კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა ღირს ჟურნალისტ გიორგი ფოფხაძის სამსახურში დაქირავება და ვინ დაგეგმა მისი მოკვლა

რადიო „ფრანს ინტერნაციონალის” ჟურნალისტი ევროსტრუქტურებსა და „ნატოში,“ ტელეკომპანია „მაესტროს” ჟურნალისტი ბრიუსელში გიორგი ფოფხაძე არაჩვეულებრივი რესპონდენტია. ურთიერთობაში იმდენად თავისუფალი, პირდაპირი და ხალისიანია, დღის ბოლომდე მიგყვება კარგი განწყობა და მასთან საუბრის, თუნდაც პოლემიკის სურვილი კვლავ გიჩნდება. ვინც ფოფხაძის პროფესიულ მხარეს ნაკლებად ან საერთოდ არ იცნობს, გეტყვით, რომ ის ყოფილი თუ ახლანდელი ხელისუფლების მაღალჩინოსანთა (არამხოლოდ) მანკიერების გამოაშკარავებაზე მუშაობს. ვერ გეტყვით, კისერი რამდენჯერ წაუმტვრევია, ვინ მიიჩნევს ან არ მიიჩნევს მას პროფესიონალად, მაგრამ, ფაქტია, რომ იგი საფრანგეთში საკმაოდ პოპულარული და ძვირად ღირებული ჟურნალისტია.    

 

გიორგი ფოფხაძე: საკმაოდ ძვირად ღირებული ჟურნალისტი ვარ, ძვირი ღირს ფოფხაძის დაქირავება სამსახურში, კარგად ვყიდი საკუთარ თავს და ვახერხებ ნორმალურად ცხოვრებას… – ეს ხუმრობით, თუმცა, სიმართლე თუ გინდათ, მართლა ძვირად ღირებულ ჟურნალისტად ვითვლები.  ევროპაში ასეა – გამოცდილება პირდაპირპროპორციულად აისახება ხელფასზე. 25-წლიანი კარიერის განმავლობაში ბევრ წამყვან ევროპულ ტელევიზიასა და რადიოში ვიმუშავე, ასე რომ, ძვირად ღირებულ ევროპას ვუძლებ. უკვე 22 წელია აქ ვცხოვრობ, ფაქტიობრივად, აქ გავიზარდე და, აბა, რა გითხრათ – უცხო აღარაა ევროპა და ევროპული ცხოვრების ყაიდა, თუმცა, მაინც მიჭირს. აქაური ცხოვრების კანონებითა და კანონზომიერებით მიწევს ცხოვრება და შრომა, მაგრამ, ქართველი ადამიანისთვის ძნელია უცხოეთში ცხოვრება და არაა ეს ბანალური და ტრაფარეტული სიტყვები. ვერ გავხდი მე ფრანგი და ვცხოვრობ ქართული ცხოვრებით, ყოველ შემთხვევაში, ვცდილობ, ქართველობა, ჩემი იდენტურობა არ დავკარგო. რამდენად გამომდის – ეს მეორე საკითხია, მაგრამ, ნამდვილად ვცდილობ. რა თქმა უნდა, შეურაცხყოფას არ ვაყენებ არც ფრანგებს და არც ევროპელებს საერთოდ, თუმცა, ჯობია, ყველგან იყო ის, რაც სინამდვილეში ხარ, არ ითამაშო და არ მოირგო რაღაც ნიღბები, თან, მე ძალიან ცუდი მსახიობი ვარ, ყოველთვის იმას ვამბობ, რასაც ვფიქრობ, ეს ყველაფერი კი ხშირად ღუპავს ჩემს კარიერას. მაგრამ, არა უშავს, სიმართლე ჯობია „ლიცემერიას.”

– თქვენი ყველა ინტერვიუ თუ „ფეისბუქ-სტატუსი“, მე ვიტყოდი, სკანდალურია. ცხადია, ყველას ჩამოთვლა შეუძლებელია, მხოლოდ რამდენიმეზე გავამახვილებ მკითხველის ყურადღებას: „ბედუკაძე გმირია!..“ „ევროსაბჭოში „ოცნება” „ნაციონალებზე” მამხილებელი მასალებით ჩავიდა... უნდა გენახათ, კულუარებში რა ხდებოდა...“ „ოქრუაშვილმა ნიცის აეროპორტში ნაძალადევის რაიონის დეპუტატს სცემა“... ვანო მერაბიშვილის ევროპაში გაყვანის საიდუმლო გეგმაზეც საუბრობთ, რომ, თურმე, მის დასაცავად ევროპაში სერიოზული, აქტიური კამპანია მიმდინარეობს, დიდ ევროპულ ორგანიზაციებში ლობისტების მუშაობა მიდის იმ კუთხით, რომ ვანო მერაბიშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ძალიან მძიმე სურათი შეიქმნას... მართალია, ნამდვილი ჟურნალისტის თვისებაა – არასდროს აუაროს გვერდი ხმაურიანი მასალების გამოქვეყნებას, მაგრამ, როდესაც აქვეყნებთ ამგვარ მასალებს, ფიქრობთ ხოლმე, რომ  რაღაცამ, შესაძლოა, თქვენს პროფესიულ საქმიანობაზე ძალიან ცუდად იმოქმედოს ან ფიზიკურად დაზარალდეთ?         

– რაც გამოვაქვეყნე, არ გამართლდა თუ არასწორი გამოვაქვეყნე?! არ ყოფილიყო ბედუკაძისა და აკობიას კადრები, არ იქნებიდა 1 ოქტომბრის არჩევნების შედეგები. ირაკლი ოქრუაშვილსა და იმ ადამიანს შორის ნიცის აეროპორტში ინციდენტიც ნამდვილია და ამის შესახებ ინციდენტიდან მეორე დღეს გაზეთ „ნიცა მატანშიც” ეწერა, თუმცა, ამ ინფორმაციის ექსკლუზივი, სამწუხაროდ, მე არ მეკუთვნოდა – ჩემზე ადრე ჩემმა კოლეგამ, შორენა მარსაგიშვილმა გამოაქვეყნა, მე, უბრალოდ, გავიზიარე შორენას სტატუსი და მერე ესეც მე „დამბრალდა”. რაც შეეხება ვანო მერაბიშვილს, არც ესაა ტყუილი და შეთხზული. ფაქტია, რომ ნაცმოძრაობას საკმაოდ დიდი პროფესიონალები ჰყავს დაქირავებული ბრიუსელში, რომლებიც საოცარი ეფექტურობით მუშობენ, თითქმის უშეცდომოდ და, თუ მე ხანდახან მათ გეგმებს გავიგებ, ეს უკვე ჩემს პროფესიონალიზმზე მეტყველებს, ხომ?! საერთოდ, თვითონ ჟურნალისტიკაა სკანდალური პროფესია, ამიტომ, ჩემი სტატუსები არაა მოკლებული სკანდალის ელემენტებს, ესაა და ეს

 – საზოგადოების დიდი ნაწილი დღეს სულ სხვაგვარად ფიქრობს 1 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით – რომ „ოცნებას” ციხის კადრები და კიდევ ბევრი რამ, ჰაერივით სჭირდებოდა ხელისუფლებაში მოსასვლელად. ყოველ შემთხვევაში, ამის საფუძველი აქვთ...  როგორც ვიცი, ერთხელ „ნატოს“ შტაბ-ბინაში მოგწამლეს და, მოდი, ამაზეც ვისაუბროთ – რისკზე ვსაუბრობდით და გამახსენდა      

– „ნატოს“ ინციდენტის ამბავი ჯერ კიდევ გამოძიების პროცესშია. ეგ რომ ვიცოდე, ვინ მომწამლა და როგორ მომწამლა, ამის დაწერას ვინ მომასწრებდა.. თუმცა, ფაქტია, რომ მომწამლეს. „კოკა-კოლაში“ რა ჩაყარეს, არც ეს ვიცი მაგრამ, ჩემს სისხლში ბენზოდიაზეპინის ჯგუფის მედიკამენტის დიდი რაოდენობა ნამდვილად აღმოჩნდა... დაამთავრებენ გამოძიებას და, იტყვიან, ალბათ, რა და როგორ მოხდა… ბოლოს ორი თვის წინ დამკითხეს ამ საკითხზე – ვისზე გაქვთ ეჭვიო... აბა, ეგ რომ ვიცოდე, ვინ იყო, ამათი გამოძიება რაღად მინდა?!

– მკითხველისთვის რომ გასაგები იყოს, გვიამბეთ, რა მოხდა.

– დილით ადრე მივედი „ნატოს“ შტაბ-ბინაში. ქართველ  ჟურნალისტებთან შეხვედრით გახარებულმა, უმეთვალყურეოდ მივატოვე ფინჯანი ყავა და „კოკა-კოლის“ გახსნილი ბოთლი. დარბაზში დაბრუნებულს არც ყავის გემო მომეწონა და „კოკა-კოლაც“ მემწარა. დაახლოებით 13.00 საათისთვის საშინელი თავბრუხვევა, გულისრევა და სისუსტე ვიგრძენი, რის გამოც, ფაქტობრივად, ღონისძიებას გამოვეთიშე. პარიზისკენ მიმავალს, რამდენჯერმე მომიხდა მანქანის შეჩერება იმის გამო, რომ თვალებში მიბნელდებოდა. საკმაოდ ჯანმრთელი ვარ და საძილე და დამაწყნარებელ საშუალებებს არასდროს ვიღებ.  

– ჟურნალისტური გამოძიება ყოველთვის საინტერესოა, თუ ამას  „ჟილკიანობასაც” დავუმატეთ, ეს ჩვენს საქმეს კიდევ უფრო ეფექტურს ხდის. ამიტომ, შედეგებზე უკვე ნაკლებად ფიქრობ...          

–  ნათქვამია – ვინც არ რისკავს, არც შამპანურს სვამს. ყოველთვის ვიაზრებ, რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს ჩემს რისკიან ნაბიჯს, მაგრამ, ყველაფერი ცეცხლთან თამაშს ჰგავს, ჰოდა, მეც ვეთამაშები ცეცხლს! ყველაზე დიდი რისკი, ალბათ, 11 წლის განმავლობაში „ომის ჟურნალისტად” მუშაობა იყო, დაწყებული აფხაზეთისა და ყარაბახის და გაგრძელებული ჩეჩნეთის, ავღანეთის, ბეირუთისა და კოსოვოს კონფლიქტებით. რთული პერიოდი ხშირად მქონია. სამწუხაროდ ხშირად მიწევს ბევრი რამის ხელახლა დაწყება, თან, ჟურნალისტს  დალხინებული ცხოვრება არასოდეს აქვს, სამწუხაროდ.  

– ახლა თქვენს ოჯახზეც ვისაუბროთ. 

– ჩემი ყოფილი მეუღლე, ქეთი ბეჟიაშვილი, ყოფილი ჟურნალისტია და ამჟამად „მოძრაობის თეატრის” პიარ-მენეჯერი და თანამფლობელია. პირველი ქორწინებიდან მყავს ორი ქალიშვილი, ტყუპები – სოფიო და მარიამი, რომლებიც საფრანგეთში, რუანის კონსერვატორიაში სწავლობენ. ახლა მყავს მეგობარი ქალი – ქრისტინ ბარე, რომელთანაც სამოქალაქო ქორწინებაში არ გახლავართ, თუმცა, გვყავს საერთო შვილები. ქრისტინა პროფესიონალი მრჩეველია, ანუ, ქართულად რომ გადავთარგმნოთ, ლობისტურ საქმიანობას ეწევა – იყო და არის ფრანგული პოლიტიკური და საქმიანი წრეების მრჩეველი სტრატეგიული დაგეგმარების საკითხებში.      

– ისე, „კაი ტიპის” შთაბეჭდილებას ტოვებთ. მართალია, ცხელ-ცხელი სტატუსები გაქვთ, მაგრამ, ზოგჯერ მათ თქვენი იუმორი აგრილებს – როცა ვკითხულობ, მეცინება.        

– ხოოო... ხასიათი მშვენიერი და საკმაოდ მხიარული მაქვს ნამდვილად, ენამოსწრებულიც ვარ. სიცილი და ხუმრობა ყველაზე საუკეთესო რამაა ამ დაძაბული ცხოვრების ცოტათი მაინც გასაფერადებლად. ამიტომ, ძალიან მოხარული ვარ, როდესაც ჩემი ნათქვამი ვინმეს ამხიარულებს და კარგ ხასიათზე აყენებს, ასე რომ, „გაიცინეთ გიორგი ფოფხაძესთან ერთად!”

– ბედნიერი მამა ხართ – გოგონები გყავთ, თან – ტყუპები.

– ისეთი ტყუპები არიან, ხშირად მე ვერ ვარჩევ ერთმანეთისგან. ტყუპების დაბადებაც საინტერესო ისტორიასთან არის დაკავშირებული: 1994 წლის 20 დეკემბერს ჩეჩნეთის ომი დაიწყო, მე მაშინ „ასოშეიტედ პრესის“ ტელესამსახურში ვმუშაობდი პროდიუსერად და ჩეჩნეთში გახლდით. მოკლედ, 21 დეკემბერს ყველა ჟურნალისტმა დატოვა გროზნო და დავრჩით მარტო მე, ჩემი ოპერატორი დათო კვიჟინაძე, დათო ჩხიკვიშვილი და ლორანს შიტსი – „რეიტერიდან.“ ჩემი მეუღლე წავიდა „რეიტერის“ სააგენტოს თბილისის ბიუროში ამბის გასაგებად, გამოვედი თუ არა გროზნოდან და… მოკლედ,  როცა გაიგო, რომ გროზნოში გახლავართ, ნერვიულობაზე დაეწყო მშობიარობა და ქვეყანას მოევლინენ სოფო და მარიამი. ნუ, ახლა, როგორმე ხომ უნდა გამაგებინონ, შვილები რომ შემეძინა და მოიფიქრეს ასეთი რამე: გროზნოში ძირითადად ვუსმენდით „ბიბისისა“ და რადიო „სვობოდას“ და მათ „ასოშეიტედ პრესის“ ხელმძღვანელობამ სთხოვა, ამ ორ რადიოს საღამოს გამოშვებაში მოელოცათ ჩემთვის შვილების დაბადება. მოკლედ, 1994 წლის 21 დეკემბრის მთავარი გამოშვება „ბიბისიმ“ და რადიო „სვობოდამ“ დაიწყო ასე: „ჩვენს კოლეგას, გიორგი ფოფხაძეს, რომელიც ახლა გროზნოშია და კონფლიქტს აშუქებს და, რომელთანაც ჯერჯერობით კავშირის დამყარება არ ხერხდება, ვულოცავთ შვილების – ტყუპი გოგონების დაბადებას”… ახლა სოფო და მარიამი უკვე დიდი ქალები და ძალიან კარგი ბალერინები არიან, სწავლა დაიწყეს საკმაოდ პრესტიჟულ საბალეტო კონსერვატორიაში; მჯერა, რომ, პირველ ყოვლისა, საუკეთსო ადამიანები იქნებიან და, მერე – საუკეთესო მოცეკვავეები. თავისუფალი დრო თუ გამოჩნდა, ვცდილობ, შვილებს მივუძღვნა – ამაზე სააუკეთესო საშუალება დროის გასატარებლად არ არსებობს როცა შვილებთან ვარ, დრო ჩერდება... 

 

скачать dle 11.3