კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ოქტომბერი 2019 (149)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)
მაისი 2019 (254)

როგორ დაეხმარა ქალი ქმარს რუსეთში მცხოვრები 8 წლის შვილის მოძებნაში და რა სიხარული ეწვია მანავში მცხოვრებ 47 წლის კაცს

40 წლის თინიკო ავსაჯანიშვილი და 47 წლის აკაკი მაზიაშვილი ეძებდნენ: 25  წლის ირინა პუბანეცსა და 8 წლის ნინა პუბანეცს.

ისტორია: ვეძებ ჩემი მეუღლის შვილსა და მის დედას: 8 წლის ნინა პუბანეცს და 25 წლის ირინა პუბანეცს. მათ შესახებ მხოლოდ ის ვიცი, რომ ისინი ცხოვრობდნენ მურმანსკის მხარის ქალაქ კოლგორში. აკაკიმ ნინას დედა კოლგორში გაიცნო რუსეთში ყოფნის დროს, დაახლოებით 2004-2005 წლებში. მათ შეეძინათ გოგონა – ნინა. მალე აკაკი საქართველოში დეპორტით გამოუშვეს და ასე დაკარგა მან ირინასთან და ნინასთან კავშირი, რამდენიმე ხანში კი მე შემირთო ცოლად. ყოველთვის ვატყობდი ქმარს სევდიანობას და, ვიცოდი, რომ ეს ბავშვის გამო იყო. აკაკი ძალიან განიცდის ნინას უნახაობას. ძალიან გთხოვთ, დაგვეხმაროთ ბავშვის მოძებნაში

ჟურნალისტის შენიშვნა: ეს ისტორია რუბრიკა „დაკარგულების“ წინა ნომერში დაიბეჭდა. ჩემს რუბრიკაში სასწაულები ხშირად ხდება – დაკარგული ირინა და ნინა ერთ დღეში ვიპოვეთ. თუმცა, ირინა პუბანეცის მოძებნაზე რთული აკაკისთან მის დაკავშირებაზე დათანხმება აღმოჩნდა. ჩემს პრაქტიკაში ჯერ არ მომხდარა ისე, რომ ნაპოვნი ადამიანისთვის ამდენ ხანს მეხვეწოს თანხმობის მოცემა დაკავშირებაზე. მაგრამ, ირინა მაინც დავითანხმე და დაკარგული ჩემს რესპონდენტთან დავაკავშირე, დანარჩენს კი მკითხველი სტატიიდან თავად შეიტყობს. პირადად მე კი, მინდა, ვუსურვო თინიკოს, რომ მასაც მალე შეეძინოს შვილი და მანაც იგრძნოს დედობით მინიჭებული  ბედნიერება. მკითხველი დამენთანხმება, რომ ეს ქალბატონი, რომელმაც მეუღლეს დაკარგული შვილის პოვნაში გაუწია დახმარება‚ ამას მართლაც იმსახურებს.

– თინიკო, რა რეაქცია გქონდათ, როდესაც გითხარით, რომ ირინა და ნინა ვიპოვეთ?

– ძალიან რთულია სიტყვებით იმ გრძნობის გადმოცემა. თქვენ ზუსტად ამიწერეთ ირინა, შემდგომ მეუღლეს ჩავეკითხე და მანაც დამიდასტურა – ირინას გარეგნობა ზუსტად ემთხვეოდა თქვენ მიერ აღწერილს. მასთან დაკავშირებამდე დარჩენილ მოლოდინის წუთებს ვითვლიდით, რადგან, ვიცოდით, რომ ირინას თანხმობის გარეშე აკაკი ნინას ვერ დაუკავშირდებოდა. თქვენ რომ არა, ჩვენ მათ ვერც ვიპოვიდით, პოვნის შემთხვევაში კი თანხმობას ვერ მივიღებდით. ნამდვილად გაოცებული ვარ, როგორ იპოვეთ ისინი ასე მოკლე ხანში, ან როგორ დაითანხმეთ ირინა აკაკისთან საუბარზე.

– მინდა გითხრათ, რომ ეს არც ისე იოლი იყო, მაგრამ, ყველაფერი კარგად დამთავრდა.

– აკაკი იმ დღესვე ესაუბრა ნინას და ბავშვმა უთხრა, რომ მას არ ახსოვს მამა. ეს ბუნებრივიცაა, რადგან, ბოლოს რომ ნახეს ერთმანეთი, ნინა 1,5 წლის იყო, ახლა კი ის მეორე კლასში გადასულა. ირინა მამით გერმანელია და, ალბათ, ამითაც არის გამოწვეული მისი ამგვარი პრინციპულობა და შეუვალობა. მადლობა ღმერთს, ის საბოლოოდ დაგვთანხმდა ნინასთან საუბარზე, თუმცა, ისიც აღნიშნა, რომ ეს თქვენი დამსახურებაა. დღემდე გვაინტერესებს მე და ჩემს მეუღლეს, რა ელაპარაკეთ ირინას და როგორ დაითანხმეთ ის ტელეფონის ნომრის მოცემაზე. დიდი მადლობლები ვართ თქვენი. ნეტავი განახათ, რა ბედნიერი იყო ჩემი ქმარი, როდესაც ტელეფონით თავის შვილს ესაუბრებოდა. 

– თინიკო, არ შემიძლია, არ გკითხოთ: ხომ არ გიეჭვიანიათ, როდესაც თქვენი მეუღლე თავის ყოფილ ცოლს ესაუბრებოდა?

– თავიდან კი გავიფიქრე: ნახე, როგორ გავიდა გარეთ და ჩემი თანდასწრებით საუბარი არ განაგრძო-მეთქი, მაგრამ, შემდეგ მივხვდი, რომ მას ისეთი ემოციური განწყობა ჰქონდა, ერთ ადგილზე ვერ ჩერდებოდა. ისეთი აღფრთოვანებული და გახარებული იყო, ერთ ნახვად ღირდა. ასეთი ბედნიერი მე ის არასდროს მინახავს. ახლა მან თავისი შვილის ხმაც გაიგო და დიდხანსაც ესაუბრა და, ამაზე დიდი მადლი თუ არსებობს ქვეყნად, არ ვიცი. მე მოხარული ვარ, რომ შევძელი და გვერდში ამოვუდექი მას შვილის მოძებნაში. ის ამისთვის ჩემი მადლობელია და მე სხვა არაფერი მინდა, გარდა მისი ბედნიერებისა. იმედი მაქვს, ირინა არ ინანებს, რომ ჩვენთან დაკავშირებაზე დაგთანხმდათ. ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ ნინას კეთილდღეობა გვამოძრავებს. კოლგორი საქართველოდან ძალიან შორსაა და, ბუნებრივია, აკაკიმ ნინა, შეიძლება, კიდევ დიდხანს ვერ ნახოს, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, მან უკვე იპოვა შვილი და ეს მისთვის ყველაფერს ნიშნავს. ვფიქრობ, ჩვენი ოჯახი ამ ამბის მერე უფრო გამყარდება. ჩემი მეუღლე კი კიდევ ერთხელ დარწმუნდა, როგორ მიყვარს ის.

– სამომავლოდ თუ გეგმავთ ერთმანეთის ნახვას თქვენ და ირინა, ან, ნინას ჩამოყვანას თუ აპირებთ საქართველოში?

– მათი ურთიერთობა ჯერ ახალი დაწყებულია. კაკოს დიდი დრო დასჭირდება, რომ შვილის სიყვარული მოიპოვოს. მე კი დიდი მადლობელი ვარ ირინასი, რომ გაგებით მოეკიდა ჩვენს ისტორიას და ქალურ ეგოიზმს ბავშვის სიყვარული არჩია. ბუნებრივია, თუკი ირინა წინააღმდეგი არ წავა, ჩვენ დიდი სურვილი გვექნება მისი ნახვის და მანავში მისი დაპატიჟების. ჩვენი გამოჩენით მას ცხოვრებაში არანაირი დისკომფორტი არ შეექმნება – ამას ჩვენ თქვენც გპირდებით. 

თუ გსურთ, თქვენც გაგიწიოთ დახმარება დაკარგული ახლობლის მოძებნაში, დაგვიკავშირდით: 239-23-52; 239-23-53; 593 22-04-31. დარეკეთ საღამოს, 6 საათის შემდეგ. E-mail: tbiliselebi2001@yahoo.com.

 

скачать dle 11.3