კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ექიმის რჩევები

კითხვა: 4 წლის წინ დამიდგინეს რკინადეფიციტური ანემია. მკურნალობის შემდეგ ყველა მაჩვენებელი ნორმაში ჩადგა და ახლაც ასეა, მაგრამ საშინლად მცვივა თმა და მემტვრევა ფრჩხილები. რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი?

პასუხი: უპირველესად, ჩაიტარეთ ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა (ექოსკოპია, ფუნქცია), რადგან მსგავს ჩივილებს ყველაზე ხშირად ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქცია იწვევს. ხოლო რკინის და სხვა მიკროელემენტების (კალციუმი, თუთია, კალიუმი, მანგანუმი, სელენი...) დეფიციტის განსაზღვრისთვის  შეგიძლიათ თმის სპექტრალური ანალიზის ჩატარება.

კითხვა: შარშან გარუჯვისას მივიღე დამწვრობა. წელს, მიუხედავად იმისა, რომ დიდხანს არ გავჩერებულვარ მზეზე, ისევ დავიწვი. აწი სულ ასე ვიქნები? ვხმარობ თურმანიძის მალამოს, ცოტა უკეთ ვარ, ასევე დიდი ოდენობით სითხეს ვსვამ. ძალიან გთხოვთ, კიდევ მირჩიოთ რამე, რა გავაკეთო, რომ ბუშტუკები არ გამიჩნდეს და კანი არ გადამძვრეს.

პასუხი: ადამიანები განსხვავდებიან ერთმანეთისაგან მზის მიმართ მგრძნობელობით. თქვენ, თქვენი კანის თავისებურებების გათვალისწინებით, მზეს უნდა მოერიდოთ, მზეზე გასვლის წინ უნდა გამოიყენოთ სპეციალური დამცავი კრემი, თავდაპირველად, მზეზე უნდა გაჩერდეთ მხოლოდ 1-2 წუთი და ეს დრო უნდა გაზარდოთ ეტაპობრივად, მაქსიმუმ 15 წუთამდე. ამჟამად თქვენ სწორად იქცევით, თუმცა ბუშტუკების გაჩენა და კანის აქერცლა გარდაუვალია.

კითხვა:  შუბლის მარჯვენა, ზედა კუთხეში აღმოვაჩინე პატარა, მრგვალი, მაგარი წანაზარდი. რა შეიძლება იყოს? საშიშია? ექიმს მივმართო?

პასუხი: რა თქმა უნდა, ექიმს (კანისა და რბილი ქსოვილების სპეციალისტს) უნდა მიმართოთ. შესაძლოა, ეს იყოს ათერომა – ხაჭოსმაგვარი სეკრეტით სავსე კისტა, რომელიც ცხიმოვანი ჯირკვლების გამომყოფი სადინარის დახშობის შედეგად წარმოიქმნება – მომრგვალო ფორმის მაგარი წარმონაქმნი.

კითხვა: შეიძლება თუ არა, უჰაერობის შეგრძნების მიზეზი ნევროზი იყოს?

პასუხი: ნევროზის დროს ჩივილები საკმაოდ მრავალფეროვანია, ერთ-ერთი ჩივილი უჰაერობაც შეიძლება იყოს. ნევროზის მკურნალობა ხორციელდება ინდივიდუალურად, დაავადების მიზეზის შესაბამისად, ხოლო მიზეზის დასადგენად ნევროპათოლოგს უნდა მიმართოთ.

კითხვა: 35 წლის მამაკაცს ღვინის დალევის მეორე დღეს უშუპდება და სტკივა ფეხები. რა უნდა იყოს ამის მიზეზი?

პასუხი:  შესაძლოა, ჭარბი სითხე იწვევს  ქვედა კიდურებში შეშუპებას და დისკომფორტიც ამას უკავშირდება.

 

скачать dle 11.3