კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მოძღვარი გვირჩევს

კითხვა: როგორ უყურებს ეკლესია ურწმუნო ადამიანის ქრისტიანულ ტაძარში შესვლის ფაქტს?

პასუხი: ჩვენს მაცხოვართან, მიწიერ ცხოვრებაში უამრავი ურწმუნო ადამიანი მიდიოდა, რჩევას სთხოვდა, ხელით ეხებოდა და კურნებას იღებდა. ტაძარი უფლის სხეულია და ყველას შეუძლია იქ შესვლა; ყველა ადამიანს უნდა მიეცეს შესაძლებლობა, მიუახლოვდეს ქრისტეს, რათა უფლის სიდიადე შეიცნოს. მართლმადიდებლურ ტაძრებში ურწმუნოები მოძღვართა საუბრებს ისმენენ, თუმცა, მათ ეკრძალებათ საეკლესიო წესებში მონაწილეობა და ტაძარში ყოფნისას მოკრძალება და ეკლესიის პატივისცემა განსაკუთრებით მოეთხოვებათ.

კითხვა: საჭიროა თუ არა ეკლესიასთან ჩავლის დროს ტრანსპორტში მყოფმა მამაკაცმა პირჯვრის გადაწერისას ქუდი მოიხადოს?

პასუხი: მამაკაცი ქუდის მოხდით ღვთის სახლის მიმართ მოწიწებას გამოხატავს. ძველად, ქართველები ქუდს არა მარტო ეკლესიაში შესვლისას, არამედ უფროსების წინაშეც იხდიდნენ.

კითხვა: შეიძლება თუ არა ეკლესიაში არ შევიძინო სანთელი, გარედან შევიტანო და ისე დავანთო?

პასუხი: ეკლესიაში შეიძლება, ჩვენივე ხელით ჩამოქნილი სანთელიც დავანთოთ – სანთელი არის შესაწირავი ღვთისადმი, მაგრამ, როდესაც ეკლესიაში იქვე შეძენილ სანთელს ვანთებთ, ეს მოწყალების გაღებაც არის იმ ტაძრისა და ტაძრის მსახურთა მიმართ, ასეთ დროს უფალსაც ვწირავთ და მოწყალებასაც გავიღებთ. ამიტომ სჯობს, სანთელი ეკლესიაშივე შეიძინოთ.

კითხვა: როგორ შეაფასებს ეკლესია ისეთ ადამიანს, რომელიც არც არავის ვნებს, მაგრამ არც არავის უკეთებს სიკეთებს?

პასუხი: საკმარისი არ არის სიავისგან შორს იდგე, ქრისტიანმა არა მარტო ავი საქმეები არ უნდა აკეთოს, არამედ ის აუცილებლად უნდა იყოს ქრისტიანულ ღვაწლში – მოყვასს გაუკეთოს სიკეთე.

скачать dle 11.3