კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ მოხვდა „ბურთი და მოედანი” ბროდვეიზე და როგორ იგინებოდა გუგული მგელაძის თვალწინ ლენინი

„ვერ შეცვლი ბუნების წესსა და რიგს! ვიბადებით, ვიზრდებით, ვწვალობთ, ვბერდებით! ბოლოს კი ვცხოვრობთ მოგონებებით, თითქოს ვიმეორებთ გზას და... ყველაფერი მთავრდება”... – ეს სიტყვები გუგული მგელაძეს ეკუთვნის. ბატონმა გუგულიმ კინომოღვაწეობა დაიწყო  ფილმიდან  „გიორგი სააკაძე”, სადაც ის სააკაძის შვილს, ავთანდილს თამაშობს. დაამთავრა თბილისის ვაჟთა გიმნაზია, შემდეგ – მოსკოვის კინემატოგრაფიის სამსახიობო ფაკულტეტი, მოგვიანებით – ამავე ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი. თამაშობდა სერგეი გერასიმოვის, პუდოვკინის, ბრაუნისა და სხვათა ფილმებში. 1961 წლიდან მოღვაწეობდა „ქართულ ფილმში”. გადაღებული აქვს: „გაჭედილები”, „ფესვები”, „ბურთი და მოედანი”, „სინათლე ჩვენს ფანჯრებში”, „მაცივარში ვიღაც იჯდა”, „ბოდიში, თქვენ გელით სიკვდილი”... ბატონ გუგულის თავისი ცხოვრების განმავლობაში ბევრ საინტერესო ადამიანთან მოუხდა ურთიერთობა, შესაბამისად, მოსაგონარიც ყოველთვის ბევრი აქვს, რაც მისი დღიურების ფურცლებს კიდევ უფრო ამდიდრებს. ჰყავს ვაჟი – გიორგი მგელაძე, კინეორეჟისორი და რამდენიმე გრანპრის მფლობელი ევროპასა და ამერიკაში; უფროსი ქალიშვილი – ქეთევანი, ინგლისური ენის სპეციალისტია; მომდევნო – თამუნა – მხატვარი. ახლა კი, ერთად გადავავლოთ თვალი რეჟისორის დღიურებს. წინ კარგი ისტორიები გელით.      

– ბატონო გუგული, საუბარი თქვენი სიმამრით – პავლე ინგოროყვათი დავიწყოთ. თურმე, ახალგაზრდობაში ის და ექვთიმე თაყაიშვილი მეგობრობდნენ. რა იცით მათი ურთიერთობიდან?  

– ჩვენს ოჯახში ხშირად იყო საუბარი ექვთიმე თაყაიშვილზე. ბატონ პავლესა და ბატონ ექვთიმეს ახალგაზრდობაში დიდი მეგობრობა ჰქონიათ. აწ განსვენებულმა, მაშინ საფრანგეთიდან ახლად ჩამოსულმა სერგი წულაძემ, ჩვენთან სტუმრობის დროს გვიამბო, თუ როგორ გაიღო ფრანგმა მეცენატმა ქალმა ფული, რათა ექვთიმე თაყაიშვილის თვალებისთვის ემკურნალა (მხედველობას კარგავდა), ექვთიმემ კი ამ თანხით პარიზის ბუკინისტებში წინასწარ გადანახული ქართული მანუსკრიპტები შეიძინა. კიდევ ბევრი რამ ითქვა მაშინ მასზე. ბატონი პავლე დიდი პატივისცემით ლაპარაკობდა ექვთიმე თაყაიშვილზე, მაგრამ, ისიც მინდა გითხრათ, რომ მას სავსებით ნორმალურად მიაჩნდა განძთან დაკავშირებული ისტორია: ერთხელ გაკვირვებით თქვა კიდეც – აბა, სხვანაირად როგორ უნდა მოქცეულიყოო?! ახალგაზრდობაში ბატონი პავლე ისე თავდავიწყებით ყოფილა შეყვარებული ქალბატონ ქეთევანზე, რომ, ერთხელ, სასოწარკვეთილს, თავის მოკვლის მიზნით ტყვია უსვრია. მერე ეს ტყვია ექიმებს სხეულიდან არ ამოაღებინა – საფლავში ჩაიტანა. ისე, რა საოცარი ძალა აქვს ნაწერს, რამდენი რამის ამოკითხვა შეიძლება სტრიქონებს შორის! ბატონი პავლეს არქივში წავაწყდი ერთიბეწო ქაღალდს, სადაც ისტორიული მნიშვნელობის რამდენიმე სიტყვა წერია: „პავლე! ჩემთან მოსვლა უკვე საშიში აღარაა, შენი ექვთიმე.” მას თარიღი არ აწერია, თუმცა, თარიღი არ სჭირდება, არც ახსნა. ერისკაცი, თავის დროზე გუშაგად რომ გაჰყვა საქართველოს აურაცხელ ქონებას, მის საგანძურს, სულს, მის ისტორიას, რათა ათეული წლები ეშიმშილა უცხო მხარეში და შემდეგ, ღრმად მოხუცებულს, კიდევ უფრო გამდიდრებული დაებრუნებინა ეს განძი თავისი ქვეყნისთვის, ეს კაცი სწერდა პავლე ინგოროყვას, რომ მასთან მისვლა უკვე საშიში აღარ არის, რომ ამისთვის მას არ დაიჭერდნენ, არ აწამებდნენ, სიკვდილით არ დასჯიდნენ... წარმოგიდგენიათ?! ბატონი პავლე ძერჟინსკის ძნელად იტანდა, ძერჟინსკის ქუჩა კი ენატრებოდა. ძერჟინსკის ქუჩას დღეს ინგოროყვას სახელი ჰქვია... უცნაურობაც სჩევოდა: კარგა ხნის წინ, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიაში სწავლულ მეცნიერებთან შეხვედრა ჰქონდა დანიშნული (ძველი საგალობლების სანოტო სისტემის გაშიფვრასთან დაკავშირებით). თავშეყრილი აკადემიკოსები ძალიან ღელავდნენ ამ სასწაულებრივი აღმოჩენის გამო. ბატონი პავლე იგვიანებდა. ბოლოს, როგორც იყო, გამოცხადდა თავისი უშველებელი პორტფელით, მაგიდაზე ამოალაგა განსახილველი შრომა, გადაშალა და, უცებ, რაღაც იდუმალმა ძალამ შეაკრთო. რა აზრი დაუტრიალდა თავში, ძნელი წარმოსადგენი იყო. ერთხანს იჯდა, მერე პაპიროსი ჩაიდო პირში და რამდენჯერმე ზედიზედ ნერვიულად აანთო და ჩააქრო ასანთი. ყველა იქ მყოფი მდუმარებამ მოიცვა. მერე ბატონმა პავლემ ოლიმპიური სიმშვიდით ჩაალაგა თავისი ნაშრომი პორტფელში, კრებას ბოდიში მოუხადა და სხდომა გააუქმა. რა მოხდა, ვერავინ გაიგო – წავიდა და წავიდა... სულ ცოტა ხანში (1962 წელს,), „იუნესკოს“ პერიოდული ჟურნალი, – „კურიერ იუნესკო,” ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი აღმოჩენის შესახებ მსოფლიოს აუწყებდა: „პავლე ინგოროყვამ ამოხსნა იეროგლიფებად შემორჩენილი სანოტო სისტემა, რის შედეგადაც უამრავი საგალობელი ახმოვანდა!”

– თქვენ მუშაობდით „მოსფილმში”, რომლის ფილმებსაც 70-80-იან წლებში საბჭოთა კინოეკრანებზე, ფაქტობრივად, ბადალი არ ჰყავდა. რას გაიხსენებთ იმ წლებიდან?  

– „მოსფილმში” გახლდით. ჩემი ფილმის რუსულ ენაზე დუბლირება მიმდინარეობდა. ერთ-ერთ პავილიონთან გასაოცარი სცენის მომსწრე გავხდი: წითელ სტენდთან, სადაც გამორჩეული კინემატოგრაფისტების ფოტოები იყო გამოკრული (მათ შორის ორი ქართველის – გია დანელიასი და მხატვარ ლევან შენგელიასი), წევს უზომოდ მთვრალი ლენინი და გამვლელ-გამომვლელებს თვალებს უბრიალებს. ერთმა ქალმა უცებ შეჰკივლა: „კაკოი უჟას!..“ – და გაიქცა, თან უკან იყურებოდა. ამ დროს პავილიონიდან მარქსი გამოვიდა. გალეშილი ლენინი რომ დაინახა, უყვირა: „ვსტან, სეჩასჟე, მერზავეც, ტი ჟე პოზორიშ ნას, აკტიოროვ!“ ლენინმა კარგახანს უყურა მარქსს და ჩახლეჩილი ხმით დაუღრიალა: „იდი ნახ...ი!“ შეშინებული მარქსი წამში გაუჩინარდა. ამ შემთხვევის შემდეგ, სამინისტროს ბრძანებით, ლენინის როლზე მსახიობებს დიდი სიფრთხილით არჩევდნენ.

– ერთხელ ჩვენთან ინტრევიუში თქვით, რეჟისორი რომ ვარ, სერგეი გერასიმოვის დამსახურებააო.

– „ბოდიში, თქვენ გელით სიკვდილის” გადაღება შემიჩერეს „გოსკინოს” ბრძანებით (რაღაც ანტისაბჭოური მოელანდათ) და გერასიმოვი სპეციალურად ჩამოვიდა თბილისში, ჩემი ფილმის მასალა რომ ენახა (დიდი პედაგოგის თვისება ჰქონდა – მეტს ხედავდა მოწაფეების გადაღებულში, ვიდრე სინამდვილეში იყო). დამთავრდა მასალის ჩვენება და დირექციის გასაგონად თქვა: ვისაც რაიმე ეეჭვება ამ ფილმში, თვითონ ჩამობრძანდეს თბილისშიო. ასე რომ, მისით გადარჩა ეს ჩემი ფილმი, მისი დიდსულოვნების წყალობით გავხდი რეჟისორი. ჩემი სიმამრის, პავლე ინგოროყვას ბიბლიოთეკაში შემთხვევით წავაწყდი ერთ უნიკალურ წიგნს. მოსკოვში მივემგზავრებოდი სცენარის დასამტკიცებლად და თან წავიღე, რომ მისთვის მეჩუქებინა – ვიცოდი, გაუხარდებოდა  (ახალი დამთავრებული ჰქონდა ფილმი „ლევ ტოლსტოი”, სადაც თვითონვე ითამაშა დიდი მწერლის როლი). ჩავედი, მოვეწყვე სასტუმროში, ავიღე ეს წიგნი და გავემართე მათი სახლისკენ, მაგრამ, დავაგვიანე: სასტუმრო „უკრაინის” უკანა მხარეს, პატარა მოედანი ხალხით იყო  გადატენილი – გერასიმოვის გამოსვენებას ელოდებოდნენ... ერთ დროს ულამაზესი მისი მეუღლე, ტამარა მაკაროვა, გაფითრებული და დაბერებული მოჰყვებოდა ქმრის ცხედარს.

– ბატონო გუგული, ცხოვრებაში, ალბათ, სასაცილო სიტუაციაშიც აღმოჩენილხართ.

– ერთხელ მიშა კობახიძემ ჩემს სამონტაჟო ოთახში უცხოელი ქალი შემოიყვანა – ლამაზი, გრძელი თმითა და ხელზე სამაჯურით. სკამიდან წამოვხტი და მის ხელს ვეცი საამბოროდ, ის კი შეცბა და ხელი გამომტაცა. „რას შვრები! – იყვირა მიშამ, – კაცია, ბიჭო, კაცი!“ მერე, ამ ამბავს სხვებს რომ ვუყვებოდი, სიცილით ვიგუდებოდით... კინოსტუდიაში გადაღებული პირველი ფილმი მიშას არ გამოუვიდა – ასე მხოლოდ მათ ემართებათ, ვინც ეძებს რაღაც ახალს. მოკლედ, ფილმი ჩაუვარდა. იქნებ, სწორედ ამ ჩავარდნამ განაპირობა „ქორწილის” დაბადება?! – ობერჰაუზენიდან სამი პრიზი ჩამოიტანა (1965 წელი), იმავე წელს კი მეოთხე პრიზი ჩამოიტანა კანიდან... 

– მართალია, რომ თქვენი ფილმი „ბურთი და მოედანი” ამერიკაში უჩვენეს?

– 1965 წელს ამერიკიდან ნუგზარ შარია ჩამოვიდა. კინოსტუდიის ეზოში ვნახე, მანქანას რეცხავდა. – კაი რაღაც უნდა გითხრა! – მეუბნება შარია, – მოვდივარ ბროდვეიზე. კინოთეატრის თავზე ვხედავ რეკლამას – ხატია კოვბოი ფართო შლაპით. იპოლიტეა ზედგამოჭრილი. ერთი კი გავიფიქრე, იპოლიტეს რა უნდა ბროდვეიზე-მეთქი. ვკითხულობ წარწერას: „ბურთი და მოედანი”. იპოლიტეა! უკანასკნელი გროშებით ვყიდულობ ბილეთს, შევდივარ კინოთეატრში, სეანსი უკვე დაწყებულია და, რომ გამოჩნდა იპოლიტე და ინგლისურად დაილაპარაკა, ამივარდა ხარხარი. დარბაზი იცინოდა, მე კი ვხარხარებდი.

– „ფესვებს”, ჩემს ერთ-ერთ უსაყვარლეს ფილმს, საფრანგეთში იღებდით, რაც იოლი საქმე არ იყო. როგორ მოახერხეთ ეს? 

– საფრანგეთში თერთმეტი დღით ვიყავით წასული თერთმეტი კაცი „ფესვების” გადასაღებად. ჩვენი სასტუმროს პირდაპირ იტალიელების რესტორანი იყო. ალბათ, იფიქრეს, რადგან კინოს იღებენ, მილიონერები იქნებიანო და, ორი-სამი დღის განმავლობაში უფასოდ გვეპატიჟებოდნენ იმ იმედით, რომ მერე თვითონ დავიწყებდით იქ სიარულს. მაგრამ, ბოლოს, როცა დარწმუნდნენ, რომ ჯიბეგამოფხეკილი საბჭოთა კინემატოგრაფისტები ვიყავით, ხელი ჩაიქნიეს. თუმცა, მერეც გვეპატიჟებოდნენ – დოდო აბაშიძე მოეწონათ (ფილმში მის შვილიშვილს 7 წლის ნიაზ დიასამიძე თამაშობს). სოსო ჯაჭვლიანი ბოლოს ისე გაშინაურდა, უკვეთავდა და უკვეთავდა ღვინოს, ფული კი არ ჰქონდა. მერე ფულიც გაგვიჩნდა. გადაღებებზე ორი-სამი კაცი მივდიოდით ხოლმე, დანარჩენები საყიდლებზე გარბოდნენ. ერთადერთი, ლევან აბაშიძე არ გაჰკარებია მაღაზიებს – ფრანგი გოგოები წაიყვანა რესტორანში და მთელი ფული მათ დაახარჯა.   

 

скачать dle 11.3