კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ჭეშმარიტი სარწმუნოება

წმიდა სპირიდონის საქციელი ქურდებთან

ერთხელ წმიდა სპირიდონ მღვდელმთავრის სახლში ქურდები შეიპარნენ, რამდენიმე ცხვარი მოიპარეს და წასვლას აპირებდნენ. მაგრამ, უფალს უყვარდა თავისი მოსაგრე და მისი მამულის საკუთრებას იცავდა. მან უხილავი ძალით შეკრა ქურდები ისე, რომ მათ ადგილიდან დაძვრა არ შეეძლოთ და ასე დარჩნენ დილამდე. გამთენიისას ღირსი სპირიდონი თავისი სენაკიდან გამოვიდა და ისინი ამგვარ საბრალო მდგომარეობაში იხილა. მან ქურდები დამოძღვრა, რომ სხვისი არ უნდა მიეტაცებინათ და საკუთარი შრომით უნდა ერჩინათ თავი. შემდეგ ლოცვით გახსნა მათი შემბოჭავი ჯაჭვი და გაუშვა, თან ერთი ცხვარი აჩუქა და დაამატა: „წაიყვანეთ ის, რათა ამაოდ არ ჩაიაროს თქვენმა შრომამ და ღამისთევამ“.

 

უძველესი პატერიკიდან

ამბა აგათონის შესახებ ამბობდნენ, რომ ძალიან გონიერი იყო. ერთხელ მის გამოსაცდელად უცნობები მივიდნენ და უთხრეს: „ეს შენ ხარ აგათონი? შენ შესახებ გვსმენია, რომ ამპარტავანი და მემრუშე ხარ?“ „დიახ, ეს მართალია“, – მიუგო ამბა აგათონმა. მათ კვლავ ჰკითხეს: „აგათონ, ცილისმწამებელი და ამაოდმეტყველიც ხარ?“ „ვარ“, – თავმდაბლად უპასუხა ღირსმა მამამ. „აგათონ, მწვალებელი ხარ?“ „არა, მე მწვალებელი არა ვარ!“ – მტკიცედ მიუგო წმიდა მამამ. მაშინ მას ჰკითხეს: „რატომ გვეთანხმებოდი ყველაფერში, ბოლო ბრალდება კი ვერ აიტანე?“ მამა აგათონმა მიუგო: „ამ ვნებათა აღიარება სასარგებლოა ჩემი სულისათვის. ხოლო მწვალებლად თავის მიჩნევა ღვთისგან განდგომას ნიშნავს. მე არ მსურს, განვუდგე ჩემს უფალს“. მისმა გამომცდელებმა მოისმინეს ბერის სიტყვები. გაუკვირდათ და მიიღეს ეს დარიგება.

 

სიკვდილისწინა აგონია

წმიდა მთის ბერი გაბრიელი, რომელიც თავისი სულიერი შვილის, ბერი კირილეს უკანასკნელ წუთებს ესწრებოდა, იშვიათი სულიერი გამოცდილების ღირსი გახდა.

მამა კირილე წინასასიკვდილო აგონიაში იყო. თავის მარცხენა მხარზე მან ქაღალდის ფურცელი დაინახა, რომლის შინაარსიც მისთვის უცნობი იყო. მის მარჯვენა ხელთან თეთრად შემოსილი ორი ანგელოზი იდგა, მარცხნივ კი – ეშმაკები. მამა გაბრიელი გამოცდილი მოძღვარი იყო და კირილეს წაქეზება დაუწყო:

– ჰკითხე ანგელოზებს, რა წერია ქაღალდზე.

მალე ბერმა უპასუხა: იქ ჩემი ორი ცოდვა წერია, რომლებიც დამავიწყდა და აღსარებაში არასოდეს მითქვამსო.

მოძღვარმა მაშინვე წაუკითხა შენდობის ლოცვა და მამა კირილემ მშვიდობიანად მიაბარა სული უფალს, ეუწყა რა ღვთაებრივი განგებულების შესახებ ზეციური ანგელოზებისგან.

скачать dle 11.3