კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

იცავს თუ არა ოჯახს დანგრევისგან ცოლ-ქმრის ერთიანი ველი და როგორ წარმოიქმნება ის

ჩვენ გარშემო ბევრი ლამაზი, განათლებული, დახვეწილი ქალი დადის, მაგრამ ვერ თხოვდება, ოჯახს ვერ ქმნის. როგორც პარაფსიქოლოგი, ქალბატონი ლამარა ამბობს, ბედის ასეთი წარუმატებლობა თავად ადამიანის ბრალიცაა და ამას, მარტო უიღბლობა არ განსაზღვრავს. ამქვეყნად უბრალოდ და შემთხვევით არაფერი ხდება. ამას ყოველდღიურად მომხდარი ფაქტები და მათი ანალიზიც გვარწმუნებს. როგორც ქალბატონი ლამარა ამბობს, მისთვის მთავარია, ადამიანებს თავდაცვის ის წესები ასწავლოს, უცხოეთში რომ შეისწავლა შესაბამის სპეციალისტებთან კონსულტაციით. ასევე, გვასწავლოს, თუ როგორ გავხდეთ უფრო წარმატებული, ბედნიერი და იღბლიანი. მისი თქმით, ნებისმიერი, ირგვლივ არსებული ნივთი, ჩვენზე ზემოქმედებს.

 

– ქალბატონო ლამარა, რაშია ოჯახური ბედნიერების საიდუმლო და რატომ ინგრევა სიყვარულით შექმნილი ბევრი ოჯახი?

– სხვათა შორის, ბევრი მეკითხება, ვერ გავიგეთ, რაშია ოჯახური ბედნიერების საიდუმლო –  წყვილს ერთმანეთი უყვარდა, არც ეკონომიურად უჭირდათ, მაგრამ ოჯახური ურთიერთობის შენარჩუნება, მაინც ვერ შეძლესო. ოჯახები თითქმის უმიზეზოდ ინგრევა. აი, ეს არის დღევანდელი სამწუხარო რეალობა. საქმე ისაა, რომ ყოველ ოჯახს თავისი ენერგეტიკული ველი და აურა აქვს. ეს კი დამოკიდებულია სწორედ ცოლ-ქმრის აურაზე, მათ შორის არსებულ ენერგეტიკულ ურთიერთობებზე. ეს ქვეცნობიერად, ენერგიების დონეზე ხდება. თუ ეს ველი დაირღვა, მაშინ ყველა უსიამოვნება და უბედურება, რაც ოჯახში ხდება, სწორედ ამას უკავშირდება.

– ესე იგი, თუ ოჯახს ერთიანი ველი აქვს, ის უფრო დაცულია და დანგრევის საფრთხე არ ემუქრება? 

– დიახ, თუ ოჯახს ერთიანი ველი აქვს, ის ნებისმიერ დარტყმას, პრობლემას, წინაღობასა თუ ბარიერს გაუძლებს, გადალახავს. ბევრს აინტერესებს, როგორ წარმოიქმნება ის და გიპასუხებთ:  ყველამ იცის, რომ ადამიანებს გარშემო აურა აკრავს. ის მოციმციმე გარსია და იქმნება ენერგიების იმ ნაკადით, რაც ადამიანის ორგანიზმის ენერგეტიკული ცენტრებიდან გამოდის. ასეთი შვიდი ცენტრი აქვს ადამიანს. თითოეულიდან გამოსული ენერგია კი ჩვენ გარშემო მოციმციმე ძლიერ ვიბრაციულ შრეს ქმნის. ბიოველში სულ შვიდი ენერგეტიკული შრეა. რაც უფრო კარგად მუშაობს ენერგოცენტრი, მით უფრო სქელია მისგან გამოსხივებული შრე. ცოლ-ქმარი კი ერთმანეთზე ზემოქმედებას ამ ბიოველების საშუალებით ახერხებს. როცა კავშირი ჰარმონიულია, ისინი ერთი მექანიზმით მუშაობენ, ერთმანეთისაც კარგად ესმით და იდილიაშიც ცხოვრობენ. მაგრამ, თუ ოჯახის საერთო ველი დარღვეულია, ცოლ-ქმარი ერთმანეთს ვერ უგებს – ხშირად კამათობენ, უმიზეზოდ ჩხუბობენ. როცა ოჯახი იქმნება, დიდი მნიშვნელობა აქვს, ეწყობა ერთმანეთს თუ არა წყვილი ენერგეტიკული თვალსაზრისით, რომ სამომავლოდ სირთულეები გადალახონ.

– რამდენად შესაძლებელია ოჯახის საერთო ველის გაძლიერება და ამით მომავალი პრობლემების თავიდან აცილება?

– თუ ხვდებით, რომ ადამიანთან ურთიერთობის დროს თავს უხერხულად გრძნობთ, იღლებით და გეწყებათ დისკომფორტი, მასთან ღრმად ნუ შეტოპავთ – ნუ აირჩევთ ცხოვრების მეგზურად და ამით საქმეს ნუ გაირთულებთ. ზოგი ამ დისკომფორტს თავიდანვე გრძნობს, მაგრამ ყურადღებას არ აქცევს. არადა, ეს მეტად მნიშვნელოვანი ნიუანსია, შემდგომი ურთიერთობების ჩამოსაყალიბებლად. ამან, შესაძლოა, კრიზისულ სიტუაციამდე მიგიყვანოთ ოჯახური თანაცხოვრების დროს. ნუ წამოიწყებთ რომანს იმ ადამიანთან, ვის გვერდითაც თავს კომფორტულად და მშვიდად ვერ გრძნობთ. მაგრამ, თუ ხვდებით, რომ კონკრეტულ ადამიანთან შეხვედრის შემდეგ, მშვიდდებით, დუნდებით, კმაყოფილებით ივსებით და გრძნობთ, მასთან განშორება გიჭირთ, ესე იგი, ეს ისაა, ვისთანაც საერთო ენერგეტიკული ველი მყარი იქნება. ეს იდეალური ოჯახური ცხოვრების საწინდარია. ეს მომავალ, შესაძლო პრობლემასაც აგაცილებთ თავიდან და არც ოჯახის დანგრევის წინაშე აღმოჩნდებით. 

– ვფიქრობ, მთავარი უთანხმოების მიზეზი, ძირითადად, ფინანსური პრობლემებია, რაც ხშირად სკანდალებითა და ოჯახის დანგრევით მთავრდება. როგორ მოვიქცეთ, რომ ფულის პრობლემა თავიდან ავიცილოთ?

– ფულის პრობლემა თავიდან რომ აიცილოთ, მას გონივრულად უნდა მიუდგეთ. მე მოგცემთ რჩევებს და გაგიზიარებთ ეზოთერულ გამოცდილებას, რომელიც ნამდვილად დაგეხმარებათ და ფინანსურ შემოსავლებსაც მოგცემთ. მაგალითად, არასდროს დაიბრუნოთ გასესხებული ფული ნაწილ-ნაწილ, რომ ასევე ნაწილ-ნაწილ არ გავიდეს თქვენი ჯიბიდან. თუ გინდათ, რომ ვალის დაბრუნება არ გაგიჭირდეთ, ფული სამშაბათს ან ხუთშაბათს ისესხეთ. სანამ ფულს სხვას ასესხებთ, სამჯერ შემოივლეთ თავზე და ისე მიეცით. მაშინ ამ ფულს მევალე დათქმულ დროს მოგცემთ. აგრეთვე, თუ გინდათ, მატერიალური გაჭირვების წინაშე არ დადგეთ, ყოველთვე, ხელფასიდან შეიძინეთ შაქარი, ბრინჯი და სანთელი. ჩაყარეთ შაქარი და ბრინჯი გამჭვირვალე მინის ჭიქაში და ჩადეთ მასში სანთელი. ყოველ დილით, სახლიდან გასვლამდე დაანთეთ სანთელი და მერე ჩააქრეთ. ერთი თვის შემდეგ, ეს შაქარი გამოიყენეთ ჩაიში, ბრინჯი კი – საჭმელში. შაქარი ოჯახში სიტკბოებას მოგიტანთ. ბრინჯი კი, როგორც იცით, სიმდიდრის სიმბოლოა. ასე მოიქეცით ყოველი ხელფასის აღებიდან, მომავალი ხელფასის აღებამდე. ასევე, თუ გსურთ, სახლში ფული არ გამოგელიოთ, შესასვლელის კუთხეებში დადეთ ხურდები და ბრინჯის მარცვლები. 

– თუ არსებობს ეზოთერიკაში წესი, რომელიც ცოლ-ქმარს დაძაბული ურთიერთობის განეიტრალებაში დაეხმარება?

– ეზოთერიკაში ნამდვილად არსებობს წესი, რომლითაც ცოლ-ქმარს შორის დაძაბული ურთიერთობის განეიტრალება შეიძლება. მაგალითად, თუ ხვდებით, რომ მეუღლესთან სიტუაცია გეძაბებათ, აიღეთ შაქარი, გამჭვირვალე ღვინის ჭიქა, სამი წვეთი ვაშლის ძმარი და საქორწინო ბეჭედი. ჭიქაში ჩაასხით ონკანის წყალი, ვაშლის ძმარი, ჩაყარეთ ერთი ჩაის კოვზი შაქარი, ჩააგდეთ საქორწინო ბეჭედი და დადგით თქვენი საწოლის ქვეშ. დილით, გამოიღეთ ჭიქა, კარგად ამოურიეთ, ამოიღეთ ბეჭედი და ამ წყლით მოამზადეთ მეუღლისთვის ჩაი ან ყავა. ასე მოიქეცით კვირაში ერთხელ, ორშაბათ დღეს და ნახავთ, როგორ დატკბება თქვენი მეუღლე, როგორ დარეგულირდება სიტუაცია თქვენს შორის. ძალიან  ძნელია, როცა საყვარელ ადამიანთან სიტუაცია რთულდება, ვეღარ უგებთ ერთმანეთს და ცდილობთ, მაქსიმალურად შორს დაიჭიროთ მისგან თავი. ამიტომ, შეგიძლიათ, ამ რიტუალით გააძლიეროთ თქვენს შორის ენერგიული ველი, დაარეგულიროთ სიტუაცია, დაიმკვიდროთ სიმშვიდე და იდილია სახლში.

 

скачать dle 11.3