომანების კლუბში გაწევრიანდა. 1985 წელს, კლუბის წევრების შეხვედრაზე, ერთ-ერთმა ანონიმმა ალკოჰოლიკმა შეიტყო ტრეხოს საკრივო და ციხის წარსულის შესახებ და ანდრეი კონჩალოვსკის ფილმის – „გაქცეული მატარებლის” გადასაღებ მოედანზე მიიწვია ციხის მასობრივ სცენებში  გადასაღებად. ედვარდ ბანკერმა, ფილმის სცენარისტმა და ტრეხოს ძველმა თანასაკნელმა, იცნო ძველი ნაცნობი, რომელთან ერთადაც სან-კვენტინის ციხეში რამდენიმე წელი გაატარა ერთ საკანში და, შესთავაზა ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებლის ერიკ რობერტსის კრივში მომზადება. დღეში 350 დოლარის სანაცვლოდ ტრეხომ რობერტსი კრივის მატჩის სცენისთვის მოამზადა და ამავე სცენაში ეპიზოდური როლი შეასრულა. სწორედ ამის შემდეგ დაიწყო დენი ტრეხოს სამსახიობო კარიერა ჰოლივუდში, სადაც მან უამრავი დასამახსოვრებელი პერსონაჟი განასახიერა.

 *  კლასიკური ბოროტმოქმედის ყველაზე დასამახსოვრებელ როლებად ტრეხოს კინოკარიერაში ითვლება რობერტ როდრიგესის (რომელიც მისი შორეული ნათესავი აღმოჩნდა), ორ ფილმში: „დესპერადოში” – დანების მსროლელი მკვლელის და „დაბინდებიდან გათენებამდე” – ვამპირი ბარმენის, ასევე, „ციხის თვითმფრინავში” – სექსუალური მანიაკის და „სიცხეში” – მაფიოზის როლები. აღსანიშნავია გადასაღებ მოედანზე მისი ვარსკვლავური პარტნიორები: ჯორჯ კლუნი, ანტონიო ბანდერასი, რობერტ დენირო, ალ პაჩინო, ჯონ მალკოვიჩი და ნიკოლას ქეიჯი. ნიკოლას ქეიჯთან დაკავშირებით ერთი საინტერესო ცნობაც არის გავრცელებული: საერთოდ, დენი ტრეხოსთან ურთიერთობას ჰოლივუდელი მსახიობების უმეტესობა გაურბის, ამიტომ ნიკოლას ქეიჯი გამონაკლისად შეიძლება ჩავთვალოთ. ცნობილია, რომ გადასაღებ მოედანზე ქეიჯი სტანისლავსკის სისტემის მიმდევარია და მაქსიმალურად ცდილობს, რომ შევიდეს როლში. აქედან გამომდინარე, ურთიერთობა ნაციხარ ტრეხოსთან მისთვის იდეალური ვარიანტი იყო, რადგან, ფილმის სცენარის მიხედვით, მოქმედება ციხეში მიმდინარეობდა. ტრეხოს ყველაზე ცნობილი როლი ისევ რობერტ როდრიგესს უკავშირდება, საუბარია „მაჩეტეზე”, რომელიც 2010 წელს გამოვიდა კინოეკრანებზე. დენი ტრეხოს კარიერაში ეს ფილმი იმით არის აღსანიშნავი, რომ მისთვის პირველად დაიწერა სცენარი, სადაც ის მთავარ როლს ასრულებდა. სულ მალე ამ ფილმის მეორე ნაწილის პრემიერა შედგება და დენი ტრეხოს პარტნიორები ჩარლი შინი და  მელ გიბსონი იქნებიან.

*  რაც შეეხება დენის პირად ცხოვრებას. ის დაქორწინებულია დები ტრეხოზე, რომელთანაც სამი შვილი ჰყავს. ყველაზე მეტად კი მას ის ფაქტი უკვირს, რომ, იმ ქუჩაზე, სადაც ის წარსულში კრიმინალურ საქმიანობას ეწეოდა წლების განმავლობაში, მას ბავშვები აჩერებენ და ავტოგრაფებს სთხოვენ.

 

скачать dle 11.3