კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ მჟღავნდება ცოლის ღალატზე გაცილებით სწრაფად ქმრის ღალატი

მამაკაცის ღალატს გაცილებით სწრაფად ეხდება ხოლმე ფარდა, ვიდრე ქალისას. ხომ არ ნიშნავს ეს იმას, რომ მამაკაცებს, უბრალოდ, უჭირთ ენაზე კბილის დაჭერა – არ შეუძლიათ საიდუმლოს შენახვა?! ეს საკითხის მარტივი გადაწყვეტა იქნებოდა, მაგრამ, რეალობა გაცილებით რთულია. მამაკაცები ხშირად ვერ აცნობიერებენ, ისე ებმებიან მახეში, თანაც, ორივე ფეხით და უნებლიეთ ხდებიან ცბიერების მსხვერპლი. საყვარელი ყოველთვის არ არის უანგარო და გულწრფელი; ზოგჯერ კი საერთოდაც არ იცის რა არის სიყვარული...

ძალიან დიდი, სიფრთხილეა საჭირო, რომ არ დავანგრიოთ ის, რაც მართლაც ღირებულია; გული არ ვატკინოთ იმას, ვისაც მართლაც ვეძვირფასებით...


სოფიკო (39 წლის): საყვარლის როლს მორგებული ქალები რომ განსაკუთრებულ, უცნაურ კასტას ქმნიან და რომ ისინი ძალიან შორს არიან ქალური სოლიდარობისგან, ცოლებს, მინიმუმ, გაგონილი მაინც აქვთ. ალბათ, არ არსებობს ცოლი, ამის შესახებ რომ არ სმენოდეს.

– ანუ, ყველა ქალი, რომელიც ცოლიან კაცთან დადის, კუდიანია?!

– თქვენ ხუმრობთ, მაგრამ, კეთილი სულის ადამიანი სხვის ოჯახს დაანგრევს?! ვიცი მაგათი ლოგიკაც – რომ, ინგრევა ის, რაც დასანგრევია და რომ მესამე პირი აქ არაფერ შუაშია – სრული სიცრუეა.  ჩემს მაგალითზე ვიტყვი, რომ სწორედ ამ „უწყინარი“ ქალბატონების მიზეზით ინგრევა ოჯახებიც და ურთიერთობებიც. მათ ინტერესებშია სკანდალები, ჩხუბი და აყალმაყალი. ძალიან ბევრ ქალს საკუთარ თავზე აქვს გამოცდილი ქმრის პერანგზე მოცხებული პომადით დაწყებული კოშმარი; ასეთ ქალებს „შემთხვევით“ ავიწყდებათ ხოლმე საყვარლის მანქანაში ნივთები – უფრო სწორად, ნივთმტკიცებები... სუნამოსაც კი სპეციალურად ბევრს ისხამენ, რომ საცოდავი მსხვერპლი ანუ, საყვარლის ცოლი, ბოლომდე დაამცირონ და წყობიდან გამოიყვანონ. სპეციალურად „ატერორებენ“ ცოლებს და, ფაქტობრივად, მათ ფსიქოლოგიურ განადგურებაზე მუშაობენ.

– როგორ გგონიათ რა მიზნით?

– ეს რომ ზუსტად ვიცოდე... მე ხომ ცოლი ვარ და არა საყვარელი. ფაქტია, რომ აღწევენ მიზანს – ახდენენ სკანდალის პროვოცირებას, იმ სკანდალისა, რომელიც მათი საყვარლის ოჯახში იწყება – სწორედ ეს მიმაჩნია სხვის ქმრებზე ნადირობის ჟინის მთავარ მამოძრავებლად.  ზუსტად ვიცი, რომ ამაზე „კაიფობენ“. ცოლმაც თუ კეთილგონიერება არ გამოიჩინა და წამოეგო მის პროვოკაციაზე, ანუ, ქმრის საყვარელი თმით ითრია – ეს ხომ  „კაიფის“ მწვერვალია. მერე უკვე ცოლია გოიმი, ქაჯი, „სტერვა“, მესაკუთრე, რომელიც ქმარს თავისუფლად სუნთქვის საშუალებასაც კი არ აძლევს. მოკლედ, მარაგში უამრავი საზიზღრობა და აკრძალული იარაღი აქვთ ცოლების წინააღმდეგ. მთავარია, კაცს ცოლის გვერდით ცხოვრება კოშმარად ექცეს და გამოიქცეს მისგან. სხვათა შორის, ხშირად ამას ძალიან ადვილად აღწევენ.

– თქვენ თქვით, რომ საკუთარ თავზე გამოსცადეთ ამ კატეგორიის ქალების „გამოხტომები“, ანუ, თქვენს ქმარს საყვარელი ჰყავდა?

– დავიწყოთ იმით, რომ „გამოხტომები“ კი არა, საშინელებები... დიახ, ჩემს ქმარს ჰყავდა საყვარელი, ზუსტად ისეთი, როგორზეც უკვე გელაპარაკეთ. ყველაფერი მოიმოქმედა, რომ თავისი შანსები გაეზარდა. იცით, რა დღეში ჩამაგდო? ფსიქიკურ აფეთქებამდე მიმიყვანა, მარტო მე კი არა, ჩემი ახლობლებიც... ნამდვილი ურჩხული იყო, გაქნილი და ეშმაკი. თქვენი აზრით, შეიძლება, ჩვეულებრივი, სახლის ტელეფონი წამების იარაღად იქცეს? ეჭვიანი არ ვიყავი, მიყვარდა ჩემი ქმარი და ვენდობოდი მას. თან ვყვებოდი, ვანებივრებდი... ზედმეტი შეკითხვა არასდროს დამისვამს მისთვის. როცა სახლში  მის დაბრუნებას ველოდებოდი, განსაკუთრებულ კერძებს ვუმზადებდი... ვაჟბატონი კი, თურმე, სხვას აბედნიერებდა თავისი ყურადღებით... გეფიცებით, მერჩივნა, საერთოდ არაფერი მცოდნოდა ამის შესახებ. სულიერი სიმშვიდე ძალიან ღირებული ყოფილა. მოკლედ, საღამოა, ველოდები ქმარს, მშვენიერ გუნებაზე ვარ და, უცებ, რეკავს ტელეფონი. ქალის ხმამ მბრძანებლურად და კატეგორიულად გაიჟღერა. ჩემი ქმრის სახელი წარმოთქვა – სასწრაფოდ დაუძახეთო. რა ხდება, ვინ ბრძანდებით-მეთქი. შენი საქმე არ არის, შენ არავინ გეკითხება, ახლავე დამალაპარაკეო. გავბრაზდი, ვიფიქრე, ეს თავხედი ვინ არის, ასეთ ლაპარაკს რომ მიბედავს-მეთქი. ვუთხარი კიდეც – როგორ მელაპარაკები, შე უზრდელო-მეთქი. ვინც ვარ, შენს ქმარს ჰკითხე, შე საცოდავო და ის გიპასუხებსო, – მომახალა და ყურმილი დამიგდო. გეფიცებით, ღალატი ერთი საშინელებაა, მაგრამ, ღალატზე კიდევ უარესი საშინელებაა, ასე რომ გამცნობენ ამ ფაქტის შესახებ. უცებ ტელეფონმა ისევ დარეკა – არ დაგავიწყდეს, შენს ქმარს ჩემ შესახებ ჰკითხოო – და ისევ დაკიდა. როგორც იტყვიან ხოლმე, „ჩორტი“ შემოაგდო.

– არ უნდა აჰყოლოდით...

– ვაიმე, ეს მარტო სათქმელად არის ადვილი! არ ავყევი, ბატონო და, მაშინვე არ მიფიქრია, რომ ჩემი ქმრის საყვარელს ველაპარაკებოდი, მაგრამ, არ დაგიმალავთ, ძალიან ავფორიაქდი. ქმარი რომ მოვიდა, მოვუყევი. ცოტა კი დაიბნა, მაგრამ, მხრები აიჩეჩა – წარმოდგენა არ მაქვს, ვინ არისო.

– დაუჯერეთ?

– როგორ გითხრათ... ყოველ შემთხვევაში, ეჭვის მარცვალი ჩაითესა. სულ ერთი აზრი მიტრიალებდა თავში: შეუძლებელია, სრულიად უცხო ადამიანს ვინმე ასე დაელაპარაკოს; თუნდაც უზრდელი იყოს, მაინც მეტისმეტია-მეთქი. გავყევი ფიქრებს... გავყევი და... მოკლედ, ჩემს ქმარს უკვე ეჭვის თვალით დავუწყე ყურება. იმავე კვირის ბოლოს, შაბათ დღეს, დილის შვიდ საათზე დარეკა ტელეფონმა. ძილიდან ძლივს გამოვერკვიე. „ვინ არის ასეთი უსინდისო, ამ უთენია რომ რეკავს, – ჩემი ძვირფასი ქმარიც გაბრაზდა, – თავხედი თუ მოიქცევა ასე უტიფრადო. აპარატთან, რა თქმა უნდა, მე მივედი. ნაცნობი ხმა რომ გავიგონე, მუხლებში უცნაური სისუსტე ვიგრძენი. თითქოს შინაგანად ველოდი კიდეც ამ ზარს. რომ იტყვიან, „დავიშალე“.

– რა გითხრათ?

– ახლა ხომ სახლშია შენი ქმარი, დაუძახეო. გავბრაზდი – ასეთი რა საქმე გაქვს, რომ დილაუთენია წამოგვახტუნე ლოგინიდან-მეთქი და, იცით, რა მიპასუხა? – წამოგახტუნე, შენც ახლა ქმართან სექსით არ ყოფილიყავი დაკავებულიო და საზიზღრად ახარხარდა. გავგიჟდი, ლამის გავიგუდე აღშფოთებისა და სიმწრისგან. ვუყვირე ჩემს ქმარს, მობრძანდი აქ, შენ უნდიხარ-მეთქი. არც კი ადგა, ისე მითხრა – უთხარი, რომ არ ვიცი, ვინ არის, მაგასთან საერთო არაფერი მაქვსო. სიტყვასიტყვით გადავეცი ქმრის ნათქვამი და ვთხოვე, აღარ დაერეკა. როცა მომინდება, მაშინ დავრეკავ და, თუ საჭიროდ ჩავთვლი, სახლშიც მოგადგებითო. როგორ გგონიათ, როგორი რეაქცია მექნებოდა?! 

– ეჩხუბეთ, ალბათ, ქმარს.

– რა თქმა უნდა, თანაც საშინლად. ჯიუტად იმეორებდა – წარმოდგენა არ მაქვს, ვინ არისო. როგორ დავუჯერებდი?! ან, საერთოდ, ვინ დაუჯერებდა ჩემს ადგილას?! მერე, რამდენიმე დღის განმავლობაში, ვცდილობდით, ისე მოვქცეულიყავით, თითქოს არაფერი მომხდარა. ვატყობდი, ჩემზე მეტად ჩემს ქმარს უნდოდა ამ ყველაფრის დავიწყება, მაგრამ, ვინ გაცადა?! ზარები ჩემს სახლში ყოველდღიურ „სიამოვნებად“ იქცა.

– რეკავდა და ითხოვდა, შენს ქმარს დამალაპარაკეო თუ, სხვა მოთხოვნებიც ჰქონდა?

– ძირითადად ეს ერთი მოთხოვნა იყო – შენს ქმარს უნდა ველაპარაკოო. ჩემი ქმარი კი ტელეფონს არ ეკარებოდა, ხან კი სახლში საერთოდ არ იყო. ვის ეშლებოდა ნერვები – მე!

– ცოტა უცნაურია, რომ ქმარი ასე კატეგორიულად უარყოფდა მასთან ნაცნობობას.

– ეს მისი სტრატეგია იყო და, პრინციპში, სწორი – ცეცხლზე ნავთი აღარ დამისხა. სიტუაცია იქით მიდიოდა, რომ მე მალე ფსიქიკური პრობლემები დამეწყებოდა, ან, საერთოდ გავეყრებოდი ქმარს, რადგან  ძალა და ენერგია გამომეცალა. ახლა ძალიან მიკვირს, როგორ გავუძელი ამ ყველაფერს. რამდენჯერმე მართლა მქონდა სახლიდან ჩემი ქმრის გაგდების სურვილი. ისიც ვიფიქრე, რომ ეს ქალი, ამ ფორმით, შესაძლოა, რაღაცისთვის სამაგიეროს უხდის ჩემს ქმარს-მეთქი, მაგრამ, განტევების ვაცი მე რატომ აღმოვჩნდი და ყველაზე მეტად მე რატომ დავზარალდი, დღესაც არ მესმის. რა დავუშავე? ის იყო ჩემი ქმრის საყვარელი და კიდევ ჩემზე იყო დაბოღმილი?! სად არის ლოგიკა? ჩემი ოჯახი კრახის პირას იყო. ვგრძნობდი, ჩემი ქმარი ლაჩრულად იქცეოდა; ძალიან უნიჭოდ ცრუობდა, რომ არ იცოდა, ვინ იყო ეს ქალი. ბოლოს კულმინაციურ მომენტამდეც მივედი და ვიფეთქე – ქმარი საშინლად გამოვლანძღე, ტელეფონზე კი ნომრის ამომცნობი დავაყენე და, ბოლოს და ბოლოს, გავიგე, საიდან იყო ზარი. მისამართით ხელში თავზე დავადექი ჩემს ქმარს და დავემუქრე, რომ საშინელებას დავატრიალებდი... მაშინ კი გატყდა... ისეთი საცოდავი იყო, ბოდიშებს რომ მიხდიდა, ისეთი უსუსური... ეს კაცები მაოცებენ – ბოდიში და, ოჯახში არაფრის „ერთი ადგილი“ არ აქვთ, საყვარლებს კი იჩენენ. მერე ცოლები ვიხდით მათი ცერცეტობისა და ქარაფშუტობის საფასურს.

– არ გიფიქრიათ, რომ ღალატისთვის ქმარი უნდა დაგესაჯათ? მით უმეტეს, რომ ორმაგად დაზარალდით.

– როგორ არ მიფიქრია, მაგრამ, თხუთმეტწლიანი ურთიერთობის დანგრევა ასეთი მარტივი არ აღმოჩნდა. ცხელ გულზე, თუ გონებას ცოტა არ „გააგრილებ“, აუცილებლად შეუკრავ ქმარს ბარგს და გააგდებ. იმ ქალბატონს უკვე ქმარიც ჰყოლია – ეტყობა, ჩემი ქმრის პარალელურად სხვა კაციც ჰყავდა და იმასთან უკეთესად გამოუვიდა ჩანაფიქრი... ჩემი ქმარი ისეთ დღეში ჩავაგდე, დღესაც ახსოვს. ახლაც არ ვარ ბოლომდე შერიგებული. დღესაც შემომციცინებს, იმიტომ, რომ ხვდება, ჯერ კიდევ ვერ ვაპატიე – არ არის ასე ადვილი. ყოფილი საყვარელიაო, იმდენ ხანს მიმტკიცა, ამით უარესად მომიშალა ნერვები და იქამდე მიმიყვანა, რომ სამაგიეროს გადახდის სურვილი გამიჩინა.

– ვის გადაუხადეთ სამაგიერო?

– იმ ქალბატონს. მამაკაცი მეგობრები მყავს, მართლა მეგობრები რომ ჰქვიათ და ისინი დამეხმარნენ. იგივე მეთოდი გამოვიყენე: მასთან, სახლში რეკავდნენ და მის დედამთილს ეუბნებოდნენ, შენს რძალს დაუძახეო. გააგიჟეს. საერთოდ არ ვნანობ, არც ერთი წუთით. ის მიიღო, რაც დაიმსახურა. ისევ ჩემი ქმარი მომიგზავნა – შემეშვას შენი ცოლი. ცუდად მოვიქეცი და აღარ გავაკეთებ ამასო. მაგას რა გამოასწორებს, მაგრამ, ჩემს ქმარს რომ ერთ ნაბიჯზე აღარ ვენდობი, ფაქტია!

 

скачать dle 11.3