კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ოქტომბერი 2019 (149)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)
მაისი 2019 (254)

რა ძვირფასი საჩუქარი გაუკეთა რუსეთის ყველაზე ტიტულოვან ძიუდოისტ ქალს რუსეთის ძიუდოს ფედერაციამ და როგორ გახდა რუსეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი თეა დონღუზაშვილი

თეა დონღუზაშვილმა, რომელსაც ჩვენი ჟურნალის მკითხველი კარგად იცნობს, აქტიურ სპორტს თავი დაანება და რუსეთის ძიუდოისტ ქალთა ნაკრების მწვრთნელის პრესტიჟული საქმე ჩაიბარა. ამბობს, რომ ხანდახან ენატრება ტატამი, ვარჯიში და ისიც აღნიშნა, რომ სპორტსმენობა ბევრად უფრო ადვილია, ვიდრე მწვრთნელობა. თეა რიოშიც იყო ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე, სადაც მამაკაც ძიუდოისტთა ნაკრებს აქტიურად გულშემატკივრობდა. ისიც თქვა – არ მინდა, ქართველმა მკითხველმა ცუდად გამიგოს და გულში რამე ხინჯად დარჩესო. ქართველ სპორტსმენს, რომელსაც ტიტულები მძიმე წონაში, სამწუხაროდ, სხვა ქვეყნის სახელით აქვს მოპოვებული, რუსეთის ძიუდოს ფედერაციამ მადლიერების ნიშნად გამომშვიდობებისას სასიამოვნო სურპრიზი მოუმზადა – საკმაოდ ძვირფასი საჩუქარი აჩუქა, ასეთი რამე ამ ფედერაციის ისტორიაში პირველად მოხდა. თეა მცირე ხნით ჩამოვიდა თბილისში. ცოტა ქართულიც დაავიწყდა და ქუჩებიც ერევა ერთმანეთში, თუმცა, მიუხედავად რუსეთში 17-წლიანი ცხოვრებისა, მაინც ქართველად მიიჩნევს თავს. 

 

თეა დონღუზაშვილი: რუსეთის ძიუდოისტ ქალთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი გავხდი და ბევრად უფრო მეტად ვარ დატვირთული, ვიდრე აქტიურ სპორტში ვიყავი. გამომშვიდობებისას რუსეთის ძიუდოს ფედერაციამ მაჩუქა ძალიან ორიგინალური ფერის „ლენდკრუიზერ პრადო“ – მუქი ნაცრისფერია, მაგრამ, მზის შუქზე ლურჯად ჩანს (იცინის). ასეთი რამ მისი არსებობის ისტორიაში პირველად მოხდა,  გამომაცილეს და მაშინვე შემომთავაზეს, მწვრთნელად დავრჩენილიყავი ნაკრებში. 

– მანქანით ჩამოხვედი თბილისში. როგორ იარე, არ გაგიჭირდა ამხელა მანძილზე ავტომობილით მოძრაობა?

– 2 600 კილომეტრი დავფარეთ და უდიდესი სიამოვნება მივიღე! ორჯერ გამაჩერეს „გაის” თანამშრომლებმა – მართვის მოწმობის ჩამორთმევა უნდოდათ ჩემთვის, მაგრამ, მერე მიცნეს და დამინდეს – ძალიან დიდი სიჩქარით მოვდიოდი – 172-ით და, რა თქმა უნდა, დააფიქსირა რადარმა, მაგრამ, მერე მიცნეს, გამომელაპარაკნენ და უფრო მსუბუქი ჯარიმა გამომიწერეს, მოკლედ, ორჯერ გადავრჩი. საერთოდ, ნელა დავდივარ. პეტერბურგში იმხელა საცობებია, სწრაფად ვერც ივლი, თუმცა, როცა ტრასაზე ხარ და მანქანაც გაძლევს ამის საშუალებას, მაშინ კარგია. 

– შარშანდელი არჩევნების მერე რამე შეიცვალა რუსეთში ქართველების მიმართ?

– პოლიტიკას მაინც ვერ ავცდით, არა? მე ადრეც გითხარით, იმის გამო, რომ ქართველი ვარ, ჩემ მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება არასდროს მიგრძნია. თუ არალეგალი ხარ, არ გაქვს ვიზა, ენა არ იცი, ბუნებრივია, შეგექმნება პრობლემები! პირიქით, ყველანაირად ხელს მიწყობდნენ. კარგია, რომ შერბილდა დაძაბულობა და გზები გაიხსნა. ერთადერთი დიდი სურვილი მაქვს – მინდა, სავიზო რეჟიმი გამარტივდეს. მე კი ჩამოვდივარ ხოლმე, მაგრამ, ჩემი ახლობლებისთვის დიდი პრობლემაა – ვერ ჩამყავს იქით. ძირითადად, იქ ვხვდებით ხოლმე, სადაც შეჯიბრებები და ტურნირები გვაქვს, მაგალითად, თურქეთში, აზერბაიჯანში... იქ ვახერხებ ხოლმე ახლობლების ნახვასა და მოსიყვარულებას. 

– პირად ცხოვრებაზე გკითხავ: ისევ მარტო ხარ? წინა ინტერვიუში მითხარი, კაცებს ჩემი, როგორც ძლიერი ქალის, ეშინიათო. 

– სამწუხაროდ, ისევ მარტო ვარ (იცინის). ეგეთი კი არა, საერთოდ არანაირი არ მოინახა, რომ ამერჩია. არ ვიცი, რატომ ხდება ასე – ალბათ, ისეთ კაცებს, ვინც არ მიზიდავს, ყურადღებას არ ვაქცევ და, ვისაც ვაქცევ, ის უკვე დაკავებულია (იცინის). რა ვიცი, ასე გამოვიდა. იყო პატარ-პატარა გატაცებები და ახლაც არის, მაგრამ, ამას სიყვარულს ვერ დავარქმევ. რამე სერიოზული რომ იყოს, სიამაყით ვიტყოდი. საერთოდ, ძალიან სწრაფად მიყვარდება და სწრაფადვე მიცივდება გული, შეიძლება დღეს ერთი მომწონდეს, ხვალ – მეორე, ზეგ – მესამე... ახლა უფრო მეტად ვრწმუნდები, რომ მამაკაცებს ეშინიათ ძლიერი ქალების. ფიზიკურად ძლიერი ქალი ვარ, მაგრამ სულის სიღრმეში ვარ ნაზი, ფუმფულა და ფაქიზი (იცინის).

– ისიც სპორტსმენია?

– არა, სხვა სფეროს წარმომადგენელია.

– ისიც თქვი, ხასიათით იქაურებს დავემსგავსეო და ესე იგი მალე არ ბრაზდები?

– არა, იშვიათად ვბრაზდები. ქართლელი ვარ, მცხეთელი, თუმცა, 7 წლამდე ზესტაფონში ვიზრდებოდი და, აქ რომ მიმიყვანეს სკოლაში, „წევიდა-მევიდა“, „მობრძანდი ბატონოთი“ ვლაპარაკობდი და ყველა დამცინოდა. მიკვირდა, რატომ დამცინიან-მეთქი (იცინის). ქართველები ძალიან ემოციურები არიან და ამ ემოციას ყველა აფრქვევს, თუნდაც, საჭესთან მამაკაცები... ჩემს დას ვეუბნები, ქართველები ყველანი სამკურნალოები ხართ-მეთქი. რუსებმა თავიანთ ფლეგმა ხასიათზე გადამიყვანეს, თორემ, ალბათ, მეც ასეთი ვიყავი. თვითონ მანქანის ტარება არ იციან და ქალებს რას აბრალებენ?! თბილისში ქვეითი და მძღოლი – ყველა ერთნაირად არანორმალურად დადის! ევროპაში ბევრჯერ ვარ ნამყოფი და იქ „ზებრის“ ორივე მხარეს ჩერდებიან მძღოლები, რომ გაგატარონ. ვფიქრობდი, სანკტ-პეტერბურგზე უფრო საშინელი მოძრაობა სად უნდა იყოს-მეთქი და, თურმე, თბილისში ყოფილა! შუქნიშანთან რომ ვდგავარ, ისე მისიგნალებენ უკნიდან, გეგონება მანქანებს უნდა გადავაფრინდე (იცინის). ისე, საჭესთან მეც ვილანძღები და ვიგინები ხოლმე. 

– შენი დები არ გაჰყვნენ სპორტს?

– არა, მარტო მე. ხომ იცი, თითო მახინჯი ყველა ოჯახში გამოერევა (იცინის). ფარიკაობა მიყვარდა და მინდოდა ფარიკაობაზე მისვლა, მაგრამ, მამაჩემმა ჩემს ტყუპისცალ ძმას უყიდა კიმონო, მას კი არც ჩაუცვამს, ისე ვაჩუქეთ სხვას. მამას შევუჩნდი, მეც მიყიდე-მეთქი. მერე ბიძაჩემმა დამაინტერესა ძიუდოთი – ნახა, რომ მონაცემები მქონდა და, ვარჯიშის დაწყებიდან ორ კვირაში საქართველოს პირველობა მოვიგე! ყველაზე დიდი ვიყავი ტანით – 13 წლის ასაკში ამხელა ვიყავი თითქმის, რაც ახლა ვარ. ძალიან აქტიური ბავშვი ვიყავი, ბიჭებთან ვთამაშობდი, ქუჩაში დავრბოდი მთელი დღე. პირველი ადგილი რომ ავიღე, არ მჯეროდა. ვაზარი დონღუზაშვილსო, რომ გამოაცხადეს, ვიფიქრე, რომ დამაჯარიმეს. ისე ჩამოვიკიდე მედალი, სახლამდე არ მომიხსნია. ძლიერი ვიყავი სხვა გოგოებთან შედარებით; ჟინიანიც ვიყავი ძალიან. ნაკრებში რომ მოვხვდი და მსოფლიოს უძლიერესი სპორტსმენები ვნახე, ვიფიქრე: რატომ, მარტო მონაწილეობა, მე მედალი მინდა-მეთქი. 

– ესე იგი, ქალური რაღაცები არ გიზიდავს?

– როგორ არა! კერვა და ქსოვა მეხერხება არაჩვეულებრივად; კარგ ტირამისუს ვაცხობ. 

– იყო ისეთი მარცხი შენს კარიერაში, რომელიც დღემდე მწარედ გახსოვს?

– იყო, სამწუხაროდ – ორჯერ და დღემდე ვერ ვინელებ, დღესაც ვერ ვუყურებ იმ შეხვედრას, ფინალში გადასასვლელი შეხვედრა, ათენის ოლიმპიურ თამაშებზე წავაგე და, კიდევ, პეკინის ოლიმპიადაზე – მყესი გამიწყდა და წავაგე, არადა, მედალი თითქმის ხელში მეჭირა, თუმცა, მანამდე სერიოზული ტრავმა არ მქონია. საშინლად ვტიროდი, იქიდან რომ გამოვედი. 

– თეა, რიოში გამართული ჩემპიონატის შემდეგ მითქმა-მოთქმა იყო იმაზე, რომ შენ რუსეთის ნაკრებს გულშემატკივრობდი ქართველებთან შეხვედრის დროს. 

– საქართველო ჩემი სამშობლოა და მას არასდროს არაფერი შეცვლის, მაგრამ, ის არის ჩემი სამსახური, რაშიც ხელფასს ვიღებ, რაშიც ვცდილობ, წარმატებას მივაღწიო! ვარ რუსეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი; დღეს ვინც ვარ, რუსების წყალობით ვარ. რა თქმა უნდა, რუსების მხარეს ვიყავი. მართალია, ქალებმა ამ ჩემპიონატზე სენსაცია ვერ მოახდინეს, რადგან, ევროპის ჩემპიონატის მერე ძალიან დიდი ფიზიკური დატვირთვა ჰქონდათ. საერთოდ ქართველ ძიუდიოსტებთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს, შეყვარებული ვარ ადამ ოქრუაშვილზე, „მედვეჟონაკს“ ეძახიან რუსეთში. რუსები ეჭვიანობენ კიდეც, იმათთან უფრო დიდ დროს ატარებო. 

სხვათა შორის, უნდა აღვნიშნო, რომ საშინლად არაობიექტური იყო მსაჯობა – ჭრიკიშვილმა შეჭამა ფრანგი მეტოქე და ვერცხლი აიღო. ჩვენ ვამზადებთ ახლა საჩივარს ამის თაობაზე.

– მკაცრი მწვრთნელი ხარ?

– ასე ვერ ვიტყოდი, ევროპული მიდგომა მომწონს უფრო. ჩემს დროს გვაძალებდნენ მკაცრად, ახლა კი ასეა: თუ უნდა, ექნება შედეგი; არ უნდა და – არ ექნება. 

– პუტინთან ისევ გაქვთ ხშირი ურთიერთობა? 

– შედარებით ნაკლებად. ოლიმპიადის წინ ვნახეთ, სულ დადის საგულშემატკივროდ. მისი მწვრთნელი გარდაიცვალა და იყო მოსული. საერთოდ, პუტინს სამბო უფრო იტაცებდა, თუმცა, მისი ასაკისთვის საკმაოდ კარგადაა მომზადებული. 

 

скачать dle 11.3